საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეცხრე არხის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ
 "მეცხრე არხის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

"მე­ცხრე არ­ხის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ხურ­ვა­სა და მას შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, "მე­ცხრე არ­ხის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ჭი­როდ მი­ვიჩ­ნევთ, გა­ვავ­რცე­ლოთ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არ­ხმა" საქ­მი­ა­ნო­ბა 2012 წლის 30 აპ­რილს, ქვეყ­ნის­თვის ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ახ­ლა. "მე­ცხრე არხზე" იყო სრუ­ლი სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რაც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის ქმნი­და მო­ტი­ვა­ცი­ას, მეტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და თა­მა­მად ეთ­ქვა სათ­ქმე­ლი. არ ყო­ფი­ლა თემა, რომ­ლის გა­შუ­ქე­ბის­გა­ნაც არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­მა, კო­ნი­უქ­ტუ­რუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, თავი შე­ი­კა­ვა.

არ­ხის მფლო­ბე­ლის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტე­ლე­ვი­ზი­ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­გე­ბით შეხ­ვდა. მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­მა მთა­ვარ - 9 სა­ა­თი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში სა­კუ­თა­რი გუ­ლის­ტკი­ვი­ლიც დე­ლი­კა­ტუ­რად გა­მოთ­ქვა და არ­ხის მფლო­ბელს აქამ­დე გა­მო­ჩე­ნი­ლი თა­ნად­გო­მის­თვის, სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის­თვის, მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და.

"მე­ცხრე არ­ხის" ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბა პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან გა­მოთ­ქმულ შე­ფა­სე­ბას "გა­მო­ყე­ნე­ბის" შე­სა­ხებ. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის არ­ცერთ თა­ნამ­შრო­მელს მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. "მე­ცხრე არხი" იყო თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის არ­ჩე­ვა­ნი და ამა­ვე დროს, კარ­გად გვქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რას ნიშ­ნავს კერ­ძო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ხის თა­ნამ­შრო­მელ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს: სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რო­მელ­თა დიდ ნა­წილს მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და მდი­და­რი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი წარ­სუ­ლი აქვს. მათ შო­რის არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან: BBC - (ქეთი თუთ­ბე­რი­ძე), RaiNews- (თა­მუ­ნა ხურ­ცია), Deutsche Welle- (და­ვით ახვლე­დი­ა­ნი), France Press - (გი­ორ­გი ფო­ფხა­ძე), Voice of America (რუ­სუ­დან წე­რე­თე­ლი), CNN- (ლაშა ზარ­გი­ნა­ვა), National Geographic (გია ცინ­ცა­ძე), New York Times (თამ­თა კა­პა­ნა­ძე) და ა. შ. არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში საქ­მი­ა­ნობ­დნენ სხვა­დას­ხვა ქარ­თულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ არხზე და იყ­ვნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. თი­თო­ე­ულ მათ­განს გავ­ლი­ლი აქვს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სე­ბი.

პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არა­ერ­თხელ აღუ­ნიშ­ნავს "მე­ცხრე არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ მი­ე­წო­დე­ბო­და რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ­ხის რე­ი­ტინ­გი­სა და თა­ნამ­შრო­მელ­თა გან­წყო­ბის შე­სა­ხებ.

ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ, "მე­ცხრე არ­ხის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნად­გო­მა ვიგ­რძე­ნით ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის­გან, რის­თვი­საც უღ­რმეს მად­ლო­ბას ვუხ­დით თი­თო­ე­ულ მათ­განს. მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია. მად­ლო­ბა ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს!", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ "მე-9 არ­ხის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მო­იქ­ცნენ, რო­დე­საც არ­ხის მა­უ­წყებ­ლო­ბა 1-ელ სექ­ტემ­ბრამ­დე შე­წყვი­ტეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"მეცხრე არხის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

 "მეცხრე არხის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

"მეცხრე არხის" თანამშრომლები ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ტელეკომპანიის დახურვასა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "მეცხრე არხის" თანამშრომლები საჭიროდ მივიჩნევთ, გავავრცელოთ ერთობლივი განცხადება.

ტელეკომპანია "მეცხრე არხმა" საქმიანობა 2012 წლის 30 აპრილს, ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში განაახლა. "მეცხრე არხზე" იყო სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ყველა ჩვენგანისთვის ქმნიდა მოტივაციას, მეტი პროფესიონალიზმით და თამამად ეთქვა სათქმელი. არ ყოფილა თემა, რომლის გაშუქებისგანაც არხის საინფორმაციო სამსახურმა, კონიუქტურული მოსაზრებების გამო, თავი შეიკავა.

არხის მფლობელის, პრემიერ-მინისტრის ოჯახის გადაწყვეტილებას ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გაგებით შეხვდა. მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად, არხის საინფორმაციო სამსახურმა მთავარ - 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საკუთარი გულისტკივილიც დელიკატურად გამოთქვა და არხის მფლობელს აქამდე გამოჩენილი თანადგომისთვის, სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტისთვის, მადლობაც გადაუხადა.

"მეცხრე არხის" ყველა თანამშრომელი კატეგორიულად ემიჯნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან გამოთქმულ შეფასებას "გამოყენების" შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანიის არცერთ თანამშრომელს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. "მეცხრე არხი" იყო თითოეული ჩვენგანის არჩევანი და ამავე დროს, კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავს კერძო მედიასაშუალებაში მუშაობა.

რაც შეეხება არხის თანამშრომელთა პროფესიონალიზმს: საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთა დიდ ნაწილს მრავალწლიანი გამოცდილება და მდიდარი ჟურნალისტური წარსული აქვს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, რომლებიც თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედია საშუალებებთან: BBC - (ქეთი თუთბერიძე), RaiNews- (თამუნა ხურცია), Deutsche Welle- (დავით ახვლედიანი), France Press - (გიორგი ფოფხაძე), Voice of America (რუსუდან წერეთელი), CNN- (ლაშა ზარგინავა), National Geographic (გია ცინცაძე), New York Times (თამთა კაპანაძე) და ა. შ. არხის საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ჟურნალისტები, რომლებიც წარსულში საქმიანობდნენ სხვადასხვა ქართულ ნაციონალურ არხზე და იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. თითოეულ მათგანს გავლილი აქვს ავტორიტეტული საერთაშორისო მედიაორგანიზაციების ტრენინგები და პრაქტიკული კურსები.

პრემიერ-მინისტრს არაერთხელ აღუნიშნავს "მეცხრე არხის" ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. შესაბამისად, ჩვენთვის მოულოდნელი იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება. მიგვაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრს არ მიეწოდებოდა რეალური ინფორმაცია არხის რეიტინგისა და თანამშრომელთა განწყობის შესახებ.

ორი დღის განმავლობაში ჩვენ, "მეცხრე არხის" თანამშრომლებმა, განსაკუთრებული თანადგომა ვიგრძენით ჩვენი მაყურებლისგან, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს. მაყურებლის ნდობა და სიტყვის თავისუფლება იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია. მადლობა ჩვენს მაყურებელს!", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ "მე-9 არხის" ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები არაპროფესიონალურად მოიქცნენ, როდესაც არხის მაუწყებლობა 1-ელ სექტემბრამდე შეწყვიტეს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები