პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენიოსი თვითმკვლელები
გენიოსი თვითმკვლელები

* * *

1916 წლის 22 ნო­ემ­ბერს ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რის, "მარ­ტინ იდე­ნის" ავ­ტო­რი - ჯეკ ლონ­დო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს იყო უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლი, რო­მელ­საც არა­ვინ ელო­და. მარ­თა­ლია, ბოლო წლებ­ში მწე­რა­ლი თირკმე­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბით იტან­ჯე­ბო­და, მაგ­რამ ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ის სიკ­ვდილს სუ­ლაც არ აპი­რებ­და. მწე­რალს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი რომ გა­ე­ყუ­ჩე­ბი­ნა, მორ­ფინს ღე­ბუ­ლობ­და. ჯეკ ლონ­დო­ნი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს თა­ვის ოთახ­ში. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ის მორ­ფი­ნი­თა და ატ­რო­პი­ნით იყო მო­წამ­ლუ­ლი. მა­ინც რა გახ­და სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი წამ­ლე­ბის ზედ­მე­ტი დოზა, თუ შეგ­ნე­ბუ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა, დღემ­დე უც­ნო­ბია.

* * *

ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის გე­ნია სი­ცო­ცხლე­ში­ვე აღი­ა­რეს, ამის დას­ტუ­რი იყო ნო­ბე­ლის პრე­მია, რო­მე­ლიც დიდ მწე­რალს მი­ა­ნი­ჭეს. 1961 წლი­სათ­ვის ჰე­მინ­გუ­ე­ის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე სა­ვა­ლა­ლო იყო: მხედ­ვე­ლო­ბა და­უქ­ვე­ით­და, ელექტრო­შო­კით მკურ­ნა­ლო­ბი­სას კი მეხ­სი­ე­რე­ბაც და­კარ­გა. გარ­და ამი­სა, პა­რა­ნო­ი­აც გა­უმ­ძაფ­რდა - ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. მწე­რალ­მა მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბი­დან სამი თვის თავ­ზე სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა. 1961 წლის 30 ივ­ნისს ის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რეს, რის შემ­დე­გაც ჰე­მინ­გუ­ეი კეტ­ჩუმ­ში, აი­დაჰოს შტატ­ში წა­ვი­და. 2 ივ­ლისს კი თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ია­რა­ღით თავი მო­იკ­ლა.

* * *

ცნო­ბი­ლი ფერმ­წე­რი და გრა­ფი­კო­სი ვინ­სენტ ვან გოგი 1880-იანი წლე­ბის ბო­ლოს ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვად­და, რა­საც მოჰ­ყვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი მას­თან სტუმ­რად ჩა­მო­სულ პოლ გო­გენ­თან. დიდი მხატ­ვრე­ბის კონ­ფლიქ­ტი ქრის­ტე­შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წინა დღე­ებ­ში იმ­დე­ნად გამ­ძაფ­რდა, რომ ვან გოგ­მა ბოთ­ლი ეს­რო­ლა გო­გენს, ხოლო შემ­დეგ სა­მარ­თებ­ლით და­ეს­ხა თავს. შე­ში­ნე­ბულ­მა გო­გენ­მა თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა. ნა­ხევ­რად შეშ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ვან გოგი კი იქამ­დე მი­ვი­და, რომ მარ­ჯვე­ნა ყუ­რის ნა­წი­ლი მო­იჭ­რა. ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ვან გოგი ჯერ არ­ლის, შემ­დეგ კი სენ-რე­მის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში იწვა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტილო და­ხა­ტა. მარ­ტო­სულ­მა და უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბულ­მა მხატ­ვარ­მა 1890 წლის ზა­ფხულ­ში გულ­ში ტყვია და­ი­ხა­ლა და ცხოვ­რე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

გენიოსი თვითმკვლელები

გენიოსი თვითმკვლელები

* * *

1916 წლის 22 ნოემბერს ცნობილი ლიტერატურული შედევრის, "მარტინ იდენის" ავტორი - ჯეკ ლონდონი გარდაიცვალა. ეს იყო უეცარი სიკვდილი, რომელსაც არავინ ელოდა. მართალია, ბოლო წლებში მწერალი თირკმელების უკმარისობით იტანჯებოდა, მაგრამ ახლობლების თქმით, ის სიკვდილს სულაც არ აპირებდა. მწერალს საშინელი ტკივილები რომ გაეყუჩებინა, მორფინს ღებულობდა. ჯეკ ლონდონი კომატოზურ მდგომარეობაში იპოვეს თავის ოთახში. როგორც აღმოჩნდა, ის მორფინითა და ატროპინით იყო მოწამლული. მაინც რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ტკივილგამაყუჩებელი წამლების ზედმეტი დოზა, თუ შეგნებული თვითმკვლელობა, დღემდე უცნობია.

* * *

ერნესტ ჰემინგუეის გენია სიცოცხლეშივე აღიარეს, ამის დასტური იყო ნობელის პრემია, რომელიც დიდ მწერალს მიანიჭეს. 1961 წლისათვის ჰემინგუეის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სავალალო იყო: მხედველობა დაუქვეითდა, ელექტროშოკით მკურნალობისას კი მეხსიერებაც დაკარგა. გარდა ამისა, პარანოიაც გაუმძაფრდა - ეჩვენებოდა, რომ უთვალთვალებდნენ. მწერალმა მკურნალობის დაწყებიდან სამი თვის თავზე სცადა თვითმკვლელობა. 1961 წლის 30 ივნისს ის საავადმყოფოდან გამოწერეს, რის შემდეგაც ჰემინგუეი კეტჩუმში, აიდაჰოს შტატში წავიდა. 2 ივლისს კი თავისი საყვარელი იარაღით თავი მოიკლა.

* * *

ცნობილი ფერმწერი და გრაფიკოსი ვინსენტ ვან გოგი 1880-იანი წლების ბოლოს ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა გახმაურებული კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ პოლ გოგენთან. დიდი მხატვრების კონფლიქტი ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეებში იმდენად გამძაფრდა, რომ ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს, ხოლო შემდეგ სამართებლით დაესხა თავს. შეშინებულმა გოგენმა თავს გაქცევით უშველა. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა. ამ ინციდენტის შემდეგ, ვან გოგი ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იწვა, სადაც რამდენიმე ცნობილი ფერწერული ტილო დახატა. მარტოსულმა და უკიდურესად გაჭირვებულმა მხატვარმა 1890 წლის ზაფხულში გულში ტყვია დაიხალა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს