მელორ ვაჩნაძემ შეყვარებულს პირველად მანქანის საბარგულში აკოცა

მელორ ვაჩნაძემ შეყვარებულს პირველად მანქანის საბარგულში აკოცა

მელორ ვაჩნაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. პოლიტპატიმარი ციხის დატოვების შემდეგ უფლებადამცველის სტატუსით მუშაობს და ამბობს, რომ ბევრ ადამიანს ეხმარება. ხშირად პრესკონფერენციებსაც მართავს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისა და დეპუტატებისთვის ყველაზე ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. რამდენიმე კვირის წინ შევიტყვეთ, რომ მელორი შეყვარებულია. უფლებადამცველს პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს. მისი ახალი რჩეული 21 წლის სტუდენტი ნინი გოგოტიშვილი აღმოჩნდა. მელორმა ინტერვიუს დაწყებამდე გვითხრა, რომ მისთვის ეს მდგომარეობა უჩვეულოა, რადგან პირად ცხოვრებაზე ინტერვიუებში საუბარს ერიდება.

- მელორ, სად გაიცანით ერ­თმანეთი შენ და ნინიმ?

- საერთო სამეგობრო წრეში, და­ახლოებით ხუთი თვის წინ. პირველი შეხვედრისას არც გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს. დაახლოებით სამი თვის წინ უბრალოდ მეგობრობა დავიწყეთ. მაშინ არც მე ვიყავი თავისუფალი და არც ნინი. კარგად აგვეწყო ურთიერთობა. შემდეგ ყველაფერი სიმპათიაში გადაიზარდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვეუბნებოდით.

ნინი:

- მელორს ტელევიზიით რომ ვხედავდი, ძალიან მომწონდა. ჯერ კიდევ 2005 წლიდან მახსოვს. გაცნობისას სიმპათია გამიჩნდა, მაგრამ სულ სხვადასხვა გოგონასთან ერთად ვნახულობდი. ამის გამო ისეთი ბიჭი მეგონა, სერიოზული ურთიერთობები რომ არ აინტერესებს. სხვათა შორის, სიყვარული ორიგინალურად ამიხსნა. ერთ დღეს სახლში მომაკითხა, დამირეკა, სადარბაზოში გამოდიო და ზუსტად ეს სიტყვები მითხრა, ნინი, ერთადერთი გოგო ხარ, ვისზეც შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს, მაგრამ არ გეტყვიო (იცინის). ასე დაიწყო ყველაფერი და მას შემდეგ ერთად ვართ.

მელორი:

- ერთი თვეა, რაც შეყვარებულები გვქვია, მანამდე სულ მეგობრებთან ერთად დავდიოდით ბუნებაში. სულ ვხვდებოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ ვერთობოდი, ნერვებს ვუშლიდი და ესეც არ ტყდებოდა. ერთხელ ქალაქგარეთ ვიყავი მეგობრებთან ერთად. მანქანის გასაღები კოსტიუმის ჯიბეში ჩავიდე და საბარგულში ჩავდე. მერე მივხვდი, რომ საბარგული ჩამეკეტა. ნინი ყველაზე გამხდარი იყო და ვთხოვეთ შემძვრალიყო, მაგრამ დიდხანს მოუნდა სიბნელეში, ვერ იპოვა. არადა, ვეღარ მივდიოდით. მითხრა, შემოდი და შენ ნახეო. როგორღაც მეც შევძვერი და სახე რკინას გავარტყი. სისხლი მომდიოდა, ნინის შეეშინდა და სახეზე ტელეფონით მანათებდა. პირველად საბარგულში ვაკოცეთ ერთმანეთს (იცინიან). მერე დიდხანს ვიცინოდით ამ ამბავზე და ეს კოცნა სერიოზულად არ მიგვიღია. ამ დღიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ გამოვუტყდით ერთმანეთს გიორგი ზერეკიძის ქორწილში. ჩემთვის ცოტა უჩვეულო მდგომარეობა იყო. ამდენი წელი ციხეში ვიყავი. მანამდეც ცოლი ძალიან ცოტა ხანს მყავდა და მაინც ახალი გრძნობა იყო. ნელ-ნელა ვითარდება ჩვენი ურთიერთობა. ხანდახან ვჩხუბობთ, მერე ვრიგდებით. თითქმის 24 საათი ერთად ვართ.

- ნინი, შენი ოჯახის წევრები როგორ ხასიათზე დადგნენ, როცა გაიგეს, რომ მელორი შეგიყვარდა?

- მამამ ჩვენი მეგობრობის შესახებ რომ გაიგო, ამიკრძალა მასთან ურთიერთობა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მისი პირადი საქმე ნახა და მითხრა, რომ საბუთებში ჯერ კიდევ ჰყავდა ცოლი. გული გამისკდა. ამაზე მე და მელორმა ვიჩხუბეთ. ამ ამბიდან დაახლოებით ორ კვირაში უკვე შეყვარებულები ვიყავით და მამამ მთხოვა, რომ სახლში ამეყვანა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბოლოს დამეგობრდნენ.

მელორი:

- ნინის მამა პოლიციელია და მე ხომ პოლიციელებთან კარგად გამომდის ურთიერთობა (იცინის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია