მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა წულუკიძემ ჯვარი დაიწერა
ნიკა წულუკიძემ ჯვარი დაიწერა

ზუს­ტად ერთი თვის წინ, თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძემ ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი ნა­პოვ­ნი მყავს და ცოტა ხან­ში, ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბაო...

და აი, 1-ელ სე­ტემ­ბერს ნიკა წუ­ლუ­კი­ძემ ჯვა­რი და­ი­წე­რა, ხელი მო­ა­წე­რა და ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­და. გუ­შინ სა­ღა­მოს, 11 სა­ათ­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ნიკა წუ­ლუ­კი­ძის ქორ­წი­ლი­დან ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, რო­მე­ლიც ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, პა­ტარ-პა­ტა­რა ვი­დე­ორ­გო­ლებს სა­იტ­ზე ტვირ­თავ­და.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნი­კას რჩე­უ­ლი თეკ­ლა კოს­ტა­ვა ერთ-ერთ ბან­კში მუ­შა­ობს, მაგ­რამ არ უყ­ვარს პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ალ­ბათ, ეს იყო იმის მი­ზე­ზიც, რომ ნი­კას ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ პრე­სამ არა­ფე­რი იცო­და. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­იც­ნო და თურ­მე მა­შინ­ვე მიხ­ვდნენ, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

ასეც მოხ­და: ნი­კამ და თეკ­ლამ ჯვა­რი გუ­შინ სი­ონ­ში და­იწ­რეს, ხელი გუ­შინ­ვე მო­ა­წე­რეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში მი­იწ­ვი­ეს. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი. ნა­ნი­კოს მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში სტუ­მარ­თა შო­რის კარ­გად ჩან­და მსა­ხი­ო­ბი კახი კავ­სა­ძე და თე­ატრმ­ცოდ­ნე ვასო კიკ­ნა­ძე, რო­მე­ლიც ნი­კას პე­და­გო­გია. იყ­ვნენ ასე­ვე ახალ­გაზ­რა თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბიც. თა­მა­და კი ნი­კას მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე ნი­კამ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - სა­ლო­მე არ­შბა გა­აც­ნო. ქორ­წილ­ში იყ­ვნენ - ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ნატო მე­ტო­ნი­ძე, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი...

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში სიძე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რობ­და, - მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ცეკ­ვაო ნო­მე­რი შე­ას­რუ­ლა, ამას­თან, თეკ­ლას უმ­ღე­რა კი­დეც, რი­თაც სა­ჯა­როდ კი­დევ ერთხელ აუხ­სნა სიყ­ვა­რუ­ლი.

ქორ­წი­ლის შემ­დეგ წყვი­ლი უცხო­ეთ­ში სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა. ასე რომ, თე­ატრმ­ცოდ­ნეს ახლა თაფ­ლო­ბის თვე აქვს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ნიკა წულუკიძემ ჯვარი დაიწერა

ნიკა წულუკიძემ ჯვარი დაიწერა

ზუსტად ერთი თვის წინ, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ ჩემთან ინტერვიუში აღნიშნა, სიყვარულის ობიექტი ნაპოვნი მყავს და ცოტა ხანში, ალბათ, ამ ყველაფერს გაგრძელება ექნებაო...

და აი, 1-ელ სეტემბერს ნიკა წულუკიძემ ჯვარი დაიწერა, ხელი მოაწერა და ქორწილიც გადაიხადა. გუშინ საღამოს, 11 საათზე "ფეისბუქის" მომხმარებლებისთვის ნიკა წულუკიძის ქორწილიდან ონლაინრეჟიმში ტელეჟურნალისტი ნანიკო ხაზარაძე, რომელიც ქორწილში იმყოფებოდა, პატარ-პატარა ვიდეორგოლებს საიტზე ტვირთავდა.

როგორც ამბობენ, ნიკას რჩეული თეკლა კოსტავა ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, მაგრამ არ უყვარს პრესასთან ურთიერთობა. ალბათ, ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ნიკას ქორწილის შესახებ პრესამ არაფერი იცოდა. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ გაიცნო და თურმე მაშინვე მიხვდნენ, რომ მათი ურთიერთობა ქორწინებით უნდა დასრულებულიყო.

ასეც მოხდა: ნიკამ და თეკლამ ჯვარი გუშინ სიონში დაიწრეს, ხელი გუშინვე მოაწერეს და საზოგადოება საკუთარ ქორწილში მიიწვიეს. როგორც შევიტყვეთ, იყო ტრადიციული ქართული ქორწილი. ნანიკოს მიერ გადაღებულ კადრებში სტუმართა შორის კარგად ჩანდა მსახიობი კახი კავსაძე და თეატრმცოდნე ვასო კიკნაძე, რომელიც ნიკას პედაგოგია. იყვნენ ასევე ახალგაზრა თაობის მსახიობებიც. თამადა კი ნიკას მეგობარი, მსახიობი კახა მიქიაშვილი გახლდათ, ადამიანი, რომელსაც თავის დროზე ნიკამ მომავალი მეუღლე - სალომე არშბა გააცნო. ქორწილში იყვნენ - ნანუკა ჟორჟოლიანი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი...

ნანიკო ხაზარაძის მიერ გადაღებული ვიდეომასალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკუთარ ქორწილში სიძე საკმაოდ აქტიურობდა, - მეუღლესთან ერთად საცეკვაო ნომერი შეასრულა, ამასთან, თეკლას უმღერა კიდეც, რითაც საჯაროდ კიდევ ერთხელ აუხსნა სიყვარული.

ქორწილის შემდეგ წყვილი უცხოეთში საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრა. ასე რომ, თეატრმცოდნეს ახლა თაფლობის თვე აქვს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება