პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ხიფათიანი ადამიანი მსოფლიოში
ყველაზე ხიფათიანი ადამიანი მსოფლიოში

ფლო­რი­დის შტა­ტის 29 წლის მკვიდ­რი ერიკ ნორი ყვე­ლა­ზე ხი­ფა­თი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია დე­და­მი­წის ზურ­გზე. ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლებ­ზე ცოლ-შვილ­სა და სი­მამ­რთან ერ­თად დას­ვე­ნე­ბის დროს მან წყალ­ქვე­შა ნა­დი­რო­ბით გარ­თო­ბა გა­ნიზ­რა­ხა. თუმ­ცა ერი­კის გან­ზრახ­ვას ზვი­გენ­მა შე­უ­შა­ლა ხელი, რო­მელ­მაც მას ლა­მის ფეხი მო­ა­ჭა­მა. დაჭ­რი­ლი ერი­კი წყლი­დან სი­მამრმა ამო­იყ­ვა­ნა.

სი­მამრმა ერიკს და­შა­ვე­ბუ­ლი ფეხი გა­და­უხ­ვია, მე­უღ­ლემ კი მაშ­ვე­ლე­ბი დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძა­ხა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მებ­მა შე­ი­ტყვეს, რომ ეს პირ­ვე­ლი სა­ხი­ფა­თო შემ­თხვე­ვა არ იყო ამე­რი­კე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნორს მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს მე­ხის და­ცე­მა, ჩხრი­ა­ლა გვე­ლის კბე­ნა და მა­ი­მუ­ნებ­თან შე­ტა­კე­ბა აქვს გა­და­ტა­ნი­ლი. თუმ­ცა ზვი­გე­ნის თავ­დას­ხმა მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ და და­უ­ვი­წყარ მოვ­ლე­ნად იქცა.

"ეს და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იყო. ვფიქ­რობ­დი, წყლი­დან ცო­ცხა­ლი ვერ ამო­ვაღ­წევ­დი", - ამ­ბობს ერი­კი, რო­მე­ლიც წყალ­ქვე­შა ნა­დი­რო­ბით 8 წლის ასა­კი­დან არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

ახლა მან კა­ნის გა­და­ნერგვის რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია უნდა გა­ი­კე­თოს, რათა ფე­ხის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლი აღიდ­გი­ნოს.

ხი­ფა­თის მხრივ ერიკ ნორს კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს კო­ლუმ­ბი­ე­ლი ალექ­სან­დრე მენ­დო­ნი, რო­მელ­საც მეხი ოთხჯერ და­ე­ცა, თუმ­ცა სიკ­ვდი­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ოთხჯერ­ვე შეძ­ლო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ყველაზე ხიფათიანი ადამიანი მსოფლიოში

ყველაზე ხიფათიანი ადამიანი მსოფლიოში

ფლორიდის შტატის 29 წლის მკვიდრი ერიკ ნორი ყველაზე ხიფათიანი ადამიანია დედამიწის ზურგზე. ბაჰამის კუნძულებზე ცოლ-შვილსა და სიმამრთან ერთად დასვენების დროს მან წყალქვეშა ნადირობით გართობა განიზრახა. თუმცა ერიკის განზრახვას ზვიგენმა შეუშალა ხელი, რომელმაც მას ლამის ფეხი მოაჭამა. დაჭრილი ერიკი წყლიდან სიმამრმა ამოიყვანა.

სიმამრმა ერიკს დაშავებული ფეხი გადაუხვია, მეუღლემ კი მაშველები დროულად გამოიძახა. საავადმყოფოში ექიმებმა შეიტყვეს, რომ ეს პირველი სახიფათო შემთხვევა არ იყო ამერიკელის ცხოვრებაში. როგორც აღმოჩნდა, ნორს მოგზაურობების დროს მეხის დაცემა, ჩხრიალა გველის კბენა და მაიმუნებთან შეტაკება აქვს გადატანილი. თუმცა ზვიგენის თავდასხმა მისთვის ყველაზე საშინელ და დაუვიწყარ მოვლენად იქცა.

"ეს დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. ვფიქრობდი, წყლიდან ცოცხალი ვერ ამოვაღწევდი", - ამბობს ერიკი, რომელიც წყალქვეშა ნადირობით 8 წლის ასაკიდან არის გატაცებული.

ახლა მან კანის გადანერგვის რამდენიმე ოპერაცია უნდა გაიკეთოს, რათა ფეხის დაზიანებული ნაწილი აღიდგინოს.

ხიფათის მხრივ ერიკ ნორს კონკურენციას უწევს კოლუმბიელი ალექსანდრე მენდონი, რომელსაც მეხი ოთხჯერ დაეცა, თუმცა სიკვდილისგან თავის დაღწევა ოთხჯერვე შეძლო.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს