მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეწამყვანი "გზავნილებიდან"
ტელეწამყვანი "გზავნილებიდან"

"მა­ესტროს" დი­ლის გა­და­ცე­მის - "მაღ­ვი­ძა­რას" წამ­ყვა­ნი, ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "გზის" ერ­თგულ­მა მკი­თხვე­ლებ­მა და "მგზავ­ნე­ლებ­მა" თა­ვის დრო­ზე, რუბ­რი­კი­დან - "გზავ­ნი­ლე­ბი" ლეო91-ის მეტ­სა­ხე­ლით გა­ვი­ცა­ნით. ის მე­სი­ჯე­ბით სა­ხა­ლი­სო ამ­ბებს სა­ინ­ტე­რე­სოდ გვიყ­ვე­ბო­და. შემ­დეგ, როცა ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა გა­და­წყვი­ტა, ჩვენს ჟურ­ნალ­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობ­და. სა­ჟურ­ნა­ლე მა­სა­ლებს ისე მოკ­ლედ და ამომ­წუ­რა­ვად წერ­და, რომ ჩვე­ნი რე­დაქ­ტო­რე­ბი ხუმ­რობ­დნენ, - რე­პორ­ტა­ჟე­ბის ნაც­ვლად, "დე­პე­შებს" გვიგ­ზავ­ნი­სო... ამ­ჟა­მად ლე­ვა­ნის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა ჩვენს ძველ "მგზავ­ნელს" ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სხვა­დას­ხვა სფე­რო აინ­ტე­რე­სებს...

- "მაღ­ვი­ძა­რის" წამ­ყვა­ნებს მა­ღა­ლი სი­ცხეც რომ გვქონ­დეს, დი­ლით ეთერ­ში მა­ინც ოთხი­ვე უნდა ვი­ყოთ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს რთუ­ლი იყო. ახლა "მე­ძი­ნე­ბა­ზე" წუ­წუ­ნი აღარ გა­მოგ­ვდის.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, "მა­ესტრო­ზე" ისე­თი გა­და­ცე­მის შექ­მნის იდეა გაჩ­ნდა, რო­მელ­შიც სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვი­ანთ პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამ­დნენ. მა­მუ­კა ღლონტთან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე იმა­ვე დღეს მი­ვე­დი. მი­თხრა: დღეს უკვე ეთერ­ში გა­დი­ხა­რო. სტუ­დი­ა­ში გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე 15 წუ­თით ადრე შე­ვე­დი. კა­მე­რებს დაბ­ნე­უ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი. წინ ლეპ­ტო­პი მედო და ხე­ლე­ბი მი­კან­კა­ლებ­და. რო­გორც ჩანს, იმე­დი გა­ვა­მარ­თლე, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში - არ "ჩავფლავ­დი". შემ­დეგ, როცა უკვე "მაღ­ვი­ძა­რა­ზე" ფიქ­რი და­ი­წყეს, ჩვენს პრო­დი­უ­სერს - თა­მუ­ნა მჟა­ვა­ნა­ძეს გა­ვახ­სენ­დი. კას­ტინგზე მი­მიყ­ვა­ნეს. თემა უნდა მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა და კა­მე­რის წინ მე­სა­უბ­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ბა­რი­ე­რიც გა­დავ­ლა­ხე... რა თქმა უნდა, ეთერ­ში ლაფ­სუ­სე­ბი გვქონ­და და ალ­ბათ ახ­ლაც გვაქვს, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი საქ­მე კარ­გად ვა­კე­თოთ. თავ­და­პირ­ვე­ლად, პრე­სის მი­მო­ხილ­ვა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, რად­გან მო­სამ­ზა­დებ­ლად დრო არ მქონ­და, შემ­დეგ შე­და­რე­ბით და­ვიხ­ვე­წე. მახ­სოვს, ერთხელ ერთ-ერთი ბო­როტ­მოქ­მე­დის გვა­რი შეც­დო­მით ვთქვი, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მა ეთერ­ში არ და­მიშ­ვია.

- როცა ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა გა­და­წყვი­ტე, ამის შე­სა­ხებ "გზის" ფურ­ცლე­ბი­დან შე­ვი­ტყვეთ - რუბ­რი­კა "გზავ­ნი­ლებ­ში" აქ­ტი­უ­რად ამე­სი­ჯებ­დი...

- "გზავ­ნი­ლებ­ში" ბავ­შვუ­რი და ბა­ნა­ლუ­რი მეტ­სა­ხე­ლით - ლეო91-ით ვწერ­დი (იცი­ნის). სა­ერ­თოდ, პრე­სას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ვეც­ნო­ბო­დი. მა­შინ რა­ტომ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ვკი­თხუ­ლობ­დი, თუ ვინ იყ­ვნენ მი­ნის­ტრე­ბი, პო­ლი­ტი­კა­ში რა ხდე­ბო­და... "გზავ­ნი­ლებ­ში" და­მე­სი­ჯე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 12 წლი­სამ და­ვი­წყე: სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობ­დი და ამის შე­სა­ხებ ვყვე­ბო­დი.

- გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, "მგზავ­ნე­ლე­ბი" ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად, ერ­თმა­ნეთ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვწერ­დით. შენ რა­ტომ არ აქ­ტი­უ­რობ­დი?

- მა­შინ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი და გა­მოც­დე­ბის მე­ში­ნო­და, რად­გან მა­თე­მა­ტი­კას­თან მწყრა­ლად ვარ. ჰოდა, ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი... ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ბევ­რი სფე­რო მა­ინ­ტე­რე­სებს. არ მინ­დო­და, მხო­ლოდ მწე­რა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის მერე კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მე­დი­ას­კო­ლის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მეს­წავ­ლა, რაც ჟურ­ნა­ლისტს ბევრ რა­მე­ში ეხ­მა­რე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სკო­ლის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო დამ­ხვდა. სკო­ლა­ში ბავ­შვს აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი ჯერ კი­დევ წარ­თმე­უ­ლი აქვს, მას­წავ­ლე­ბელ­თან შე­კა­მა­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ამის გამო პრობ­ლე­მე­ბი ხში­რად მექ­მნე­ბო­და. ჰოდა, მე და ჩემი მე­გო­ბა­რი - ანა ვა­წა­ძე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, სკო­ლის ბან­კეტ­ზეც არ ვყო­ფილ­ვართ.

- ახლა გული არ გწყდე­ბა, რომ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ ბან­კეტს არ და­ეს­წა­რი?

- გულ­და­წყვე­ტი­ლი მა­შინ ვიქ­ნე­ბო­დი, ბან­კეტ­ზე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩვენ­მა კლას­მა მო­ი­სურ­ვა, რომ მკაც­რი და ობი­ექ­ტუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ანას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ბან­კეტ­ზე არ და­ე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა. ბან­კეტ­ზე წა­უს­ვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი მეც მქონ­და... მე და ანა კურ­სე­ლე­ბიც ვი­ყა­ვით (სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ის უკვე კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფა­კულ­ტე­ტის მე­ნე­ჯე­რად და­ტო­ვეს)... ჩვენ­თან ერ­თად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ნის­ტრის შვი­ლე­ბი და მათი ახ­ლობ­ლე­ბი სწავ­ლობ­დნენ, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ეს არ იგ­რძნო­ბო­და: იქ თუ არ სწავ­ლობ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვისი შვი­ლი ხარ - უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან უბ­რა­ლოდ, "გა­ვარ­დე­ბი". ვინც დავ­რჩით, "შეკ­რუ­ლი" გუნ­დი ვი­ყა­ვით, ლა­მის 24 სა­ათს ერ­თად ვა­ტა­რებ­დით. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ტო­რებს ახალ­გაზ­რდის აზრი აინ­ტე­რე­სებთ. სტუ­დენ­ტო­ბამ სრუ­ლი­ად შემ­ცვა­ლა - აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პი­როვ­ნე­ბად მაქ­ცია.

- შენი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე.

- სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში სტუ­დენ­ტო­ბი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე. გა­მი­მარ­თლა - "ინ­ტერ­ნი­უს­ში" მოვ­ხვდი, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მე­დი­ის სა­კი­თხე­ბის გა­შუ­ქე­ბა გახ­ლავთ. სე­რი­ო­ზულ თე­მებ­თან შე­ჭი­დე­ბა მიხ­დე­ბო­და. შემ­დეგ უკვე "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში" მოვ­ხვდი: როცა ჟურ­ნალ "გზის" ერთ-ერთ რე­დაქ­ტორს და რუბ­რი­კა "გზავ­ნი­ლე­ბის" ავ­ტორს - მარი ჯა­ფა­რი­ძეს ვუ­თხა­რი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი, შე­მომ­თა­ვა­ზა, - ჩვენ­თან მოდი და მუ­შა­ო­ბა სცა­დეო. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, როცა ერთხელ "გზის" თათ­ბირს "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" შეფი - ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და. ახა­ლი მომ­ხდა­რი იყო ტრა­გე­დია - გი­ურ­ზამ ბავ­შვი დაკბი­ნა. თათ­ბირ­ზე ვთქვი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, ეს პრობ­ლე­მა გაგ­ვე­შუ­ქე­ბი­ნა. ბა­ტონ­მა ირაკ­ლიმ შე­მომ­ხე­და და მი­თხრა: წადი და გა­ა­შუ­ქეო. მე­გო­ნა, ცოტა დროს მომ­ცემ­დნენ, მაგ­რამ "პრეს­კარ­ტა" სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­მიმ­ზა­დეს და თეთ­რი­წყა­რო­ში გა­მიშ­ვეს. სო­ფელ ტაბ­ლი­ა­ნა­ში მი­სულს რაც გა­დამ­ხდა, ეს ცალ­კე ამ­ბა­ვია (იცი­ნის)... ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა. რა თქმა უნდა, რე­პორ­ტაჟ­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი სა­სი­ხა­რუ­ლო არ იყო, მაგ­რამ და­წე­რი­ლი მა­სა­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბის გამო პირ­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლი სწო­რედ მა­შინ გან­ვი­ცა­დე და პრე­მი­აც ავი­ღე (იღი­მის)... შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ტრე­ნინ­გის სა­ხით, ბევ­რი ქვე­ყა­ნა მო­ვი­ა­რე. კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­შუ­ქე­ბის სა­კი­თხში შარ­შან 8-თვი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სი გა­ვი­ა­რე, რო­მელ­საც "ბი­ბი­სის" ტრე­ნე­რი - მარკ გრი­გო­რი­ა­ნი მი­კი­თხავ­და. მას­თან დღემ­დე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, "სკა­ი­პით" ხში­რად ვსა­უბ­რობთ. შე­იძ­ლე­ბა, ის კვლე­ვა­ში - "რო­გორ აშუ­ქებ­და მე­დია აფხა­ზე­თის ომს" - ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყოს. მო­გეხ­სე­ნებთ, მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ომში მი­დი­ოდ­ნენ და ცალ ხელ­ში დიქ­ტო­ფო­ნი ეჭი­რათ, მე­ო­რე­ში - ია­რა­ღი. ეს კლა­სი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არ იყო... ამის შე­სა­ხებ არც ერთი ნაშ­რო­მი არ არ­სე­ბობს. კონ­ტაქ­ტი აფხა­ზეთ­თა­ნაც მაქვს. იქაც ბევრ "წო­ნი­ან" რეს­პონ­დენტს ჩავ­წერ და ამა­ში მარ­კი და­მეხ­მა­რე­ბა... პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სა­თაყ­ვა­ნე­ბელ ად­გი­ლას - "ბი­ბი­სი­ში" მოვ­ხვდი. პრინ­ცი­პებს, რომ­ლებ­საც მა­ნამ­დე თე­ო­რი­უ­ლად ვეც­ნო­ბო­დი, პი­რის­პირ შე­ვე­ჩე­ხე. იქ ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა, რომ გგო­ნია, "ნიუს რუმ­ში" კი არა, "ლა­უნ­ჯში" ხარ - ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტია შექ­მნი­ლი. ეთი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მათ­გან ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბევ­რი რამ გვაქვს სას­წავ­ლი. "მაღ­ვი­ძა­რას" პრო­დი­უ­სე­რიც და წამ­ყვა­ნე­ბიც ვცდი­ლობთ, ისე­თი ტერ­მი­ნე­ბი არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე რო­მე­ლი­მე პირ­მა თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნოს...

- პო­პუ­ლა­რო­ბა მოგ­წონს?

- კი, მსი­ა­მოვ­ნებს. მგზავ­რო­ბი­სას 2 უკი­დუ­რე­სო­ბას ვა­წყდე­ბი: ტაქ­სის­ტე­ბი ფულს ან არ მარ­თმე­ვენ, ან ორ­მაგს მახ­დე­ვი­ნე­ბენ. რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მი­ლი­ო­ნე­რია (იცი­ნის). ზოგ­ჯერ ხალ­ხი შე­ნიშ­ვნას მაძ­ლევს, თუ რო­გორ უნდა წა­ვიყ­ვა­ნო გა­და­ცე­მა. ეს კარ­გია - ე.ი. "მაღ­ვი­ძა­რა" პო­პუ­ლა­რუ­ლია.

- შენი ოჯა­ხიც გაგ­ვა­ცა­ნი...

- ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში, დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. ის სტუ­დენ­ტი გახ­ლავთ. ჩემი მშობ­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში არი­ან. იქ ხში­რად ვერ ჩავ­დი­ვარ, რად­გან თით­ქმის ყო­ველ­დღე ეთე­რი მაქვს. მე და ჩემი და გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სის მო­დერ­ნის­ტუ­ლი გან­სა­ხი­ე­რე­ბა ვართ: დღის წეს­რიგ­ში არ დგას სა­კი­თხი, თუ ვინ უნდა და­რე­ცხოს ჭურ­ჭე­ლი. როცა ვხე­დავთ, რომ რა­ღაც გა­სა­რე­ცხია, ვრე­ცხავთ. მკაც­რი ძმის როლს ვერ მო­ვირ­გებ - რა­ღა­ცე­ბის აკ­რძალ­ვა სა­სა­ცი­ლოდ გვეჩ­ვე­ნე­ბა. მთა­ვა­რია, დამ გა­მაფრ­თხი­ლოს, რომ მე­გო­ბარ­თან რჩე­ბა ან შინ გვი­ან დაბ­რუნ­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც ერ­თად ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ, უფრო და­ვახ­ლოვ­დით, ერ­თმა­ნე­თის ხა­სი­ა­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ვი­ნა­წი­ლეთ...

- სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დროს რო­გორ ატა­რებ?

- მი­ხა­რია, რომ სე­ზო­ნი დას­რულ­და, მაგ­რამ სა­მუ­შაო რე­ჟიმს ისე მი­ვეჩ­ვიე, თვა­ლებს მა­ინც დი­ლის 6 სა­ათ­ზე ვა­ჭყეტ. მალე სტამ­ბოლ­ში გამ­გზავ­რე­ბას ვა­პი­რებ - კულ­ტუ­რულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ტური დავ­გეგ­მე. შემ­დეგ ბა­თუმ­ში ჩა­ვალ და კარ­გად გა­ვერ­თო­ბი.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ტელეწამყვანი "გზავნილებიდან"

ტელეწამყვანი "გზავნილებიდან"

"მაესტროს" დილის გადაცემის - "მაღვიძარას" წამყვანი, ლევან ჟორჟოლიანი "გზის" ერთგულმა მკითხველებმა და "მგზავნელებმა" თავის დროზე, რუბრიკიდან - "გზავნილები" ლეო91-ის მეტსახელით გავიცანით. ის მესიჯებით სახალისო ამბებს საინტერესოდ გვიყვებოდა. შემდეგ, როცა ჟურნალისტობა გადაწყვიტა, ჩვენს ჟურნალთანაც თანამშრომლობდა. საჟურნალე მასალებს ისე მოკლედ და ამომწურავად წერდა, რომ ჩვენი რედაქტორები ხუმრობდნენ, - რეპორტაჟების ნაცვლად, "დეპეშებს" გვიგზავნისო... ამჟამად ლევანის ძირითადი საქმიანობა ტელევიზიას უკავშირდება, თუმცა ჩვენს ძველ "მგზავნელს" ჟურნალისტიკის სხვადასხვა სფერო აინტერესებს...

- "მაღვიძარის" წამყვანებს მაღალი სიცხეც რომ გვქონდეს, დილით ეთერში მაინც ოთხივე უნდა ვიყოთ. თავდაპირველად, ეს რთული იყო. ახლა "მეძინებაზე" წუწუნი აღარ გამოგვდის.

- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ, "მაესტროზე" ისეთი გადაცემის შექმნის იდეა გაჩნდა, რომელშიც სტუდენტები თავიანთ პროტესტს გამოთქვამდნენ. მამუკა ღლონტთან გასაუბრებაზე იმავე დღეს მივედი. მითხრა: დღეს უკვე ეთერში გადიხარო. სტუდიაში გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შევედი. კამერებს დაბნეული ვუყურებდი. წინ ლეპტოპი მედო და ხელები მიკანკალებდა. როგორც ჩანს, იმედი გავამართლე, ყოველ შემთხვევაში - არ "ჩავფლავდი". შემდეგ, როცა უკვე "მაღვიძარაზე" ფიქრი დაიწყეს, ჩვენს პროდიუსერს - თამუნა მჟავანაძეს გავახსენდი. კასტინგზე მიმიყვანეს. თემა უნდა მომემზადებინა და კამერის წინ მესაუბრა. აღმოჩნდა, რომ ეს ბარიერიც გადავლახე... რა თქმა უნდა, ეთერში ლაფსუსები გვქონდა და ალბათ ახლაც გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, ჩვენი საქმე კარგად ვაკეთოთ. თავდაპირველად, პრესის მიმოხილვა ძალიან მიჭირდა, რადგან მოსამზადებლად დრო არ მქონდა, შემდეგ შედარებით დავიხვეწე. მახსოვს, ერთხელ ერთ-ერთი ბოროტმოქმედის გვარი შეცდომით ვთქვი, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომა ეთერში არ დამიშვია.

- როცა ჟურნალისტობა გადაწყვიტე, ამის შესახებ "გზის" ფურცლებიდან შევიტყვეთ - რუბრიკა "გზავნილებში" აქტიურად ამესიჯებდი...

- "გზავნილებში" ბავშვური და ბანალური მეტსახელით - ლეო91-ით ვწერდი (იცინის). საერთოდ, პრესას ადრეული ასაკიდან ვეცნობოდი. მაშინ რატომ მაინტერესებდა, არ ვიცი, მაგრამ ვკითხულობდი, თუ ვინ იყვნენ მინისტრები, პოლიტიკაში რა ხდებოდა... "გზავნილებში" დამესიჯება დაახლოებით, 12 წლისამ დავიწყე: საინტერესო გარემოში ვცხოვრობდი და ამის შესახებ ვყვებოდი.

- გარკვეული პერიოდი, "მგზავნელები" ჟურნალისტური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, ერთმანეთთან ინტერვიუებს ვწერდით. შენ რატომ არ აქტიურობდი?

- მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და გამოცდების მეშინოდა, რადგან მათემატიკასთან მწყრალად ვარ. ჰოდა, ვმეცადინეობდი... ჟურნალისტიკის ბევრი სფერო მაინტერესებს. არ მინდოდა, მხოლოდ მწერალი ჟურნალისტი ვყოფილიყავი. სკოლის დამთავრების მერე კავკასიის უნივერსიტეტში, მედიასკოლის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რამაც საშუალება მომცა, ისეთი რაღაცები მესწავლა, რაც ჟურნალისტს ბევრ რამეში ეხმარება. უნივერსიტეტში სკოლისგან აბსოლუტურად განსხვავებული გარემო დამხვდა. სკოლაში ბავშვს აზროვნების უნარი ჯერ კიდევ წართმეული აქვს, მასწავლებელთან შეკამათება არ შეიძლება. ამის გამო პრობლემები ხშირად მექმნებოდა. ჰოდა, მე და ჩემი მეგობარი - ანა ვაწაძე პროტესტის ნიშნად, სკოლის ბანკეტზეც არ ვყოფილვართ.

- ახლა გული არ გწყდება, რომ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტს არ დაესწარი?

- გულდაწყვეტილი მაშინ ვიქნებოდი, ბანკეტზე რომ მივსულიყავი. ჩვენმა კლასმა მოისურვა, რომ მკაცრი და ობიექტური მასწავლებელი, რომელიც ანას ძალიან უყვარდა, ბანკეტზე არ დაეპატიჟებინა. ბანკეტზე წაუსვლელობის მიზეზი მეც მქონდა... მე და ანა კურსელებიც ვიყავით (სწავლის დასრულების შემდეგ, ის უკვე კავკასიის უნივერსიტეტში, ფაკულტეტის მენეჯერად დატოვეს)... ჩვენთან ერთად უნივერსიტეტში მინისტრის შვილები და მათი ახლობლები სწავლობდნენ, მაგრამ ურთიერთობაში ეს არ იგრძნობოდა: იქ თუ არ სწავლობ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი შვილი ხარ - უნივერსიტეტიდან უბრალოდ, "გავარდები". ვინც დავრჩით, "შეკრული" გუნდი ვიყავით, ლამის 24 საათს ერთად ვატარებდით. უნივერსიტეტში ლექტორებს ახალგაზრდის აზრი აინტერესებთ. სტუდენტობამ სრულიად შემცვალა - აბსოლუტურად სხვა პიროვნებად მაქცია.

- შენი ჟურნალისტური გამოცდილების შესახებ გვიამბე.

- სხვადასხვა პროექტში სტუდენტობიდანვე აქტიურად ჩავერთე. გამიმართლა - "ინტერნიუსში" მოვხვდი, რომლის ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მედიის საკითხების გაშუქება გახლავთ. სერიოზულ თემებთან შეჭიდება მიხდებოდა. შემდეგ უკვე "პალიტრამედიაში" მოვხვდი: როცა ჟურნალ "გზის" ერთ-ერთ რედაქტორს და რუბრიკა "გზავნილების" ავტორს - მარი ჯაფარიძეს ვუთხარი, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემომთავაზა, - ჩვენთან მოდი და მუშაობა სცადეო. ძალიან კარგად მახსოვს, როცა ერთხელ "გზის" თათბირს "პალიტრამედიის" შეფი - ირაკლი თევდორაშვილი ესწრებოდა. ახალი მომხდარი იყო ტრაგედია - გიურზამ ბავშვი დაკბინა. თათბირზე ვთქვი, რომ საინტერესო იქნებოდა, ეს პრობლემა გაგვეშუქებინა. ბატონმა ირაკლიმ შემომხედა და მითხრა: წადი და გააშუქეო. მეგონა, ცოტა დროს მომცემდნენ, მაგრამ "პრესკარტა" სახელდახელოდ გამიმზადეს და თეთრიწყაროში გამიშვეს. სოფელ ტაბლიანაში მისულს რაც გადამხდა, ეს ცალკე ამბავია (იცინის)... ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი მომზადებული მასალა ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. რა თქმა უნდა, რეპორტაჟში მოთხრობილი ამბავი სასიხარულო არ იყო, მაგრამ დაწერილი მასალის გამოხმაურების გამო პირველი სიხარული სწორედ მაშინ განვიცადე და პრემიაც ავიღე (იღიმის)... შემდეგ საერთაშორისო პროექტებში ვმონაწილეობდი, ტრენინგის სახით, ბევრი ქვეყანა მოვიარე. კონფლიქტების გაშუქების საკითხში შარშან 8-თვიანი ინტენსიური კურსი გავიარე, რომელსაც "ბიბისის" ტრენერი - მარკ გრიგორიანი მიკითხავდა. მასთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს, "სკაიპით" ხშირად ვსაუბრობთ. შეიძლება, ის კვლევაში - "როგორ აშუქებდა მედია აფხაზეთის ომს" - ჩემი ხელმძღვანელი იყოს. მოგეხსენებთ, მაშინ ჟურნალისტები ომში მიდიოდნენ და ცალ ხელში დიქტოფონი ეჭირათ, მეორეში - იარაღი. ეს კლასიკური ჟურნალისტიკა არ იყო... ამის შესახებ არც ერთი ნაშრომი არ არსებობს. კონტაქტი აფხაზეთთანაც მაქვს. იქაც ბევრ "წონიან" რესპონდენტს ჩავწერ და ამაში მარკი დამეხმარება... პროექტის ფარგლებში, სათაყვანებელ ადგილას - "ბიბისიში" მოვხვდი. პრინციპებს, რომლებსაც მანამდე თეორიულად ვეცნობოდი, პირისპირ შევეჩეხე. იქ ისეთი სასიამოვნო გარემოა, რომ გგონია, "ნიუს რუმში" კი არა, "ლაუნჯში" ხარ - ჟურნალისტისთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი. ეთიკური თვალსაზრისით, მათგან ქართველ ჟურნალისტებს ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. "მაღვიძარას" პროდიუსერიც და წამყვანებიც ვცდილობთ, ისეთი ტერმინები არ გამოვიყენოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რომელიმე პირმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს...

- პოპულარობა მოგწონს?

- კი, მსიამოვნებს. მგზავრობისას 2 უკიდურესობას ვაწყდები: ტაქსისტები ფულს ან არ მართმევენ, ან ორმაგს მახდევინებენ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ტელეწამყვანი მილიონერია (იცინის). ზოგჯერ ხალხი შენიშვნას მაძლევს, თუ როგორ უნდა წავიყვანო გადაცემა. ეს კარგია - ე.ი. "მაღვიძარა" პოპულარულია.

- შენი ოჯახიც გაგვაცანი...

- ამჟამად თბილისში, დასთან ერთად ვცხოვრობ. ის სტუდენტი გახლავთ. ჩემი მშობლები ქუთაისში არიან. იქ ხშირად ვერ ჩავდივარ, რადგან თითქმის ყოველდღე ეთერი მაქვს. მე და ჩემი და გენდერული ბალანსის მოდერნისტული განსახიერება ვართ: დღის წესრიგში არ დგას საკითხი, თუ ვინ უნდა დარეცხოს ჭურჭელი. როცა ვხედავთ, რომ რაღაც გასარეცხია, ვრეცხავთ. მკაცრი ძმის როლს ვერ მოვირგებ - რაღაცების აკრძალვა სასაცილოდ გვეჩვენება. მთავარია, დამ გამაფრთხილოს, რომ მეგობართან რჩება ან შინ გვიან დაბრუნდება. მას შემდეგ, რაც ერთად ცხოვრება დავიწყეთ, უფრო დავახლოვდით, ერთმანეთის ხასიათი აღმოვაჩინეთ, პასუხისმგებლობა გავინაწილეთ...

- სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ დროს როგორ ატარებ?

- მიხარია, რომ სეზონი დასრულდა, მაგრამ სამუშაო რეჟიმს ისე მივეჩვიე, თვალებს მაინც დილის 6 საათზე ვაჭყეტ. მალე სტამბოლში გამგზავრებას ვაპირებ - კულტურულ-შემეცნებითი ტური დავგეგმე. შემდეგ ბათუმში ჩავალ და კარგად გავერთობი.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები