პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ღამეს ომი წავაგეთ..."
"იმ ღამეს ომი წავაგეთ..."

"სა­ქარ­თვე­ლომ, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, წა­ა­გო ერთ-ერთი სა­მარ­ცხვი­ნო ომი (თუ ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო არა) სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლი არ არის არც ერთი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ჩვე­ნი არ­მია და­მარ­ცხე­ბუ­ლი­ყოს თა­ვის­ზე 3-ჯერ ნაკ­ლებ შემ­ტევ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან, მით უფრო, თუ ამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს არ ჰქონ­და თვი­სებ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა სახ­მე­ლე­თო ტექ­ნი­კა­ში".

კახა კა­ცი­ტა­ძე, სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, 2008 წლის სექ­ტემ­ბე­რი

"მათ ჰქონ­დათ უახ­ლე­სი ტექ­ნი­კა, სა­უ­კე­თე­სო კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბა, კარ­გი ორ­გა­ნი­ზე­ბა, ესე­ნი იყ­ვნენ გან­სწავ­ლუ­ლი და შე­სა­ნიშ­ნა­ვად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი. სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბო­ბენ ისი­ნი, ვინც ქარ­თულ არ­მი­ას უუ­ნა­როს უწო­დე­ბენ. ეს იყო ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ში­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, გარ­წმუ­ნებთ, ამას გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად ვამ­ბობ".

გე­ნე­რალ-ლე­ინ­ტე­ნან­ტი ანა­ტო­ლი ხრუ­ლო­ვი, 58-ე არ­მი­ის მე­თა­უ­რი, 2009 წ.

2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, ცხინ­ვალ­ში ჩეჩ­ნუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნი "ვოს­ტო­კი" შე­ვი­და... 58-ე არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი კი გა­ჭირ­ვე­ბით (ქარ­თუ­ლი არ­ტი­ლე­რია გა­მუდ­მე­ბით ბომ­ბავ­და გზას) მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ ქა­ლა­ქის­კენ. რუ­სე­თის ავი­ა­ცია ბომ­ბავ­და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტებს, მათ შო­რის მარ­ნე­უ­ლის, სე­ნა­კის, კო­პიტ­ნა­რის აე­როდ­რო­მებს, სე­ნა­კის სამ­ხედ­რო ბა­ზას და ფო­თის პორ­ტს... მსხვერ­პლი იყო მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და. რე­ზერ­ვის­ტებს თავს უყ­რიდ­ნენ გორ­ში... ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სე­ნა­კი­დან ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ო­რე ბრი­გა­დის გა­დას­რო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამის გამო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო ფაქ­ტობ­რი­ვად და­უც­ვე­ლი დარ­ჩა, პა­რა­ლე­ლუ­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტი სო­ხუმს უახ­ლოვ­დე­ბო­და, ხოლო აფხა­ზუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი - ენ­გუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარს...

"ჩვენ ვი­ცო­დით, რომ ცხინ­ვა­ლი ჩვე­ნი არ არის, ვი­ცო­დით, რომ სულ "იკარ­გე­ბო­და". ქა­ლა­ქი გა­მუდ­მე­ბით იბომ­ბე­ბო­და და გვე­გო­ნა, სარ­დლო­ბა სწო­რად იქ­ცე­ვა, რომ ძი­რი­თა­დი იე­რი­ში მი­დის ჯა­ვა­სა და როკ­ზე, რომ ჯამ­ში, იმ ვიწ­რო ხე­ო­ბა­ში გა­წყდე­ბოდ­ნენ რუ­სე­ბი, მაგ­რამ სარ­დლო­ბა ასე არ ფიქ­რობ­და; თუმ­ცა ომს მა­ინც ვი­გებ­დით. მთე­ლი შა­ბა­თი დღე ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­სი იყო. ПВО-მ ჩა­მო­აგ­დო ყვე­ლა თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც შე­მოფ­რინ­და ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არ­ტი­ლე­რი­ამ "ნა­ვოდ­კის" გა­რე­შე და­ი­ჭი­რა როკი-ჯავა-ცხინ­ვა­ლის გზის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი - პი­რა­დად ვნა­ხე, რამ­დე­ნი არ­ტი­ლე­რია ის­რო­და ერედ­ვის გარ­შე­მო, ცხინ­ვალ­თან ნა­ხე­ვარ კი­ლო­მეტრში... მაგ მო­მენ­ტში ცხინ­ვა­ლი ჩვე­ნი არ იყო და ლა­მის მომ­კლეს იმ ილუ­ზი­ის გამო, რომ ცხინ­ვალ­ში სე­ირ­ნო­ბა-სე­ირ­ნო­ბით ჩა­ვი­დო­დით, რო­კის გვი­რა­ბი­დან გა­მო­მა­ვა­ლი ერ­თა­დერ­თი გზა ისე იბომ­ბე­ბო­და, რომ სა­ღა­მოს შე­წყდა ჯა­რე­ბის გა­მოს­ვლა. ღა­მით რუ­სე­ბი აკივ­ლდნენ - დაჭ­რი­ლე­ბი გაგ­ვაყ­ვა­ნი­ნეთ და გაგ­ვიშ­ვი­თო! ჩვენ დაგ­ვი­რი­გეს MPSU-ები და ოპე­რა­ცი­ა­ზე გა­სას­ვლე­ლად მზად­ყოფ­ნა გა­მო­ცხად­და. ყვე­ლა რე­კავს მო­ბი­ლურ­ზე და არ­კვევს, რომ ჯა­ვას და მის შე­მო­გა­რენს ქარ­თულ­მა არ­ტი­ლე­რი­ამ დედა უტი­რა და ახლა ჩვენ უნდა შე­ვუ­ტი­ოთ. სრუ­ლი ეი­ფო­რი­აა. ხალ­ხი მზად არის. რე­ა­ლუ­რად არა­ვინ იძი­ნებს, ელო­დე­ბა ბრძა­ნე­ბას და გა­დას­რო­ლას ჯა­ვის­კენ...

ღამე არ­ტი­ლე­რი­ის სრო­ლა წყდე­ბა. "სერ­ჟა" დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ამ­ბობს, - გა­მო­დის, ჩვე­ნი ქვე­ი­თი ჯარი გა­და­ვი­და შე­ტე­ვა­ზე, ჩვენ კი არ გა­დაგ­ვის­რო­ლე­სო, ომი ისე დამ­თავ­რდა, ჯა­ვის ბრძო­ლა­ში არ ჩაგ­ვრთე­სო... რე­ა­ლო­ბა კი ასე­თია: რუ­სებს მი­ე­ცათ დაჭ­რი­ლე­ბის გაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მან­ძილ­ზე რო­კის გვი­რაბ­თან დაგ­რო­ვი­ლი ტექ­ნი­კა და ხალ­ხი შე­მოც­ვივ­და, რა ტემ­პი­თაც შე­ეძ­ლოთ. იმ­დე­ნად არ ელოდ­ნენ ჩვენ­გან ამას (ცე­ცხლის შე­წყვე­ტას), რომ საწ­ვა­ვიც არ ჰქონ­დათ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და შუა გზა­ზე, ჯა­ვას­თან, დი­ზე­ლი გა­უ­თავ­დათ. 2 სა­ა­თი ელოდ­ნენ რო­კის გზით ცის­ტერ­ნე­ბის შე­მოს­ვლას. ჩვე­ნი არ­ტი­ლე­რია დუმ­და... ლი­ახ­ვის ხიდი ცო­ცხა­ლი იყო, ჩვე­ნი ჯარი ის­ვე­ნებ­და, რუ­სებს კი დე­რე­ფა­ნი ჰქონ­დათ დაჭ­რი­ლე­ბის გა­საყ­ვა­ნად(?!) - დი­ლით მათ ყვე­ლა მხრი­დან და­ი­წყეს შე­ტე­ვა. ეს იყო და ეს. იმ ღა­მეს წა­ვა­გეთ ომი, რო­მე­ლიც მო­ი­გეს ჯა­რის­კა­ცებ­მა და წა­ა­გო სარ­დლო­ბამ მა­ნამ­დეც, უკვე სამ­ჯერ: და­გეგ­მვი­სას, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და ცხინ­ვა­ლის უაზ­რო დე­რეფ­ნი­სას, მაგ­რამ ბი­ჭე­ბი ყვე­ლა­ფერს იბ­რუ­ნებ­დნენ. მე ვიცი, რომ ყვე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი ბრძო­ლა მო­ვი­გეთ, მაგ­რამ ომი წა­ვა­გეთ, ვის მო­უ­ვი­და თავ­ში ეს "სი­რო­ბე­ბი" ორ­ჯერ ზე­დი­ზედ, ვინ მის­ცა მე­ო­რე დე­რე­ფა­ნი მას მერე, რაც პირ­ვე­ლი - ცხინ­ვა­ლის მო­რა­ტო­რი­უ­მი - ოსებ­მა ქა­ლაქ­ში შე­მო­სა­ჯლი­გი­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს."

ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის ნა­ამ­ბო­ბი

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"იმ ღამეს ომი წავაგეთ..."

"იმ ღამეს ომი წავაგეთ..."

"საქართველომ, 2008 წლის აგვისტოში, წააგო ერთ-ერთი სამარცხვინო ომი (თუ ყველაზე სამარცხვინო არა) საკუთარ ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში ცნობილი არ არის არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი არმია დამარცხებულიყოს თავისზე 3-ჯერ ნაკლებ შემტევ მოწინააღმდეგესთან, მით უფრო, თუ ამ მოწინააღმდეგეს არ ჰქონდა თვისებრივი უპირატესობა სახმელეთო ტექნიკაში".

კახა კაციტაძე, სამხედრო ექსპერტი, 2008 წლის სექტემბერი

"მათ ჰქონდათ უახლესი ტექნიკა, საუკეთესო კავშირგაბმულობა, კარგი ორგანიზება, ესენი იყვნენ განსწავლული და შესანიშნავად მომზადებული სამხედრო ნაწილები. სისულელეს ამბობენ ისინი, ვინც ქართულ არმიას უუნაროს უწოდებენ. ეს იყო ყველაზე სერიოზული და საშიში მოწინააღმდეგე, გარწმუნებთ, ამას გადაუჭარბებლად ვამბობ".

გენერალ-ლეინტენანტი ანატოლი ხრულოვი, 58-ე არმიის მეთაური, 2009 წ.

2008 წლის 9 აგვისტოს, დილით, ცხინვალში ჩეჩნური ბატალიონი "ვოსტოკი" შევიდა... 58-ე არმიის ნაწილები კი გაჭირვებით (ქართული არტილერია გამუდმებით ბომბავდა გზას) მიემართებოდნენ ქალაქისკენ. რუსეთის ავიაცია ბომბავდა საქართველოს სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს, მათ შორის მარნეულის, სენაკის, კოპიტნარის აეროდრომებს, სენაკის სამხედრო ბაზას და ფოთის პორტს... მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობაში, საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. რეზერვისტებს თავს უყრიდნენ გორში... ხელისუფლებამ სენაკიდან ცხინვალის მიმართულებით მეორე ბრიგადის გადასროლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო დასავლეთ საქართველო ფაქტობრივად დაუცველი დარჩა, პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სოხუმს უახლოვდებოდა, ხოლო აფხაზური შეიარაღებული ნაწილები - ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარს...

"ჩვენ ვიცოდით, რომ ცხინვალი ჩვენი არ არის, ვიცოდით, რომ სულ "იკარგებოდა". ქალაქი გამუდმებით იბომბებოდა და გვეგონა, სარდლობა სწორად იქცევა, რომ ძირითადი იერიში მიდის ჯავასა და როკზე, რომ ჯამში, იმ ვიწრო ხეობაში გაწყდებოდნენ რუსები, მაგრამ სარდლობა ასე არ ფიქრობდა; თუმცა ომს მაინც ვიგებდით. მთელი შაბათი დღე ჩვენი ბენეფისი იყო. ПВО-მ ჩამოაგდო ყველა თვითმფრინავი, რომელიც შემოფრინდა ჩვენს ტერიტორიაზე, არტილერიამ "ნავოდკის" გარეშე დაიჭირა როკი-ჯავა-ცხინვალის გზის კოორდინატები - პირადად ვნახე, რამდენი არტილერია ისროდა ერედვის გარშემო, ცხინვალთან ნახევარ კილომეტრში... მაგ მომენტში ცხინვალი ჩვენი არ იყო და ლამის მომკლეს იმ ილუზიის გამო, რომ ცხინვალში სეირნობა-სეირნობით ჩავიდოდით, როკის გვირაბიდან გამომავალი ერთადერთი გზა ისე იბომბებოდა, რომ საღამოს შეწყდა ჯარების გამოსვლა. ღამით რუსები აკივლდნენ - დაჭრილები გაგვაყვანინეთ და გაგვიშვითო! ჩვენ დაგვირიგეს MPSU-ები და ოპერაციაზე გასასვლელად მზადყოფნა გამოცხადდა. ყველა რეკავს მობილურზე და არკვევს, რომ ჯავას და მის შემოგარენს ქართულმა არტილერიამ დედა უტირა და ახლა ჩვენ უნდა შევუტიოთ. სრული ეიფორიაა. ხალხი მზად არის. რეალურად არავინ იძინებს, ელოდება ბრძანებას და გადასროლას ჯავისკენ...

ღამე არტილერიის სროლა წყდება. "სერჟა" დამწუხრებული ამბობს, - გამოდის, ჩვენი ქვეითი ჯარი გადავიდა შეტევაზე, ჩვენ კი არ გადაგვისროლესო, ომი ისე დამთავრდა, ჯავის ბრძოლაში არ ჩაგვრთესო... რეალობა კი ასეთია: რუსებს მიეცათ დაჭრილების გაყვანის უფლება და რამდენიმე საათის მანძილზე როკის გვირაბთან დაგროვილი ტექნიკა და ხალხი შემოცვივდა, რა ტემპითაც შეეძლოთ. იმდენად არ ელოდნენ ჩვენგან ამას (ცეცხლის შეწყვეტას), რომ საწვავიც არ ჰქონდათ მომზადებული და შუა გზაზე, ჯავასთან, დიზელი გაუთავდათ. 2 საათი ელოდნენ როკის გზით ცისტერნების შემოსვლას. ჩვენი არტილერია დუმდა... ლიახვის ხიდი ცოცხალი იყო, ჩვენი ჯარი ისვენებდა, რუსებს კი დერეფანი ჰქონდათ დაჭრილების გასაყვანად(?!) - დილით მათ ყველა მხრიდან დაიწყეს შეტევა. ეს იყო და ეს. იმ ღამეს წავაგეთ ომი, რომელიც მოიგეს ჯარისკაცებმა და წააგო სარდლობამ მანამდეც, უკვე სამჯერ: დაგეგმვისას, განხორციელებისას და ცხინვალის უაზრო დერეფნისას, მაგრამ ბიჭები ყველაფერს იბრუნებდნენ. მე ვიცი, რომ ყველა კონკრეტული ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი წავაგეთ, ვის მოუვიდა თავში ეს "სირობები" ორჯერ ზედიზედ, ვინ მისცა მეორე დერეფანი მას მერე, რაც პირველი - ცხინვალის მორატორიუმი - ოსებმა ქალაქში შემოსაჯლიგინებლად გამოიყენეს."

ქართველი ჯარისკაცის ნაამბობი

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?