პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალანა გაგლოევა შეყვარებულია
ალანა გაგლოევა შეყვარებულია

პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა ალა­ნა გაგ­ლო­ე­ვამ თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი პირ­ვე­ლად "რე­ი­ტინგს" გა­უმ­ხი­ლა. მარ­თა­ლია, წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც წყვი­ლი ერ­თა­დაა, მაგ­რამ და­ო­ჯა­ხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვა­ზე ალა­ნამ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ვერ გაგ­ვცა, ეტყო­ბა, წყვი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით ოჯა­ხის შექ­მნას არ ჩქა­რობს. გარ­და პი­რა­დი­სა, ალა­ნას სამ­სა­ხურ­სა და მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ჭორ­ზეც ვე­სა­უბ­რეთ.

- დიდი ხა­ნია, შენი ინ­ტერ­ვიუ პრე­სის ფურ­ცლებ­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ეს პა­უ­ზა რისი ბრა­ლია?

- მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია, ყვე­ლას სჭირ­დე­ბა დას­ვე­ნე­ბა, მეც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც, თან არის ხოლ­მე მო­მენ­ტი, როცა გინ­და, შენ­თვის იყო, ესაა და ეს.

- რაც შე­ე­ხე­ბა შენს საქ­მი­ა­ნო­ბას, შე­იც­ვა­ლა რამე ამ მხრივ შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა, არა­ფე­რი. ისევ პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ და მისი მრჩე­ვე­ლი ვარ პრე­სის დარ­გში. ძი­რი­თა­დად უცხო­უ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და უცხო­უ­რი პრე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი მე­ვა­ლე­ბა.

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ახალ პრე­ზი­დენ­ტთან გა­აგ­რძე­ლებ ისევ ამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბას?

- გა­აჩ­ნია შე­დე­გებს.

- ეს ნიშ­ნავს იმას, რომ თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა გა­ი­მარ­ჯვა, დარ­ჩე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე?

- კი, დავ­რჩე­ბი და გა­ვაგ­რძე­ლებ გუნდთან ერ­თად მუ­შა­ო­ბას.

- თუ ასე არ მოხ­და, რას გა­ა­კე­თებ მო­მა­ვალ­ში? ალ­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვის­თვის გაქვს გეგ­მე­ბი...

- ჯერ­ჯე­რო­ბით ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა არ მაქვს. ახლა დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში ვსწავ­ლობ, მა­გის­ტრა­ტუ­რა ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მე­დი­ა­მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრით და­ვამ­თავ­რე, ახლა კი კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ა­ზე შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი. სწავ­ლას მო­მა­ვალ წელს და­ვამ­თავ­რებ და ვნა­ხოთ, მერე რა იქ­ნე­ბა, სამ­სა­ხურ­საც ვი­პო­ვი (იცი­ნის).

- მთავ­რო­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა შენ­თვის რამე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით?

- არა, იმა­ვე­ნა­ი­რად და იმა­ვე შე­მარ­თე­ბით ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას.

- რო­გო­რია ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე ალა­ნა გაგ­ლო­ე­ვას­თვის...

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, დი­ლით სამ­სა­ხუ­რი, შემ­დეგ სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი... ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ ფორ­მა­შიც ჩავ­დე­ქი...

- ალ­ბათ შენი სამ­სა­ხუ­რი გარ­კვე­ულ­წი­ლად დრეს­კოდს მო­ი­თხოვს...

- კი, ასეა, სპორ­ტუ­ლი სა­მო­სით სამ­სა­ხურ­ში ვერ მიხ­ვალ და ამ მხრივ უნდა და­იც­ვა დრეს­კო­დი, თუმ­ცა არის დღე­ე­ბი, როცა გვაქვს თა­ვი­სუფ­ლად ჩაც­მის სა­შუ­ა­ლე­ბა და ეს პრობ­ლე­მას არ ქმნის. ისე კი, თით­ქმის ყვე­ლა ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს გა­აჩ­ნია "ექ­სტრა" პი­ჯა­კი, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­ში ინა­ხე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი გა­მო­ყე­ნე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ალანა გაგლოევა შეყვარებულია

ალანა გაგლოევა შეყვარებულია

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა ალანა გაგლოევამ თავისი პირადი ცხოვრების დეტალები პირველად "რეიტინგს" გაუმხილა. მართალია, წელიწადზე მეტია, რაც წყვილი ერთადაა, მაგრამ დაოჯახებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ალანამ კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა, ეტყობა, წყვილი ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. გარდა პირადისა, ალანას სამსახურსა და მის შესახებ გავრცელებულ ჭორზეც ვესაუბრეთ.

- დიდი ხანია, შენი ინტერვიუ პრესის ფურცლებზე აღარ გამოჩენილა, ეს პაუზა რისი ბრალია?

- მიზეზი მარტივია, ყველას სჭირდება დასვენება, მეც და საზოგადოებასაც, თან არის ხოლმე მომენტი, როცა გინდა, შენთვის იყო, ესაა და ეს.

- რაც შეეხება შენს საქმიანობას, შეიცვალა რამე ამ მხრივ შენს ცხოვრებაში?

- არა, არაფერი. ისევ პრეზიდენტის პრესსამსახურში ვმუშაობ და მისი მრჩეველი ვარ პრესის დარგში. ძირითადად უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და უცხოური პრესის მონიტორინგი მევალება.

- არჩევნების შემდეგ ახალ პრეზიდენტთან გააგრძელებ ისევ ამ სამსახურში მუშაობას?

- გააჩნია შედეგებს.

- ეს ნიშნავს იმას, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა, დარჩები თანამდებობაზე?

- კი, დავრჩები და გავაგრძელებ გუნდთან ერთად მუშაობას.

- თუ ასე არ მოხდა, რას გააკეთებ მომავალში? ალბათ ნებისმიერი შემთხვევისთვის გაქვს გეგმები...

- ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ახლა დოქტორანტურაში ვსწავლობ, მაგისტრატურა ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის განხრით დავამთავრე, ახლა კი კონფლიქტოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი. სწავლას მომავალ წელს დავამთავრებ და ვნახოთ, მერე რა იქნება, სამსახურსაც ვიპოვი (იცინის).

- მთავრობის ცვლილების შემდეგ შეიცვალა შენთვის რამე სამსახურებრივი თვალსაზრისით?

- არა, იმავენაირად და იმავე შემართებით ვაგრძელებ მუშაობას.

- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ალანა გაგლოევასთვის...

- ჩვეულებრივი, დილით სამსახური, შემდეგ სპორტული დარბაზი... ჯანმრთელობისთვის დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ფორმაშიც ჩავდექი...

- ალბათ შენი სამსახური გარკვეულწილად დრესკოდს მოითხოვს...

- კი, ასეა, სპორტული სამოსით სამსახურში ვერ მიხვალ და ამ მხრივ უნდა დაიცვა დრესკოდი, თუმცა არის დღეები, როცა გვაქვს თავისუფლად ჩაცმის საშუალება და ეს პრობლემას არ ქმნის. ისე კი, თითქმის ყველა ჩვენს თანამშრომელს გააჩნია "ექსტრა" პიჯაკი, რომელიც სამსახურში ინახება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები