პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა, რომ ბატონი ბიძინა თვალახვეული დადიოდეს"
"არ მინდა, რომ ბატონი ბიძინა თვალახვეული დადიოდეს"

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ურ­ჩევს, გლა­ხუ­ნა­სა­ვით ჩა­იც­ვას და ხალ­ხში გა­ი­ა­როს, რათა გა­ი­გოს, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე. მი­სი­ვე თქმით, გა­რე­მოც­ვა მას ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში ამ­ყო­ფებს, რაც, რო­გორც თა­ვად პრე­მი­ერ­ზე, ისე ქვე­ყა­ნა­ზე კარ­გად არ აი­სა­ხე­ბა.

- ჯერ­ჯე­რო­ბით და­დე­ბი­თი გან­წყო­ბაა, გან­წყო­ბა­ში იმედს ვგუ­ლის­ხმობ. თუმ­ცა, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მო­ვიდ­ნენ, მა­ში­ნაც ძა­ლი­ან კარ­გი გან­წყო­ბა იყო. ყვე­ლას გვქონ­და იმე­დი, რომ რა­ღა­ცე­ბი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ასა­ლაგ­მად ბევ­რი გა­კეთ­და, მაგ­რამ შემ­დეგ უამ­რა­ვი შეც­დო­მა და­უშ­ვეს. უბ­რა­ლოდ, ჩვენ ვი­ყა­ვით დაბრმა­ვე­ბუ­ლე­ბი და ცოტა გვი­ან აგ­ვე­ხი­ლა თვა­ლე­ბი. მა­ნამ­დე იმ­დე­ნი უსა­მარ­თლო­ბა მოხ­და, რომ გა­ჩუ­მე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. უამ­რა­ვი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და­ი­ნიშ­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის"აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ოდ­ნენ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით იდ­გნენ. ამი­ტო­მაც, ხალ­ხმა მა­ლე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ იმე­დე­ბი გა­უც­რუვ­დათ.

- ახ­ლან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა 2003 წლის სა­ქარ­თვე­ლოს გა­გო­ნებთ?

- იცით, მე დღე­საც ძა­ლი­ან იმე­დი­ა­ნად ვარ გან­წყო­ბი­ლი და რა­ტომ­ღაც მგო­ნია, ან ჩემს თავს ვა­ი­მე­დებ, რომ ისეთ შეც­დო­მებს აღარ და­უშ­ვე­ბენ, რაც 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის"შემ­დგომ იყო დაშ­ვე­ბუ­ლი... ჩემი იმე­დი­ა­ნი გან­წყო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან ვღე­ლავ და ამის სა­ფუძ­ვე­ლიც მაქვს. ამ ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იდგა ჩრდილ­ში, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ჩო­ჩეს გვერ­დზე და სახ­ლში დას­ვეს, სა­მა­გი­ე­როდ, ან­გა­რე­ბით მო­სუ­ლი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი წა­მო­ა­ტივ­ტი­ვეს. ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდილ­ში მოქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებ­ზე და­ვი­ნა­ხე, ამი­ტომ მო­მე­ცა დიდი იმე­დი, რომ რა­ღაც შე­იც­ვლე­ბო­და, რად­გან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იდ­გნენ იქ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად. ასეც მოხ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ახლა, ცოტა არ იყოს, დაბ­ნე­უ­ლი ვარ, სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სი­ტყვა ეთ­ქმით და თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ისევ არ ჩა­ნან.

- ვის გუ­ლის­ხმობთ?

- თუნ­დაც ბა­ტონ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილს... ჩემს ბუ­ნე­ბა­ში არ ზის აქ­ცი­ებ­ზე დგო­მა, მაგ­რამ მა­შინ ასე სჭირ­დე­ბო­და ქვე­ყა­ნას და არც ერთი აქ­ცია არ გა­მიც­დე­ნია. მხო­ლოდ სა­მეგ­რე­ლოს აქ­ცი­ა­ზე ვერ წა­ვე­დი, რად­გან ავად ვი­ყა­ვი... ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, აქ­ცი­ებ­ზე რა ხდე­ბო­და და მარ­თა­ლი გი­თხრათ, შევ­შინ­დი, რად­გან იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც კულ­ტუ­რის, ისე სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც მო­სინ­ჯეს ვი­თა­რე­ბა, ანუ მი­ვიდ­ნენ "ოც­ნე­ბის"პირ­ველ და ბოლო აქ­ცი­ა­ზე. იმ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც იმ პო­ლი­ტი­კურ კო­ა­ლი­ცი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ებ­რძოდ­ნენ, ისი­ნი ჩუ­მად იყ­ვნენ და შო­რი­დან უყუ­რებ­დნენ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი, შემ­დეგ კი, რო­დე­საც მოძ­რა­ო­ბა უკვე ფი­ნალ­ში გა­დი­ო­და, ისი­ნი ისევ გა­მოჩ­ნდნენ.

- და­ა­კონ­კრე­ტეთ, ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი...

- არა, მათი და­კონ­კრე­ტე­ბა ჩემი საქ­მე არ არის. ვინც იმ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლამ იცის, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი, რად­გან მახ­სოვს, ხალ­ხი მათ­ზე ლა­პა­რა­კობ­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ მინ­დო­და, მთა­ვა­რი ლი­დე­რე­ბის­თვის და­მეს­ვა კი­თხვა, ნუთუ მათ ვერ შე­ამ­ჩნი­ეს ეს მედ­რო­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ყნოს­ვით ხვდე­ბოდ­ნენ, რა დროს სად უნდა მდგა­რიყ­ვნენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში არი­ან, რად­გან პირ­წა­ვარ­დნი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"იყ­ვნენ, ოღონდ ყვე­ლა­ზე ცუდი გა­გე­ბით, რად­გან "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­შიც"იყო კარ­გი ტენ­დენ­ცია, - ისი­ნი ყვე­ლა­ფერს ცუდს არ აკე­თებ­დნენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის"დროს ბევ­რი კარ­გიც გა­კეთ­და, უბ­რა­ლოდ, ვის­ზეც მე ვსა­უბ­რობ, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ბო­როტ ქმე­დე­ბებ­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, ეს ეხე­ბო­და რო­გორც კულ­ტუ­რას, ისე პო­ლი­ტი­კას. ახლა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კულ­ტუ­რის სფე­რო­ში თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან და ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რის სა­კი­თხებს მარ­თა­ვენ. ამ მხრივ სრუ­ლი უი­მე­დო­ბა მაქვს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხავსს ვე­ჭი­დე­ბი, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში არ ჩავ­ვარ­დნილ­ვარ. მაგ­რამ დღეს ამ მხრივ ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა ქვე­ყა­ნა­ში, კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ში სა­და­ვე­ე­ბი ისევ სა­შიშ ხალ­ხს უკა­ვია და ეს რომ არ ვა­ღი­ა­რო, ჩემ­გან სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა. იცით, ყვე­ლა კარ­გად ხე­დავს, რომ ხელი არა­ფერ­ზე მო­მით­ბია, რად­გან იმ კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რო­მე­ლიც ამას იკად­რებს. ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი ოჯა­ხი ასე ცხოვ­რობ­და. სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იმი­ტომ არ ვი­დე­ქი იმ აქ­ცი­ებ­ზე, რომ რა­ღაც მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მა­ღელ­ვებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­რე­მოც­ვამ და­ღუ­პა და ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხე არ­სე­ბობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც მსგავ­სი რამ გან­მე­ორ­დეს, რად­გან მის გა­რე­მოც­ვა­ში საფრ­თხე ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"არ მინდა, რომ ბატონი ბიძინა თვალახვეული დადიოდეს"

"არ მინდა, რომ ბატონი ბიძინა თვალახვეული დადიოდეს"

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე პრემიერ-მინისტრს ურჩევს, გლახუნასავით ჩაიცვას და ხალხში გაიაროს, რათა გაიგოს, რა ხდება ქვეყანაზე. მისივე თქმით, გარემოცვა მას ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს, რაც, როგორც თავად პრემიერზე, ისე ქვეყანაზე კარგად არ აისახება.

- ჯერჯერობით დადებითი განწყობაა, განწყობაში იმედს ვგულისხმობ. თუმცა, როდესაც "ნაციონალები" მოვიდნენ, მაშინაც ძალიან კარგი განწყობა იყო. ყველას გვქონდა იმედი, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. კრიმინალური სამყაროს ასალაგმად ბევრი გაკეთდა, მაგრამ შემდეგ უამრავი შეცდომა დაუშვეს. უბრალოდ, ჩვენ ვიყავით დაბრმავებულები და ცოტა გვიან აგვეხილა თვალები. მანამდე იმდენი უსამართლობა მოხდა, რომ გაჩუმება არ შეიძლებოდა. უამრავი არაპროფესიონალი დაინიშნა თანამდებობებზე მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალების"აქციებზე დადიოდნენ და მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგნენ. ამიტომაც, ხალხმა მალევე განაცხადა, რომ იმედები გაუცრუვდათ.

- ახლანდელი ვითარება 2003 წლის საქართველოს გაგონებთ?

- იცით, მე დღესაც ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და რატომღაც მგონია, ან ჩემს თავს ვაიმედებ, რომ ისეთ შეცდომებს აღარ დაუშვებენ, რაც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის"შემდგომ იყო დაშვებული... ჩემი იმედიანი განწყობის მიუხედავად, ძალიან ვღელავ და ამის საფუძველიც მაქვს. ამ ცხრა წლის განმავლობაში უამრავი თავისი საქმის პროფესიონალი იდგა ჩრდილში, უამრავი ადამიანი გააჩოჩეს გვერდზე და სახლში დასვეს, სამაგიეროდ, ანგარებით მოსული არაპროფესიონალები წამოატივტივეს. ჩემდა საბედნიეროდ, წლების განმავლობაში ჩრდილში მოქცეული ადამიანები "ქართული ოცნების"მხარდამჭერ აქციებზე დავინახე, ამიტომ მომეცა დიდი იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, რადგან ძალიან სერიოზული ადამიანები იდგნენ იქ თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად. ასეც მოხდა, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ახლა, ცოტა არ იყოს, დაბნეული ვარ, სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებაში სიტყვა ეთქმით და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ისევ არ ჩანან.

- ვის გულისხმობთ?

- თუნდაც ბატონ ანზორ ერქომაიშვილს... ჩემს ბუნებაში არ ზის აქციებზე დგომა, მაგრამ მაშინ ასე სჭირდებოდა ქვეყანას და არც ერთი აქცია არ გამიცდენია. მხოლოდ სამეგრელოს აქციაზე ვერ წავედი, რადგან ავად ვიყავი... ვაკვირდებოდი, აქციებზე რა ხდებოდა და მართალი გითხრათ, შევშინდი, რადგან იყვნენ ადამიანები, როგორც კულტურის, ისე სხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც მოსინჯეს ვითარება, ანუ მივიდნენ "ოცნების"პირველ და ბოლო აქციაზე. იმ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც იმ პოლიტიკურ კოალიციას "ნაციონალები" ებრძოდნენ, ისინი ჩუმად იყვნენ და შორიდან უყურებდნენ, როგორ წარიმართებოდა პროცესები, შემდეგ კი, როდესაც მოძრაობა უკვე ფინალში გადიოდა, ისინი ისევ გამოჩნდნენ.

- დააკონკრეტეთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები...

- არა, მათი დაკონკრეტება ჩემი საქმე არ არის. ვინც იმ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ყველამ იცის, ვისზეა ლაპარაკი, რადგან მახსოვს, ხალხი მათზე ლაპარაკობდა. ამ ხნის განმავლობაში სულ მინდოდა, მთავარი ლიდერებისთვის დამესვა კითხვა, ნუთუ მათ ვერ შეამჩნიეს ეს მედროვეები, რომლებიც ყნოსვით ხვდებოდნენ, რა დროს სად უნდა მდგარიყვნენ. ეს ადამიანები განსაკუთრებით საშიში არიან, რადგან პირწავარდნილი "ნაციონალები"იყვნენ, ოღონდ ყველაზე ცუდი გაგებით, რადგან "ნაციონალებშიც"იყო კარგი ტენდენცია, - ისინი ყველაფერს ცუდს არ აკეთებდნენ, "ნაციონალების"დროს ბევრი კარგიც გაკეთდა, უბრალოდ, ვისზეც მე ვსაუბრობ, ყველა მიმართულებით განხორციელებულ ბოროტ ქმედებებში იყვნენ ჩართული, ეს ეხებოდა როგორც კულტურას, ისე პოლიტიკას. ახლა ეს ადამიანები კულტურის სფეროში თანამდებობებზე არიან და ჩვენი ქართული საგანძურის საკითხებს მართავენ. ამ მხრივ სრული უიმედობა მაქვს, თუმცა ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, ხავსს ვეჭიდები, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ. მაგრამ დღეს ამ მხრივ ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, კულტურის მნიშვნელოვან საკითხებში სადავეები ისევ საშიშ ხალხს უკავია და ეს რომ არ ვაღიარო, ჩემგან სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება. იცით, ყველა კარგად ხედავს, რომ ხელი არაფერზე მომითბია, რადგან იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელიც ამას იკადრებს. ამით ძალიან ვამაყობ. მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი ასე ცხოვრობდა. სხვებისგან განსხვავებით, იმიტომ არ ვიდექი იმ აქციებზე, რომ რაღაც მომეპოვებინა. ძალიან მაღელვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გარემოცვამ დაღუპა და ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი რამ განმეორდეს, რადგან მის გარემოცვაში საფრთხე ნამდვილად არსებობს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება