მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ჯოლი ჯენიფერ ენისტონთან პაექრობას განაგრძობს
ანჯელინა ჯოლი ჯენიფერ ენისტონთან პაექრობას განაგრძობს

ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლე­ბი - ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ერ­თმა­ნეთს ვერ იტა­ნენ. რო­გორც და­სავ­ლუ­რი პრე­სა წერს, ან­ჯე­ლი­ნა ჯე­ნი­ფე­რის­თვის ბრედ პი­ტის წარ­თმე­ვით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა და მას­თან პა­ექ­რო­ბას გა­ნაგ­რძობს. ან­ჯე­ლი­ნა წინა კვი­რას ენის­ტო­ნის საყ­ვა­რელ სას­ტუმ­რო Sunset Tower hotel-ში (ლოს-ან­ჯე­ლე­სი) და­ბი­ნავ­და. კი­ნო­ვარ­სკვლავ­მა სას­ტუმ­როს იგი­ვე ოთა­ხი და­ი­ქი­რა­ვა, რო­მელ­შიც ჯე­ნი­ფერს მოს­წონს ყოფ­ნა. რო­გორც ენის­ტო­ნის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ან­ჯე­ლი­ნამ ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა, რათა ჯე­ნი­ფერ­მა თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნოს და სას­ტუმ­რო­ში აღარ მი­ვი­დეს, ვი­ნა­ი­დან ოთახ­ში შეს­ვლი­სას გა­ახ­სენ­დე­ბა, რომ "ამ ლო­გინ­ში მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი და ან­ჯე­ლი­ნა იწ­ვნენ".

ან­ჯე­ლი­ნა და ჯე­ნი­ფე­რი ყვი­თელ პრე­სას ერ­თმა­ნეთ­თან პა­ექ­რო­ბი­თა და სკან­და­ლე­ბით ხში­რად ანე­ბივ­რე­ბენ. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ენის­ტონ­მა ჯო­ლის­თან ერ­თად ფრე­ნა­ზე უარი თქვა და სხვა რე­ი­სის ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნა. მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ქორ­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ეჯიბ­რე­ბი­ან. ვარ­სკვლა­ვე­ბის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ან­ჯე­ლი­ნა და ჯე­ნი­ფე­რი ცდი­ლო­ბენ სე­ლებ­რი­თე­ბის მოწ­ვე­ვა ერ­თმა­ნეთს და­ას­წრონ.

ან­ჯე­ლი­ნას რთულ ხა­სი­ათ­ზე ხში­რად სა­უბ­რო­ბენ ჰო­ლი­ვუდ­ში, ერთი არას­წო­რი სი­ტყვა და დიდი შან­სია, მსა­ხი­ობ­მა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვას - გარ­და ამი­სა, ვარ­სკვლა­ვიც ხში­რად აცხა­დებს, რომ მე­გობ­რე­ბი არ ჰყავს და მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბას ყვე­ლა გა­ურ­ბის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ანჯელინა ჯოლი ჯენიფერ ენისტონთან პაექრობას განაგრძობს

ანჯელინა ჯოლი ჯენიფერ ენისტონთან პაექრობას განაგრძობს

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სექსუალური ქალები - ჯენიფერ ენისტონი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს ვერ იტანენ. როგორც დასავლური პრესა წერს, ანჯელინა ჯენიფერისთვის ბრედ პიტის წართმევით არ კმაყოფილდება და მასთან პაექრობას განაგრძობს. ანჯელინა წინა კვირას ენისტონის საყვარელ სასტუმრო Sunset Tower hotel-ში (ლოს-ანჯელესი) დაბინავდა. კინოვარსკვლავმა სასტუმროს იგივე ოთახი დაიქირავა, რომელშიც ჯენიფერს მოსწონს ყოფნა. როგორც ენისტონის მეგობრები ამბობენ, ანჯელინამ ეს სპეციალურად გააკეთა, რათა ჯენიფერმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს და სასტუმროში აღარ მივიდეს, ვინაიდან ოთახში შესვლისას გაახსენდება, რომ "ამ ლოგინში მისი ყოფილი ქმარი და ანჯელინა იწვნენ".

ანჯელინა და ჯენიფერი ყვითელ პრესას ერთმანეთთან პაექრობითა და სკანდალებით ხშირად ანებივრებენ. რამდენიმე კვირის წინ, ენისტონმა ჯოლისთან ერთად ფრენაზე უარი თქვა და სხვა რეისის ბილეთი შეიძინა. მსახიობები ერთმანეთს ქორწილთან დაკავშირებითაც ეჯიბრებიან. ვარსკვლავების მეგობრები ამბობენ, რომ ანჯელინა და ჯენიფერი ცდილობენ სელებრითების მოწვევა ერთმანეთს დაასწრონ.

ანჯელინას რთულ ხასიათზე ხშირად საუბრობენ ჰოლივუდში, ერთი არასწორი სიტყვა და დიდი შანსია, მსახიობმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვას - გარდა ამისა, ვარსკვლავიც ხშირად აცხადებს, რომ მეგობრები არ ჰყავს და მასთან ახლო ურთიერთობას ყველა გაურბის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სტილის მასტერკლასი 51 წლის ჯენიფერ ენისტონისგან - ახალი ფოტოსესია, სადაც მსახიობი თინეიჯერს ჰგავს

საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება