პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სა­სა­მარ­თლოს კუ­რი­ო­ზე­ბი
სა­სა­მარ­თლოს კუ­რი­ო­ზე­ბი

ამას წი­ნათ ყო­ფილ­მა მო­სა­მარ­თლემ მი­ამ­ბო - ერ­თი კა­ცი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ო­და, მარ­ქსის და მარ­ქსიზ­მის ბრა­ლი­ა, მათხ­ოვ­რად რომ ვი­ქე­ცი ამ ქვე­ყა­ნა­შიო და მარ­ქსის შთა­მო­მავ­ლებს ზა­რა­ლის ანა­ზღ­ა­უ­რე­ბას სთხოვ­და. სა­სა­მარ­თლომ, რა თქმა უნ­და, მი­უ­ღებ­ლად ცნო სა­ჩი­ვა­რი, ვი­ნა­ი­დან ის თა­ვი­სი არ­სით სა­სა­ცი­ლო იყო­... კუ­რი­ო­ზე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არც ჩვე­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა უჩი­ვის, სა­დაც შე­საძ­ლოა სი­მარ­თლე ვე­რა, მაგ­რამ ჭი­რი და ლხი­ნი ძმე­ბი რომ არი­ან, ხში­რად მტკიც­დე­ბა. ახ­ლა კი "ყვე­ლა სი­ახ­ლე" წარ­მო­გიდ­გენთ მხი­ა­რუ­ლ ეპი­ზო­დებს ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან.

თა­მი­ლა ქუ­თა­თე­ლა­ძე, ად­ვო­კა­ტი:

- სა­მი წლის წინ ისან­-სამ­გო­რის პრო­კუ­რორ­მა და­ვით გაგ­ნი­ძემ გა­მომ­ძი­ე­ბელ გი­ორ­გი ოთი­აშ­ვი­ლის დაწყ­ევ­ლის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მა­კის­რა, არა­და, ვინც მიც­ნობს, და­მე­მოწ­მე­ბა - ასე­თი რამ არ მა­ხა­სი­ა­თებს. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მი­ჩი­ო­და, რომ ჩემ­მა წყევ­ლამ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. სა­სა­მარ­თლოს წინ ად­ვო­კა­ტე­ბი გა­ი­ფიც­ნენ და მო­სა­მარ­თლემ ვერ გა­ბე­და გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა.

თა­მარ აბე­სა­ძე, ად­ვო­კა­ტი:

- ერ­თ-ერთ ბრალ­დე­ბულს სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტი­დან წა­მო­უ­ღია 17 ცა­ლი (დღე­ში თი­თო აგუ­რი მოჰ­ქონ­და) აგუ­რი. მეჩ­ვიდ­მე­ტე შეს­ვლა­ზე და­ი­ჭი­რეს და თი­თო­ე­უ­ლი აგუ­რის მო­პარ­ვა 17 ეპი­ზო­დად შე­უკ­რი­ბეს. სას­ჯე­ლი სა­ბო­ლო­ოდ 21 წე­ლი გა­მო­უ­ვი­და. სა­სა­მარ­თლო­ზე დაც­ვის მხა­რე ძალ­ზე სუს­ტი იყო და ბრალ­დე­ბულს მო­სა­მარ­თლე ეხ­მა­რე­ბო­და, თქვი, რომ ერ­თი გან­ზრახ­ვით გინ­დო­და აგუ­რე­ბის მო­პარ­ვა­ო, მას კი აჩე­მე­ბუ­ლი ჰქონ­და, არა, ცალ­-ცალ­კე გა­მო­ვი­ტა­ნე, მარ­ტო კა­ცი ერ­თი­ა­ნად გა­მო­ტა­ნას რო­გორ შევ­ძლებ­დი­ო... ბრალ­დე­ბულს, სა­ბო­ლო­ოდ, საპ­რო­ცე­სო გა­უ­ფორ­მეს და გა­მო­უშ­ვეს.

და­ლი­და თა­თეშ­ვი­ლი, ად­ვო­კა­ტი:

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერ­თ-ერ­თი რა­ი­ო­ნის ად­ვო­კა­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ­დი. რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­და ერ­თი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი, ცო­ლიც და ქმა­რიც მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ და მთე­ლი რა­ი­ო­ნი პა­ტივს სცემ­დათ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ასაკ­ში ქმა­რი ვი­ღაც ქალ­ბა­ტონს გა­და­ე­კი­და და ოჯა­ხი და­ინ­გრა. სა­სა­მარ­თლო­ში ჰქონ­დათ და­ვა სახ­ლის გა­ყო­ფა­ზე. ცო­ლის ინ­ტე­რე­სებს მე ვი­ცავ­დი, ქმრის ად­ვო­კა­ტი კი სო­მე­ხი ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი საკ­მა­ოდ კარ­გად იცო­და და პრო­ცეს­ზეც ქარ­თუ­ლად გა­მო­დი­ო­და. ეს ად­ვო­კა­ტიც (პი­რო­ბი­თად - ვარ­თა­ნი) ჩვე­ნი­ვე რა­ი­ო­ნი­დან იყო და ცოლ­-ქმარს იც­ნობ­და. და­იწყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. ჩე­მი კლი­ენ­ტი ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, ეთა­კი­ლე­ბო­და, ასეთ დღე­ში რომ იყო და სიტყ­ვებს ძლივს აბამ­და ერ­თმა­ნეთს.

- ქალ­ბა­ტო­ნო, რას ნერ­ვი­უ­ლობთ, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ თქვენც და თქვენს ქმარ­საც ში­გა გაქვთ, - უთხ­რა ­ვარ­თან­მა.

- რას მი­ბე­დავთ, - გა­და­ი­რია ინ­ტე­ლი­გენ­ტი ქალ­ბა­ტო­ნი.

- რას ამ­ბობთ, ბა­ტო­ნო ვარ­თან, - შე­ვიცხ­ა­დეთ ჩვენც.

- რას ვამ­ბობ და, სი­მარ­თლეს, მაშ, ორი­ვეს შიგ არა აქვთ? - შეგ­ვე­პა­სუ­ხა ვარ­თა­ნი.

- რა აქვთ შიგ, კა­ცო! - თა­ვი ვერ შე­ი­კა­ვა მო­სა­მარ­თლემ.

- რა აქვთ და წი­ლე­ბი, ამ სახ­ლში ორი­ვეს აქვს წი­ლე­ბი, სხვა რა უნ­და ჰქო­ნო­დათ? - მოგ­ვიბ­რუნ­და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ­თა­ნი.

ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი, ად­ვო­კა­ტი:

- ვი­ცავ­დი ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­მაგ­ვი­ან­და, რად­გან წი­ნა პრო­ცე­სი დრო­უ­ლად არ დამ­თავ­რდა. ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბულს ჩე­მი ფირ­მის სხვა ად­ვო­კა­ტიც იცავ­და, ჩემს მის­ვლას არ და­ე­ლოდ­ნენ და სხდო­მა და­იწყ­ო. დარ­ბაზ­ში იმ დროს შე­ვე­დი, რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვის სიტყ­ვას კითხ­უ­ლობ­და და წამ­და­უ­წუმ გა­ი­ძა­ხო­და, მი­ქინ­ძუ­ლია საქ­მე­ზე­ო.

- უკაც­რა­ვად, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, რას ქინ­ძავს ეს ქალ­ბა­ტო­ნი? - ვი­კი­თხე გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა.

თურ­მე ქალ­ბა­ტო­ნი მი­უ­თი­თებ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც, მი­სი აზ­რით, გან­სას­ჯელს და­ნა­შა­ულს ადას­ტუ­რებ­და და რად­გა­ნაც ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საქ­მეს­თან ერ­თად იყო აკინ­ძუ­ლი, ისიც "ა­კინ­ძუ­ლის" თუ "მი­კინ­ძუ­ლის" ნაც­ვლად "მი­ქინ­ძუ­ლი­ა­ო" გა­ი­ძა­ხო­და. რამ­დე­ნი­მე პირს ბრა­ლი ედე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში. ყვე­ლას გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­უდ­გი­ნეს. დარ­ბაზ­ში გლო­ვა-­ტი­რი­ლი ატყ­და. ერ­თ-ერ­თი ახალ­გაზ­რდა მსჯავ­რდე­ბუ­ლის დე­დამ მო­სა­მარ­თლეს სთხო­ვა, ერ­თი სიტყ­ვა მათ­ქმე­ვი­ნე­ო. მო­სა­მარ­თლე უკ­ვე დარ­ბა­ზი­დან გა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ ქალს უა­რი ვერ უთხ­რა და შე­ჩერ­და. დარ­ბა­ზი გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბის მო­სას­მე­ნად მო­ემ­ზა­და.

- ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, ჩემს შვილს სახ­ლში ლო­გინ­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ეზა­რე­ბო­და და ეგ ქვე­ყა­ნას გა­და­ატ­რი­ა­ლებ­და? - მარ­თლა ერ­თი სიტყ­ვით და­ა­სა­ბუ­თა შვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა ქალ­მა.

ხალ­ხს წუ­თით და­ა­ვიწყ­და ყვე­ლა­ფე­რი და დარ­ბაზ­ში სი­ცილ­მა გა­და­ირ­ბი­ნა.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

სა­სა­მარ­თლოს კუ­რი­ო­ზე­ბი

სა­სა­მარ­თლოს კუ­რი­ო­ზე­ბი

ამას წი­ნათ ყო­ფილ­მა მო­სა­მარ­თლემ მი­ამ­ბო - ერ­თი კა­ცი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ო­და, მარ­ქსის და მარ­ქსიზ­მის ბრა­ლი­ა, მათხ­ოვ­რად რომ ვი­ქე­ცი ამ ქვე­ყა­ნა­შიო და მარ­ქსის შთა­მო­მავ­ლებს ზა­რა­ლის ანაზღ­ა­უ­რე­ბას სთხოვ­და. სა­სა­მარ­თლომ, რა თქმა უნ­და, მი­უ­ღებ­ლად ცნო სა­ჩი­ვა­რი, ვი­ნა­ი­დან ის თა­ვი­სი არ­სით სა­სა­ცი­ლო იყო­... კუ­რი­ო­ზე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არც ჩვე­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა უჩი­ვის, სა­დაც შე­საძ­ლოა სი­მარ­თლე ვე­რა, მაგ­რამ ჭი­რი და ლხი­ნი ძმე­ბი რომ არი­ან, ხში­რად მტკიც­დე­ბა. ახ­ლა კი "ყვე­ლა სი­ახ­ლე" წარ­მო­გიდ­გენთ მხი­ა­რუ­ლ ეპი­ზო­დებს ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან.

თა­მი­ლა ქუ­თა­თე­ლა­ძე, ად­ვო­კა­ტი:

- სა­მი წლის წინ ისან­-სამ­გო­რის პრო­კუ­რორ­მა და­ვით გაგ­ნი­ძემ გა­მომ­ძი­ე­ბელ გი­ორ­გი ოთი­აშ­ვი­ლის დაწყ­ევ­ლის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მა­კის­რა, არა­და, ვინც მიც­ნობს, და­მე­მოწ­მე­ბა - ასე­თი რამ არ მა­ხა­სი­ა­თებს. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მი­ჩი­ო­და, რომ ჩემ­მა წყევ­ლამ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. სა­სა­მარ­თლოს წინ ად­ვო­კა­ტე­ბი გა­ი­ფიც­ნენ და მო­სა­მარ­თლემ ვერ გა­ბე­და გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა.

თა­მარ აბე­სა­ძე, ად­ვო­კა­ტი:

- ერ­თ-ერთ ბრალ­დე­ბულს სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტი­დან წა­მო­უ­ღია 17 ცა­ლი (დღე­ში თი­თო აგუ­რი მოჰ­ქონ­და) აგუ­რი. მეჩ­ვიდ­მე­ტე შეს­ვლა­ზე და­ი­ჭი­რეს და თი­თო­ე­უ­ლი აგუ­რის მო­პარ­ვა 17 ეპი­ზო­დად შე­უკ­რი­ბეს. სას­ჯე­ლი სა­ბო­ლო­ოდ 21 წე­ლი გა­მო­უ­ვი­და. სა­სა­მარ­თლო­ზე დაც­ვის მხა­რე ძალ­ზე სუს­ტი იყო და ბრალ­დე­ბულს მო­სა­მარ­თლე ეხ­მა­რე­ბო­და, თქვი, რომ ერ­თი გან­ზრახ­ვით გინ­დო­და აგუ­რე­ბის მო­პარ­ვა­ო, მას კი აჩე­მე­ბუ­ლი ჰქონ­და, არა, ცალ­-ცალ­კე გა­მო­ვი­ტა­ნე, მარ­ტო კა­ცი ერ­თი­ა­ნად გა­მო­ტა­ნას რო­გორ შევ­ძლებ­დი­ო... ბრალ­დე­ბულს, სა­ბო­ლო­ოდ, საპ­რო­ცე­სო გა­უ­ფორ­მეს და გა­მო­უშ­ვეს.

და­ლი­და თა­თეშ­ვი­ლი, ად­ვო­კა­ტი:

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერ­თ-ერ­თი რა­ი­ო­ნის ად­ვო­კა­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ­დი. რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­და ერ­თი საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი, ცო­ლიც და ქმა­რიც მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ და მთე­ლი რა­ი­ო­ნი პა­ტივს სცემ­დათ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ასაკ­ში ქმა­რი ვი­ღაც ქალ­ბა­ტონს გა­და­ე­კი­და და ოჯა­ხი და­ინ­გრა. სა­სა­მარ­თლო­ში ჰქონ­დათ და­ვა სახ­ლის გა­ყო­ფა­ზე. ცო­ლის ინ­ტე­რე­სებს მე ვი­ცავ­დი, ქმრის ად­ვო­კა­ტი კი სო­მე­ხი ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი საკ­მა­ოდ კარ­გად იცო­და და პრო­ცეს­ზეც ქარ­თუ­ლად გა­მო­დი­ო­და. ეს ად­ვო­კა­ტიც (პი­რო­ბი­თად - ვარ­თა­ნი) ჩვე­ნი­ვე რა­ი­ო­ნი­დან იყო და ცოლ­-ქმარს იც­ნობ­და. და­იწყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. ჩე­მი კლი­ენ­ტი ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, ეთა­კი­ლე­ბო­და, ასეთ დღე­ში რომ იყო და სიტყ­ვებს ძლივს აბამ­და ერ­თმა­ნეთს.

- ქალ­ბა­ტო­ნო, რას ნერ­ვი­უ­ლობთ, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ თქვენც და თქვენს ქმარ­საც ში­გა გაქვთ, - უთხ­რა ­ვარ­თან­მა.

- რას მი­ბე­დავთ, - გა­და­ი­რია ინ­ტე­ლი­გენ­ტი ქალ­ბა­ტო­ნი.

- რას ამ­ბობთ, ბა­ტო­ნო ვარ­თან, - შე­ვიცხ­ა­დეთ ჩვენც.

- რას ვამ­ბობ და, სი­მარ­თლეს, მაშ, ორი­ვეს შიგ არა აქვთ? - შეგ­ვე­პა­სუ­ხა ვარ­თა­ნი.

- რა აქვთ შიგ, კა­ცო! - თა­ვი ვერ შე­ი­კა­ვა მო­სა­მარ­თლემ.

- რა აქვთ და წი­ლე­ბი, ამ სახ­ლში ორი­ვეს აქვს წი­ლე­ბი, სხვა რა უნ­და ჰქო­ნო­დათ? - მოგ­ვიბ­რუნ­და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ­თა­ნი.

ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი, ად­ვო­კა­ტი:

- ვი­ცავ­დი ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­მაგ­ვი­ან­და, რად­გან წი­ნა პრო­ცე­სი დრო­უ­ლად არ დამ­თავ­რდა. ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბულს ჩე­მი ფირ­მის სხვა ად­ვო­კა­ტიც იცავ­და, ჩემს მის­ვლას არ და­ე­ლოდ­ნენ და სხდო­მა და­იწყ­ო. დარ­ბაზ­ში იმ დროს შე­ვე­დი, რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვის სიტყ­ვას კითხ­უ­ლობ­და და წამ­და­უ­წუმ გა­ი­ძა­ხო­და, მი­ქინ­ძუ­ლია საქ­მე­ზე­ო.

- უკაც­რა­ვად, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, რას ქინ­ძავს ეს ქალ­ბა­ტო­ნი? - ვი­კითხე გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა.

თურ­მე ქალ­ბა­ტო­ნი მი­უ­თი­თებ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც, მი­სი აზ­რით, გან­სას­ჯელს და­ნა­შა­ულს ადას­ტუ­რებ­და და რად­გა­ნაც ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საქ­მეს­თან ერ­თად იყო აკინ­ძუ­ლი, ისიც "ა­კინ­ძუ­ლის" თუ "მი­კინ­ძუ­ლის" ნაც­ვლად "მი­ქინ­ძუ­ლი­ა­ო" გა­ი­ძა­ხო­და. რამ­დე­ნი­მე პირს ბრა­ლი ედე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში. ყვე­ლას გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­უდ­გი­ნეს. დარ­ბაზ­ში გლო­ვა-­ტი­რი­ლი ატყ­და. ერ­თ-ერ­თი ახალ­გაზ­რდა მსჯავ­რდე­ბუ­ლის დე­დამ მო­სა­მარ­თლეს სთხო­ვა, ერ­თი სიტყ­ვა მათ­ქმე­ვი­ნე­ო. მო­სა­მარ­თლე უკ­ვე დარ­ბა­ზი­დან გა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ ქალს უა­რი ვერ უთხ­რა და შე­ჩერ­და. დარ­ბა­ზი გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბის მო­სას­მე­ნად მო­ემ­ზა­და.

- ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, ჩემს შვილს სახ­ლში ლო­გინ­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ეზა­რე­ბო­და და ეგ ქვე­ყა­ნას გა­და­ატ­რი­ა­ლებ­და? - მარ­თლა ერ­თი სიტყ­ვით და­ა­სა­ბუ­თა შვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა ქალ­მა.

ხალხს წუ­თით და­ა­ვიწყ­და ყვე­ლა­ფე­რი და დარ­ბაზ­ში სი­ცილ­მა გა­და­ირ­ბი­ნა.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ