საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კე­სო-­ბე­სოს "წი­ნა­პა­რი" ანუ რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ
კე­სო-­ბე­სოს "წი­ნა­პა­რი" ანუ რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი პრე­სის არ­ქივ­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს წა­აწყ­დე­ბა კა­ცი. ვფიქ­რობ, თქვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ეც­ნო­ბით, რას წერ­და ქარ­თუ­ლი პრე­სა უწინ და რა პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან.

ამ­ჯე­რად XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის, 1897 წლის 3 სექ­ტემ­ბრის ყო­ველ­დღი­ურ სა­ხალ­ხო გა­მო­ცე­მას - "ცნო­ბის ფურ­ცელს" გა­და­ვავ­ლებთ თვალს. გა­ზე­თი პირ­ველ გვერდს აფი­შა­სა და გან­ცხა­დე­ბებს უთ­მობს. მე­ო­რე გვერ­დზე იტყ­ო­ბი­ნე­ბი­ან, რომ 2 სექ­ტემ­ბერს "და­უ­რიგ­და ხე­ლის მომ­წერ­ლებს თავ. აკა­კი წე­რეთ­ლის თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "კრე­ბუ­ლის" პირ­ვე­ლი წიგ­ნი" და სუ­ლით და გუ­ლით უსურ­ვე­ბენ ახალ ჟურ­ნალს "თა­ვი­სი საქ­მე პირ­ნათ­ლად და მო­სა­ლოდ­ნე­ლად წა­ეყ­ვა­ნოს"... იქ­ვე იუწყ­ე­ბი­ან, რომ "31 აგ­ვის­ტოს ქუ­თა­ის­ში ვი­ღაც ბო­როტ-გამ­ზრახ­ველს შერ­ჩე­უ­ლი გა­­სა­ღე­ბე­ბით გა­უ­ქურ­დავს რკი­ნის გზის კას­სა. წა­ღე­ბუ­ლია 6500 მან"...

საკ­მა­ოდ დი­დი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა და ჩვენც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოდ გვეჩ­ვე­ნა ვინ­მე, ალე­ლი მე­და­ვით­ნის სტა­ტია "ბა­ტონ­ყმო­ბის ნაშ­თი ქალ­-კა­ცა", სა­დაც მოთხ­რო­ბი­ლია ზე­მო ქარ­თლის მცხოვ­რებ ქალ­ზე, რო­მე­ლიც კა­ცად ბა­ტონ­ყმო­ბის უკუღ­მართ ყო­ფას უქ­ცე­ვი­ა: "მდი­ნა­რე ფრო­ნეს პირ­ზედ სცხოვ­რობ­და მე­ბა­ტო­ნე ხ-ძე, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თურ­მე, შვი­დის წლიდ­გან, ერ­თი გლე­ხის კო­ბე­რი­ძის ასუ­ლი, ქე­თე­ვან. ქე­თე­ვა­ნი ყო­ფი­ლა თვა­ლათ და ტა­ნათ სა­შუ­ა­ლი ქა­ლი და ამას­თა­ნა­ვე ერ­თგუ­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე". სულ პა­ტა­რა და­ობ­ლე­ბუ­ლა, მი­სი და-­ძმა კი სხვა ბა­ტონს წა­უყ­ვა­ნი­ა. რომ წა­მოზ­რდი­ლა და ჭკუ­ა­ში ჩა­ვარ­დნი­ლა, თა­ვი­სი ყო­ფა არ მოს­წო­ნე­ბია და ბა­ტონს გაქ­ცე­ვი­ა, მაგ­რამ უპოვ­ნი­ათ და უკან და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. მსგავ­სი რამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­მე­ო­რე­ბია და დევ­ნით გა­ბეზ­რე­ბულ ბა­ტონს ქე­თე­ვა­ნი იმე­რე­თის აზ­ნა­უ­რის­თვის 20 თუმ­ნად მი­უ­ყიდ­ნი­ა. იმე­რე­ლი აზ­ნა­უ­რი მო­სამ­სა­ხუ­რე მო­ნად ამუ­შა­ვებ­და თურ­მე გო­გო­ნას. დი­დი ჯა­ფა და წვა­ლე­ბა რომ ვე­ღარ აუ­ტა­ნია უკ­ვე "ოც­და ხუ­თის წლის სის­ხლ სამ­სე ქალს", ბა­ტო­ნის­თვის შე­უ­ბე­დავს: "უ­ფა­ლო ბა­ტო­ნო! ან თა­ვი და­მახ­სნე­ვი­ნე ფუ­ლით, ვი­შოვ­ნი სად­მე და მო­გარ­თმევ და ან ხან­ჯლით მომ­კა­ლი, რომ ამ ტან­ჯვას მოვ­შორ­დე; უკე­თუ ამ ორ თხოვ­ნას არ შე­მის­რუ­ლებთ, მე თვით და­ვიხ­რჩობ თავს მდი­ნა­რე ძი­რუ­ლა­ში­ო". ბა­ტონს წა­უყ­რუ­ე­ბია და და­უ­ტუქ­სავს კი­დეც, ამი­ტომ ქე­თე­ვანს ნა­ცა­დი ხერ­ხის­თვის მი­უ­მარ­თავს და გა­მო­პა­რუ­ლა. ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში მე­ტი­ვე­ებს შეხ­ვეწ­ნი­ა, ერ­თი ხე­ლი კა­ცის სა­მო­სი მო­მე­ცი­თო. "ი­მა­თაც შე­ცო­დე­ბი­ათ, ზოგს ქუ­დი მი­უ­ცი­ა, ზოგს ჩო­ხა, ზოგს ახა­ლუ­ხი, ზოგს სარ­ტყე­ლი და საჩ­ქა­როთ გა­მოწყ­ო­ბი­ლა მე­ტი­ვურ ტა­ნი­სა­მოს­ში, თმის ნაწ­ნა­ვე­ბიც მა­შინ­ვე მო­უჭ­რია და მტკვრის­თვის მი­უ­ბა­რე­ბი­ა, სა­ნამ ისევ ქა­ლო­ბა მერ­გე­ბო­დე­სო, გაკ­რე­ჭილ თავ­ზედ და­უ­ხუ­რავს კოხ­ტა ქუ­დი, სა­ხე­ლათ თე­დო გა­დურ­ქმე­ვი­ა, რო­მელ­საც დღე­საც ეძა­ხი­ან; ჩა­რე­უ­ლა ტივ­ზედ მე­ტი­ვე­ებ­თან და გაჰ­ყო­ლია თბი­ლი­სი­სა­კენ ტივ­ზედ სა­მუ­შა­ოდ"... ბა­ტონს უფიქ­რი­ა, თა­ვი და­იხ­რჩოო და აღარც მო­უ­კითხ­ავს ქე­თე­ვა­ნი, არც მე­ტი­ვე­ებს და­უს­მე­ნი­ათ ახა­ლი ძმო­ბი­ლი და ამა­სო­ბა­ში კი ბა­ტონ­ყმო­ბაც გა­და­ვარ­დნი­ლა. მაგ­რამ "ჩვე­ნი კო­ბე­რი­ძის ქე­თო კი ისევ თე­დოს ტა­ნი­სა­მოს­ში დარ­ჩა; ამ­ჟა­მად ნა­ქე­თე­ვა­რი სცხოვ­რობს ახალ და­ბა­ში, რომ­ლის ტა­ნი­სა­მოს­საც შე­ად­გენს შემ­დე­გი: პა­ი­ჭე­ბი და ზედ ჭრე­ლი წინ­დე­ბი, წინ­დებ­ზედ კოხ­ტა ჩუს­ტე­ბი, გა­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლი ლურ­ჯი შარ­ვა­ლი, გულ­-მო­ქარ­გუ­ლი პე­რან­გი, ზედ ნა­ო­ჭი­ა­ნი ორ პი­რად ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ბლო­მად ღი­ლე­ბი­ა­ნი ახა­ლუ­ხი, ახა­ლუ­ხის გუ­ლი გახ­სნი­ლი, სა­ი­და­მაც მო­ქარ­გუ­ლი პე­რან­გი უჩანს, მოკ­ლე ნა­ო­ჭი­ა­ნი ქა­ლა­ქუ­რათ შე­კე­რი­ლი შა­ვი ჩო­ხა და ზედ აბ­რე­შუ­მის სარ­ტყე­ლი, თმა გარ­შემო შე­მოკ­რე­ჭი­ლი და ზედ ქარ­თუ­ლი გა­ლი­ბარ­დის შა­ვი მოხ­დე­ნი­ლი ქუ­დი. ქე­თო იქ­ნე­ბა ამ ჟა­მად სა­მო­ცის წლი­სა, წვერ­-ულ­ვა­შიც თხლათ და მოკ­ლეთ აქა იქ ამო­სუ­ლი, სა­ხე­ზედ მო­წე­უ­ლი­ა, შავ­გვრე­მა­ნი, ჭა­ღა­რა სრუ­ლე­ბით არ ეტყ­ო­ბა, ცხე­ნით მოგ­ზა­უ­რო­ბაც უშიშ­რათ შე­უძ­ლი­ან და ხში­რა­თაც აქეთ იქით სა­ვაჭ­რო­ზედ და­ი­ა­რე­ბა; ლხი­ნის სუფ­რა იქ­მნე­ბა თუ ჭი­რი­სა, კა­ცე­ბის გუნ­დში ჯდე­ბა, რო­მე­ლიც სიმ­ღე­რის დრო­საც მათ­თან იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ყვე­ლა მნახ­ველს თა­ვი­სის მა­მა­ცო­ბით აკ­ვირ­ვებს. ხალ­ხს ქე­თო გა­და­ვიწყ­ე­ბუ­ლი ჰყავთ და ყვე­ლა ეძა­ხის თე­დოს". რით გან­სხვავ­დე­ბა ქე­თო-­თე­დოს ამ­ბა­ვი ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე კე­სო-­ბე­სოს ამ­ბის­გან? მარ­თა­ლი­ა, ბე­სო აბ­რა­მი­ძეც სოფ­ლად გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ბა­ტონს კი არა, სა­კუ­თარ მა­მა­კა­ცო­ბას გა­მო­ექ­ცა სოფ­ლი­დან და თბი­ლისს იმ იმე­დით შე­ე­ფა­რა, ქა­ლად ქცე­ულს დე­და­ქა­ლა­ქი გა­ცი­ლე­ბით იო­ლად მი­მი­ღებ­სო. რაც შე­ე­ხე­ბა "კას­სის" გა­ქურ­დვას, ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და ბან­კის ფი­ლი­ა­ლებ­ზე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმე­ბი და "შერ­ჩე­უ­ლი გა­სა­ღე­ბე­ბი" სუ­ლაც აღა­რაა სა­ჭი­რო.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კე­სო-­ბე­სოს "წი­ნა­პა­რი" ანუ რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ

კე­სო-­ბე­სოს "წი­ნა­პა­რი" ანუ რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცუ­ლი ქარ­თუ­ლი პრე­სის არ­ქივ­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს წა­აწყ­დე­ბა კა­ცი. ვფიქ­რობ, თქვენც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ეც­ნო­ბით, რას წერ­და ქარ­თუ­ლი პრე­სა უწინ და რა პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან.

ამ­ჯე­რად XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის, 1897 წლის 3 სექ­ტემ­ბრის ყო­ველ­დღი­ურ სა­ხალ­ხო გა­მო­ცე­მას - "ცნო­ბის ფურ­ცელს" გა­და­ვავ­ლებთ თვალს. გა­ზე­თი პირ­ველ გვერდს აფი­შა­სა და გან­ცხა­დე­ბებს უთ­მობს. მე­ო­რე გვერ­დზე იტყ­ო­ბი­ნე­ბი­ან, რომ 2 სექ­ტემ­ბერს "და­უ­რიგ­და ხე­ლის მომ­წერ­ლებს თავ. აკა­კი წე­რეთ­ლის თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "კრე­ბუ­ლის" პირ­ვე­ლი წიგ­ნი" და სუ­ლით და გუ­ლით უსურ­ვე­ბენ ახალ ჟურ­ნალს "თა­ვი­სი საქ­მე პირ­ნათ­ლად და მო­სა­ლოდ­ნე­ლად წა­ეყ­ვა­ნოს"... იქ­ვე იუწყ­ე­ბი­ან, რომ "31 აგ­ვის­ტოს ქუ­თა­ის­ში ვი­ღაც ბო­როტ-გამ­ზრახ­ველს შერ­ჩე­უ­ლი გა­­სა­ღე­ბე­ბით გა­უ­ქურ­დავს რკი­ნის გზის კას­სა. წა­ღე­ბუ­ლია 6500 მან"...

საკ­მა­ოდ დი­დი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა და ჩვენც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოდ გვეჩ­ვე­ნა ვინ­მე, ალე­ლი მე­და­ვით­ნის სტა­ტია "ბა­ტონ­ყმო­ბის ნაშ­თი ქალ­-კა­ცა", სა­დაც მოთხ­რო­ბი­ლია ზე­მო ქარ­თლის მცხოვ­რებ ქალ­ზე, რო­მე­ლიც კა­ცად ბა­ტონ­ყმო­ბის უკუღ­მართ ყო­ფას უქ­ცე­ვი­ა: "მდი­ნა­რე ფრო­ნეს პირ­ზედ სცხოვ­რობ­და მე­ბა­ტო­ნე ხ-ძე, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თურ­მე, შვი­დის წლიდ­გან, ერ­თი გლე­ხის კო­ბე­რი­ძის ასუ­ლი, ქე­თე­ვან. ქე­თე­ვა­ნი ყო­ფი­ლა თვა­ლათ და ტა­ნათ სა­შუ­ა­ლი ქა­ლი და ამას­თა­ნა­ვე ერ­თგუ­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე". სულ პა­ტა­რა და­ობ­ლე­ბუ­ლა, მი­სი და-­ძმა კი სხვა ბა­ტონს წა­უყ­ვა­ნი­ა. რომ წა­მოზ­რდი­ლა და ჭკუ­ა­ში ჩა­ვარ­დნი­ლა, თა­ვი­სი ყო­ფა არ მოს­წო­ნე­ბია და ბა­ტონს გაქ­ცე­ვი­ა, მაგ­რამ უპოვ­ნი­ათ და უკან და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. მსგავ­სი რამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­მე­ო­რე­ბია და დევ­ნით გა­ბეზ­რე­ბულ ბა­ტონს ქე­თე­ვა­ნი იმე­რე­თის აზ­ნა­უ­რის­თვის 20 თუმ­ნად მი­უ­ყიდ­ნი­ა. იმე­რე­ლი აზ­ნა­უ­რი მო­სამ­სა­ხუ­რე მო­ნად ამუ­შა­ვებ­და თურ­მე გო­გო­ნას. დი­დი ჯა­ფა და წვა­ლე­ბა რომ ვე­ღარ აუ­ტა­ნია უკ­ვე "ოც­და ხუ­თის წლის სისხლ სამ­სე ქალს", ბა­ტო­ნის­თვის შე­უ­ბე­დავს: "უ­ფა­ლო ბა­ტო­ნო! ან თა­ვი და­მახ­სნე­ვი­ნე ფუ­ლით, ვი­შოვ­ნი სად­მე და მო­გარ­თმევ და ან ხან­ჯლით მომ­კა­ლი, რომ ამ ტან­ჯვას მოვ­შორ­დე; უკე­თუ ამ ორ თხოვ­ნას არ შე­მის­რუ­ლებთ, მე თვით და­ვიხ­რჩობ თავს მდი­ნა­რე ძი­რუ­ლა­ში­ო". ბა­ტონს წა­უყ­რუ­ე­ბია და და­უ­ტუქ­სავს კი­დეც, ამი­ტომ ქე­თე­ვანს ნა­ცა­დი ხერ­ხის­თვის მი­უ­მარ­თავს და გა­მო­პა­რუ­ლა. ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში მე­ტი­ვე­ებს შეხ­ვეწ­ნი­ა, ერ­თი ხე­ლი კა­ცის სა­მო­სი მო­მე­ცი­თო. "ი­მა­თაც შე­ცო­დე­ბი­ათ, ზოგს ქუ­დი მი­უ­ცი­ა, ზოგს ჩო­ხა, ზოგს ახა­ლუ­ხი, ზოგს სარ­ტყე­ლი და საჩ­ქა­როთ გა­მოწყ­ო­ბი­ლა მე­ტი­ვურ ტა­ნი­სა­მოს­ში, თმის ნაწ­ნა­ვე­ბიც მა­შინ­ვე მო­უჭ­რია და მტკვრის­თვის მი­უ­ბა­რე­ბი­ა, სა­ნამ ისევ ქა­ლო­ბა მერ­გე­ბო­დე­სო, გაკ­რე­ჭილ თავ­ზედ და­უ­ხუ­რავს კოხ­ტა ქუ­დი, სა­ხე­ლათ თე­დო გა­დურ­ქმე­ვი­ა, რო­მელ­საც დღე­საც ეძა­ხი­ან; ჩა­რე­უ­ლა ტივ­ზედ მე­ტი­ვე­ებ­თან და გაჰ­ყო­ლია თბი­ლი­სი­სა­კენ ტივ­ზედ სა­მუ­შა­ოდ"... ბა­ტონს უფიქ­რი­ა, თა­ვი და­იხ­რჩოო და აღარც მო­უ­კითხ­ავს ქე­თე­ვა­ნი, არც მე­ტი­ვე­ებს და­უს­მე­ნი­ათ ახა­ლი ძმო­ბი­ლი და ამა­სო­ბა­ში კი ბა­ტონ­ყმო­ბაც გა­და­ვარ­დნი­ლა. მაგ­რამ "ჩვე­ნი კო­ბე­რი­ძის ქე­თო კი ისევ თე­დოს ტა­ნი­სა­მოს­ში დარ­ჩა; ამ­ჟა­მად ნა­ქე­თე­ვა­რი სცხოვ­რობს ახალ და­ბა­ში, რომ­ლის ტა­ნი­სა­მოს­საც შე­ად­გენს შემ­დე­გი: პა­ი­ჭე­ბი და ზედ ჭრე­ლი წინ­დე­ბი, წინ­დებ­ზედ კოხ­ტა ჩუს­ტე­ბი, გა­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლი ლურ­ჯი შარ­ვა­ლი, გულ­-მო­ქარ­გუ­ლი პე­რან­გი, ზედ ნა­ო­ჭი­ა­ნი ორ პი­რად ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ბლო­მად ღი­ლე­ბი­ა­ნი ახა­ლუ­ხი, ახა­ლუ­ხის გუ­ლი გახ­სნი­ლი, სა­ი­და­მაც მო­ქარ­გუ­ლი პე­რან­გი უჩანს, მოკ­ლე ნა­ო­ჭი­ა­ნი ქა­ლა­ქუ­რათ შე­კე­რი­ლი შა­ვი ჩო­ხა და ზედ აბ­რე­შუ­მის სარ­ტყე­ლი, თმა გარ­შემო შე­მოკ­რე­ჭი­ლი და ზედ ქარ­თუ­ლი გა­ლი­ბარ­დის შა­ვი მოხ­დე­ნი­ლი ქუ­დი. ქე­თო იქ­ნე­ბა ამ ჟა­მად სა­მო­ცის წლი­სა, წვერ­-ულ­ვა­შიც თხლათ და მოკ­ლეთ აქა იქ ამო­სუ­ლი, სა­ხე­ზედ მო­წე­უ­ლი­ა, შავ­გვრე­მა­ნი, ჭა­ღა­რა სრუ­ლე­ბით არ ეტყ­ო­ბა, ცხე­ნით მოგ­ზა­უ­რო­ბაც უშიშ­რათ შე­უძ­ლი­ან და ხში­რა­თაც აქეთ იქით სა­ვაჭ­რო­ზედ და­ი­ა­რე­ბა; ლხი­ნის სუფ­რა იქ­მნე­ბა თუ ჭი­რი­სა, კა­ცე­ბის გუნ­დში ჯდე­ბა, რო­მე­ლიც სიმ­ღე­რის დრო­საც მათ­თან იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ყვე­ლა მნახ­ველს თა­ვი­სის მა­მა­ცო­ბით აკ­ვირ­ვებს. ხალხს ქე­თო გა­და­ვიწყ­ე­ბუ­ლი ჰყავთ და ყვე­ლა ეძა­ხის თე­დოს". რით გან­სხვავ­დე­ბა ქე­თო-­თე­დოს ამ­ბა­ვი ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე კე­სო-­ბე­სოს ამ­ბის­გან? მარ­თა­ლი­ა, ბე­სო აბ­რა­მი­ძეც სოფ­ლად გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ბა­ტონს კი არა, სა­კუ­თარ მა­მა­კა­ცო­ბას გა­მო­ექ­ცა სოფ­ლი­დან და თბი­ლისს იმ იმე­დით შე­ე­ფა­რა, ქა­ლად ქცე­ულს დე­და­ქა­ლა­ქი გა­ცი­ლე­ბით იო­ლად მი­მი­ღებ­სო. რაც შე­ე­ხე­ბა "კას­სის" გა­ქურ­დვას, ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და ბან­კის ფი­ლი­ა­ლებ­ზე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმე­ბი და "შერ­ჩე­უ­ლი გა­სა­ღე­ბე­ბი" სუ­ლაც აღა­რაა სა­ჭი­რო.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია