სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ ბაბლიშვილი: ''ჩემს მშობლებს სურდათ, ქართველი ცოლი მყოლოდა''
გურამ ბაბლიშვილი: ''ჩემს მშობლებს სურდათ, ქართველი ცოლი მყოლოდა''

მსა­ხი­ო­ბი გუ­რამ ბაბ­ლიშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლებ­მა მას მერე გა­ვი­ცა­ნით, რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ან­ფი­სა ჩე­ხო­ვას საქმრო გახ­და და ამ ქალ­ბა­ტონ­მა მის­გან შვი­ლიც გა­ა­ჩი­ნა. წყვილს ჯერ არ უქორ­წი­ნია, რად­გან ან­ფი­სა არ ჩქა­რობს ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რე­ბას, თუმ­ცა გუ­რამ­მა აღი­ა­რა, რომ ხელი სთხო­ვა ან­ფი­სას და იმა­შიც გა­მო­ტყდა, რომ მის ქარ­თველ მშობ­ლებს ქარ­თვე­ლი რძა­ლი უნ­დო­დათ.

- რით მო­ხიბ­ლეთ მშვე­ნი­ე­რი ან­ფი­სა?

- ერ­თად ვთა­მა­შობ­დით სპექ­ტაკლში, დავ­დი­ო­დით გას­ტრო­ლებ­ზე, თან­და­თან და­ვახ­ლოვ­დით. აგურ-აგურ ვა­შე­ნებ­დით ამ ურ­თი­ერ­თო­ბას და სახ­ლიც ავა­გეთ ამა­სო­ბა­ში.

- ან­ფი­სამ კი თქვა, რომ გემ­რი­ე­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი წვნი­ა­ნით მოგ­ხიბ­ლათ. გა­ჭა­მათ და მორ­ჩა...

- კი, ეს იყო შჩი. პირ­ვე­ლად შე­ვუ­ა­რე ყა­ვა­ზე და ისე­თი მში­ე­რი ვი­ყა­ვი, ან­ფი­სამ უცებ შე­მომ­თა­ვა­ზა: "გინ­და შჩი?" ისე მო­მე­წო­ნა, თან გა­და­ვი­რიე - ასე­თი ლა­მა­ზი, ვარ­სკვლა­ვი, და თან მომ­ზა­დე­ბაც იცის? არა­და, დე­და­ჩე­მი ისე კარ­გად ამ­ზა­დებს, ჩემი გა­ო­ცე­ბა რთუ­ლია. მაგ­რამ ან­ფი­სას შჩი მარ­თლა გემ­რი­ე­ლი იყო. და­მი­პყრო კი იმით, რომ გულ­ღია, უბ­რა­ლო, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი. ბევ­რი გვაქვს სა­ერ­თო, გვიყ­ვარს სტუმ­რი­ა­ნო­ბა. მახ­სოვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვე­დით მან­ქა­ნით, ან­ფი­სას ისე მო­ე­წო­ნა ყვე­ლა­ფე­რი - ჰა­ე­რი, ცხე­ლი ლა­ვა­შე­ბი. ბე­ბი­ა­ჩემ თა­მა­რას­თან ჩა­ვე­დით, შე­იკ­რიბ­ნენ ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი, ემო­ცი­უ­რე­ბი, კონ­ტაქ­ტუ­რე­ბი. ან­ფი­საც ისე­თი გახ­სნი­ლია, ყვე­ლას მო­ე­წო­ნა. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა კარ­გად მი­ი­ღეს. არა­და, ჩემს მშობ­ლებს უნ­დო­დათ, ქარ­თვე­ლი ცოლი მო­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ისე მო­ი­ხიბლნენ ან­ფი­სა­თი, მა­გა­ზე აღარ უსაყ­ვე­დუ­რი­ათ. მერე ჩვე­ნი შვი­ლი სო­ლო­მო­ნი და­ი­ბა­და, რო­მელ­ზეც მთე­ლი ჩემი სა­ნა­თე­სა­ვო გიჟ­დე­ბა. დედა ამ­ბობს, რომ სო­ლო­მო­ნი ჩემს ბავ­შვო­ბას ახ­სე­ნებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გურამ ბაბლიშვილი: ''ჩემს მშობლებს სურდათ, ქართველი ცოლი მყოლოდა''

გურამ ბაბლიშვილი: ''ჩემს მშობლებს სურდათ, ქართველი ცოლი მყოლოდა''

მსახიობი გურამ ბაბლიშვილი ქართველებმა მას მერე გავიცანით, რაც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური რუსი ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვას საქმრო გახდა და ამ ქალბატონმა მისგან შვილიც გააჩინა. წყვილს ჯერ არ უქორწინია, რადგან ანფისა არ ჩქარობს ურთიერთობის გაოფიციალურებას, თუმცა გურამმა აღიარა, რომ ხელი სთხოვა ანფისას და იმაშიც გამოტყდა, რომ მის ქართველ მშობლებს ქართველი რძალი უნდოდათ.

- რით მოხიბლეთ მშვენიერი ანფისა?

- ერთად ვთამაშობდით სპექტაკლში, დავდიოდით გასტროლებზე, თანდათან დავახლოვდით. აგურ-აგურ ვაშენებდით ამ ურთიერთობას და სახლიც ავაგეთ ამასობაში.

- ანფისამ კი თქვა, რომ გემრიელად მომზადებული წვნიანით მოგხიბლათ. გაჭამათ და მორჩა...

- კი, ეს იყო შჩი. პირველად შევუარე ყავაზე და ისეთი მშიერი ვიყავი, ანფისამ უცებ შემომთავაზა: ''გინდა შჩი?'' ისე მომეწონა, თან გადავირიე - ასეთი ლამაზი, ვარსკვლავი, და თან მომზადებაც იცის? არადა, დედაჩემი ისე კარგად ამზადებს, ჩემი გაოცება რთულია. მაგრამ ანფისას შჩი მართლა გემრიელი იყო. დამიპყრო კი იმით, რომ გულღია, უბრალო, კეთილი ადამიანია, ძალიან ერთგული. ბევრი გვაქვს საერთო, გვიყვარს სტუმრიანობა. მახსოვს, საქართველოში წავედით მანქანით, ანფისას ისე მოეწონა ყველაფერი - ჰაერი, ცხელი ლავაშები. ბებიაჩემ თამარასთან ჩავედით, შეიკრიბნენ ჩვენი ნათესავები, ემოციურები, კონტაქტურები. ანფისაც ისეთი გახსნილია, ყველას მოეწონა. ჩემმა მშობლებმა კარგად მიიღეს. არადა, ჩემს მშობლებს უნდოდათ, ქართველი ცოლი მომეყვანა, მაგრამ ისე მოიხიბლნენ ანფისათი, მაგაზე აღარ უსაყვედურიათ. მერე ჩვენი შვილი სოლომონი დაიბადა, რომელზეც მთელი ჩემი სანათესავო გიჟდება. დედა ამბობს, რომ სოლომონი ჩემს ბავშვობას ახსენებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება