სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და სადუნიშვილი ერთმანეთს არ მოვუხდებით"
"მე და სადუნიშვილი ერთმანეთს არ მოვუხდებით"

რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" სტუ­მა­რი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გოგი­აშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს "ტე­ლე­ი­მე­დი­დან" ელ­ტონ ჯო­ნის ოჯახ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ირო­ნი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო და მას შემ­დეგ ეკ­რან­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

- სა­ლო­მე, ამ ზა­ფხულს რო­გორ და­ის­ვე­ნე?

- კარ­გა ხა­ნია ოჯა­ხუ­რად, შვი­ლებ­თან ერ­თად ვის­ვე­ნებ და არც ეს წელი ყო­ფი­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სი. 4 თვის ფეხ­მძი­მე ვარ, თუმ­ცა ხა­სი­ათ­სა და გა­რეგ­ნო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ დამ­ტყო­ბია. გა­გიმ­ხელთ, გო­გოს ვე­ლო­დე­ბი, რო­მელ­საც დე­და­ჩე­მის სა­ხე­ლი - თიკო უნდა და­ვარ­ქვა.

- არ გი­ჭირს სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე ყოფ­ნა?

- ასე­თი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად არ მომ­ხდა­რა, მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის­გან დრო­ე­ბით დას­ვე­ნე­ბა კარ­გია, თუმ­ცა უმუ­შევ­რო­ბა მა­ინც დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. ახლა მთლი­ა­ნად შვი­ლებ­ზე, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. ისე, ხან­და­ხან კი მე­ნატ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზია. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ახლა ფეხ­მძი­მედ ხარ და უნდა და­ის­ვე­ნოო, მაგ­რამ მე მა­ინც ენერ­გი­უ­ლად ვარ. ჩემი მე­უღ­ლე ვახო ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მი­წყობს. მე­უბ­ნე­ბა, ყო­ველ დი­ლით სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულს, მირ­ჩევ­ნია, იქ იარო, სა­დაც ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად გსი­ა­მოვ­ნებ­სო და სა­ა­მი­სოდ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს.

- რო­გო­რი დედა ხარ?

- შვი­ლებ­თან პა­თო­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ვა­მე­ცა­დი­ნებ, ვა­კონ­ტრო­ლებ, ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ვართ. ახლა ჩემი პა­ტა­რა სკო­ლა­ში მი­დის და ამის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ვემ­ზა­დე­ბით. ვფიქ­რობ, ქარ­თვლის დე­დის სახე ხომ არ გავ­ხდე (იცი­ნის).

- რო­გორც ვიცი, შენ და თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო და­უ­პი­რის­პირ­დით ერ­თმა­ნეთს. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და თი­კოს­თან ერ­თად გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ, და­თან­ხმდე­ბი?

- განა იმი­ტომ, რომ პა­ტი­ე­ბა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ, არ მო­ვუხ­დე­ბით მე და თიკო ერ­თმა­ნეთს. არ ვამ­ბობ, რომ ის ცუდი ან უნი­ჭო წამ­ყვა­ნია, უბ­რა­ლოდ, სხვა­დას­ხვა სტი­ლის წამ­ყვა­ნე­ბი ვართ. ჩა­ვარ­დე­ბა ის გა­და­ცე­მა, რო­მელ­საც ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­უ­ძღვე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა ეკ­რან­ზე ჩემ­სა და თი­კოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა.

- რა კი­თხვას და­უს­ვამ­დი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს?

- სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩავ­წერ­დი მას­თან ინ­ტერ­ვი­უს, ოღონდ ეს არ იქ­ნე­ბო­და ინ­ტერ­ვიუ ოფი­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში, რო­გორც ამას მო­ი­თხოვს ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და რეს­პონ­დენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა. თუ შეძ­ლებს, რომ გულ­წრფე­ლად გამ­ცეს პა­სუ­ხე­ბი და არა დე­მა­გო­გი­უ­რად, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ვკი­თხავ­დი, რას გვერ­ჩო­და ამ­დე­ნი წელი.

- რას აჩუ­ქებ­დი თეა თუ­თბე­რი­ძეს?

- თეა თუთ­ბე­რი­ძეს? (იცი­ნის). ვა­ი­მე, რა რთუ­ლი შე­კი­თხვა და­მის­ვი... აჯო­ბებს, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი ცენ­ტრის ული­მი­ტო და უფა­სო ბა­რა­თი ვა­ჩუ­ქო, აშ­კა­რად სჭირ­დე­ბა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი თე­რა­პია. თან მეც კე­თილ საქ­მედ ჩა­მეთ­ვლე­ბო­და მისი დამ­შვი­დე­ბა.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ იწყებ­დე, რას შეც­ვლი­დი?

- მხო­ლოდ ერ­თა­დერთ რა­მეს - გა­ვი­ხან­გრძლი­ვებ­დი ურ­თი­ერ­თო­ბას მა­მას­თან და იმ მე­გობ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან. პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც და­ვუშ­ვი შეც­დო­მა, როცა მე­ო­რედ გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ ამას არ ვნა­ნობ და ისევ იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი, რად­გან ამის გა­რე­შე მე­ო­რე შვი­ლი არ გა­მიჩ­ნდე­ბო­და.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

ლე­ვან ოდი­შა­რია - ფსი­ქო­ლო­გი: შრო­მის­მოყ­ვა­რე და მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. აქვს იუ­მო­რის დიდი გრძნო­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"მე და სადუნიშვილი ერთმანეთს არ მოვუხდებით"

"მე და სადუნიშვილი ერთმანეთს არ მოვუხდებით"

რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარი, ტელეწამყვანი სალომე გოგი­აშვილი რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს "ტელეიმედიდან" ელტონ ჯონის ოჯახზე გაკეთებული ირონიული განცხადების გამო და მას შემდეგ ეკრანზე აღარ გამოჩენილა.

- სალომე, ამ ზაფხულს როგორ დაისვენე?

- კარგა ხანია ოჯახურად, შვილებთან ერთად ვისვენებ და არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. 4 თვის ფეხმძიმე ვარ, თუმცა ხასიათსა და გარეგნობაში ცვლილებები არ დამტყობია. გაგიმხელთ, გოგოს ველოდები, რომელსაც დედაჩემის სახელი - თიკო უნდა დავარქვა.

- არ გიჭირს სამსახურის გარეშე ყოფნა?

- ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად არ მომხდარა, მიჩვეული ვარ. დატვირთული რეჟიმისგან დროებით დასვენება კარგია, თუმცა უმუშევრობა მაინც დისკომფორტს მიქმნის. ახლა მთლიანად შვილებზე, საოჯახო საქმეებზე ვარ გადართული. ისე, ხანდახან კი მენატრება ტელევიზია. ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან, ახლა ფეხმძიმედ ხარ და უნდა დაისვენოო, მაგრამ მე მაინც ენერგიულად ვარ. ჩემი მეუღლე ვახო ყველაფერში ხელს მიწყობს. მეუბნება, ყოველ დილით სამსახურში სიარულს, მირჩევნია, იქ იარო, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად გსიამოვნებსო და საამისოდ ყველაფერს აკეთებს.

- როგორი დედა ხარ?

- შვილებთან პათოლოგიური დამოკიდებულება მაქვს, ვამეცადინებ, ვაკონტროლებ, ყველგან ერთად დავდივართ. ახლა ჩემი პატარა სკოლაში მიდის და ამისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. ვფიქრობ, ქართვლის დედის სახე ხომ არ გავხდე (იცინის).

- როგორც ვიცი, შენ და თიკო სადუნიშვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო დაუპირისპირდით ერთმანეთს. ტელევიზიაში დაბრუნება და თიკოსთან ერთად გადაცემის წაყვანა რომ შემოგთავაზონ, დათანხმდები?

- განა იმიტომ, რომ პატიება არ შემიძლია, მაგრამ, არ მოვუხდებით მე და თიკო ერთმანეთს. არ ვამბობ, რომ ის ცუდი ან უნიჭო წამყვანია, უბრალოდ, სხვადასხვა სტილის წამყვანები ვართ. ჩავარდება ის გადაცემა, რომელსაც ორი განსხვავებული ადამიანი გაუძღვება. აუცილებლად გამოჩნდება ეკრანზე ჩემსა და თიკოს შორის არსებული დაძაბულობა.

- რა კითხვას დაუსვამდი მიხეილ სააკაშვილს?

- სიამოვნებით ჩავწერდი მასთან ინტერვიუს, ოღონდ ეს არ იქნებოდა ინტერვიუ ოფიციალურ გარემოში, როგორც ამას მოითხოვს ჟურნალისტისა და რესპონდენტის ურთიერთობა. თუ შეძლებს, რომ გულწრფელად გამცეს პასუხები და არა დემაგოგიურად, საინტერესო იქნებოდა. პირველ რიგში აუცილებლად ვკითხავდი, რას გვერჩოდა ამდენი წელი.

- რას აჩუქებდი თეა თუ­თბერიძეს?

- თეა თუთბერიძეს? (იცინის). ვაიმე, რა რთული შეკითხვა დამისვი... აჯობებს, დამამშვიდებელი ცენტრის ულიმიტო და უფასო ბარათი ვაჩუქო, აშკარად სჭირდება დამამშვიდებელი თერაპია. თან მეც კეთილ საქმედ ჩამეთვლებოდა მისი დამშვიდება.

- ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდე, რას შეცვლიდი?

- მხოლოდ ერთადერთ რამეს - გავიხანგრძლივებდი ურთიერთობას მამასთან და იმ მეგობრებთან, რომლებიც, სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან. პირად ცხოვრებაშიც დავუშვი შეცდომა, როცა მეორედ გავთხოვდი, მაგრამ ამას არ ვნანობ და ისევ იმავეს გავაკეთებდი, რადგან ამის გარეშე მეორე შვილი არ გამიჩნდებოდა.

ფსიქოლოგის დასკვნა

ლე­ვან ოდი­შა­რია - ფსი­ქო­ლო­გი: შრომისმოყვარე და მეგობრული ადამიანია. აქვს იუმორის დიდი გრძნობა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება