პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველთვის ვოცნებობდი ფილოსოფოს პრეზიდენტზე”
"ყოველთვის ვოცნებობდი ფილოსოფოს პრეზიდენტზე”

"ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ის, რაც დღეს ხდე­ბა. ძა­ლი­ან მე­ში­ნია პუ­ტი­ნის"... - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დოდო ხურ­ცი­ლა­ვა. მისი აზ­რით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ბიჭ­ვინ­თა­ში ვი­ზი­ტი, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­თან შეხ­ვედ­რა იყო პრო­ვო­კა­ცია და ძალ­ზე სა­ში­ში ფაქ­ტი.

- ქალ­ბა­ტო­ნო დოდო, რა სა­შიშ­რო­ე­ბას ხე­დავთ ბიჭ­ვინ­თა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის­გან?

- ამ ვი­ზი­ტით დას­ტურ­დე­ბა, რომ პუ­ტი­ნი ქარ­თვე­ლე­ბის ნერ­ვებ­ზე თა­მა­შობს. მას სა­ა­კაშ­ვი­ლი პრობ­ლე­მებს არ უქ­მნი­და. ამ­ბობ­და, ამ გიჟ­თან ლა­პა­რაკს არ ვა­პი­რე­ბო და მშვი­დად, აუ­ღელ­ვებ­ლად გა­ნაგ­რძობ­და თა­ვის საქ­მეს. ახლა მას ბევ­რი აქვს სა­ფიქ­რა­ლი. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმის სა­ბაბს არ აძ­ლევს, რომ დი­ა­ლო­გი არ გა­ნა­ახ­ლოს. დი­ა­ლო­გი მას არ აძ­ლევს ხელს და ცდი­ლობს, რა­ღაც ისე­თი გა­ა­კე­თოს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს და სი­სუ­ლე­ლე ჩა­ა­დე­ნი­ნოს. ახლა ჩვენს პო­ლი­ტი­კო­სებს ძა­ლი­ან დიდი სიბ­რძნი­სა და თავ­და­ჭე­რი­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებთ.

- იმე­დი გაქვთ, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახალ გა­მოწ­ვე­ვებს ღირ­სე­უ­ლად გა­არ­თმევს თავს?

- თით­ქოს იმე­დი მაქვს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ. რა­ღაც კუ­თხით სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმე­დი გა­უც­რუვ­და და სხვა სა­კი­თხე­ბიც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა...

- იმე­დი რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­გიც­რუვ­დათ?

- ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია იმის გამო, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ის კო­ა­ბი­ტა­ცი­ა­ში ჩა­ით­რი­ეს და ახლა სა­ხელს უტე­ხენ. თუმ­ცა მათ ერთი რამ ეშ­ლე­ბათ... ხომ იცით, ზო­გი­ერთ ქალს ჰგო­ნია, რომ თუ კაცს ცოლს და­ა­შო­რებს, თა­ვად გახ­დე­ბა მისი ცოლი. ასე არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც". რა­ტომ ჰგო­ნი­ათ, თუ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" გული აგ­ვეყ­რე­ბა, ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და­ვუ­ჭერთ მხარს? რა, მა­გათ გარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა აღარ არ­სე­ბობს?

- თქვენ რო­მელ ძა­ლას მი­ა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- იცით, რა, მე ჯერ ბო­ლომ­დე არ გამცრუ­ე­ბია იმე­დი. ჯერ კი­დევ მაქვს რა­ღა­ცის იმე­დი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, - სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ერთი წელი კი­დევ დამ­ჭირ­დე­ბაო... და­ვე­ლო­დე­ბი ამ ერთი წლის გას­ვლას და თუ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, მერე გა­დავ­წყვეტ, რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ვენ­დო.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე აპი­რებს გა­დად­გო­მას...

- დიახ, ამ გან­ცხა­დე­ბამ ცო­ტა­თი შე­მა­ში­ნა, მაგ­რამ ბი­ძი­ნა ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი კაცი მგო­ნია და იმე­დი მაქვს, რომ რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.

- რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, რომ თქვენ და ია ფა­რუ­ლა­ვა ერ­თმა­ნეთს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გამო და­უ­პი­რის­პირ­დით?

- ნა­წი­ლობ­რივ. მე და ია ერ­თმა­ნეთს მისი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მის გამო და­ვუ­პი­რის­პირ­დით. გა­და­ცე­მი­დან წას­ვლის წინ მან თქვა, რომ "დღის შოუ" მალე და­ი­ხუ­რე­ბო­და და ამით ბედ­ნი­ე­რი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­სა და ივა­ნიშ­ვილს, მე მი­შას ძა­ლი­ან ცუდი სი­ტყვა ვუ­წო­დე, იამ კი ეს სი­ტყვა გა­ი­მე­ო­რა და თქვა, რომ ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო.

- მი­შას რა სი­ტყვა უწო­დეთ?

- ძა­ლი­ან ცუდი სი­ტყვა, სა­ჯა­როდ ვერ ვი­ტყვი, მრცხვე­ნია... მე და ია არ­ჩევ­ნებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს ვკა­მა­თობ­დით. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" გა­ი­მარ­ჯვებ­დნენ, იმა­საც კი ამ­ბობ­და, რომ დას­ჭირ­დეთ, არ­ჩევ­ნებს გა­ა­ყალ­ბე­ბენ და მა­ინც ეგე­ნი დარ­ჩე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიო. დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ვერ გა­ი­მარ­ჯვეს.

- საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი გაქვთ?

- კი. შე­საძ­ლოა, რო­მან­ტი­კუ­ლად ვარ გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ ფი­ლო­სო­ფოს პრე­ზი­დენტზე ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი.

- რა­ტომ? რას ელით ფი­ლო­სო­ფო­სი პრე­ზი­დენ­ტის­გან?

- სიბ­რძნეს. არა ეშ­მა­კო­ბას, არა ვე­რა­გო­ბას, არა უბ­რა­ლოდ ჭკუ­ას, არა­მედ ძა­ლი­ან დიდ სიბ­რძნეს. ახლა ჩვენ მხო­ლოდ დიდი სიბ­რძნე გვიხ­სნის.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ყოველთვის ვოცნებობდი ფილოსოფოს პრეზიდენტზე”

"ყოველთვის ვოცნებობდი ფილოსოფოს პრეზიდენტზე”

”ძალიან მაწუხებს ის, რაც დღეს ხდება. ძალიან მეშინია პუტინის”... - ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი დოდო ხურცილავა. მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრა იყო პროვოკაცია და ძალზე საშიში ფაქტი.

- ქალბატონო დოდო, რა საშიშროებას ხედავთ ბიჭვინთაში გამართული შეხვედრისგან?

- ამ ვიზიტით დასტურდება, რომ პუტინი ქართველების ნერვებზე თამაშობს. მას სააკაშვილი პრობლემებს არ უქმნიდა. ამბობდა, ამ გიჟთან ლაპარაკს არ ვაპირებო და მშვიდად, აუღელვებლად განაგრძობდა თავის საქმეს. ახლა მას ბევრი აქვს საფიქრალი. ახალი ხელისუფლება იმის საბაბს არ აძლევს, რომ დიალოგი არ განაახლოს. დიალოგი მას არ აძლევს ხელს და ცდილობს, რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ ქართული მხარე მდგომარეობიდან გამოიყვანოს და სისულელე ჩაადენინოს. ახლა ჩვენს პოლიტიკოსებს ძალიან დიდი სიბრძნისა და თავდაჭერილობის გამოჩენა მართებთ.

- იმედი გაქვთ, რომ ახალი ხელისუფლება ახალ გამოწვევებს ღირსეულად გაართმევს თავს?

- თითქოს იმედი მაქვს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. რაღაც კუთხით საზოგადოებას იმედი გაუცრუვდა და სხვა საკითხებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა...

- იმედი რასთან დაკავშირებით გაგიცრუვდათ?

- ქართველი ხალხი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ”ქართულმა ოცნებამ” სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა. ”ნაციონალებმა” ის კოაბიტაციაში ჩაითრიეს და ახლა სახელს უტეხენ. თუმცა მათ ერთი რამ ეშლებათ... ხომ იცით, ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ თუ კაცს ცოლს დააშორებს, თავად გახდება მისი ცოლი. ასე არიან ”ნაციონალებიც”. რატომ ჰგონიათ, თუ ”ქართულ ოცნებაზე” გული აგვეყრება, ისევ ”ნაციონალებს” დავუჭერთ მხარს? რა, მაგათ გარდა საქართველოში პოლიტიკური ძალა აღარ არსებობს?

- თქვენ რომელ ძალას მიანიჭებთ უპირატესობას?

- იცით, რა, მე ჯერ ბოლომდე არ გამცრუებია იმედი. ჯერ კიდევ მაქვს რაღაცის იმედი. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, - სიტუაციის გამოსასწორებლად ერთი წელი კიდევ დამჭირდებაო... დაველოდები ამ ერთი წლის გასვლას და თუ არაფერი შეიცვალა, მერე გადავწყვეტ, რომელ პოლიტიკურ ძალას ვენდო.

- ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი წლის დადგომამდე აპირებს გადადგომას...

- დიახ, ამ განცხადებამ ცოტათი შემაშინა, მაგრამ ბიძინა ძალიან ჭკვიანი კაცი მგონია და იმედი მაქვს, რომ რაღაც საინტერესო აქვს ჩაფიქრებული.

- რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ თქვენ და ია ფარულავა ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გამო დაუპირისპირდით?

- ნაწილობრივ. მე და ია ერთმანეთს მისი არაადამიანური გამონათქვამის გამო დავუპირისპირდით. გადაცემიდან წასვლის წინ მან თქვა, რომ ”დღის შოუ” მალე დაიხურებოდა და ამით ბედნიერი იყო. რაც შეეხება სააკაშვილსა და ივანიშვილს, მე მიშას ძალიან ცუდი სიტყვა ვუწოდე, იამ კი ეს სიტყვა გაიმეორა და თქვა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი იყო.

- მიშას რა სიტყვა უწოდეთ?

- ძალიან ცუდი სიტყვა, საჯაროდ ვერ ვიტყვი, მრცხვენია... მე და ია არჩევნებზე ძალიან ბევრს ვკამათობდით. ის დარწმუნებული იყო, რომ ”ნაციონალები” გაიმარჯვებდნენ, იმასაც კი ამბობდა, რომ დასჭირდეთ, არჩევნებს გააყალბებენ და მაინც ეგენი დარჩებიან ხელისუფლებაშიო. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ”ნაციონალებმა” ვერ გაიმარჯვეს.

- საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ?

- კი. შესაძლოა, რომანტიკულად ვარ განწყობილი, მაგრამ ფილოსოფოს პრეზიდენტზე ყოველთვის ვოცნებობდი.

- რატომ? რას ელით ფილოსოფოსი პრეზიდენტისგან?

- სიბრძნეს. არა ეშმაკობას, არა ვერაგობას, არა უბრალოდ ჭკუას, არამედ ძალიან დიდ სიბრძნეს. ახლა ჩვენ მხოლოდ დიდი სიბრძნე გვიხსნის.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები