მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NATO სირიის კონფლიქტში არ ჩაერევა
NATO სირიის კონფლიქტში არ ჩაერევა

სი­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი კონ­ფლიქ­ტში არ ჩა­ე­რე­ვა. ამის შე­სა­ხებ NATO-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა, და­ნი­ურ გა­მო­ცე­მა Politiken-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

"სი­რი­ის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­აქ­ცი­ა­ში მე NATO-ს როლს ვერ ვხე­დავ", - გან­მარ­ტა რას­მუ­სენ­მა. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბლო­კის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ი­ღე­ბენ. ამავდრო­უ­ლად რას­მუ­სე­ნი სი­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს და აღი­ა­რებს, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი არ უნდა და­ტო­ვოს.

რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ალი­ან­სის წევ­რმა 12-მა ქვე­ყა­ნამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტში ჩა­რე­ვა­ზე უარს აცხა­დებს.

სი­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ბრძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­მას­კოს შე­მო­გა­რენ­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა. ამე­რი­კა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი მომ­ხდარ­ში ბრალს პრე­ზი­დენტ ასადსა სდე­ბენ. თა­ვის მხრივ სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მომ­ხდარ­ში მე­ამ­ბო­ხე­ებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 21 აგ­ვის­ტოს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას 1300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ამ­ჟა­მად აშშ მო­მა­ვალ სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ა­ში (თუ ის და­ი­წყე­ბა) მო­კავ­ში­რე­ებს ეძებს. 30 აგ­ვის­ტოს კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ გერ­მა­ნია სი­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. ერთი დღით ადრე ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, ასა­დის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე უარი ბრი­ტა­ნულ­მა პარ­ლა­მენ­ტმაც თქვა. ამ­ჟა­მად ევ­რო­პა­ში აშშ-ის მთა­ვარ მო­კავ­ში­რედ სი­რი­ის სა­კი­თხში საფ­რან­გე­თი რჩე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ warfiles.ru-ის მი­ხედ­ვით.

NATO სირიის კონფლიქტში არ ჩაერევა

NATO სირიის კონფლიქტში არ ჩაერევა

სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი კონფლიქტში არ ჩაერევა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, დანიურ გამოცემა Politiken-თან საუბარში განაცხადა.

"სირიის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო რეაქციაში მე NATO-ს როლს ვერ ვხედავ", - განმარტა რასმუსენმა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, მასში მონაწილეობის გადაწყვეტილებას ბლოკის წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად მიიღებენ. ამავდროულად რასმუსენი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საშინელებაზე საუბრობს და აღიარებს, რომ მსგავსი ქმედება საერთაშორისო თანამეგობრობამ პასუხგაუცემელი არ უნდა დატოვოს.

რამდენიმე დღით ადრე, ალიანსის წევრმა 12-მა ქვეყანამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე სირიის კონფლიქტში ჩარევაზე უარს აცხადებს.

სირიის წინააღმდეგ სამბრძოლო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა დამასკოს შემოგარენში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ გაჩნდა. ამერიკა და მისი მოკავშირეები მომხდარში ბრალს პრეზიდენტ ასადსა სდებენ. თავის მხრივ სირიის ხელისუფლება მომხდარში მეამბოხეებს ადანაშაულებს. ოპოზიციური ძალების განცხადებით, 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენებას 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამჟამად აშშ მომავალ სამხედრო კამპანიაში (თუ ის დაიწყება) მოკავშირეებს ეძებს. 30 აგვისტოს კანცლერმა ანგელა მერკელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გერმანია სირიის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ერთი დღით ადრე ხმათა უმრავლესობით, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე უარი ბრიტანულმა პარლამენტმაც თქვა. ამჟამად ევროპაში აშშ-ის მთავარ მოკავშირედ სირიის საკითხში საფრანგეთი რჩება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ warfiles.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა