საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანატოლი ბოისა: "მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ვიცეკვო"
ანატოლი ბოისა: "მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ვიცეკვო"

კა­ლათ­ბურ­თე­ლი ანა­ტო­ლი ბო­ი­სა პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" იცეკ­ვებს. ამის შე­სა­ხებ თა­ვად­ვე გან­გვი­ცხა­და. ის შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბას ადა­რებს, დიდი იმე­დი აქვს თა­ვი­სი მე­წყვი­ლის და ამ საქ­მე­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დაც აინ­ტე­რე­სებს.

- მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წინა სე­ზო­ნებ­ზეც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ მა­შინ ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პულ ლი­გა­ში თა­მა­შობ­და, თით­ქმის სულ გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი ქვეყ­ნი­დან და პრო­ექ­ტში ჩაბ­მა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ახლა ისევ შე­მომ­თა­ვა­ზეს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მა­შინ­ვე მა­ინც არ დავ­თან­ხმდი, ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მე­ცეკ­ვა. რა­ტო­მაც, არა?

- წელს არ გაქვთ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი?

- წელს შიდა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვას­პა­რე­ზობთ, ძი­რი­თა­დად შიდა ლი­გა­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი და მეტი დრო მაქვს.

- ახლა ცირ­კის არე­ნა­ზე მო­გი­წევთ სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ცეკ­ვა­ვის ამ­პლუ­ა­ში წარ­მოდ­გე­ნა. შეძ­ლებთ ამას?

- …ვი­თომ რა­ტომ ვერ უნდა შევ­ძლო? თუ იმას ვა­ხერ­ხებ, რომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის სა­კა­ლათ­ბურ­თო მო­ე­დან­ზე ვთა­მა­შობ, ახლა ამ პრო­ექ­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ვი­ცეკ­ვებ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მო­ე­წო­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს თქვე­ნი ცეკ­ვა?

- ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, თან, პარტნი­ო­რის დახ­მა­რე­ბის იმე­დიც მაქვს. მაგ პრო­ექ­ტში ხომ სა­უ­კე­თე­სო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მივ­ყვე­ბი მე­წყვი­ლეს, მა­ნამ­დე ბევ­რს ვი­ვარ­ჯი­შებ და მგო­ნი, ამ ყვე­ლა­ფერს შე­დე­გი ექ­ნე­ბა. მოკ­ლედ, ჩემ­ზე მა­ყუ­რე­ბელს და­დე­ბი­თი შა­თა­ბეჭ­დი­ლე­ბა რომ შე­ექ­მნას, ამა­ზე ნამ­დვი­ლად ვიზ­რუ­ნებ.

- ცეკ­ვა თუ გიყ­ვართ?

- ცეკ­ვა დი­დად არც მიყ­ვარს და არც მე­ხერ­ხე­ბა, მაგ­რამ ახლა უნდა მო­ვა­ხერ­ხო... ისე, ვინც მაგ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს, ვარ­სკვლა­ვებს ვგუ­ლის­ხმობ, ყვე­ლას ხომ არ შე­უძ­ლია კარ­გი ცეკ­ვა? მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი პრო­ექ­ტია და მანდ სწო­რედ რო­გორ იცეკ­ვე­ბენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ეს არის მთა­ვა­რი.

ზო­გა­დად პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მომ­წონს, ყო­ველ­თვის ვუ­ყუ­რებ­დი. ისე, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ესა თუ ის ცეკ­ვა მგო­ნი, უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა და მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ შევ­ძლებ.

- ჟი­უ­რის შე­ნიშ­ვნებს რო­გორ შეხ­ვდე­ბით?

- თუ ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, მი­ვი­ღებ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, მაგ­რამ თუ ვინ­მე გა­და­ა­მე­ტებს, ნამ­დვი­ლად არ მე­სი­ა­მოვ­ნე­ბა...

ისე, ცეკ­ვაც თა­ვი­სე­ბუ­რი სპორ­ტია, აზარ­ტია, მე­წყვი­ლეს­თან გი­წევს სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა, ორი კაცი უკვე გუნ­დია, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც გყავს და სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბაა.

- გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გაქვთ?

- იმას ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი, რომ პრო­ექ­ტში მივ­დი­ვარ და გა­ვი­მარ­ჯვებ-მეთ­ქი. უბ­რა­ლოდ, მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ შევ­ძლებ ამ ყვე­ლა­ფერს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ანატოლი ბოისა: "მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ვიცეკვო"

ანატოლი ბოისა: "მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ვიცეკვო"

კალათბურთელი ანატოლი ბოისა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებს. ამის შესახებ თავადვე განგვიცხადა. ის შოუში მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებას ადარებს, დიდი იმედი აქვს თავისი მეწყვილის და ამ საქმეში საკუთარი თავის გამოცდაც აინტერესებს.

- მონაწილეობა წინა სეზონებზეც შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ ჩვენი გუნდი ევროპულ ლიგაში თამაშობდა, თითქმის სულ გასული ვიყავი ქვეყნიდან და პროექტში ჩაბმა ვერ მოვახერხე. ახლა ისევ შემომთავაზეს მასში მონაწილეობა, მაგრამ მაშინვე მაინც არ დავთანხმდი, ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა მეუღლემ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეცეკვა. რატომაც, არა?

- წელს არ გაქვთ დატვირთული გრაფიკი?

- წელს შიდა ჩემპიონატზე ვასპარეზობთ, ძირითადად შიდა ლიგაზე ვართ ორიენტირებულები და მეტი დრო მაქვს.

- ახლა ცირკის არენაზე მოგიწევთ საკუთარი თავის მოცეკვავის ამპლუაში წარმოდგენა. შეძლებთ ამას?

- …ვითომ რატომ ვერ უნდა შევძლო? თუ იმას ვახერხებ, რომ გულშემატკივრებისთვის საკალათბურთო მოედანზე ვთამაშობ, ახლა ამ პროექტის მოყვარულებისთვის ვიცეკვებ.

- როგორ ფიქრობთ, მოეწონება მაყურებელს თქვენი ცეკვა?

- ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თან, პარტნიორის დახმარების იმედიც მაქვს. მაგ პროექტში ხომ საუკეთესო და პროფესიონალი მოცეკვავეები მონაწილეობენ. მივყვები მეწყვილეს, მანამდე ბევრს ვივარჯიშებ და მგონი, ამ ყველაფერს შედეგი ექნება. მოკლედ, ჩემზე მაყურებელს დადებითი შათაბეჭდილება რომ შეექმნას, ამაზე ნამდვილად ვიზრუნებ.

- ცეკვა თუ გიყვართ?

- ცეკვა დიდად არც მიყვარს და არც მეხერხება, მაგრამ ახლა უნდა მოვახერხო... ისე, ვინც მაგ პროექტში მონაწილეობს, ვარსკვლავებს ვგულისხმობ, ყველას ხომ არ შეუძლია კარგი ცეკვა? მაგრამ მსოფლიოში ცნობილი პროექტია და მანდ სწორედ როგორ იცეკვებენ ვარსკვლავები, ცნობილი ადამიანები, ეს არის მთავარი.

ზოგადად პროექტი ძალიან მომწონს, ყოველთვის ვუყურებდი. ისე, არაპროფესიონალის მიერ წარმოდგენილი ესა თუ ის ცეკვა მგონი, უფრო საინტერესოა და მეც მაინტერესებს, ამ ყველაფერს როგორ შევძლებ.

- ჟიურის შენიშვნებს როგორ შეხვდებით?

- თუ ობიექტური იქნება, რა თქმა უნდა, მივიღებ და გავითვალისწინებ, მაგრამ თუ ვინმე გადაამეტებს, ნამდვილად არ მესიამოვნება...

ისე, ცეკვაც თავისებური სპორტია, აზარტია, მეწყვილესთან გიწევს სცენაზე გამოსვლა, ორი კაცი უკვე გუნდია, მოწინააღმდეგეებიც გყავს და სპორტული შეჯიბრებაა.

- გამარჯვების იმედი გაქვთ?

- იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პროექტში მივდივარ და გავიმარჯვებ-მეთქი. უბრალოდ, მაინტერესებს, როგორ შევძლებ ამ ყველაფერს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება