პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეუყვარდა ლიკა ლაბაძეს?
ვინ შეუყვარდა ლიკა ლაბაძეს?

ბავ­შვო­ბა­ში წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას დედა ურ­ჩევ­და, აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლიც იყო, მერე ბა­ლეტ­ზე სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო და ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­საც­ნო­ბად იმ­დე­ნი დრო აღარ ჰქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი და შე­მეც­ნე­ბი­თი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა შე­უყ­ვარ­და. მხატ­ვრულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე მე­ტად, ცნო­ბილ ადა­მი­ან­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი იზი­დავს. ტე­ლე­წამ­ყვან­მა ლიკა ლა­ბა­ძემ ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბა, "ერუ­დი­ტის" სტუ­მა­რი ყო­ფი­ლი­ყო, სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღო და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად შინ მი­მი­პა­ტი­ჟა.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ლიკა, შენი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბი ვინ არი­ან?

- არა­ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი მყავს, მათი ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს. ხში­რად წა­სა­კითხ წიგ­ნებს ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ.

- წიგ­ნის კი­თხვის დროს გი­ტი­რია?

- ასე­თი რამ არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა. ჩვე­ვად მაქვს, კი­თხვას რომ და­ვი­წყებ, რაც უნდა სქელ­ტა­ნი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი იყოს, 3 დღე­ში უნდა და­ვამ­თავ­რო.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ორ­ჰან ფა­მუ­ქის "უმან­კო­ე­ბის მუ­ზე­უ­მი­დან" ფუ­სუ­ნი შე­მიყ­ვარ­და. მის­გან ბევრ რა­მეს ვის­წავ­ლი­დი.

- ფუ­სუნს ჰგავ­ხარ?

- კი, სიყ­ვა­რულ­ში თავ­და­დე­ბა მეც შე­მიძ­ლია. სი­მარ­თლე გი­თხრა, ამ წიგ­ნის კი­თხვის დრო­საც ვი­ტი­რე.

- ვიცი, რომ ძვე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია გა­ინ­ტე­რე­სებს...

- ძა­ლი­ან. სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში პე­რუს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ. მინ­და ვნა­ხო მაჩუ პიქჩუ. პირ­ვე­ლად ეგ­ვიპ­ტე­ში რომ მოვ­ხვდი, გა­ვოც­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა მქონ­და წა­კი­თხუ­ლი. ტუ­ტან­ხა­მო­ნის აკ­ლდა­მამ და სა­ერ­თოდ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ნა­ნახ­მა ბევ­რმა რა­მემ, მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეგ­ვიპ­ტე სა­ოც­რე­ბაა.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ერთ-ერთ ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ­ში შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა: "20 წლის გო­გო­ნა კარ­გი ოჯა­ხი­დან, რო­მელ­საც აქვს 2 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი, ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით გა­იც­ნობს წე­სი­ერ ყმაწ­ვილს". რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი გო­გო­ნა უბ­რა­ლო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი იყო. რას აგ­რო­ვებ­და ის?

- ალ­ბათ წე­რი­ლე­ბის შემგრო­ვე­ბე­ლი იყო, ასე­თი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბას, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბო­და.

- გან­ცხა­დე­ბით გაც­ნო­ბა­ზე თა­ვად რა აზ­რის ხარ?

- ჩემ­თვის ეს სა­სა­ცი­ლოა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია.

- ის გო­გო­ნა მარ­კე­ბის შემგრო­ვე­ბე­ლი იყო. გერ­მა­ნუ­ლად ეს სი­ტყვა სამ­კურ­ნა­ლო ად­გილს ნიშ­ნავს, სა­დაც კო­ტე­ჯე­ბია მო­წყო­ბი­ლი...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) სა­ნა­ტო­რი­უმ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- კარ­დი­ნალ რი­შე­ლი­ეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ვაშ­ლის სუნი. ის მა­გი­დის უჯ­რა­ში ყო­ველ­თვის ინა­ხავ­და ვაშლს. ერთხელ თა­ვის აფ­თი­ა­ქარს, ვაშ­ლი­სა და ცხი­მის­გან სა­ცხის დამ­ზა­დე­ბა შე­უკ­ვე­თა. და­ა­სა­ხე­ლე სი­ტყვა, რო­მე­ლიც ამ სა­ცხთან ერ­თად გაჩ­ნდა და რო­მელ­საც დღეს ყვე­ლა­ზე ხში­რად ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ამ­ბო­ბენ.

- და­ვი­ბე­ნი, სუ­ნა­მო?

- ცდე­ბი.

- თუ შე­იძ­ლე­ბა, კი­თხვა გა­მი­მე­ო­რე. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) ტუჩ­სა­ცხი ანუ პო­მა­და, ასეა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. "პო­მა­და" რო­მე­ლი ფრან­გუ­ლი სი­ტყვის­გან არის წარ­მო­ე­ბუ­ლი?

- არ ვიცი.

- pomme ვაშლს ნიშ­ნავს. ტე­ხა­სე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ თა­ვი­ან­თი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის გაზ­ვი­ა­დე­ბა. ამი­ტო­მაც კოვ­ბოი-მთხრო­ბე­ლის დე­ვი­ზია: "არა­სო­დეს გა­ა­ფუ­ჭო კარ­გი ის­ტო­რია..." რით?

- ცუდი ფი­ნა­ლით.

- "...სი­მარ­თლით". გა­ლი­ა­ში იყო 5 კურ­დღე­ლი. 5 ბიჭი მი­ვი­და, ყვე­ლამ თითო წა­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ გა­ლი­ა­ში ერთი კურ­დღე­ლი მა­ინც დარ­ჩა, რო­გორ?

- მე­ხუ­თე ბიჭ­მა გა­ლი­ი­ა­ნად წა­იყ­ვა­ნა.

- ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლის ჟამ­თა აღ­მწერ­თა მიერ, ის აღ­წე­რი­ლია, რო­გორც ფუტკრის გა­რე­შე თაფ­ლის მომ­ცე­მი. რაზე წერ­დნენ ასე?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- შაქ­რის ლერ­წამ­ზე. მა­ნამ, სა­ნამ მას მო­და­ში კოკო შა­ნე­ლი შე­მო­ი­ტან­და, ბევ­რის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ იყო. პი­რი­ქით, ადა­მი­ა­ნის და­ბალ წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და მის შეს­რუ­ლე­ბულ მძი­მე სა­მუ­შა­ო­ზე მი­უ­თი­თებ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ მისი მსურ­ვე­ლი დღე­საც მრავ­ლა­დაა. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- გა­რუ­ჯვა­ზე.

- მისი ნახ­ტო­მის სიგ­რძე, სხე­უ­ლის სიგ­რძე­ზე 200-ჯერ მე­ტია.

- კა­ლია.

- ცდე­ბი.

- მა­შინ ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟია.

- (იცი­ნის) მივ­ხვდი, რწყილ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- ისი­ნი წყალ­ში ბი­ნად­რო­ბენ და ერ­თმა­ნეთ­თან "ლა­პა­რა­კი" შე­უძ­ლი­ათ. გარ­და ამი­სა, სივ­რცუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის­თვის ულტრაბ­გე­რი­თი სიხ­ში­რე­ე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას იყე­ნე­ბენ.

- დელ­ფი­ნე­ბი.

- რო­მელ მდი­ნა­რე­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლა­ქი ვენა?

- დუ­ნა­ი­ზე.

- "ბუ­ნე­ბის წე­სია ასე­თი: მა­ხინ­ჯი ლა­მაზ­თან ყოფ­ნას მი­ელტვის მუ­დამ, მან­კი­ე­რი - უმან­კოს­თან, რეგ­ვე­ნი ბრძენს აე­კი­დე­ბა, ყბე­დი - მდუ­მა­რეს, ხოლო ლა­ჩა­რი - გმირს", რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სი მწე­რა­ლია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- რო­მელ სრუ­ტეს არ გა­ივ­ლის ბა­თუ­მი­დან მარ­სელ­ში გე­მით მი­მა­ვა­ლი მოგ­ზა­უ­რი: ბოს­ფო­რის, დარ­და­ნე­ლის თუ გიბ­რალ­ტა­რის?

- გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტეს არ გა­ივ­ლის.

- ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში კარ­გად ერ­კვე­ვი?

- ნაკ­ლე­ბად.

- რისი ღმერ­თია ბრმა?

- სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხებს ვერ მე­ტყვი?

- სიყ­ვა­რუ­ლის, სიმ­დიდ­რის თუ ჯან­მრთე­ლო­ბის?

- სიმ­დიდ­რის მგო­ნია.

- ნამ­დვი­ლად ასეა. ახალ­გაზ­რდა ტი­ბე­ტე­ლი ბი­ჭე­ბი მო­წო­ნე­ბულ გო­გო­ნას ქუდს ჰპა­რა­ვენ. რისი მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, თუ გო­გო­ნა ქუ­დის დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხოვს?

- ალ­ბათ თან­ხმო­ბის. ქუდი რომ და­იბ­რუ­ნოს, ხომ უნდა შეხ­ვდეს, ასე არ არის?

- გა­მო­ი­ცა­ნი. ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე თითს უწო­დებ­დნენ "აუ­რი­კუ­ლა­რის", ყვე­ლა­ზე გრძელ თითს - "იმ­პუ­დი­კუს". რო­მელ თითს უწო­დებ­დნენ "დე­მონ­სტრა­ტუს"?

- (ფიქ­რობს) ალ­ბათ, საჩ­ვე­ნე­ბელ თითს. გა­მო­ვი­ცა­ნი?

- დიახ. სად მდე­ბა­რე­ობს ევ­რო­პის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცენ­ტრი?

- არ ვიცი.

- უკ­რა­ი­ნა­ში. კლას­ში 45 მოს­წავ­ლეა, ვა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გო­გო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 50%-ს შე­ად­გენს. რამ­დე­ნი ვა­ჟია კლას­ში?

- კი­თხვა გა­მი­მე­ო­რე და და­ვი­ან­გა­რი­შებ. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) 15 არ გა­მო­დის?

- დიახ. რა ჰქვია თე­ატ­რის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ანს?

- თე­ატ­რა­ლი. ადრე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ხში­რად დავ­დი­ო­დი. ოპე­რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- მისი ფე­რე­ბი ყო­ველ­თვის ერთი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით ლაგ­დე­ბა: წი­თე­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი, ყვი­თე­ლი, მწვა­ნე, ცის­ფე­რი, ლურ­ჯი და იის­ფე­რი. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ცი­სარ­ტყე­ლა­ზე.

- ამ ცხო­ვე­ლის სმე­ნა ადა­მი­ა­ნის სმე­ნას 4-ჯერ აღე­მა­ტე­ბა, ხოლო ყნოს­ვა - 37-ჯერ. რო­მელ ცხო­ველ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ძაღ­ლი იქ­ნე­ბა.

- იმ დღეს, როცა მწე­რალ­თა სახ­ლი­დან შალ­ვა და­დი­ა­ნის ცხე­და­რი გა­მო­ას­ვე­ნეს, ერთი პო­ე­ტის ცხე­და­რი და­ას­ვე­ნეს. და­ა­სა­ხე­ლე ეს პო­ე­ტი.

- ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე. თავ­და­პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით ეს ტერ­მი­ნი ტყა­ვის ტო­მა­რას ნიშ­ნავ­და. ინ­გლი­სის ხა­ზი­ნის კან­ცლე­რი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბის დროს, ამ ტყა­ვის ტომ­რით ხელ­ში წარ­დგე­ბო­და. მას­ში სა­ფი­ნან­სო დო­კუ­მენ­ტე­ბი ეწყო. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ სი­ტყვამ თა­ვი­სი თავ­და­პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­კარ­გა და რო­გორც ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სა­ფი­ნან­სო დო­კუ­მენ­ტის აღმნიშ­ვნე­ლი ტერ­მი­ნი, ისე დამ­კვიდ­რდა. რო­მელ ტერ­მინ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ბი­უ­ჯე­ტი.

- რო­მე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის მუ­სი­კა და­ე­დო სა­ფუძ­ვლად სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნს?

- ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის.

- ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­თა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მაც შა­რი­ა­თის ნორ­მებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ქა­ლებს აქვთ მან­ქა­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ავა­რი­ულ შემ­თხვე­ვა­ში არც ერთ მა­მა­კაცს არ აქვს უფ­ლე­ბა, და­ეხ­მა­როს. ამ კა­ნო­ნით, მათ აქვთ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა... და­ა­სა­ხე­ლე, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- არ ვიცი.

- მძღოლ ქა­ლებს პო­ლი­ცია არ აჩე­რებს. არ­გენ­ტი­ნა, ბრა­ზი­ლია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეკ­ვა­დო­რი. ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ტე­რი­ტო­რი­უ­ლად რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე დიდი?

- (ფიქ­რობს) ბრა­ზი­ლია.

- ის მე­ტა­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფრო წელ­ვა­დი და ჭე­და­დია. 0,1 გრა­მი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჭი­მოს 261 მეტ­რი სიგ­რძის უწ­ვრი­ლეს მავ­თუ­ლად, ბუ­ნე­ბა­ში უმე­ტე­სად თვით­ნა­ბა­დი სა­ხით გვხვდე­ბა. რო­მელ მე­ტალ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ოქ­რო­ზე ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. როცა აინშტა­ი­ნი 72 წლის გახ­და, ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ფოტო გა­და­უ­ღეს. რა გა­ა­კე­თა მან კადრში მოხ­ვედ­რი­სას?

- ენა გა­მო­ყო, ეს ცნო­ბი­ლი ფო­ტოა.

- იო­ჰან სე­ბას­ტი­ან ბახს, რო­გორც კომ­პო­ზი­ტორს, ქვე­ყა­ნა იც­ნობს. ის არა მარ­ტო ქმნი­და მუ­სი­კას, კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც იყო. მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ სა­ხელ­გან­თქმუ­ლი იყო სხვა სფე­რო­შიც და ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ წიგ­ნიც კი და­წე­რა. რით იყო ბახი გა­ტა­ცე­ბუ­ლი?

- არ ვიცი.

- ბან­ქოს თა­მა­შით. რო­მე­ლი ცხო­ვე­ლის ჯი­შია ჰუ­სა­რი?

- მა­ი­მუ­ნის.

- ეს ბერ­ძე­ნი პო­ე­ტი ფა­ონ­თან უი­მე­დო სიყ­ვა­რუ­ლის ნი­ა­დაგ­ზე ლევ­კა­დი­ის კლდი­დან აქა­ფე­ბულ ზღვა­ში გა­და­ვარ­და. და­ა­სა­ხე­ლე იგი.

- მას საფო ერ­ქვა.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე რუ­სოს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "მად­ლი­ე­რე­ბა მო­ვა­ლე­ო­ბაა, რო­მე­ლიც უნდა შეს­რულ­დეს, მაგ­რამ იმის უფ­ლე­ბა კი არა­ვის აქვს, რომ..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...რომ მას და­ე­ლო­დოს".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ვინ შეუყვარდა ლიკა ლაბაძეს?

ვინ შეუყვარდა ლიკა ლაბაძეს?

ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას დედა ურჩევდა, აქტიური მკითხველიც იყო, მერე ბალეტზე სიარული დაიწყო და ახალი ნაწარმოებების გასაცნობად იმდენი დრო აღარ ჰქონდა. ბოლო პერიოდში, ენციკლოპედიები და შემეცნებითი ჟანრის ლიტერატურა შეუყვარდა. მხატვრულ ნაწარმოებებზე მეტად, ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიები იზიდავს. ტელეწამყვანმა ლიკა ლაბაძემ ჩემი შეთავაზება, "ერუდიტის" სტუმარი ყოფილიყო, სიამოვნებით მიიღო და ინტერვიუს ჩასაწერად შინ მიმიპატიჟა.

პრეამბულის მაგიერ

- ლიკა, შენი საყვარელი ავტორები ვინ არიან?

- არაერთი საყვარელი ავტორი მყავს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ხშირად წასაკითხ წიგნებს ხასიათის მიხედვით ვირჩევ.

- წიგნის კითხვის დროს გიტირია?

- ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა. ჩვევად მაქვს, კითხვას რომ დავიწყებ, რაც უნდა სქელტანიანი ნაწარმოები იყოს, 3 დღეში უნდა დავამთავრო.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ორჰან ფამუქის "უმანკოების მუზეუმიდან" ფუსუნი შემიყვარდა. მისგან ბევრ რამეს ვისწავლიდი.

- ფუსუნს ჰგავხარ?

- კი, სიყვარულში თავდადება მეც შემიძლია. სიმართლე გითხრა, ამ წიგნის კითხვის დროსაც ვიტირე.

- ვიცი, რომ ძველი ცივილიზაცია გაინტერესებს...

- ძალიან. სამხრეთ ამერიკაში პერუს ტერიტორიაზე მოგზაურობაზე ვოცნებობ. მინდა ვნახო მაჩუ პიქჩუ. პირველად ეგვიპტეში რომ მოვხვდი, გავოცდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის შესახებ უამრავი ლიტერატურა მქონდა წაკითხული. ტუტანხამონის აკლდამამ და საერთოდ, ამ ქვეყანაში ნანახმა ბევრმა რამემ, მოლოდინს გადააჭარბა. ეგვიპტე საოცრებაა.

- რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: "20 წლის გოგონა კარგი ოჯახიდან, რომელსაც აქვს 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი, ოჯახის შექმნის მიზნით გაიცნობს წესიერ ყმაწვილს". როგორც მოგვიანებით გაირკვა, განცხადების ავტორი გოგონა უბრალო კოლექციონერი იყო. რას აგროვებდა ის?

- ალბათ წერილების შემგროვებელი იყო, ასეთი შინაარსის განცხადებას, არაერთი ადამიანი გამოეხმაურებოდა.

- განცხადებით გაცნობაზე თავად რა აზრის ხარ?

- ჩემთვის ეს სასაცილოა, ვერ წარმომიდგენია.

- ის გოგონა მარკების შემგროვებელი იყო. გერმანულად ეს სიტყვა სამკურნალო ადგილს ნიშნავს, სადაც კოტეჯებია მოწყობილი...

- (მაწყვეტინებს) სანატორიუმზეა ლაპარაკი.

- კარდინალ რიშელიეს ძალიან უყვარდა ვაშლის სუნი. ის მაგიდის უჯრაში ყოველთვის ინახავდა ვაშლს. ერთხელ თავის აფთიაქარს, ვაშლისა და ცხიმისგან საცხის დამზადება შეუკვეთა. დაასახელე სიტყვა, რომელიც ამ საცხთან ერთად გაჩნდა და რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად ქალბატონები ამბობენ.

- დავიბენი, სუნამო?

- ცდები.

- თუ შეიძლება, კითხვა გამიმეორე. (გამეორების შემდეგ) ტუჩსაცხი ანუ პომადა, ასეა?

- გამოიცანი. "პომადა" რომელი ფრანგული სიტყვისგან არის წარმოებული?

- არ ვიცი.

- pomme ვაშლს ნიშნავს. ტეხასელებს ძალიან უყვართ თავიანთი თავგადასავლების გაზვიადება. ამიტომაც კოვბოი-მთხრობელის დევიზია: "არასოდეს გააფუჭო კარგი ისტორია..." რით?

- ცუდი ფინალით.

- "...სიმართლით". გალიაში იყო 5 კურდღელი. 5 ბიჭი მივიდა, ყველამ თითო წაიყვანა, მაგრამ გალიაში ერთი კურდღელი მაინც დარჩა, როგორ?

- მეხუთე ბიჭმა გალიიანად წაიყვანა.

- ალექსანდრე მაკედონელის ჟამთა აღმწერთა მიერ, ის აღწერილია, როგორც ფუტკრის გარეშე თაფლის მომცემი. რაზე წერდნენ ასე?

- ვერ გიპასუხებ.

- შაქრის ლერწამზე. მანამ, სანამ მას მოდაში კოკო შანელი შემოიტანდა, ბევრისთვის სასურველი არ იყო. პირიქით, ადამიანის დაბალ წარმომავლობასა და მის შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაგრამ მისი მსურველი დღესაც მრავლადაა. რაზეა ლაპარაკი?

- გარუჯვაზე.

- მისი ნახტომის სიგრძე, სხეულის სიგრძეზე 200-ჯერ მეტია.

- კალია.

- ცდები.

- მაშინ ვერ გიპასუხებ.

- მიგანიშნებ, ის ერთ-ერთი პოპულარული ზღაპრის პერსონაჟია.

- (იცინის) მივხვდი, რწყილზეა ლაპარაკი.

- ისინი წყალში ბინადრობენ და ერთმანეთთან "ლაპარაკი" შეუძლიათ. გარდა ამისა, სივრცული ორიენტაციისთვის ულტრაბგერითი სიხშირეების ცვალებადობას იყენებენ.

- დელფინები.

- რომელ მდინარეზეა გაშენებული ავსტრიის დედაქალაქი ვენა?

- დუნაიზე.

- "ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს", რომელი ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- კონსტანტინე გამსახურდია.

- რომელ სრუტეს არ გაივლის ბათუმიდან მარსელში გემით მიმავალი მოგზაური: ბოსფორის, დარდანელის თუ გიბრალტარის?

- გიბრალტარის სრუტეს არ გაივლის.

- ბერძნულ მითოლოგიაში კარგად ერკვევი?

- ნაკლებად.

- რისი ღმერთია ბრმა?

- სავარაუდო პასუხებს ვერ მეტყვი?

- სიყვარულის, სიმდიდრის თუ ჯანმრთელობის?

- სიმდიდრის მგონია.

- ნამდვილად ასეა. ახალგაზრდა ტიბეტელი ბიჭები მოწონებულ გოგონას ქუდს ჰპარავენ. რისი მიმანიშნებელია, თუ გოგონა ქუდის დაბრუნებას მოითხოვს?

- ალბათ თანხმობის. ქუდი რომ დაიბრუნოს, ხომ უნდა შეხვდეს, ასე არ არის?

- გამოიცანი. ძველი რომაელები ყველაზე მოკლე თითს უწოდებდნენ "აურიკულარის", ყველაზე გრძელ თითს - "იმპუდიკუს". რომელ თითს უწოდებდნენ "დემონსტრატუს"?

- (ფიქრობს) ალბათ, საჩვენებელ თითს. გამოვიცანი?

- დიახ. სად მდებარეობს ევროპის გეოგრაფიული ცენტრი?

- არ ვიცი.

- უკრაინაში. კლასში 45 მოსწავლეა, ვაჟების რაოდენობა გოგონების რაოდენობის 50%-ს შეადგენს. რამდენი ვაჟია კლასში?

- კითხვა გამიმეორე და დავიანგარიშებ. (გამეორების შემდეგ) 15 არ გამოდის?

- დიახ. რა ჰქვია თეატრის მოყვარულ ადამიანს?

- თეატრალი. ადრე რუსთაველის თეატრში ხშირად დავდიოდი. ოპერაც ძალიან მიყვარს.

- მისი ფერები ყოველთვის ერთი თანამიმდევრობით ლაგდება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. რაზეა ლაპარაკი?

- ცისარტყელაზე.

- ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლი იქნება.

- იმ დღეს, როცა მწერალთა სახლიდან შალვა დადიანის ცხედარი გამოასვენეს, ერთი პოეტის ცხედარი დაასვენეს. დაასახელე ეს პოეტი.

- ვერ დავასახელებ.

- გალაკტიონ ტაბიძე. თავდაპირველი მნიშვნელობით ეს ტერმინი ტყავის ტომარას ნიშნავდა. ინგლისის ხაზინის კანცლერი ქვეყნის პარლამენტის წინაშე, მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მოხსენების დროს, ამ ტყავის ტომრით ხელში წარდგებოდა. მასში საფინანსო დოკუმენტები ეწყო. დროთა განმავლობაში, ამ სიტყვამ თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და როგორც ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის აღმნიშვნელი ტერმინი, ისე დამკვიდრდა. რომელ ტერმინზეა ლაპარაკი?

- ბიუჯეტი.

- რომელი კომპოზიტორის მუსიკა დაედო საფუძვლად საქართველოს ჰიმნს?

- ზაქარია ფალიაშვილის.

- ზოგიერთ ქვეყანაში, რომელთა სასამართლო სისტემაც შარიათის ნორმებზეა დაფუძნებული, ქალებს აქვთ მანქანის მართვის უფლება, მაგრამ ავარიულ შემთხვევაში არც ერთ მამაკაცს არ აქვს უფლება, დაეხმაროს. ამ კანონით, მათ აქვთ ერთი უპირატესობა... დაასახელე, რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- მძღოლ ქალებს პოლიცია არ აჩერებს. არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ეკვადორი. ჩამოთვლილთაგან ტერიტორიულად რომელია ყველაზე დიდი?

- (ფიქრობს) ბრაზილია.

- ის მეტალებს შორის ყველაზე უფრო წელვადი და ჭედადია. 0,1 გრამი შეიძლება დაიჭიმოს 261 მეტრი სიგრძის უწვრილეს მავთულად, ბუნებაში უმეტესად თვითნაბადი სახით გვხვდება. რომელ მეტალზეა ლაპარაკი?

- ოქროზე ხომ არა?

- გამოიცანი. როცა აინშტაინი 72 წლის გახდა, ამ დღის აღსანიშნავად ფოტო გადაუღეს. რა გააკეთა მან კადრში მოხვედრისას?

- ენა გამოყო, ეს ცნობილი ფოტოა.

- იოჰან სებასტიან ბახს, როგორც კომპოზიტორს, ქვეყანა იცნობს. ის არა მარტო ქმნიდა მუსიკას, კარგი შემსრულებელიც იყო. მაგრამ არანაკლებ სახელგანთქმული იყო სხვა სფეროშიც და ამ გატაცების შესახებ წიგნიც კი დაწერა. რით იყო ბახი გატაცებული?

- არ ვიცი.

- ბანქოს თამაშით. რომელი ცხოველის ჯიშია ჰუსარი?

- მაიმუნის.

- ეს ბერძენი პოეტი ფაონთან უიმედო სიყვარულის ნიადაგზე ლევკადიის კლდიდან აქაფებულ ზღვაში გადავარდა. დაასახელე იგი.

- მას საფო ერქვა.

- დაბოლოს, დაასრულე რუსოს ცნობილი გამონათქვამი: "მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ..."

- ვერ დავასრულებ.

- "...რომ მას დაელოდოს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება