პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"19 აგვისტოს აბაშიძეებში დიდი ნადიმი იმართება"
"19 აგვისტოს აბაშიძეებში დიდი ნადიმი იმართება"

დღეს 19 აგ­ვის­ტოა და უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი ფე­რიც­ვა­ლე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა... ამ დღეს უფა­ლი მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად, თა­ბო­რის მთა­ზე სა­ლო­ცა­ვად ავი­და. სა­ნამ ლო­ცუ­ლობ­და, დაღ­ლილ მო­წა­ფე­ებს ჩა­ე­ძი­ნათ. გაღ­ვი­ძე­ბი­სას ნა­ხეს, რომ უფალს ფერი ეც­ვა­ლა. მან ამ ფე­რიც­ვა­ლე­ბით მო­წა­ფე­ებს ხი­ლუ­ლი სა­ხით უჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ღვთა­ებ­რი­ვი დი­დე­ბა.

ამ დღეს ქრის­ტი­ა­ნულ ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა აღეს­რუ­ლე­ბა. მორ­წმუ­ნე მრევ­ლი მი­დის ტა­ძარ­ში. ფე­რიც­ვა­ლე­ბას, წირ­ვის შემ­დეგ ხილი იკურ­თხე­ბა. ამ­ბო­ბენ, 19 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ბუ­ნე­ბაც იც­ვლე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლებ­დო­ბაც შე­სამ­ჩნე­ვი ხდე­ბაო.

მარ­თა­ლია, სხვა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს გრი­ლი ზა­ფხუ­ლია, მაგ­რამ ბუ­ნე­ბამ, რომ ფერი მარ­თლაც იც­ვა­ლა, ეს დი­ლი­დან­ვე ირგძნო­ბა.

"ამ­ბე­ბი.გე" რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს და­უ­კავ­შირ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ დღეს ვის რო­გო­რი რი­ტუ­ა­ლი აქვს და რო­გორ აღ­ნიშ­ნავს ამ უდი­დეს ქრის­ტი­ა­ნულ დღე­სას­წა­ულს.

თაკო აბა­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს ეს დღე, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი­დევ იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ 19 აგ­ვის­ტოს ჩემი ძმაა და­ბა­დე­ბუ­ლი. 4 წლის წინ, 19 აგ­ვის­ტოს ჩემ­მა ძმამ იქორ­წი­ნა და ოჯახ­ში არაჩ­ვე­უ­ე­ლებ­რი­ვი რძა­ლი - ნა­ტა­ლია შე­მოგ­ვი­ვი­და. მოკ­ლედ, 19 რი­ცხვი მათი ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბი­თაც გამ­ყარ­და. ასე რომ, ამ დღეს აბა­ში­ძე­ებ­ში დიდი ნა­დი­მი იმარ­თე­ბა ხოლ­მე.

ისე, ფე­რიც­ვა­ლე­ბას დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, ამინ­დიც იც­ვლე­ბა ხოლ­მე - რა­ღაც ზღვა­რი ივ­ლე­ბა ზა­ფხუ­ლი-შე­მოდ­გო­მის მიჯ­ნა­ზე...

ახლა აგა­რაკ­ზე, მუ­ხა­თწყა­რო­ში ვარ. დი­ლას ბავ­შვე­ბის გამო წირ­ვა­ზე წას­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. თუმ­ცა აქვე არის ძვე­ლი ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ აღ­დგა, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­ვალ, სან­თელს და­ვან­თებ. დღეს ხი­ლიც იკურ­თხე­ბა, ვიცი, რომ ყუ­რძე­ნი 19 აგ­ვის­ტომ­დე, სა­ნამ არ იკურ­თხე­ბა, არ უნდა გა­ი­სინ­ჯოს...

აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ახლა სამ­სა­ხურ­ში ვარ, ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლა ჯერ ვერ მო­ვა­ხერ­ხე, თუმ­ცა დღის ბო­ლომ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ და სან­თლებს და­ვან­თებ. მეტი ამ დღეს არა­ნა­ი­რი რი­ტუ­ა­ლი არ მაქვს. რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­ულბ­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი რი­ტუ­ალს უმე­ტე­სად ბე­ბია ას­რუ­ლებს ხოლ­მე...

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- შე­იძ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად ვერ დავ­დი­ვარ ტა­ძარ­ში, მაგ­რამ მე ჩემი პა­ტა­რა ეკ­ლე­სია გულ­ში მაქვს მო­თავ­სე­ბუ­ლი. მჯე­რა უფ­ლის და მწამს, რომ სა­დაც არ უნდა ვიყო, ღმერ­თი ჩემ­თან არის. მუდ­მი­ვად მივ­მარ­თავ და ვე­ლა­პა­რა­კე­ბი უშუ­ა­ლოდ მას და ამი­ტომ ჩემ­თვის მისი ყვე­ლა დღე­სას­წა­უ­ლი დიდი ზე­ი­მია!

ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ტა­ძარ­ში ზი­ა­რე­ბა­ზე მის­ვლა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უფ­როსს მოს­წონს, რო­დე­საც ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ სე­ფის­კვერს ური­გე­ბენ. რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­ულ­ზე თუ ტა­ძარ­ში ვერ მივ­დი­ვარ, სან­თლებს სახ­ლში ვან­თებ. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყვრას ბავ­შვე­ბის ნათ­ლო­ბი­სა და ჩვე­ნი ჯვრის­წე­რის სან­თლე­ბის ან­თე­ბა.

დღეს ფე­რიც­ვა­ლე­ბაა და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ნე­ბის­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გულ­სა და სულ­ში და­ე­სად­გუ­რე­ბი­ნოს სი­კე­თეს. ბო­რო­ტე­ბა ყვე­ლა­შია, მაგ­რამ უნდა შევ­ძლოთ მისი დათ­რგუნ­ვა, რომ გა­სა­ქა­ნი არ მი­ე­ცეს მის გა­რეთ გად­მონ­თხე­ვას. მოკ­ლედ, ბო­როტს არ უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენს გულ­ში და­ი­სად­გუ­როს. ყვე­ლა ქარ­თვე­ლის სულ­ში მომ­ხდა­რი­ყოს სუ­ლი­ე­რი ფე­რიც­ვა­ლე­ბა.

მე ვცდი­ლობ, მტერს ბო­რო­ტე­ბით არ ვუ­პა­სუ­ხო, რად­გა­დაც ამით მან ჩემ­ში ფრთე­ბი არ გა­შა­ლოს.

ლალი ფა­ცია

"19 აგვისტოს აბაშიძეებში დიდი ნადიმი იმართება"

"19 აგვისტოს აბაშიძეებში დიდი ნადიმი იმართება"

დღეს 19 აგვისტოა და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული ფერიცვალება აღინიშნება... ამ დღეს უფალი მოწაფეებთან ერთად, თაბორის მთაზე სალოცავად ავიდა. სანამ ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ უფალს ფერი ეცვალა. მან ამ ფერიცვალებით მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება.

ამ დღეს ქრისტიანულ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღესრულება. მორწმუნე მრევლი მიდის ტაძარში. ფერიცვალებას, წირვის შემდეგ ხილი იკურთხება. ამბობენ, 19 აგვისტოს შემდეგ ბუნებაც იცვლება და ტემპერატურის ცვალებდობაც შესამჩნევი ხდებაო.

მართალია, სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს გრილი ზაფხულია, მაგრამ ბუნებამ, რომ ფერი მართლაც იცვალა, ეს დილიდანვე ირგძნობა.

"ამბები.გე" რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა. საინტერესოა, ამ დღეს ვის როგორი რიტუალი აქვს და როგორ აღნიშნავს ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.

თაკო აბაშიძე, მსახიობი:

- ბავშვობიდან მიყვარს ეს დღე, მაგრამ განსაკუთრებულად კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ 19 აგვისტოს ჩემი ძმაა დაბადებული. 4 წლის წინ, 19 აგვისტოს ჩემმა ძმამ იქორწინა და ოჯახში არაჩვეუელებრივი რძალი - ნატალია შემოგვივიდა. მოკლედ, 19 რიცხვი მათი ბედნიერი ქორწინებითაც გამყარდა. ასე რომ, ამ დღეს აბაშიძეებში დიდი ნადიმი იმართება ხოლმე.

ისე, ფერიცვალებას დაკვირვებული ვარ, ამინდიც იცვლება ხოლმე - რაღაც ზღვარი ივლება ზაფხული-შემოდგომის მიჯნაზე...

ახლა აგარაკზე, მუხათწყაროში ვარ. დილას ბავშვების გამო წირვაზე წასვლა ვერ მოვახერხე. თუმცა აქვე არის ძველი ტაძარი, რომელიც ცოტა ხნის წინ აღდგა, სადაც მოგვიანებით წავალ, სანთელს დავანთებ. დღეს ხილიც იკურთხება, ვიცი, რომ ყურძენი 19 აგვისტომდე, სანამ არ იკურთხება, არ უნდა გაისინჯოს...

აჩიკო ნიჟარაძე, მომღერალი:

- ახლა სამსახურში ვარ, ეკლესიაში მისვლა ჯერ ვერ მოვახერხე, თუმცა დღის ბოლომდე, აუცილებლად მივალ და სანთლებს დავანთებ. მეტი ამ დღეს არანაირი რიტუალი არ მაქვს. რელიგიურ დღესასწაულბზე ყველანაირი რიტუალს უმეტესად ბებია ასრულებს ხოლმე...

ხატია სიჭინავა, ტელეწამყვანი:

- შეიძლება აქტიურად ვერ დავდივარ ტაძარში, მაგრამ მე ჩემი პატარა ეკლესია გულში მაქვს მოთავსებული. მჯერა უფლის და მწამს, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ღმერთი ჩემთან არის. მუდმივად მივმართავ და ველაპარაკები უშუალოდ მას და ამიტომ ჩემთვის მისი ყველა დღესასწაული დიდი ზეიმია!

ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ტაძარში ზიარებაზე მისვლა. განსაკუთრებულად უფროსს მოსწონს, როდესაც ზიარების შემდეგ სეფისკვერს ურიგებენ. რელიგიურ დღესასწაულზე თუ ტაძარში ვერ მივდივარ, სანთლებს სახლში ვანთებ. განსაკუთრებით მიყვრას ბავშვების ნათლობისა და ჩვენი ჯვრისწერის სანთლების ანთება.

დღეს ფერიცვალებაა და დიდი სურვილი მაქვს, ნებისნიერი ადამიანის გულსა და სულში დაესადგურებინოს სიკეთეს. ბოროტება ყველაშია, მაგრამ უნდა შევძლოთ მისი დათრგუნვა, რომ გასაქანი არ მიეცეს მის გარეთ გადმონთხევას. მოკლედ, ბოროტს არ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენს გულში დაისადგუროს. ყველა ქართველის სულში მომხდარიყოს სულიერი ფერიცვალება.

მე ვცდილობ, მტერს ბოროტებით არ ვუპასუხო, რადგადაც ამით მან ჩემში ფრთები არ გაშალოს.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება