მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი"
"ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი"

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­ქორ­წი­ნე­ბას არ აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, სვა­ნე­ბი მარ­გვე­ლაშ­ვილს ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას უწუ­ნე­ბენ.

"არ შე­იძ­ლე­ბა პი­ა­რის­თვის შექ­მნა ოჯა­ხი. ეს იქ­ნე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩემ­თვის და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი გრძნო­ბი­სა. მე ისეთ სტა­ბი­ლურ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, ოჯახს პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რის­თვის ვერ შევ­ქმნი. ჩემი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, მთა­ვა­რი ღერ­ძი სიყ­ვა­რულ­ზეა აგე­ბუ­ლი და არ შე­იძ­ლე­ბა სიყ­ვა­რულს პი­არ­დატ­ვირ­თვა მის­ცე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რაც მოხ­დე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ჩემს გრძნო­ბა­ზე...", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ გა­ზეთ "ალი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სვა­ნეთ­ში გა­მარ­ჯვე­ბა შე­საძ­ლოა, სა­ეჭ­ვო გახ­დეს.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, გარ­და იმი­სა, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სვა­ნეთ­ში ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი სა­ხეა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მარ­გვე­ლაშ­ვილს ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას უწუ­ნე­ბენ. რო­გორც დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობს, სვა­ნებ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან. "შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი სა­ხეა იქა­უ­რო­ბის­თვის, სვა­ნეთ­ში არ ჩანს და რაც მთა­ვა­რია, უწუ­ნე­ბენ ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

ხომ იცი სვა­ნე­ბი მა­ინც ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დევ­რე­ბი არა­ინ. შე­იძ­ლე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ონ, მაგ­რამ მეს­ტი­ა­ში ამ ამ­ბავს იწუ­ნე­ბენ, თან გე­კი­თხე­ბი­ან, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა რა გა­ა­კე­თაო? გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში რა გა­ა­კე­თა, ისიც არ იცი­ან", - გა­ნა­ცხა­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი"

"ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი"

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე დაქორწინებას არ აპირებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სვანები მარგველაშვილს ოჯახურ მდგომარეობას უწუნებენ.

"არ შეიძლება პიარისთვის შექმნა ოჯახი. ეს იქნება შეურაცხყოფა ჩემთვის და ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გრძნობისა. მე ისეთ სტაბილურ ოჯახში გავიზარდე, ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი. ჩემი, როგორც პიროვნების, მთავარი ღერძი სიყვარულზეა აგებული და არ შეიძლება სიყვარულს პიარდატვირთვა მისცე. ამ მიმართულებით რაც მოხდება, დამოკიდებული იქნება მხოლოდ ჩემს გრძნობაზე...", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გაზეთ "ალიასთან" საუბარში განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის სვანეთში გამარჯვება შესაძლოა, საეჭვო გახდეს.

დეპუტატის თქმით, გარდა იმისა, რომ მარგველაშვილი სვანეთში ნაკლებად ცნობილი სახეა, ადგილობრივები მარგველაშვილს ოჯახურ მდგომარეობას უწუნებენ. როგორც დეპუტატი ამბობს, სვანებმა განათლების სისტემაში გატარებული ცვლილებების შესახებ არაფერი იციან. "შედარებით ნაკლებად ცნობილი სახეა იქაურობისთვის, სვანეთში არ ჩანს და რაც მთავარია, უწუნებენ ოჯახურ მდგომარეობას.

ხომ იცი სვანები მაინც ტრადიციების მიმდევრები არაინ. შეიძლება მარგველაშვილის ოჯახურ მდგომარეობას თბილისსა და ქუთაისში ყურადღება არ მიაქციონ, მაგრამ მესტიაში ამ ამბავს იწუნებენ, თან გეკითხებიან, მარგველაშვილმა რა გააკეთაო? განათლების სფეროში რა გააკეთა, ისიც არ იციან", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია