საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა რამიშვილი: “სად "მოტეხეს" ჩემი 34 ათასი ლარი?!"
შალვა რამიშვილი: “სად "მოტეხეს" ჩემი 34 ათასი ლარი?!"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9" არ­ხის და­ხურ­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა... ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა ბედი ეწე­ვა მას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ფორ­მით და­უბ­რუნ­დე­ბა ეს ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ყუ­რე­ბელს, ან და­უბ­რუნ­დე­ბა თუ არა სა­ერ­თოდ....

ლუბა ელი­აშ­ვი­ლი, "მე-9" არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: - ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლია და ვერ ვხვდე­ბი, რამ გა­მო­იწ­ვია ეს აჟი­ო­ტა­ჟი... არხს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და 1-ელ სექ­ტემ­ბრამ­დე ემუ­შა­ვა, მაგ­რამ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. კი ბა­ტო­ნო, ეს მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. "ინფო-9" გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას პირ­ველ სექ­ტემ­ბრამ­დე, შემ­დეგ კი და­ი­ხუ­რე­ბა და გა­ყიდ­ვის რე­ჟიმ­ში გა­და­ვა. მეს­მის, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის მძი­მე იყო, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა - ყვე­ლამ იცო­და, რომ ტე­ლე­ვი­ზია დღე­ებს ით­ვლი­და. მეს­მის მათი, მძი­მეა, პირ­და­პირ ეთერ­ში რომ მუ­შა­ობ და იცი, ძა­ლი­ან მალე ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა… და­ვე­ლო­დოთ ახალ მყიდ­ვე­ლებს.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არხს და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, რა­მაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია...

- არა, ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა! ჯერ ერთი, ძა­ლი­ა­ნაც კმა­ყო­ფი­ლი იყო, მე­ო­რეც - რო­მე­ლი რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით ხდე­ბა და­ჯა­მე­ბა და გა­მოთ­ვლა?.. რას და­ვუ­ჯე­როთ, ნი­უ­სებს, სა­დაც სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე იწე­რე­ბა?

- სად და­ი­წე­რა სი­სუ­ლე­ლე?

- სა­დაც "მე-9" არხს და­ბა­ლი რე­ი­ტი­ნი აქვს... ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ კარ­გად იცის რე­ი­ტინ­გე­ბის ფასი, მას თა­ვი­სი პარ­ტი­ი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რე­ი­ტინ­გი უნა­ხავს და იცის, რომ რე­ა­ლო­ბის­გან 100%-ით შორს არის. ივა­ნიშ­ვილს არ­ხის რე­ი­ტინ­გიც აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხიც, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­დან­ვე თქვა, რომ ეს არხი დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის, რო­გორც მე, ისე ჩემს ოჯახ­სა­ცო. მას, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს და რო­გორც ბიზ­ნეს­მენს, ტე­ლე­ვი­ზია არ აინ­ტე­რე­სებს. მე­ტიც, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, უხერ­ხუ­ლო­ბა­საც უქ­მნი­და...

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ მეც ვი­ცო­დი და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც, ივა­ნიშ­ვილს მათ­თა­ნაც არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია... ეს სი­ტუ­ა­ცია იცით, რას მა­გო­ნებს? - ოჯახ­ში რომ ცოლ-ქმარს ერ­თმა­ნე­თი აღარ უყ­ვარს და როცა გა­იყ­რე­ბი­ან, მა­ინც რომ ორი­ვეს­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლია. ასე იყო ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც.

- რა ფორ­მით და­უბ­რუნ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზია მა­ყუ­რე­ბელს?

- ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ იყი­დის და რო­გორ... თუ ის იყი­დის, ვი­საც ლი­ცენ­ზია აქვს და ეთერ­ში გას­ვლა უნდა, არხი ისევ დაბ­რუნ­დე­ბა. უკვე და­რე­კეს "ინფო-9"-ის დი­რექ­ტორ­თან, რათა მისი ბრენ­დი, ანუ სა­ხე­ლი შე­ი­ძი­ნონ...

- არ­ხის სა­ბაზ­რო ფასი გარ­კვე­უ­ლია?

- არა, იმი­ტომ ვზი­ვარ და ვან­გა­რი­შობ, მაგ­რამ თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი ამას არ მაც­ლი­ან - ჯერ ტე­ლე­ფო­ნი არ გა­მიშ­ვია ხე­ლი­დან... თუ და­მაც­დით, ფას­საც შე­ი­ტყობთ.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი:

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, "მე-9" არხზე თქვე­ნი და თეა სი­ჭი­ნა­ვას ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ...

- ჰო, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ დავ­მა­ლე, თურ­მე 38 ათას ლარს ვი­ღებ­დი. არა­და, "მე-9" არხზე 4 ათა­სი ლარი მქონ­და ხელ­ფა­სი და ოფი­ცი­ა­ლუ­რად "ბან­კი ქარ­თუ­ში" მე­რი­ცხე­ბო­და. ძა­ლი­ან მინ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ავ­ტო­რი გა­ვიც­ნო, ხელი ჩა­მო­ვარ­თვა და მე­გობ­რუ­ლად ვკი­თხო, სად "მო­ტე­ხა" და­ნარ­ჩე­ნი 34 ათა­სი ლარი. ამა­ზე სხვა კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შალვა რამიშვილი: “სად "მოტეხეს" ჩემი 34 ათასი ლარი?!"

შალვა რამიშვილი: “სად "მოტეხეს" ჩემი 34 ათასი ლარი?!"

ტელეკომპანია "მე-9" არხის დახურვას საზოგადოებაში ხმაური მოჰყვა... ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა მას. საინტერესოა, რა ფორმით დაუბრუნდება ეს ტელეკომპანია მაყურებელს, ან დაუბრუნდება თუ არა საერთოდ....

ლუბა ელიაშვილი, "მე-9" არხის გენერალური დირექტორი: - ყველაფერი გარკვეულია და ვერ ვხვდები, რამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი... არხს საშუალება ჰქონდა 1-ელ სექტემბრამდე ემუშავა, მაგრამ თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, გაჩერებულიყვნენ. კი ბატონო, ეს მათი გადაწყვეტილებაა. "ინფო-9" განაგრძობს მუშაობას პირველ სექტემბრამდე, შემდეგ კი დაიხურება და გაყიდვის რეჟიმში გადავა. მესმის, რომ თანამშრომლებისთვის მძიმე იყო, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა - ყველამ იცოდა, რომ ტელევიზია დღეებს ითვლიდა. მესმის მათი, მძიმეა, პირდაპირ ეთერში რომ მუშაობ და იცი, ძალიან მალე ეს ყველაფერი დამთავრდება… დაველოდოთ ახალ მყიდველებს.

- გავრცელებული ინფორმაციით, არხს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, რამაც ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია...

- არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება! ჯერ ერთი, ძალიანაც კმაყოფილი იყო, მეორეც - რომელი რეიტინგის მიხედვით ხდება დაჯამება და გამოთვლა?.. რას დავუჯეროთ, ნიუსებს, სადაც სრული სისულელე იწერება?

- სად დაიწერა სისულელე?

- სადაც "მე-9" არხს დაბალი რეიტინი აქვს... ბატონმა ბიძინამ კარგად იცის რეიტინგების ფასი, მას თავისი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო რეიტინგი უნახავს და იცის, რომ რეალობისგან 100%-ით შორს არის. ივანიშვილს არხის რეიტინგიც აკმაყოფილებდა და მუშაობის ხარისხიც, უბრალოდ, თავიდანვე თქვა, რომ ეს არხი დისკომფორტს მიქმნის, როგორც მე, ისე ჩემს ოჯახსაცო. მას, როგორც პოლიტიკოსს და როგორც ბიზნესმენს, ტელევიზია არ აინტერესებს. მეტიც, როგორც პოლიტიკოსს, უხერხულობასაც უქმნიდა...

ამ გადაწყვეტილების შესახებ მეც ვიცოდი და ჟურნალისტებმაც, ივანიშვილს მათთანაც არაერთხელ განუცხადებია... ეს სიტუაცია იცით, რას მაგონებს? - ოჯახში რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი აღარ უყვარს და როცა გაიყრებიან, მაინც რომ ორივესთვის მოულოდნელია. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც.

- რა ფორმით დაუბრუნდება ტელევიზია მაყურებელს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ იყიდის და როგორ... თუ ის იყიდის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეთერში გასვლა უნდა, არხი ისევ დაბრუნდება. უკვე დარეკეს "ინფო-9"-ის დირექტორთან, რათა მისი ბრენდი, ანუ სახელი შეიძინონ...

- არხის საბაზრო ფასი გარკვეულია?

- არა, იმიტომ ვზივარ და ვანგარიშობ, მაგრამ თქვენი კოლეგები ამას არ მაცლიან - ჯერ ტელეფონი არ გამიშვია ხელიდან... თუ დამაცდით, ფასსაც შეიტყობთ.

შალვა რამიშვილი:

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, "მე-9" არხზე თქვენი და თეა სიჭინავას ძალიან მაღალი ხელფასების შესახებ...

- ჰო, აღფრთოვანება ვერ დავმალე, თურმე 38 ათას ლარს ვიღებდი. არადა, "მე-9" არხზე 4 ათასი ლარი მქონდა ხელფასი და ოფიციალურად "ბანკი ქართუში" მერიცხებოდა. ძალიან მინდა ამ ინფორმაციის ავტორი გავიცნო, ხელი ჩამოვართვა და მეგობრულად ვკითხო, სად "მოტეხა" დანარჩენი 34 ათასი ლარი. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები