სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"მე-9 არხის" კუთვნილი აპარატურა "ჯიდიესს" გადაეცემა?
"მე-9 არხის" კუთვნილი აპარატურა "ჯიდიესს" გადაეცემა?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" კუთ­ვნი­ლი აპა­რა­ტუ­რა, შე­საძ­ლოა, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზია "ჯი­დი­ესს" გა­და­ე­ცეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მე- 9 არ­ხი­დან" "ჯი­დი­ეს­ში" ტექ­ნი­კის გა­და­ტა­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ამას უარ­ყო­ფენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, მსგავ­სი არა­ფე­რი იგეგ­მე­ბა.

"მე-9 არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ლუბა ელი­აშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ "მე-9 არხსა" და "ჯი­დი­ესს" შო­რის აპა­რა­ტუ­რის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო. კერ­ძოდ, "მე-9 არხი" პრო­მო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ხში­რად თხო­უ­ლობ­და "ჯი­დი­ე­სის" მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან კა­მე­რებს, თა­ვის მხრივ კი, "ჯი­დი­ე­სიც" იყე­ნებ­და "მე-9 არ­ხის" კუთ­ვნილ ტექ­ნი­კას. ელი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია, თუნ­დაც "ჯი­დი­ეს­მა" "მე-9 არ­ხის" აპა­რა­ტუ­რა სრუ­ლად წა­ი­ღოს. მი­სი­ვე თქმით, თუკი "მე-9 არხს" მყიდ­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნდე­ბა, "ჯი­დი­ე­სი" აპა­რა­ტუ­რას სრუ­ლად და­აბ­რუ­ნებს.

ambebi.ge

"მე-9 არხის" კუთვნილი აპარატურა "ჯიდიესს" გადაეცემა?

"მე-9 არხის" კუთვნილი აპარატურა "ჯიდიესს" გადაეცემა?

ტელეკომპანია "მე-9 არხის" კუთვნილი აპარატურა, შესაძლოა, ბერა ივანიშვილის ტელევიზია "ჯიდიესს" გადაეცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მე- 9 არხიდან" "ჯიდიესში" ტექნიკის გადატანა მიმდინარეობს, თუმცა ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში ამას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი იგეგმება.

"მე-9 არხის" გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი კი აცხადებს, რომ "მე-9 არხსა" და "ჯიდიესს" შორის აპარატურის გაცვლა-გამოცვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კერძოდ, "მე-9 არხი" პრომოების გადასაღებად ხშირად თხოულობდა "ჯიდიესის" მაღალხარისხიან კამერებს, თავის მხრივ კი, "ჯიდიესიც" იყენებდა "მე-9 არხის" კუთვნილ ტექნიკას. ელიაშვილი ამბობს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, თუნდაც "ჯიდიესმა" "მე-9 არხის" აპარატურა სრულად წაიღოს. მისივე თქმით, თუკი "მე-9 არხს" მყიდველი გამოუჩნდება, "ჯიდიესი" აპარატურას სრულად დააბრუნებს.

ambebi.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები