მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი თო­ხი
მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი თო­ხი

ტრა­დი­ცი­უ­ლი, მა­მა­პა­პუ­რი თო­ხ­ნა დღემ­დე მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის ერ­თ-ერთ სა­უ­კე­თე­სო გზად ით­ვლე­ბა... ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნო­ლოგ­მ­ა, პრო­ფე­სო­რ­მა გა­ი­ოზ ერა­ძემ მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი თო­ხი შექ­მნა. ავ­ტო­რი ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­გო­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.

- თო­ხი ნი­ა­და­გის კულ­ტი­ვი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა­ა, მი­წის სა­უ­კე­თე­სო სტრუქ­ტუ­რას იძ­ლე­ვა, ამი­ტო­მაც არის ის­ტო­რი­უ­ლად შე­უც­ვლე­ლი. ამ­გვარ მე­ქა­ნი­კურ თოხს მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არა აქვს. თო­ხი დარ­ტყმი­თი მე­ქა­ნიზ­მი­ა, მე­ქა­ნიზმს კი სა­ერ­თოდ, დარ­ტყმა არ უყ­ვარს. ამი­ტო­მაც მინ­დო­და ისე­თი მე­ქა­ნიზ­მი შე­მექ­მნა, რო­მე­ლიც დარ­ტყმა­საც აი­ტან­და და მი­წა­საც და­ა­მუ­შა­ვებ­და. პირ­ვე­ლი ცდა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, ნა­მუ­შე­ვა­რი გა­და­ვაგ­დე. მე­რე მივ­ხვდი, რა უნ­და შე­მეც­ვა­ლა, გა­მო­გო­ნე­ბამ ასე იცის, უცებ გა­გი­ნათ­დე­ბა გო­ნე­ბა, რა­ღაც და­გარ­ტყამს თავ­ში, რო­გორც ურო. გა­მო­ვი­და მშვე­ნი­ე­რი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც თან და­დი­ო­და და თან თოხ­ნი­და, აღ­მარ­თზეც შე­ეძ­ლო ას­ვლა.

- რო­გორ მიხ­ვე­დით მე­ქა­ნიზ­მის მუ­შა­ო­ბის ამ პრინ­ცი­პამ­დე?

- საქ­მე ის არის, რომ კუ­ლი­სუ­რი მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ვი­ყე­ნე, ბერ­კეტ­თა გარ­კვე­უ­ლი სის­ტე­მა მან­ქა­ნის სვლის შე­საც­ვლე­ლად. ეს გა­მო­გო­ნე­ბა ძალ­ზე გახ­მა­ურ­და, სა­ავ­ტო­რო მოწ­მო­ბაც ავი­ღე. მე­ქა­ნი­კურ თოხს უპი­რა­ტე­სო­ბას ისიც ანი­ჭებს, რომ ნი­ა­დაგს გრა­ნუ­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რას უნარ­ჩუნ­ებს, მი­წის და­მუ­შა­ვე­ბი­სას მე­ქა­ნიზ­მის სა­მუ­შაო ორ­გა­ნო­ე­ბი სა­რე­ვე­ლა­თი არ ბინ­ძურ­დე­ბა, თო­ხის სრუ­ლი ანა­ლო­გიაა და თვით­გაწ­მენ­და ხდე­ბა. მი­წის ფრე­ზე­რი­რე­ბა­ა, ღარ­ვა კი ნი­ა­დაგს ამ­ტვე­რი­ა­ნებს; რო­ცა კა­ხეთ­ში, კაჭ­რეთ­ში მის გა­მო­საც­დე­ლად წა­ვე­დით, ყვე­ლა­ზე სა­რე­ვე­ლი­ან ვე­ნახ­ში "გა­უშ­ვეს", ამას თუ გა­თოხ­ნი­სო... ხნუ­ლი რომ გა­შავ­და, თვა­ლებს არ და­უ­ჯე­რეს.

- რამ­დენ ხანს შე­ეძ­ლო ეთოხ­ნა?

- ამ თო­ხის ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის საგ­ნად ქცე­ვას ხე­ლი იმან შე­უ­შა­ლა, რომ იმ­ხა­ნად საბ­ჭო­ეთ­ში პა­ტა­რა ბენ­ზი­ნის ძრა­ვე­ბი არ არ­სე­ბობ­და, ერ­თა­დერ­თი, ვე­ლო­სი­პე­დის ძრა­ვა იყო, საკ­მა­ოდ უხა­რის­ხო, ამი­ტომ ის ხში­რად ქრე­ბო­და, ხურ­დე­ბო­და, დიდ­ხანს ვერ მუ­შა­ობ­და. 31-ე სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში, მე­რე თბი­ლი­სის ჩარ­ხმშე­ნე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში დამ­პირ­დნენ, ასეთ ძრა­ვას ჩვენ გა­ვა­კე­თებ­თო, მაგ­რამ არ მო­ხერ­ხდა. ერ­თხელ, "კომ­სო­მოლ­სკა­ია პრავ­დის" კო­რეს­პონ­დენტს, რომ აღარ შე­მეშ­ვა, კითხ­ვა­ზე, რა უშ­ლის ხელს ამ თო­ხის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ფარ­თოდ და­ნერ­გვა­სო, ვუ­პა­სუ­ხე: სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი წყო­ბა-­მეთ­ქი! დღეს სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, უცხ­ო­უ­რი წარ­მო­ე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ძრა­ვე­ბი გა­მოჩ­ნდა, ორი ცხე­ნის­ძა­ლი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მია სა­ჭი­რო და სულ ვფიქ­რობ, ხომ არ გა­ვაგ­რძე­ლო ამ გა­მო­გო­ნე­ბის სრულ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ო­ბა?! ელექ­ტროძ­რა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ მინ­და, ის მიბ­მუ­ლი­ა, უნ­და მის­წი­ო-­მოს­წი­ო, ნა­თე­სებ­ში შეხ­ვი­დე, გა­მო­თოხ­ნო; უფ­რო ბენ­ზი­ნის ძრა­ვა გა­მოდ­გე­ბა, მა­შინ თო­ხი დიდ­ხანს იმუ­შა­ვებს. და­სარ­ტყმე­ლ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბამ ისე გა­მი­ტა­ცა, თო­ხის შემ­დეგ პნევ­მა­ტუ­რი ჩა­ქუ­ჩი შევ­ქმე­ნი, რომ­ლი­თაც ვიბ­რა­ცია ოთხ­ჯერ შემ­ცირ­დე­ბა სა­ხე­ლურ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნის ხელ­ზე, რაც და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს. მუ­შებს, რომ­ლე­ბიც მუქ­ლო­ნებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ პენ­სი­ა­ზე უწევ­დათ გას­ვლა... პნევ­მო­ჩა­ქუ­ჩე­ბი სა­ა­ვი­ა­ციო მრეწ­ვე­ლო­ბა­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თვით­მფრი­ნა­ვის გარ­საც­მელ­ში, ამ სა­კითხ­ზე ავი­ა­კომ­პა­ნია "ბო­ინგს" და­ვუ­კავ­შირ­დი. ასე შევ­ქმე­ნი უვიბ­რა­ციო პნევ­მო­ჩა­ქუ­ჩი. ახ­ლა მინ­და, ნა­თე­სე­ბის მორ­წყვის ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე ვი­მუ­შა­ო. ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე სა­ინ­ტე­რე­სო სქე­მა, რო­მელ­შიც ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი დარ­ტყმე­ბით წყა­ლი ზე­მოთ ადის; შე­მიძ­ლია კონ­სტრუქ­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა, რომ ამ წყლით გარ­შე­მო ნა­თე­სე­ბი მო­ირ­წყას.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი თო­ხი

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი თო­ხი

ტრა­დი­ცი­უ­ლი, მა­მა­პა­პუ­რი თო­ხ­ნა დღემ­დე მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის ერ­თ-ერთ სა­უ­კე­თე­სო გზად ით­ვლე­ბა... ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნო­ლოგ­მ­ა, პრო­ფე­სო­რ­მა გა­ი­ოზ ერა­ძემ მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი თო­ხი შექ­მნა. ავ­ტო­რი ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­გო­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.

- თო­ხი ნი­ა­და­გის კულ­ტი­ვი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა­ა, მი­წის სა­უ­კე­თე­სო სტრუქ­ტუ­რას იძ­ლე­ვა, ამი­ტო­მაც არის ის­ტო­რი­უ­ლად შე­უც­ვლე­ლი. ამ­გვარ მე­ქა­ნი­კურ თოხს მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არა აქვს. თო­ხი დარ­ტყმი­თი მე­ქა­ნიზ­მი­ა, მე­ქა­ნიზმს კი სა­ერ­თოდ, დარ­ტყმა არ უყ­ვარს. ამი­ტო­მაც მინ­დო­და ისე­თი მე­ქა­ნიზ­მი შემექ­მნა, რო­მე­ლიც დარ­ტყმა­საც აი­ტან­და და მი­წა­საც და­ა­მუ­შა­ვებ­და. პირ­ვე­ლი ცდა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, ნა­მუ­შე­ვა­რი გა­და­ვაგ­დე. მე­რე მივ­ხვდი, რა უნ­და შე­მეც­ვა­ლა, გა­მო­გო­ნე­ბამ ასე იცის, უცებ გა­გი­ნათ­დე­ბა გო­ნე­ბა, რა­ღაც და­გარ­ტყამს თავ­ში, რო­გორც ურო. გა­მო­ვი­და მშვე­ნი­ე­რი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც თან და­დი­ო­და და თან თოხ­ნი­და, აღ­მარ­თზეც შე­ეძ­ლო ას­ვლა.

- რო­გორ მიხ­ვე­დით მე­ქა­ნიზ­მის მუ­შა­ო­ბის ამ პრინ­ცი­პამ­დე?

- საქ­მე ის არის, რომ კუ­ლი­სუ­რი მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ვი­ყე­ნე, ბერ­კეტ­თა გარ­კვე­უ­ლი სის­ტე­მა მან­ქა­ნის სვლის შე­საც­ვლე­ლად. ეს გა­მო­გო­ნე­ბა ძალ­ზე გახ­მა­ურ­და, სა­ავ­ტო­რო მოწ­მო­ბაც ავი­ღე. მე­ქა­ნი­კურ თოხს უპი­რა­ტე­სო­ბას ისიც ანი­ჭებს, რომ ნი­ა­დაგს გრა­ნუ­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რას უნარ­ჩუნ­ებს, მი­წის და­მუ­შა­ვე­ბი­სას მე­ქა­ნიზ­მის სა­მუ­შაო ორ­გა­ნო­ე­ბი სა­რე­ვე­ლა­თი არ ბინ­ძურ­დე­ბა, თო­ხის სრუ­ლი ანა­ლო­გიაა და თვით­გაწ­მენ­და ხდე­ბა. მი­წის ფრე­ზე­რი­რე­ბა­ა, ღარ­ვა კი ნი­ა­დაგს ამ­ტვე­რი­ა­ნებს; რო­ცა კა­ხეთ­ში, კაჭ­რეთ­ში მის გა­მო­საც­დე­ლად წა­ვე­დით, ყვე­ლა­ზე სა­რე­ვე­ლი­ან ვე­ნახ­ში "გა­უშ­ვეს", ამას თუ გა­თოხ­ნი­სო... ხნუ­ლი რომ გა­შავ­და, თვა­ლებს არ და­უ­ჯე­რეს.

- რამ­დენ ხანს შე­ეძ­ლო ეთოხ­ნა?

- ამ თო­ხის ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის საგ­ნად ქცე­ვას ხე­ლი იმან შე­უ­შა­ლა, რომ იმ­ხა­ნად საბ­ჭო­ეთ­ში პა­ტა­რა ბენ­ზი­ნის ძრა­ვე­ბი არ არ­სე­ბობ­და, ერ­თა­დერ­თი, ვე­ლო­სი­პე­დის ძრა­ვა იყო, საკ­მა­ოდ უხა­რის­ხო, ამი­ტომ ის ხში­რად ქრე­ბო­და, ხურ­დე­ბო­და, დიდ­ხანს ვერ მუ­შა­ობ­და. 31-ე სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში, მე­რე თბი­ლი­სის ჩარ­ხმშე­ნე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში დამ­პირ­დნენ, ასეთ ძრავას ჩვენ გა­ვა­კე­თებ­თო, მაგ­რამ არ მო­ხერ­ხდა. ერ­თხელ, "კომ­სო­მოლ­სკაია პრავ­დის" კო­რეს­პონ­დენტს, რომ აღარ შე­მეშ­ვა, კითხ­ვა­ზე, რა უშ­ლის ხელს ამ თო­ხის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ფარ­თოდ და­ნერ­გვა­სო, ვუ­პა­სუ­ხე: სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი წყო­ბა-­მეთ­ქი! დღეს სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, უცხ­ო­უ­რი წარ­მო­ე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ძრა­ვე­ბი გა­მოჩ­ნდა, ორი ცხე­ნის­ძა­ლი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მია სა­ჭი­რო და სულ ვფიქ­რობ, ხომ არ გა­ვაგ­რძე­ლო ამ გა­მო­გო­ნე­ბის სრულ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ო­ბა?! ელექ­ტროძ­რა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ მინ­და, ის მიბ­მუ­ლი­ა, უნ­და მის­წი­ო-­მოს­წი­ო, ნა­თე­სებ­ში შეხ­ვი­დე, გა­მო­თოხ­ნო; უფ­რო ბენ­ზი­ნის ძრა­ვა გა­მოდ­გე­ბა, მა­შინ თო­ხი დიდ­ხანს იმუ­შა­ვებს. და­სარ­ტყმე­ლ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბამ ისე გა­მი­ტა­ცა, თო­ხის შემ­დეგ პნევ­მა­ტუ­რი ჩა­ქუ­ჩი შევ­ქმე­ნი, რომ­ლი­თაც ვიბ­რა­ცია ოთხ­ჯერ შემ­ცირ­დე­ბა სა­ხე­ლურ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნის ხელ­ზე, რაც და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს. მუ­შებს, რომ­ლე­ბიც მუქ­ლო­ნებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ პენ­სი­ა­ზე უწევ­დათ გას­ვლა... პნევ­მო­ჩა­ქუ­ჩე­ბი სა­ა­ვი­ა­ციო მრეწ­ვე­ლო­ბა­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თვით­მფრი­ნა­ვის გარ­საც­მელ­ში, ამ სა­კითხ­ზე ავი­ა­კომ­პა­ნია "ბო­ინგს" და­ვუ­კავ­შირ­დი. ასე შევ­ქმე­ნი უვიბ­რა­ციო პნევ­მო­ჩა­ქუ­ჩი. ახ­ლა მინ­და, ნა­თე­სე­ბის მორ­წყვის ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე ვი­მუ­შა­ო. ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე სა­ინ­ტე­რე­სო სქე­მა, რო­მელ­შიც ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი დარ­ტყმე­ბით წყა­ლი ზე­მოთ ადის; შე­მიძ­ლია კონ­სტრუქ­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა, რომ ამ წყლით გარ­შე­მო ნა­თე­სე­ბი მო­ირ­წყას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს