Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ექიმი, რომელიც ამერიკელ კოლეგებს დაეწია
ქართველი ექიმი, რომელიც ამერიკელ კოლეგებს დაეწია

ზუ­რაბ გუ­რუ­ლი ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მია. ბავ­შვთა ქი­რურ­გი, ამე­რი­კის მონტგო­მე­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის, ანეს­თე­ზია-რე­ა­ნი­მა­ცი­ის დი­რექ­ტო­რია, ასე­ვე, მი­სი­სი­პი­სა და ლუ­ი­ზი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რი. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, სურ­ვი­ლი აქვს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სფე­როს მო­ახ­მა­როს.

და­მე­თან­ხმე­ბით, ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბო­და ამე­რი­კა­ში ექი­მო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა. ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი "სკა­ი­პის" სა­შუ­ა­ლე­ბით გვიყ­ვე­ბა გან­ვლილ გზა­ზე, ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის სიძ­ნე­ლე­ებ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტებ­ზე.

- პირ­ვე­ლად ამე­რი­კა­ში 1995 წელს გა­ვემ­გზავ­რე. მა­ნამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვამ­თავ­რე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ექიმ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რე. დი­სერ­ტა­ცი­აც და­ვი­ცა­ვი, რის შემ­დე­გაც, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გაჩ­ნდა იმის შან­სი, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში, ნიუ-ორ­ლე­ა­ნის სა­ბავ­შვო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მევ­ლო პრაქ­ტი­კა. ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა კვლე­ვა­ზე და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ლი­ცენ­ზიო გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბო­და, პა­ცი­ენ­ტთან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი მქო­ნო­და.

- ალ­ბათ დი­დია გან­სხვა­ვე­ბა ჩვენ­სა და ამე­რი­კულ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებს შო­რის, არა?

- ნამ­დვი­ლად. ამე­რი­კა­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ოთხწ­ლი­ა­ნია და მისი დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას. კონ­კურ­სი ძა­ლი­ან დი­დია. რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში მო­სახ­ვედ­რად, მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის აღე­ბაა სა­ჭი­რო. მე ძა­ლი­ან ძლი­ერ კონ­ტინ­გენ­ტთან მო­მიხ­და შე­ჭი­დე­ბა. სწავ­ლის ამ სა­ფე­ხურ­ზე უკვე ხდე­ბა არ­ჩე­ვა იმი­სა, თუ რა კუ­თხით სურს ექიმს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ბავ­შვთა ქი­რურ­გი გახ­ლა­ვართ. რო­გორც გი­თხა­რით, თა­ვი­დან 1 წლით გა­ვემ­გზავ­რე ამე­რი­კა­ში, რის შემ­დე­გაც დავ­ბრუნ­დი და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გან­ვაგ­რძე მუ­შა­ო­ბა. სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი­ვით კარ­გი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მერე ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­ვემ­გზავ­რე და მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვაგ­რძე სწავ­ლა.

- რამ­დე­ნად გა­მო­გად­გათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა?

- კარ­გი კი­თხვაა. იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ამე­რი­კა ამ სფე­რო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 30 წლით წინ იყო. ძა­ლი­ან ბევრ გა­ნათ­ლე­ბულ ექიმს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ჰქონ­და და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ჩვენ­და სა­უ­ბე­დუ­როდ, ის წიგ­ნე­ბი მოს­კოვ­ში უნდა და­ბეჭ­დი­ლი­ყო, ეს პრო­ცე­სი კი, რო­გორც წესი, 15 ან 20 წლით იწე­ლე­ბო­და, ამა­სო­ბა­ში მე­დი­ცი­ნა წინ მი­ი­წევ­და და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოც ძველ­დე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი სწავ­ლის პე­დი­ოდ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბაც რთუ­ლი იყო. არ მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და ხელი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ზე - ინ­ტერ­ნეტ­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ზი­სურ მეც­ნი­ე­რე­ბებს, მა­გა­ლი­თად - ანა­ტო­მი­ას, ყველ­გან ერ­თნა­ი­რად ის­წავ­ლე­ბო­და. პრაქ­ტი­კის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით, 25 წლით ჩა­მოვ­რჩე­ბო­დით ამე­რი­კას. ჩას­ვლის­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა თა­ვი­დან მო­მიხ­და. გარ­და ამი­სა, ამე­რი­კე­ლებს და­უნ­დო­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი წვრთნის პრო­ცე­სი აქვთ, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ქი­რურ­გი­ულ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე იგ­რძნო­ბა. პირ­ვე­ლად სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში რომ შე­ვე­დი და წვერ­გა­უ­პარ­სა­ვი, თვა­ლებ­ჩაც­ვე­ნი­ლი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი და­ვი­ნა­ხე, შე­მე­შინ­და... ერთი თვის შემ­დეგ მეც ისე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ერთხელ, ძა­ლი­ან გა­მოც­დილ­მა და ასა­კო­ვან­მა ექიმ­მა მი­თხრა: ექი­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის არ კმა­რა მხო­ლოდ სურ­ვი­ლი, - ამის­თვის სა­ჭი­როა, მუ­შა­ო­ბის რთულ პი­რო­ბებ­შიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნო აზ­როვ­ნე­ბის სის­ხარ­ტე და ფი­ზი­კუ­რი გამ­ძლე­ო­ბაო. ოპე­რა­ცია ხში­რად 13 სა­ათს გრძელ­დე­ბო­და და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ზე დგო­მა გვი­წევ­და!.. და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, მა­შინ მივ­ხვდი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის წვრთნა, რა­საც რე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გავ­დი­ო­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი მიდ­გო­მა არ არის. ჩვენ­ში მრავ­ლად არი­ან 22 წლის ექი­მე­ბი, ამე­რი­კა­ში კი ასე­თი რამ თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ექი­მო­ბა არ არის ხე­ლო­ბა, ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა. სა­ჭი­როა, პა­ცი­ენ­ტი ბო­ლომ­დე გა­იხ­სნას; ხში­რად ჩვენც გვი­წევს "აღ­სა­რე­ბის ჩა­ბა­რე­ბა"... ამე­რი­კა­ში ექი­მი რომ გახ­დე, ამის­თვის 16 წე­ლია სა­ჭი­რო. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მაა: სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და ექი­მის ხა­რის­ხის შემ­ფა­სე­ბე­ლი კო­მი­სია. ამე­რი­კა­ში ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს, რე­ზი­დენ­ტმა კო­მი­სი­ას უნდა წა­რუდ­გი­ნოს, რამ­დე­ნი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რა შე­დე­გით სრულ­დე­ბო­და ისი­ნი. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია რუ­სე­თის­კენ გე­ზის აღე­ბა­ზე, ხალ­ხმა უნდა იცო­დეს - თუ ეს მოხ­დე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა, კულ­ტუ­რა უკუს­ვლას და­ი­წყებს: რუ­სეთს ათე­უ­ლი წლე­ბი აქვს გა­სავ­ლე­ლი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.

- ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ექი­მებს თუ უზი­ა­რებთ?

- 2001 წლამ­დე არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დე­ნი ექი­მი ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი და რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დით. ვა­შინგტონ­ში, ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ელ­ჩის, ბათუ ქუ­თე­ლი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და კონ­ფე­რენ­ცია და სხვა­დას­ხვა შტატ­ში მო­მუ­შა­ვე ექი­მებ­მა მა­შინ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა იყო, რად­გან ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ამე­რი­კულ-ქარ­თუ­ლი ასო­ცი­ა­ცია, სა­დაც ექი­მე­ბი გა­ვერ­თი­ან­დით. და­ვი­წყეთ იმა­ზე ფიქ­რი, თუ რო­გორ დავ­ხმა­რე­ბო­დით სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას. სამ­წუ­ხა­როდ, ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ვერ ხერ­ხდე­ბა, მხო­ლოდ ერთჯე­რად დახ­მა­რე­ბებს ვუ­წევთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ხით. თბი­ლის­ში 2 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­აც ჩა­ვა­ტა­რეთ, რო­მელ­შიც ექი­მე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ვა­პი­რებთ შე­ვად­გი­ნოთ სია იმ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ივ­ლი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად. მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ უნდა იცო­დეს სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ. ეს პრო­ცე­სი ახლა თუ არ და­ი­წყო, სა­სი­კე­თო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან დაგ­ვი­ან­დე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით იყოს და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მხო­ლოდ თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე ფიქ­რო­ბენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი კი აა­შე­ნე­ბენ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე და­იხ­ვე­წე­ბა და ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

- მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თუ გქო­ნი­ათ სა­უბ­რე­ბი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი?

- დიახ. ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთა­ნაც მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი. ჩემი სურ­ვი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­საც ჰქონ­დეს ისე­თი­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში, რო­გო­რიც ამე­რი­კე­ლებს აქვთ და მის შექ­მნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უნდა ჩა­ერ­თონ. ამის­თვის, ასე­ვე უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფოს ნება, ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს. ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­დი­ცი­ნო დი­ას­პო­რა გვყავს. ეს ხალ­ხი 90-იან წლებს გა­ექ­ცა, რათა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია არ და­ე­კარ­გა. მათი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს უნდა მო­ვახ­მა­როთ. სა­ხელ­მწი­ფოს ნე­ბის გა­რე­შე ეს იცით, რას ჰგავს? - ადა­მი­ანს თავი რომ სტკი­ვა და მხო­ლოდ გა­მა­ყუ­ჩე­ბელს ას­მევ; არ ფიქ­რობ, გა­მო­იკ­ვლიო, რა იწ­ვევს თა­ვის ტკი­ვილს... ჰო, კი­დევ, გა­მა­ო­ცა იმ ფაქ­ტმა, რომ რე­ზი­დენ­ტე­ბი კლი­ნი­კებ­ში სწავ­ლის სა­ფა­სურს იხ­დი­ან. ამე­რი­კა­ში სა­ხელ­მწი­ფოა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ექიმ­მა ის­წავ­ლოს და კვა­ლი­ფი­კა­ცია აი­მაღ­ლოს, ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი რე­ზი­დენ­ტის­თვის სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კას წე­ლი­წად­ში 150 ათას დო­ლარს უხ­დის. სამ­წუ­ხა­როდ, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში დღე­საც ისე­თი­ვე ქა­ო­სია, რაც წინა მთავ­რო­ბის დროს იყო. ჯი­უ­ტად ვცდი­ლობ, მათ ვა­ი­ძუ­ლო, რომ საღი აზრი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

- რამ­დე­ნად ხში­რად უწევთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს ქარ­თვე­ლებს? ალ­ბათ ძი­რი­თა­დად, ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­მარ­თა­ვენ, არა?

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი "დიდ პა­ტივს გვცემს". "ფე­ის­ბუ­კის" წყა­ლო­ბით, ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ერთი ბავ­შვი სრუ­ლი­ად განვკურ­ნე. შუ­ა­მავ­ლო­ბას ხში­რად ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბიც გვი­წე­ვენ. ბავ­შვებ­ში ბევ­რი თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­აა, რომ­ლის მკურ­ნა­ლო­ბა ძვი­რი ჯდე­ბა. ხში­რად გა­მი­გო­ნია, რომ სრუ­ლი­ად უი­მე­დო პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი გა­ე­დი­ნე­ბა: ვი­ნა­ი­დან სა­ზღვარ­გა­რეთ პა­ცი­ენ­ტებს არა­ვინ იცავს, ფულს უპ­რობ­ლე­მოდ იჯი­ბა­ვენ ექი­მე­ბი და კლი­ნი­კე­ბი. ბევ­რი ექი­მი ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ხში­რად არც ვი­ცით, რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნეა. სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ექ­სპერ­ტად არ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ.

- თქვენს ოჯახ­ზე მო­მი­ყე­ვით. რო­გორც ვიცი, მე­უღ­ლე და 2 ვა­ჟიშ­ვი­ლი გყავთ. ისი­ნიც თქვენ­თან, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ?

- ჩემი მე­უღ­ლეც ექი­მი გახ­ლავთ, გი­ნე­კო­ლო­გია. ვი­ფიქ­რეთ, სა­ქარ­თვე­ლო­დან 2 ექი­მის წას­ვლა არ იქ­ნე­ბო­და კარ­გი საქ­ცი­ე­ლი... მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობს. ცოტა ხნის წინ, დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა და დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მი­ი­ღო. გარ­და ამი­სა, მი­სი­სი­პის გი­ნე­კო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. რაც შე­ე­ხე­ბათ შვი­ლებს, - გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ე­ღოთ. უფ­როს­მა ვაჟ­მა თბი­ლი­სის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა და ახლა ამე­რი­კა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯში სწავ­ლობს, მერე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. უმ­ცრო­სი ვაჟი სა­ქარ­თვე­ლო­შია და ჯერ­ჯე­რო­ბით, სკო­ლის მოს­წავ­ლეა. ის ჩემ­თან ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­მო­დის.

- რო­გორც მი­თხა­რით, ამე­რი­კა­ში ექი­მებს, ბევ­რი მუ­შა­ო­ბა გი­წევთ. შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სია?

- ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ექი­მე­ბი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის რიგ­ში შე­დი­ან. რო­გორც გი­თხა­რით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია, სტრე­სუ­ლი სა­მუ­შა­ოა და კონ­კუ­რენ­ცი­აც დი­დია. აქ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ექი­მი არ არ­სე­ბობს. არც ისე­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი ყო­ფი­ლა, რომ ექიმს სამ­სა­ხუ­რი და­ე­კარ­გოს. სო­ლი­დუ­რი და პა­ტივ­ცე­მუ­ლი სამ­სა­ხუ­რი გახ­ლავთ. ენ­თუ­ზი­აზმს ნაკ­ვერ­ჩხა­ლი­ვით მუ­დამ გაღ­ვი­ვე­ბა სჭირ­დე­ბა და ეს შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ყო­ველ­დღე სა­კუ­თარ თავ­ზე ვმუ­შა­ობთ, სულ გა­მოც­დებს ვა­ბა­რებთ. ლუ­ი­ზი­ა­ნი­სა და მი­სი­სი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ვარ და სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლე­ბა მიხ­დე­ბა, ამი­ტო­მაც სა­ჭი­როა, ყვე­ლა სი­ახ­ლე ვი­ცო­დე. დიდ უფ­ლე­ბებს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მოს­დევს.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
1

ექიმ ზურა გურულის ნათვამში საღი აზროვნებაა მხოლოდ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა გზა გამოიარა საქართველომ 1990 წლიდან დღემდის. ჩემთვის განსაკუთრებით ისაა/იქნება საინტერესო, ასეთი დონის, მიდგომის და ათეული ტრილიონის აქტივების მქონე ჯანდაცვის სისტემა, რატომ დაიფშვნა კორონასთან შეხებაში და რატომ ვერ პასუხობს გამოწვევებს. რატომა გაჩნდა/არსებობს/შეექმნა სამედიცინო დეფიციტის ნიშანი. ამის ცალსახად ჯანმოზე გადაბრალება არ მიმაჩნია სწორად. როგორც ჩვენთან ასევე უმეტეს განვითარებულ ქვეყნებს დრემდე არ გააჩნიათ ჩარჩო ხედვა კორონასთან შეხებაში. რასთან გვაქს საქმე? თუ ამაზე გულწრფელად ისაუბრებს ბ-ნ გურული, მაშინ შეიძლება შევაფასო/დავაფასო ექიმ გურულის მოსაზრებები. აღნიშნული, სულ არ ნიშნავს ხელი ჩავიქნიოთ კორონასთან შეხებაში და საქართველოს არ გააჩნდეს ჩარჩო ეფექტიანი ხედვა კორონასთან შეხებაზე. ქართველები ვართ და მას მაინც ჩამოვაყალიბებთ, კარგი იქნება ექიმ გურულმა(ასევე მისმა ნახსენებმა ასოციაციამ) გააკეტოს მოხსენება/კონფერენცია, ანოტაცია წამყვანი ქვეყნების მიერ კორონასთან შეხებაზე და რაც შეიძლება დროულად, რადგან ის და ყყველა რესურსი(მათ შორის საკუთარი) ვნახოთ არა ამერიკულ, არამედ ქართულ წვრთნაში. კორონასთან შეხებამდეც ამ აზრში ვარ/ვიყავი და იმასაც ცალსახად ვამბობდი, რომ ასეთი შემთხვევა გვაჩვენებს უნიფიცირებული საბაზრო სამედიცინო პრაქტიკის ეფექტიანობებს ცალკეული ქვეყნების მიხედვით.

ზვიო
3

მიშას კადრია...

ქართველი ექიმი, რომელიც ამერიკელ კოლეგებს დაეწია

ქართველი ექიმი, რომელიც ამერიკელ კოლეგებს დაეწია

ზურაბ გურული ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმია. ბავშვთა ქირურგი, ამერიკის მონტგომერის სახელობის კლინიკის, ანესთეზია-რეანიმაციის დირექტორია, ასევე, მისისიპისა და ლუიზიანის უნივერსიტეტების პროფესორი. როგორც თავად გვითხრა, სურვილი აქვს, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მოახმაროს.

დამეთანხმებით, ადვილი არ იქნებოდა ამერიკაში ექიმობის უფლების მოპოვება. ბატონი ზურაბი "სკაიპის" საშუალებით გვიყვება განვლილ გზაზე, ამერიკული ცხოვრების სიძნელეებსა და სასიამოვნო მომენტებზე.

- პირველად ამერიკაში 1995 წელს გავემგზავრე. მანამდე, საქართველოში დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ასპირანტურაში ჩავაბარე. დისერტაციაც დავიცავი, რის შემდეგაც, სრულიად შემთხვევით გაჩნდა იმის შანსი, რომ ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში, ნიუ-ორლეანის საბავშვო საავადმყოფოში გამევლო პრაქტიკა. ვმუშაობდი სხვადასხვა კვლევაზე და პარალელურად, სალიცენზიო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. სპეციალური ლიცენზიის გარეშე არ შეიძლებოდა, პაციენტთან უშუალო კონტაქტი მქონოდა.

- ალბათ დიდია განსხვავება ჩვენსა და ამერიკულ სამედიცინო განათლების სისტემებს შორის, არა?

- ნამდვილად. ამერიკაში ბაკალავრიატი ოთხწლიანია და მისი დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაში აგრძელებენ სწავლას. კონკურსი ძალიან დიდია. რეზიდენტურაში მოსახვედრად, მაღალი ქულების აღებაა საჭირო. მე ძალიან ძლიერ კონტინგენტთან მომიხდა შეჭიდება. სწავლის ამ საფეხურზე უკვე ხდება არჩევა იმისა, თუ რა კუთხით სურს ექიმს მუშაობის გაგრძელება. ბავშვთა ქირურგი გახლავართ. როგორც გითხარით, თავიდან 1 წლით გავემგზავრე ამერიკაში, რის შემდეგაც დავბრუნდი და იაშვილის კლინიკაში განვაგრძე მუშაობა. სურვილი იმისა, რომ ამერიკელებივით კარგი და ხარისხიანი განათლება მიმეღო, იმდენად ძლიერი იყო, რომ მერე ხანგრძლივი დროით გავემგზავრე და მიჩიგანის უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა.

- რამდენად გამოგადგათ საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლება?

- კარგი კითხვაა. იმ დროს, როდესაც საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, ამერიკა ამ სფეროში დაახლოებით, 30 წლით წინ იყო. ძალიან ბევრ განათლებულ ექიმს თანამედროვე მედიცინაზე მორგებული სახელმძღვანელოები ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ის წიგნები მოსკოვში უნდა დაბეჭდილიყო, ეს პროცესი კი, როგორც წესი, 15 ან 20 წლით იწელებოდა, ამასობაში მედიცინა წინ მიიწევდა და სახელმძღვანელოც ძველდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩემი სწავლის პედიოდში ლიტერატურის მოძიებაც რთული იყო. არ მიგვიწვდებოდა ხელი საერთაშორისო ბიბლიოთეკებზე - ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც შეეხება ბაზისურ მეცნიერებებს, მაგალითად - ანატომიას, ყველგან ერთნაირად ისწავლებოდა. პრაქტიკის მიღების თვალსაზრისით, 25 წლით ჩამოვრჩებოდით ამერიკას. ჩასვლისთანავე, ძალიან ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა. გარდა ამისა, ამერიკელებს დაუნდობელი პრაქტიკული წვრთნის პროცესი აქვთ, ეს განსაკუთრებით ქირურგიულ სპეციალობებზე იგრძნობა. პირველად საოპერაციოში რომ შევედი და წვერგაუპარსავი, თვალებჩაცვენილი, მოუწესრიგებელი ახალგაზრდები დავინახე, შემეშინდა... ერთი თვის შემდეგ მეც ისეთივე მდგომარეობაში ვიყავი. ერთხელ, ძალიან გამოცდილმა და ასაკოვანმა ექიმმა მითხრა: ექიმად ჩამოყალიბებისთვის არ კმარა მხოლოდ სურვილი, - ამისთვის საჭიროა, მუშაობის რთულ პირობებშიც შეინარჩუნო აზროვნების სისხარტე და ფიზიკური გამძლეობაო. ოპერაცია ხშირად 13 საათს გრძელდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა გვიწევდა!.. დამოუკიდებლად მუშაობა რომ დავიწყე, მაშინ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის წვრთნა, რასაც რეზიდენტობის პერიოდში გავდიოდი. საქართველოში ასეთი მიდგომა არ არის. ჩვენში მრავლად არიან 22 წლის ექიმები, ამერიკაში კი ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია. ექიმობა არ არის ხელობა, ეს ხელოვნებაა. საჭიროა, პაციენტი ბოლომდე გაიხსნას; ხშირად ჩვენც გვიწევს "აღსარების ჩაბარება"... ამერიკაში ექიმი რომ გახდე, ამისთვის 16 წელია საჭირო. კიდევ ერთი პრობლემაა: საქართველოში არ არსებობდა ექიმის ხარისხის შემფასებელი კომისია. ამერიკაში ყოველი წლის ბოლოს, რეზიდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს, რამდენი ოპერაციის გაკეთებაში მონაწილეობდა და რა შედეგით სრულდებოდა ისინი. როდესაც საუბარია რუსეთისკენ გეზის აღებაზე, ხალხმა უნდა იცოდეს - თუ ეს მოხდება, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა უკუსვლას დაიწყებს: რუსეთს ათეული წლები აქვს გასავლელი განვითარებული სტანდარტების მისაღწევად.

- ამდენი წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს ექიმებს თუ უზიარებთ?

- 2001 წლამდე არავის აინტერესებდა, რამდენი ექიმი ვიყავით წასული და რას ვსაქმიანობდით. ვაშინგტონში, ამერიკაში საქართველოს მაშინდელი ელჩის, ბათუ ქუთელიას ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია და სხვადასხვა შტატში მომუშავე ექიმებმა მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ჩამოვაყალიბეთ ამერიკულ-ქართული ასოციაცია, სადაც ექიმები გავერთიანდით. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავხმარებოდით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. სამწუხაროდ, ძირეული ცვლილებები ვერ ხერხდება, მხოლოდ ერთჯერად დახმარებებს ვუწევთ ჩვენს მოქალაქეებს, კონსულტაციების სახით. თბილისში 2 საერთაშორისო კონფერენციაც ჩავატარეთ, რომელშიც ექიმები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. ვაპირებთ შევადგინოთ სია იმ ქართველი ექიმებისა, რომლებიც რეგულარულად ივლიან საქართველოში ლექციების წასაკითხად. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს სიახლეების შესახებ. ეს პროცესი ახლა თუ არ დაიწყო, სასიკეთო შედეგების მიღწევა ძალიან დაგვიანდება. არ შეიძლება, სამედიცინო სფერო არაპროფესიონალებით იყოს დაკომპლექტებული. პოლიტიკოსები მხოლოდ თავიანთ ადგილებზე ფიქრობენ, პროფესიონალები კი ააშენებენ სისტემას, რომელიც წლების მანძილზე დაიხვეწება და ჩამოყალიბდება.

- მთავრობის წარმომადგენლებთან თუ გქონიათ საუბრები, კონსულტაციები?

- დიახ. ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ჯანდაცვის მინისტრთანაც მქონდა შეხვედრები. ჩემი სურვილია, საქართველოსაც ჰქონდეს ისეთივე საგანმანათლებლო სისტემა სამედიცინო სფეროში, როგორიც ამერიკელებს აქვთ და მის შექმნაში საერთაშორისო კლასის სპეციალისტები უნდა ჩაერთონ. ამისთვის, ასევე უნდა იყოს სახელმწიფოს ნება, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ძალიან კარგი სამედიცინო დიასპორა გვყავს. ეს ხალხი 90-იან წლებს გაექცა, რათა საკუთარი პროფესია არ დაეკარგა. მათი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალს უნდა მოვახმაროთ. სახელმწიფოს ნების გარეშე ეს იცით, რას ჰგავს? - ადამიანს თავი რომ სტკივა და მხოლოდ გამაყუჩებელს ასმევ; არ ფიქრობ, გამოიკვლიო, რა იწვევს თავის ტკივილს... ჰო, კიდევ, გამაოცა იმ ფაქტმა, რომ რეზიდენტები კლინიკებში სწავლის საფასურს იხდიან. ამერიკაში სახელმწიფოა დაინტერესებული, ექიმმა ისწავლოს და კვალიფიკაცია აიმაღლოს, ამიტომ თითოეული რეზიდენტისთვის სახელმწიფო კლინიკას წელიწადში 150 ათას დოლარს უხდის. სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროში დღესაც ისეთივე ქაოსია, რაც წინა მთავრობის დროს იყო. ჯიუტად ვცდილობ, მათ ვაიძულო, რომ საღი აზრი გაითვალისწინონ.

- რამდენად ხშირად უწევთ კონსულტაციებს ქართველებს? ალბათ ძირითადად, ბავშვებთან დაკავშირებით მოგმართავენ, არა?

- სოციალური ქსელები "დიდ პატივს გვცემს". "ფეისბუკის" წყალობით, ამერიკიდან ჩამოტანილი მედიკამენტებით ერთი ბავშვი სრულიად განვკურნე. შუამავლობას ხშირად ქართველი ექიმებიც გვიწევენ. ბავშვებში ბევრი თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომლის მკურნალობა ძვირი ჯდება. ხშირად გამიგონია, რომ სრულიად უიმედო პაციენტისთვის საქართველოდან სხვადასხვა კლინიკაში უზარმაზარი თანხები გაედინება: ვინაიდან საზღვარგარეთ პაციენტებს არავინ იცავს, ფულს უპრობლემოდ იჯიბავენ ექიმები და კლინიკები. ბევრი ექიმი ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ხშირად არც ვიცით, რა კვალიფიკაციის მქონეა. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი ექსპერტად არ უნდა მივიჩნიოთ.

- თქვენს ოჯახზე მომიყევით. როგორც ვიცი, მეუღლე და 2 ვაჟიშვილი გყავთ. ისინიც თქვენთან, ამერიკაში ცხოვრობენ?

- ჩემი მეუღლეც ექიმი გახლავთ, გინეკოლოგია. ვიფიქრეთ, საქართველოდან 2 ექიმის წასვლა არ იქნებოდა კარგი საქციელი... მეუღლე საქართველოში მუშაობს. ცოტა ხნის წინ, დისერტაცია დაიცვა და დოქტორის წოდება მიიღო. გარდა ამისა, მისისიპის გინეკოლოგიის ფაკულტეტთან თანამშრომლობს. რაც შეეხებათ შვილებს, - გადავწყვიტეთ, საბაზისო განათლება საქართველოში მიეღოთ. უფროსმა ვაჟმა თბილისის ამერიკული აკადემია დაამთავრა და ახლა ამერიკაში, სამედიცინო კოლეჯში სწავლობს, მერე უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. უმცროსი ვაჟი საქართველოშია და ჯერჯერობით, სკოლის მოსწავლეა. ის ჩემთან ზაფხულობით ჩამოდის.

- როგორც მითხარით, ამერიკაში ექიმებს, ბევრი მუშაობა გიწევთ. შრომის ანაზღაურება შესაბამისია?

- ამერიკაში მომუშავე ექიმები შრომის ანაზღაურებით, ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებული მოსამსახურეების რიგში შედიან. როგორც გითხარით, პროფესიონალად ჩამოყალიბება ძალიან ძნელია, სტრესული სამუშაოა და კონკურენციაც დიდია. აქ გაჭირვებული ექიმი არ არსებობს. არც ისეთი ეკონომიკური კრიზისი ყოფილა, რომ ექიმს სამსახური დაეკარგოს. სოლიდური და პატივცემული სამსახური გახლავთ. ენთუზიაზმს ნაკვერჩხალივით მუდამ გაღვივება სჭირდება და ეს შესაბამისი ანაზღაურებით გამოიხატება. ყოველდღე საკუთარ თავზე ვმუშაობთ, სულ გამოცდებს ვაბარებთ. ლუიზიანისა და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და სტუდენტების სწავლება მიხდება, ამიტომაც საჭიროა, ყველა სიახლე ვიცოდე. დიდ უფლებებს დიდი პასუხისმგებლობაც მოსდევს.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)