პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო გელაშვილს უცნაური ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა
ნატო გელაშვილს უცნაური ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა

3 აგ­ვის­ტოს ბა­თუ­მის ერთ-ერთ კლუბ­ში, კომ­პო­ზი­ტორ ნატო გე­ლაშ­ვი­ლის სა­ღა­მო იყო და­გეგ­მი­ლი, რომ­ლის­თვის მუ­სი­კო­სი 3 აგ­ვის­ტოს დი­ლას ბა­თუმ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, მაგ­რამ გორ­თან უც­ნა­უ­რი რამ შე­ემ­თხვა: მან­ქა­ნას ("ტო­ი­ო­ტა-პრა­დო") სა­ბუ­რა­ვი შე­მო­ერ­ღვა.

ნატო გე­ლაშ­ვი­ლი:

- ტრა­სა­ზე 110 კმ/სჩ-ით ვმოძ­რა­ობ­დი, მან­ქა­ნა­ში ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი და მისი შვი­ლი მეს­ხდნენ. გორ­თან არ ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, რომ ვიგ­რძე­ნი, სა­ბუ­რავს რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა. მაგ დროს მან­ქა­ნას გა­ა­ჩე­რებ კი არა, მისი და­მორ­ჩი­ლე­ბაც ძნე­ლია, ამი­ტომ სე­რი­ო­ზუ­ლი მან­ძი­ლი იძუ­ლე­ბით, დის­კზე ვი­ა­რე. მოკ­ლედ, სა­ჭეს­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა მო­მიხ­და, - სა­კუ­თარ თავ­ში მო­ვიკ­რი­ბე ძალა, ენერ­გია და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი ცუდი შე­დე­გით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მარ­ჯვე­ნა მხა­რე ბორ­დი­ურს მა­ინც გავ­კა­რი. ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბაა იმის ფონ­ზე, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი მძღო­ლი ვარ, ყი­ნულ­ზეც მოვ­ცუ­რე­ბულ­ვარ, ყო­ფი­ლა რა­ღაც შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ მსგა­ვი მე კი არა, მგო­ნი, ჩემ გარ­შე­მო არა­ვის გა­დახ­დე­ნია.

- სა­ბუ­რა­ვე­ბი არ გქონ­და წეს­რიგ­ში?

- რო­გორ არა, ყო­ველ­თვის წეს­რიგ­ში მაქვს, რად­გა­ნაც ხში­რად ჩემი შვი­ლე­ბი დამ­ყავს ხოლ­მე და ამი­ტომ, არა მარ­ტო სა­ბუ­რა­ვე­ბი, მთლი­ა­ნად მან­ქა­ნა ყო­ველ­თვის წეს­რიგ­ში მაქვს. მით უფრო, რომ სა­ბუ­რა­ვე­ბი სა­ერ­თოდ ახა­ლი იყო.

ამ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხე­ვის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მი­თხრეს, რომ ასე­თი რამ შე­იძ­ლე­ბა, მი­ლი­ონ­ში ერთი მოხ­დეს. ასე რომ, ჩემი შემ­თხვე­ვა ალ­ბათ იმ მი­ლო­ნი­დან ერ­თია.

ეს არ იყო არც მძღო­ლის და­უ­დევ­რო­ბა, არც შემ­ხვედ­რი მან­ქა­ნის ბრა­ლი... მან­ქა­ნა რომ გა­ვა­ჩე­რე და გად­მო­ვე­დი, თავს უამ­რა­ვი ხალ­ხი და­მეხ­ვია... მერე გა­მოვ­ცვა­ლე სა­ბუ­რა­ვი და გზა ბა­თუ­მის­კენ გა­ვაგ­რძე­ლე. აბა, რას ვი­ზამ­დი? სა­ღა­მოს კონ­ცერ­ტზე მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, მსმე­ნელს ხომ არ გა­ვაწ­ბი­ლებ­დი? ჰოდა, იმა­ვე სა­ღა­მოს კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თე.

- ამ­ბო­ბენ, სწო­რედ იმ სა­ღა­მო­ზე რთუ­ლი დღის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ, ნატო ზღვზე სკუ­ტე­რით გა­სე­ირ­ნე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რე­სო.

- ჰო, იყო რა­ღაც პრი­ზე­ბი და ჩემ­ზე თქვეს, რო­გო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ასე­თი რამ შე­ემ­თხვა და სა­ღა­მოს კონ­ცერ­ტი მა­ინც გა­მარ­თაო...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნატო გელაშვილს უცნაური ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა

ნატო გელაშვილს უცნაური ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა

3 აგვისტოს ბათუმის ერთ-ერთ კლუბში, კომპოზიტორ ნატო გელაშვილის საღამო იყო დაგეგმილი, რომლისთვის მუსიკოსი 3 აგვისტოს დილას ბათუმში მიემგზავრებოდა, მაგრამ გორთან უცნაური რამ შეემთხვა: მანქანას ("ტოიოტა-პრადო") საბურავი შემოერღვა.

ნატო გელაშვილი:

- ტრასაზე 110 კმ/სჩ-ით ვმოძრაობდი, მანქანაში ჩემი ბიძაშვილი და მისი შვილი მესხდნენ. გორთან არ ვიყავი მისული, რომ ვიგრძენი, საბურავს რაღაც სერიოზული პრობლემა შეექმნა. მაგ დროს მანქანას გააჩერებ კი არა, მისი დამორჩილებაც ძნელია, ამიტომ სერიოზული მანძილი იძულებით, დისკზე ვიარე. მოკლედ, საჭესთან სერიოზული ბრძოლა მომიხდა, - საკუთარ თავში მოვიკრიბე ძალა, ენერგია და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის ყველაფერი ცუდი შედეგით არ დასრულებულიყო, მაგრამ მარჯვენა მხარე ბორდიურს მაინც გავკარი. ეს უმნიშვნელო დაზიანებაა იმის ფონზე, რაც მოსალოდნელი იყო. საკმაოდ გამოცდილი მძღოლი ვარ, ყინულზეც მოვცურებულვარ, ყოფილა რაღაც შემთხვევები, მაგრამ მსგავი მე კი არა, მგონი, ჩემ გარშემო არავის გადახდენია.

- საბურავები არ გქონდა წესრიგში?

- როგორ არა, ყოველთვის წესრიგში მაქვს, რადგანაც ხშირად ჩემი შვილები დამყავს ხოლმე და ამიტომ, არა მარტო საბურავები, მთლიანად მანქანა ყოველთვის წესრიგში მაქვს. მით უფრო, რომ საბურავები საერთოდ ახალი იყო.

ამ ავტოსაგზაო შემთხევის შემდეგ, სპეციალისტებმა მითხრეს, რომ ასეთი რამ შეიძლება, მილიონში ერთი მოხდეს. ასე რომ, ჩემი შემთხვევა ალბათ იმ მილონიდან ერთია.

ეს არ იყო არც მძღოლის დაუდევრობა, არც შემხვედრი მანქანის ბრალი... მანქანა რომ გავაჩერე და გადმოვედი, თავს უამრავი ხალხი დამეხვია... მერე გამოვცვალე საბურავი და გზა ბათუმისკენ გავაგრძელე. აბა, რას ვიზამდი? საღამოს კონცერტზე მელოდებოდნენ, მსმენელს ხომ არ გავაწბილებდი? ჰოდა, იმავე საღამოს კონცერტი გავმართე.

- ამბობენ, სწორედ იმ საღამოზე რთული დღის საკომპენსაციოდ, ნატო ზღვზე სკუტერით გასეირნებით დაასაჩუქრესო.

- ჰო, იყო რაღაც პრიზები და ჩემზე თქვეს, როგორი პროფესიონალია, ასეთი რამ შეემთხვა და საღამოს კონცერტი მაინც გამართაო...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება