სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანის ისტორიაში პირველად ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქალმა დაიკავა
ირანის ისტორიაში პირველად ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქალმა დაიკავა

ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­სან რუ­ჰან­მა პარ­ლა­მენ­ტში დე­ბა­ტე­ბის შემ­დეგ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ახა­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლა - ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ქალ­მა, ელ­ჰამ ამინ­ზა­დემ და­ი­კა­ვა.

ელ­ჰამ ამინ­ზა­დეს და­ნიშ­ვნის ბრძა­ნე­ბის ხელ­მო­წე­რი­სას ჰა­სან რუ­ჰან­მა გან­მარ­ტა, რომ იგი აუ­ცი­ლე­ბელ მეც­ნი­ე­რულ ცოდ­ნას, სა­სა­მარ­თლო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და მა­ღალ მო­რა­ლურ თვი­სე­ბებს ფლობს.

და­ნიშ­ვნამ­დე ამინ­ზა­დე ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის წევ­რი იყო და თე­ი­რა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ას­წავ­ლი­და.

ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და­გეგ­მა­რე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში მუ­ჰა­მედ ბა­გირ ნო­ბაჰტი გახ­და.

ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტში კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ხა­ზის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა რუ­ჰა­ნი ახალ მთავ­რო­ბა­ში პრო­და­სავ­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­ნიშ­ვნის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს.

მო­მო­ზა­დე­ბუ­ლია АР-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ირანის ისტორიაში პირველად ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქალმა დაიკავა

ირანის ისტორიაში პირველად ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქალმა დაიკავა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა პარლამენტში დებატების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი წარმომადგენლები დაასახელა - ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალმა, ელჰამ ამინზადემ დაიკავა.

ელჰამ ამინზადეს დანიშვნის ბრძანების ხელმოწერისას ჰასან რუჰანმა განმარტა, რომ იგი აუცილებელ მეცნიერულ ცოდნას, სასამართლო კვალიფიკაციას, საკანონმდებლო გამოცდილებასა და მაღალ მორალურ თვისებებს ფლობს.

დანიშვნამდე ამინზადე ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრი იყო და თეირანის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიდა.

ვიცე-პრეზიდენტი დაგეგმარებისა და სტრატეგიული ზედამხედველობის საკითხებში მუჰამედ ბაგირ ნობაჰტი გახდა.

ისლამური რესპუბლიკის პარლამენტში კონსერვატიული ხაზის მხარდამჭერებმა რუჰანი ახალ მთავრობაში პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსების დანიშვნის გამო გააკრიტიკეს.

მომოზადებულია АР-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა