სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტვინგაცხელებული დივერსანტები" ანძებს ებრძვიან!..
"ტვინგაცხელებული დივერსანტები" ანძებს ებრძვიან!..

ალ­ბათ დე­და­მი­წა­ზე არ მო­ი­ძებ­ნე­ბა მე­ო­რე ქვე­ყა­ნა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დი­ვერ­სი­ულ აქ­ტებს გარ­თო­ბის მიზ­ნით სჩა­დი­ან, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც წარ­მო­სად­გე­ნია, - ნა­დი­რო­ბა­ში ხელ­მო­ცა­რუ­ლი მო­ნა­დი­რე­ე­ბი გზად ში­ნის­კენ, მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცე­მი ელექტრო­ან­ძე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ზე სრო­ლა­ში ვარ­ჯი­შო­ბენ. გმი­რო­ბად ით­ვლე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი იზო­ლა­ტო­რის დამ­სხვრე­ვა და ჩა­მოგ­დე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებთ, მო­ნა­დი­რე­ე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რა საფრ­თხეს ქმნი­ან მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ან­ძის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად, და რომ მათი ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია. მე­ტიც, შე­საძ­ლე­ბე­ლია დი­ვერ­სი­ად დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ან­ძებს მხო­ლოდ სა­მიზ­ნე­ე­ბად როდი იყე­ნე­ბენ, ძარ­ცვა­ვენ კი­დეც. კომ­პა­ნია "საქ­რუ­სე­ნერ­გოს" გან­ცხა­დე­ბით, ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთი ან­ძი­დან ათზე მეტი კუ­თხო­ვა­ნა, ე.წ. უგოლ­ნი­კე­ბი იკარ­გე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, და­ბა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო თვით­შეგ­ნე­ბის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ან­ძე­ბის დაც­ვის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი ჯერ არ არ­სე­ბობს. უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გაბ­ნე­ულ ან­ძებს დაც­ვას ვერ და­უ­ნიშ­ნავ. ერ­თა­დერ­თი დაც­ვა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯაა.

რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე, "საქ­რუ­სე­ნერ­გოს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: - ან­ძის გა­ძარ­ცვის ფაქტს პო­ლი­ცი­ას ვა­ტყო­ბი­ნებთ, მაგ­რამ ამა­ოდ... ძნე­ლია ტრი­ალ მინ­დორ­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის მოკ­ვლე­ვა. პრე­ვენ­ცი­ის სა­ხით ჭან­ჭი­კებს უბ­რა­ლოდ კი აღარ ვა­მაგ­რებთ, ვა­დუ­ღებთ, რომ ვე­ღარ მოხ­სნან, მაგ­რამ შეც­ვლა რომ დაგ­ვჭირ­დეს, ძა­ლი­ან ძნე­ლია მი­დუ­ღე­ბუ­ლის მოჭ­რა. არა­და, იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბით მი­ვა­დუ­ღოთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ ანაღ­ვლებს, რომ სხვის ქო­ნე­ბას აზი­ა­ნებს, იმა­ზეც არ ფიქ­რობს, რომ ეს ქო­ნე­ბა მის სამ­სა­ხურ­შია. ან­ძე­ბი­დან კუ­თხო­ვა­ნე­ბის მოხ­სნის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად სუს­ტდე­ბა კონ­სტრუქ­ცი­ის მდგრა­დო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ან­ძის წაქ­ცე­ვით დას­რულ­დეს.

- სა­მიზ­ნე­ე­ბა­დაც ხში­რად იყე­ნე­ბენ ან­ძებს და მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­ხა­ზებს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ხელ­მო­ცა­რუ­ლი, მაგ­რამ ტვინ­გა­ცხე­ლე­ბუ­ლი მო­ნა­დი­რე­ე­ბი ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის იზო­ლა­ტო­რე­ბის მსხვრე­ვი­თა და სა­დე­ნებ­ზე და­მიზ­ნე­ბით სრო­ლით ერ­თო­ბი­ან. ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვის გამო ხა­ზის ავა­რი­უ­ლი გა­მორ­თვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რამ­დენ­ჯერ­მე დაგ­ვჭირ­და ეგხ (ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხაზი) "იმე­რე­თის" თი­თო­დღი­ა­ნი გა­მორ­თვა... ამის ჩამ­დენს არ ეს­მის, რომ ეს იზო­ლა­ტო­რე­ბი ზედ­მე­ტი სამ­შვე­ნი­სი არ არის ან­ძებ­ზე. ის უზ­რუნ­ველ­ყოფს იზო­ლა­ცი­ას სა­დენ­სა და ელექტრო­გა­დამ­ცემ ხაზს შო­რის. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ასე­ვე შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს გა­რე­მო პი­რო­ბებ­მა, ჭექა-ქუ­ხილ­მა, წვი­მამ, სე­ტყვამ და ა.შ. მაგ­რამ ეს იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა და ამ დროს ან­ძას­თან ტყვი­ის ცა­რი­ე­ლი მას­რე­ბი არ გვხვდე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"ტვინგაცხელებული დივერსანტები" ანძებს ებრძვიან!..

"ტვინგაცხელებული დივერსანტები" ანძებს ებრძვიან!..

ალბათ დედამიწაზე არ მოიძებნება მეორე ქვეყანა, სადაც მოქალაქეები დივერსიულ აქტებს გართობის მიზნით სჩადიან, მაგრამ საქართველოში წარმოუდგენელიც წარმოსადგენია, - ნადირობაში ხელმოცარული მონადირეები გზად შინისკენ, მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროანძების იზოლატორებზე სროლაში ვარჯიშობენ. გმირობად ითვლება რაც შეიძლება მეტი იზოლატორის დამსხვრევა და ჩამოგდება. ვიმედოვნებთ, მონადირეები ვერ ხვდებიან, რა საფრთხეს ქმნიან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძის დაზიანების შედეგად, და რომ მათი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. მეტიც, შესაძლებელია დივერსიად დაკვალიფიცირდეს. ეს ადამიანები ანძებს მხოლოდ სამიზნეებად როდი იყენებენ, ძარცვავენ კიდეც. კომპანია "საქრუსენერგოს" განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი ანძიდან ათზე მეტი კუთხოვანა, ე.წ. უგოლნიკები იკარგება. სამწუხაროდ, დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების მქონე საზოგადოებისგან ანძების დაცვის ეფექტური მეთოდი ჯერ არ არსებობს. უზარმაზარ ტერიტორიებზე გაბნეულ ანძებს დაცვას ვერ დაუნიშნავ. ერთადერთი დაცვა დამნაშავეების დასჯაა.

რომეო მიქაუტაძე, "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორი: - ანძის გაძარცვის ფაქტს პოლიციას ვატყობინებთ, მაგრამ ამაოდ... ძნელია ტრიალ მინდორში ჩადენილი დანაშაულის მოკვლევა. პრევენციის სახით ჭანჭიკებს უბრალოდ კი აღარ ვამაგრებთ, ვადუღებთ, რომ ვეღარ მოხსნან, მაგრამ შეცვლა რომ დაგვჭირდეს, ძალიან ძნელია მიდუღებულის მოჭრა. არადა, იძულებული ვხდებით მივადუღოთ. საზოგადოებას არ ანაღვლებს, რომ სხვის ქონებას აზიანებს, იმაზეც არ ფიქრობს, რომ ეს ქონება მის სამსახურშია. ანძებიდან კუთხოვანების მოხსნის შედეგად მნიშვნელოვნად სუსტდება კონსტრუქციის მდგრადობა, რაც შეიძლება ანძის წაქცევით დასრულდეს.

- სამიზნეებადაც ხშირად იყენებენ ანძებს და მაღალი ძაბვის ელექტროხაზებს?

- სამწუხაროდ, ხელმოცარული, მაგრამ ტვინგაცხელებული მონადირეები ელექტროგადამცემი ხაზის იზოლატორების მსხვრევითა და სადენებზე დამიზნებით სროლით ერთობიან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო ხაზის ავარიული გამორთვის თავიდან ასაცილებლად, რამდენჯერმე დაგვჭირდა ეგხ (ელექტროგადამცემი ხაზი) "იმერეთის" თითოდღიანი გამორთვა... ამის ჩამდენს არ ესმის, რომ ეს იზოლატორები ზედმეტი სამშვენისი არ არის ანძებზე. ის უზრუნველყოფს იზოლაციას სადენსა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის. დაზიანებები ასევე შესაძლოა გამოიწვიოს გარემო პირობებმა, ჭექა-ქუხილმა, წვიმამ, სეტყვამ და ა.შ. მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა და ამ დროს ანძასთან ტყვიის ცარიელი მასრები არ გვხვდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია