მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ"
"მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ"

მსა­ხი­ო­ბი კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი მე­ო­რე პრო­ფე­სი­ა­საც და­ე­უფ­ლა. ახ­ლა­ხან სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, შე­მოდ­გო­მა­ზე და­სად­გმე­ლად ახალ პი­ე­სას არ­ჩევს. ახლა დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი აქვს, სექ­ტემ­ბერ­ში კი მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე უნდა მოხ­დეს - მამა გახ­დე­ბა.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- რე­ჟი­სო­რის ამ­პლუ­ა­ში თავი რო­გორ იგ­რძე­ნი?

- სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოა, ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი მყავ­დნენ. სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლად "პრო­ვინ­ცი­უ­ლი ანეკ­დო­ტე­ბი" ავირ­ჩიე. ეს სევ­დი­სა და იუ­მო­რის ნა­ზა­ვია. მგო­ნი, მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

- რო­გო­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- აქ­ტი­უ­რი. ყო­ველ სა­ღა­მოს ვკი­თხუ­ლობ. ახლა უმე­ტე­სად პი­ე­სებს ვეც­ნო­ბი და ვარ­ჩევ, სექ­ტემ­ბრი­დან მუ­შა­ო­ბა რო­მელ­ზე და­ვი­წყო.

- დრა­მა­ტურ­გია ის დარ­გია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ინ­ტე­რე­სებს?

- არა, პრო­ზაც და პო­ე­ზი­აც თა­ნაბ­რად მიყ­ვარს.

- ლექ­სებს თა­ვა­დაც ხომ არ წერ?

- ბავ­შვო­ბა­ში და­მი­წე­რია, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი.

- სექ­ტემ­ბრის­თვის ახა­ლი პი­ე­სის და­სად­გმე­ლად ემ­ზა­დე­ბი. შენს ცხოვ­რე­ბა­ში კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე გე­ლის - მამა გახ­დე­ბი.

- წარ­მო­მიდ­გე­ნია, წინ რა დიდი სი­ხა­რუ­ლი მე­ლის, ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე ვერ აღ­ვიქ­ვამ.

- ანი ჭირ­ვე­უ­ლი ორ­სუ­ლია?

- არა, კი­დე­ვაც რომ ჭირ­ვე­უ­ლობ­დეს, ნე­ბის­მი­ერ მის სურ­ვილს სი­ა­მოვ­ნე­ბით ავას­რუ­ლებ.

- მე­გობ­რად რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირს აირ­ჩევ?

- დონ კი­ხოტს. ნამ­დვი­ლი რა­ინ­დია.

- ჰგავ­ხარ?

- მა­სა­ვით მე­ოც­ნე­ბე და რო­მან­ტი­კო­სი ვარ. სან­ჩოს­თა­ნაც ვი­მე­გობ­რებ­დი. შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი რთუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ იმ სირ­თუ­ლე­ში იქ­ნე­ბო­და მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვინ გირ­ჩევ­და?

- მახ­სოვს, პირ­ვე­ლად ბა­ბუ­ამ მირ­ჩია, ლადო ასა­თი­ა­ნის პო­ე­ზია წა­მე­კი­თხა. ეს იყო პირ­ვე­ლი გა­ო­ცე­ბა, წიგ­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და კი­თხვა შე­მიყ­ვარ­და.

- დეილ კარ­ნე­გის წიგ­ნი­დან ერთ გა­მო­ცა­ნას გე­ტყვი: უფა­სოა, მაგ­რამ ძვი­რი ღირს, რა­საც მეტს გას­ცემ, მეტს მი­ი­ღებ. წა­მი­ე­რია, მაგ­რამ ხსოვ­ნა­ში სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა. ვერ­სად იპო­ვი მდი­დარს, რო­მე­ლიც უმი­სოდ ძლებს და ვერც ღა­ტაკს, რო­მელ­საც ის არ გა­ამ­დიდ­რებს. მას ვერ იყი­დი, ვერც თხოვ­ნა-მუ­და­რით მო­ი­პო­ვებ, ვერც ისეს­ხებ, ვერც მო­ი­პა­რავ, რად­გან თუ ნე­ბით არ გა­ი­ცა, გრო­შია მისი ფასი. რა­ზეა ლა­პა­რა­კი? თუ ამ შე­კი­თხვას სწო­რად უპა­სუ­ხებ, აუ­ცი­ლებ­ლად "გეწ­ვე­ვა".

- ბედ­ნი­ე­რე­ბა, არა?

- ვერ გა­მო­ი­ცა­ნი, სწო­რი პა­სუ­ხია - ღი­მი­ლი.

- მარ­თა­ლია, აი, გა­მე­ღი­მა.

- რა არის მა­ნა­გუა?

- მა­ნა­გუა ნი­კა­რა­გუ­ის დე­და­ქა­ლა­ქია.

- რო­მელ სპექ­ტაკლს დგამ­დნენ სოფ­ლის სცე­ნა­ზე ფილმში "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი"?

- (იცი­ნის) ეს ფილ­მი კარ­გად მახ­სოვს, "ოტე­ლოს" დგამ­დნენ.

- რო­მელ მე­ფე­ზე წერ­და ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლი: "ამან გა­ნავ­რცო ენა ქარ­თუ­ლი და შექ­მნა მწიგ­ნობ­რო­ბა ქარ­თუ­ლი"?

- ფარ­ნა­ვაზ­ზე.

- რო­მელ ენა­ზე წერ­და და კი­თხუ­ლობ­და ჩინ­გიზ ყა­ე­ნი?

- არ ვიცი.

- აბა, კარ­გად და­ფიქ­რდი.

- წერა-კი­თხვა იცო­და?

- მარ­თა­ლია, არ იცო­და.

- ამ ჩამ­ჭრელ შე­კი­თხვას გა­და­ვურ­ჩი.

- ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ახა­ლი წელი, და­ბა­დე­ბის დღე ან სხვა დღე­სას­წა­უ­ლი, ნა­დი­რო­ბა, ყინ­ვა და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა, ეს რა­ღაც სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზო­დაც მოხ­დეს. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა­ზე.

- ალ­კოჰოლ­თან "მე­გობ­რობ"?

- ზო­მი­ე­რად. ბევ­რს არას­დროს ვსვამ.

- უპი­რა­ტე­სო­ბას რო­მელ სას­მელს ანი­ჭებ?

- ღვი­ნო მირ­ჩევ­ნია. არა­ყი - ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ ვის­კი და კო­ნი­ა­კი მომ­წონს.

- ოჯახ­ში ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცია თუ გაქვთ?

- არა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, ეს ტექ­ნო­ლო­გია კარ­გად ვი­ცო­დე. ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა მა­მა­ჩემ­საც ნაკ­ლე­ბად აქვს.

- იზა­ბე­ლა, სა­ფე­რა­ვი, ალექ­სან­დრო­უ­ლი, ცო­ლი­კა­უ­რი. ამ ჯი­შე­ბი­დან რო­მელს არ აქვს შავი ნა­ყო­ფი?

- ცო­ლი­კა­ურს.

- რა დრო სჭირ­დე­ბა დე­და­მი­წას მზის გარ­შე­მო ერთი სრუ­ლი ბრუ­ნის გა­სა­კე­თებ­ლად?

- 365 დღე-ღამე.

- რიგ­ში დგას 25 ბავ­შვი. მე­რამ­დე­ნე ბავ­შვი დგას შუ­ა­ში?

- რო­გორ? (კი­თხვის გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) მე-13 იდ­გე­ბა, თა­ვი­დან ცოტა და­ვი­ბე­ნი (იცი­ნის).

- "და მე ვი­გო­ნებ ჩახ­ლარ­თულ ღო­ბეს/ სე­რებს თოვ­ლი­ანს,/ ხმობ­და ქა­თა­მი გუ­რი­ის სო­ფელს,/ ყეფ­და თო­ლია,/ იდგა ბერ­მუ­ხა ღა­მისმთე­ვა­რი თოვლში ნაბ­დი­თა, /დი­ლით მის­დევ­და სერ­ზე მწე­ვა­რი ნაკ­ვლევს ნა­დირ­თა./ ქარი თვრე­ბო­და ღვი­ნით ნა­ქე­ბით/ გრძნე­ულ მა­რან­თან... და­ას­რუ­ლე და და­ა­სა­ხე­ლე ლექ­სის ავ­ტო­რი.

- "...შე­მო­დი­ო­და ჩი­ჩი­ლა­კე­ბით ჩვენ­ში კა­ლან­და". ანა კა­ლან­და­ძეს ეკუთ­ვნის.

- ყვე­ლა თვე, გარ­და თე­ბერ­ვლი­სა, 30 ან 31 რი­ცხვით მთავ­რდე­ბა. რო­მელ თვე­შია 28 რი­ცხვი?

- (იცი­ნის) ყვე­ლა თვე­შია.

- ზიმ­ბაბ­ვეს ეროვ­ნულ პარკში მო­სე­ირ­ნე ამე­რი­კელ­მა ტუ­რის­ტმა სა­ფუ­ლე და­კარ­გა. მან ეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს აც­ნო­ბა. ქურ­დი მალე იპო­ვეს, მას მი­მალ­ვა არც უც­დია. მი­უ­ხე­და­ვად და­ნა­შა­უ­ლი­სა, ის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მი­უ­ცი­ათ. რა­ტომ?

- არ ვიცი.

- ქურ­დი მა­ი­მუ­ნი იყო. ვინ იყო თა­მარ მე­ფის­თვის და­ვით ნა­რი­ნი?

- შვი­ლიშ­ვი­ლი.

- "ამორ­ძა­ლი­ვით მო­ჯი­რი­თე რა­ინ­დთა შო­რის", "ყინ­წვი­სის ან­გე­ლო­ზი­ვით მჭმუნ­ვა­რე"... რო­მელ პერ­სო­ნაჟს ახა­სი­ა­თებს ასე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია?

- შო­რე­ნა კო­ლონ­კე­ლი­ძეს.

- რა ერ­ქვა შო­რე­ნას მა­მას?

- (ფიქ­რობს) თა­ლაგ­ვა.

- "ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩემი კა­ნო­ნი­ე­რი ცო­ლია, მე­დი­ცი­ნა - საყ­ვა­რე­ლი. როცა ვიღ­ლე­ბი ერთ-ერთი მათ­გა­ნის­გან, მთელ ღა­მეს ვა­ტა­რებ მე­ო­რეს­თან". რო­მე­ლი რუსი დრა­მა­ტურ­გია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- რო­გორც მახ­სოვს, ექი­მი ან­ტონ ჩე­ხო­ვი იყო.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­სა და რე­ჟი­სო­რო­ბას შო­რის, რო­მე­ლია შენი ცოლი და რო­მე­ლი - საყ­ვა­რე­ლი?

- ორი­ვე ჩემი პრო­ფე­სი­აა, ასე და­ყო­ფა გა­მი­ჭირ­დე­ბა. ჩემი ცო­ლიც და საყ­ვა­რე­ლიც არის ანი იმ­ნა­ძე.

- რა ერ­ქვა ძველ რომ­ში წვე­ტი­ან ჯოხს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც სა­ქო­ნელს მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ?

- არ ვიცი.

- სტი­მუ­ლი.

- ეს სა­დღაც წა­ვი­კი­თხე და ვე­ღარ გა­ვიხ­სე­ნე.

- ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ას კარ­გად იც­ნობ?

- ისე, რო­გორც ჩემი ასა­კის ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა იცო­დეს.

- მარ­ჩე­ლო მას­ტრო­ი­ა­ნი ქა­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის კარ­გი მცოდ­ნე იყო. ისიც კი იცო­და, რო­მელ გო­გოს­თან გა­ე­ბა რო­მა­ნი, როცა ზა­ფხუ­ლო­ბით ზღვა­ზე ის­ვე­ნებ­და. რა ნიშ­ნით ირ­ჩევ­და ის გო­გოს, გარ­და იმი­სა, რომ სიმ­პა­თი­უ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო?

- არ ვიცი.

- ყვე­ლა­ზე გა­უ­რუ­ჯავს არ­ჩევ­და, მთე­ლი შვე­ბუ­ლე­ბა წინ აქ­ვსო.

- და მას­თან რო­მა­ნი მალე არ დამ­თავ­რდე­ბაო? ყო­ჩაღ, მარ­ჩე­ლო!

- რამ­დე­ნი ფლოქ­ვი აქვს ცხენს თი­თო­ე­ულ კი­დურ­ზე?

- 1.

- რო­მელ ქარ­თულ მხატ­ვრულ ფილმშია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი: "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქეთო და კო­ტე­ში".

- რამ­დენ სე­რი­ად არის გა­და­ღე­ბუ­ლი "დათა თუ­თაშ­ხია"?

- 7 თუ 8 სე­რი­აა, ზუს­ტად არ მახ­სოვს.

- 7. ჭი­და­ო­ბის რო­მელ სა­ხე­ო­ბას უწო­დე­ბენ კლა­სი­კურს?

- ბერ­ძნულ-რო­მა­ულს.

- რა ერ­ქვა ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რის ცოლს?

- სა­ხე­ლის პირ­ვე­ლი ასო მი­თხა­რი და გა­ვიხ­სე­ნებ.

- "ლ".

- (ფიქ­რობს) ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ლელა. ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში კარ­გად ერ­კვე­ვი?

- სა­შუ­ა­ლოდ.

- "ბენტლი", "როლს-რო­ი­სი", "ია­გუ­ა­რი", "ლამ­ბორ­ჯი­ნი". ამათ­გან, რო­მე­ლი არ არის ინ­გლი­სუ­რი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა?

- "ლამ­ბორ­ჯი­ნი".

- ნო­დარ დუმ­ბა­ძის რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი გმი­რია გოგი თუ­შუ­რაშ­ვი­ლი?

- კუ­კარ­ა­ჩა.

- ნე­ბის­მი­ერ ზრდას­რულ ვე­ფხვს სა­კუ­თა­რი სა­ნა­დი­რო ტე­რი­ტო­რია აქვს, სა­დაც არა­ვის უშ­ვებს, მაგ­რამ ხდე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სიც, რო­დის?

- გვალ­ვის დროს, არა?

- ცდე­ბი.

- გამ­რავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში? წა­მი­კი­თხავს, დიდი გვალ­ვე­ბის დრო­საც ცხო­ვე­ლებ­ში რა­ღაც გა­დაჯ­გუ­ფე­ბა ხდე­ბა.

- ძველ რომ­ში ბა­ტო­ნე­ბი თა­ვი­ან­თი სამ­ფლო­ბე­ლო­ე­ბის და­სა­ცა­ვად შავ დო­გებს იყე­ნებ­დნენ. სიბ­ნე­ლე­ში მათი შემ­ჩნე­ვა რთუ­ლი იყო. მა­შინ წარ­მო­იშ­ვა და დღემ­დე მო­აღ­წია ამ ცნო­ბილ­მა გა­მოთ­ქმამ, რო­მე­ლიც სულ 3 სი­ტყვის­გან შედ­გე­ბა. რო­მელ გა­მოთ­ქმა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- მი­გა­ნიშ­ნებ. ქარ­თულ სცე­ნა­ზე ამ სა­ხელ­წო­დე­ბის სპექ­ტაკ­ლიც და­იდ­გა.

- ძაღ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? (პა­უ­ზის შემ­დეგ) ა! მივ­ხვდი, "ეზო­ში ავი ძაღ­ლია".

- ბოდ­რუ­მი თურ­ქე­თის პა­ტა­რა ცნო­ბი­ლი ქა­ლა­ქია. მსოფ­ლი­ოს 7 სა­ოც­რე­ბი­დან ერთ-ერთი ამ ქა­ლაქ­ში იყო. დღეს მისი ნან­გრე­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ბევ­რი ტუ­რის­ტი მი­დის. და­ა­სა­ხე­ლე ეს სა­ოც­რე­ბა.

- ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- ჰა­ლი­კარ­ნა­სის მავ­ზო­ლე­უ­მი. სპორ­ტის რო­მელ სა­ხე­ო­ბა­ში მო­ას­პა­რე­ზეს აქ­სე­სუ­ა­რე­ბია თეთ­რი კოს­ტი­უ­მი, ლი­თო­ნის­ბა­დი­ა­ნი მუ­ზა­რა­დი და ხელ­თათ­მა­ნი?

- ფა­რი­კა­ო­ბის.

- ერთ-ერთი ფრან­გი მხატ­ვრის მო­პა­რულ ტი­ლოს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ძვი­რად ყიდ­დნენ, ბო­ლოს ეს ავ­ტორ­მა გა­ი­გო და თქვა, სა­ღე­ბა­ვე­ბი კა­ტამ და­მიქ­ცი­აო. ვინ იყო ეს მხატ­ვა­რი?

- არ ვიცი.

- შა­გა­ლი. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე სე­ნე­კას ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ბედ­ნი­ე­რე­ბა ადა­მი­ანს არას­დროს აყე­ნებ­და ისეთ სი­მაღ­ლე­ზე, რომ მას არ დას­ჭირ­ვე­ბო­და..."

- "ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი..."

- "...არ დას­ჭირ­ვე­ბო­და მე­გო­ბა­რი".

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ"

"მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ"

მსახიობი კოკო როინიშვილი მეორე პროფესიასაც დაეუფლა. ახლახან სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. სადიპლომო სპექტაკლზე მუშაობა იმდენად მოეწონა, შემოდგომაზე დასადგმელად ახალ პიესას არჩევს. ახლა დასვენების პერიოდი აქვს, სექტემბერში კი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე უნდა მოხდეს - მამა გახდება.

პრეამბულის მაგიერ

- რეჟისორის ამპლუაში თავი როგორ იგრძენი?

- საინტერესო სამუშაოა, ძალიან კარგი მსახიობები მყავდნენ. სადიპლომო სპექტაკლად "პროვინციული ანეკდოტები" ავირჩიე. ეს სევდისა და იუმორის ნაზავია. მგონი, მოწონება დაიმსახურა.

- როგორი მკითხველი ხარ?

- აქტიური. ყოველ საღამოს ვკითხულობ. ახლა უმეტესად პიესებს ვეცნობი და ვარჩევ, სექტემბრიდან მუშაობა რომელზე დავიწყო.

- დრამატურგია ის დარგია, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებს?

- არა, პროზაც და პოეზიაც თანაბრად მიყვარს.

- ლექსებს თავადაც ხომ არ წერ?

- ბავშვობაში დამიწერია, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი.

- სექტემბრისთვის ახალი პიესის დასადგმელად ემზადები. შენს ცხოვრებაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გელის - მამა გახდები.

- წარმომიდგენია, წინ რა დიდი სიხარული მელის, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აღვიქვამ.

- ანი ჭირვეული ორსულია?

- არა, კიდევაც რომ ჭირვეულობდეს, ნებისმიერ მის სურვილს სიამოვნებით ავასრულებ.

- მეგობრად რომელ ლიტერატურულ გმირს აირჩევ?

- დონ კიხოტს. ნამდვილი რაინდია.

- ჰგავხარ?

- მასავით მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ. სანჩოსთანაც ვიმეგობრებდი. შეიძლება ცოტათი რთული ყოფილიყო, მაგრამ იმ სირთულეში იქნებოდა მთავარი ინტერესი.

- ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას ვინ გირჩევდა?

- მახსოვს, პირველად ბაბუამ მირჩია, ლადო ასათიანის პოეზია წამეკითხა. ეს იყო პირველი გაოცება, წიგნისგან მიღებული პირველი დიდი შთაბეჭდილება და კითხვა შემიყვარდა.

- დეილ კარნეგის წიგნიდან ერთ გამოცანას გეტყვი: უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს, რასაც მეტს გასცემ, მეტს მიიღებ. წამიერია, მაგრამ ხსოვნაში სამუდამოდ რჩება. ვერსად იპოვი მდიდარს, რომელიც უმისოდ ძლებს და ვერც ღატაკს, რომელსაც ის არ გაამდიდრებს. მას ვერ იყიდი, ვერც თხოვნა-მუდარით მოიპოვებ, ვერც ისესხებ, ვერც მოიპარავ, რადგან თუ ნებით არ გაიცა, გროშია მისი ფასი. რაზეა ლაპარაკი? თუ ამ შეკითხვას სწორად უპასუხებ, აუცილებლად "გეწვევა".

- ბედნიერება, არა?

- ვერ გამოიცანი, სწორი პასუხია - ღიმილი.

- მართალია, აი, გამეღიმა.

- რა არის მანაგუა?

- მანაგუა ნიკარაგუის დედაქალაქია.

- რომელ სპექტაკლს დგამდნენ სოფლის სცენაზე ფილმში "იმერული ესკიზები"?

- (იცინის) ეს ფილმი კარგად მახსოვს, "ოტელოს" დგამდნენ.

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი: "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?

- ფარნავაზზე.

- რომელ ენაზე წერდა და კითხულობდა ჩინგიზ ყაენი?

- არ ვიცი.

- აბა, კარგად დაფიქრდი.

- წერა-კითხვა იცოდა?

- მართალია, არ იცოდა.

- ამ ჩამჭრელ შეკითხვას გადავურჩი.

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ახალი წელი, დაბადების დღე ან სხვა დღესასწაული, ნადირობა, ყინვა და ა.შ. შეიძლება, ეს რაღაც სრულიად უმიზეზოდაც მოხდეს. რაზეა ლაპარაკი?

- ალკოჰოლის მიღებაზე.

- ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- ზომიერად. ბევრს არასდროს ვსვამ.

- უპირატესობას რომელ სასმელს ანიჭებ?

- ღვინო მირჩევნია. არაყი - ნაკლებად, მაგრამ ვისკი და კონიაკი მომწონს.

- ოჯახში ღვინის დაყენების ტრადიცია თუ გაქვთ?

- არა, მაგრამ ძალიან მინდა, ეს ტექნოლოგია კარგად ვიცოდე. ღვინის დაყენების პრაქტიკა მამაჩემსაც ნაკლებად აქვს.

- იზაბელა, საფერავი, ალექსანდროული, ცოლიკაური. ამ ჯიშებიდან რომელს არ აქვს შავი ნაყოფი?

- ცოლიკაურს.

- რა დრო სჭირდება დედამიწას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად?

- 365 დღე-ღამე.

- რიგში დგას 25 ბავშვი. მერამდენე ბავშვი დგას შუაში?

- როგორ? (კითხვის გამეორების შემდეგ) მე-13 იდგება, თავიდან ცოტა დავიბენი (იცინის).

- "და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს/ სერებს თოვლიანს,/ ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,/ ყეფდა თოლია,/ იდგა ბერმუხა ღამისმთევარი თოვლში ნაბდითა, /დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა./ ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით/ გრძნეულ მარანთან... დაასრულე და დაასახელე ლექსის ავტორი.

- "...შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა". ანა კალანდაძეს ეკუთვნის.

- ყველა თვე, გარდა თებერვლისა, 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- (იცინის) ყველა თვეშია.

- ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში მოსეირნე ამერიკელმა ტურისტმა საფულე დაკარგა. მან ეს სამართალდამცავებს აცნობა. ქურდი მალე იპოვეს, მას მიმალვა არც უცდია. მიუხედავად დანაშაულისა, ის პასუხისგებაში არ მიუციათ. რატომ?

- არ ვიცი.

- ქურდი მაიმუნი იყო. ვინ იყო თამარ მეფისთვის დავით ნარინი?

- შვილიშვილი.

- "ამორძალივით მოჯირითე რაინდთა შორის", "ყინწვისის ანგელოზივით მჭმუნვარე"... რომელ პერსონაჟს ახასიათებს ასე კონსტანტინე გამსახურდია?

- შორენა კოლონკელიძეს.

- რა ერქვა შორენას მამას?

- (ფიქრობს) თალაგვა.

- "ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, მედიცინა - საყვარელი. როცა ვიღლები ერთ-ერთი მათგანისგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან". რომელი რუსი დრამატურგია ამ სიტყვების ავტორი?

- როგორც მახსოვს, ექიმი ანტონ ჩეხოვი იყო.

- მსახიობობასა და რეჟისორობას შორის, რომელია შენი ცოლი და რომელი - საყვარელი?

- ორივე ჩემი პროფესიაა, ასე დაყოფა გამიჭირდება. ჩემი ცოლიც და საყვარელიც არის ანი იმნაძე.

- რა ერქვა ძველ რომში წვეტიან ჯოხს, რომლის დახმარებითაც საქონელს მიერეკებოდნენ?

- არ ვიცი.

- სტიმული.

- ეს სადღაც წავიკითხე და ვეღარ გავიხსენე.

- ქალის ფსიქოლოგიას კარგად იცნობ?

- ისე, როგორც ჩემი ასაკის ადამიანმა შეიძლება იცოდეს.

- მარჩელო მასტროიანი ქალების ფსიქოლოგიის კარგი მცოდნე იყო. ისიც კი იცოდა, რომელ გოგოსთან გაება რომანი, როცა ზაფხულობით ზღვაზე ისვენებდა. რა ნიშნით ირჩევდა ის გოგოს, გარდა იმისა, რომ სიმპათიური უნდა ყოფილიყო?

- არ ვიცი.

- ყველაზე გაურუჯავს არჩევდა, მთელი შვებულება წინ აქვსო.

- და მასთან რომანი მალე არ დამთავრდებაო? ყოჩაღ, მარჩელო!

- რამდენი ფლოქვი აქვს ცხენს თითოეულ კიდურზე?

- 1.

- რომელ ქართულ მხატვრულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი: "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- "ქეთო და კოტეში".

- რამდენ სერიად არის გადაღებული "დათა თუთაშხია"?

- 7 თუ 8 სერიაა, ზუსტად არ მახსოვს.

- 7. ჭიდაობის რომელ სახეობას უწოდებენ კლასიკურს?

- ბერძნულ-რომაულს.

- რა ერქვა ალუდა ქეთელაურის ცოლს?

- სახელის პირველი ასო მითხარი და გავიხსენებ.

- "ლ".

- (ფიქრობს) ვერ გიპასუხებ.

- ლელა. ავტომობილებში კარგად ერკვევი?

- საშუალოდ.

- "ბენტლი", "როლს-როისი", "იაგუარი", "ლამბორჯინი". ამათგან, რომელი არ არის ინგლისური წარმოების ავტომანქანა?

- "ლამბორჯინი".

- ნოდარ დუმბაძის რომელი ცნობილი გმირია გოგი თუშურაშვილი?

- კუკარაჩა.

- ნებისმიერ ზრდასრულ ვეფხვს საკუთარი სანადირო ტერიტორია აქვს, სადაც არავის უშვებს, მაგრამ ხდება გამონაკლისიც, როდის?

- გვალვის დროს, არა?

- ცდები.

- გამრავლების პერიოდში? წამიკითხავს, დიდი გვალვების დროსაც ცხოველებში რაღაც გადაჯგუფება ხდება.

- ძველ რომში ბატონები თავიანთი სამფლობელოების დასაცავად შავ დოგებს იყენებდნენ. სიბნელეში მათი შემჩნევა რთული იყო. მაშინ წარმოიშვა და დღემდე მოაღწია ამ ცნობილმა გამოთქმამ, რომელიც სულ 3 სიტყვისგან შედგება. რომელ გამოთქმაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- მიგანიშნებ. ქართულ სცენაზე ამ სახელწოდების სპექტაკლიც დაიდგა.

- ძაღლებთან დაკავშირებული? (პაუზის შემდეგ) ა! მივხვდი, "ეზოში ავი ძაღლია".

- ბოდრუმი თურქეთის პატარა ცნობილი ქალაქია. მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი ამ ქალაქში იყო. დღეს მისი ნანგრევების მოსანახულებლად ბევრი ტურისტი მიდის. დაასახელე ეს საოცრება.

- ვერ დავასახელებ.

- ჰალიკარნასის მავზოლეუმი. სპორტის რომელ სახეობაში მოასპარეზეს აქსესუარებია თეთრი კოსტიუმი, ლითონისბადიანი მუზარადი და ხელთათმანი?

- ფარიკაობის.

- ერთ-ერთი ფრანგი მხატვრის მოპარულ ტილოს დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ძვირად ყიდდნენ, ბოლოს ეს ავტორმა გაიგო და თქვა, საღებავები კატამ დამიქციაო. ვინ იყო ეს მხატვარი?

- არ ვიცი.

- შაგალი. დაბოლოს, დაასრულე სენეკას ცნობილი გამონათქვამი: "ბედნიერება ადამიანს არასდროს აყენებდა ისეთ სიმაღლეზე, რომ მას არ დასჭირვებოდა..."

- "ახლობელი ადამიანი..."

- "...არ დასჭირვებოდა მეგობარი".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს