Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სა­ი­დუმ­ლო სა­კე­ტი, რომ­ლის გა­ტეხა შე­უძ­ლე­ბე­ლია

პირ­ვე­ლი სა­კე­ტი ჩვენს წელ­თაღ­რიცხ­ვამ­დე 550 წელს და­ამ­ზა­დეს, იე­რუ­სა­ლი­მის ძვე­ლი ჭიშ­კრის სა­კე­ტი ხის იყო, დი­დი და მარ­ტი­ვი კონ­სტრუქ­ცი­ის. მას შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, კა­რი ისე და­კე­ტოს, ქურ­დმა ვერ გა­ა­ღოს. ახ­ლა­ხან ქარ­თველ­მა მძარ­ცვე­ლებ­მა მრავ­ლის­მნახ­ვე­ლი იტა­ლი­ე­ლი კა­რა­ბი­ნე­რე­ბიც კი გა­აკ­ვირ­ვეს: კარს ისე­თი ხელ­საწყ­ო­თი აღებ­დნენ, რო­მე­ლიც სა­კეტს არც კი აზი­ა­ნებ­და. ტექ­ნი­კურ მეც­ნიე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის, გა­მომ­გო­ნე­ბელ თა­მაზ მუშ­კუ­დი­ა­ნის მი­ერ შექ­მნი­ლი სა­ი­დუმ­ლო სა­კე­ტი მრა­ვალ­მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო­ა... მი­სი შექ­მნის ის­ტო­რი­ა­სა და პრაქ­ტი­კულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე თვი­თონ ავ­ტო­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ეს სა­კე­ტი სხვა ჩამ­კე­ტი სის­ტე­მე­ბი­სა­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ საკ­ლი­ტულ­ში გა­სა­ღე­ბი თავ­სდე­ბა პერ­პენ­დი­კუ­ლა­რუ­ლად და არა ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად, რო­გორც ტრა­დი­ცი­ულ სა­კე­ტებ­ში­ა. გა­სა­ღე­ბი საკ­ლი­ტუ­ლის ხვრე­ლი­დან გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის მოქ­ნი­ლი ბა­გი­რით, მიმ­მარ­თვე­ლის გავ­ლით, ეშ­ვე­ბა მე­ქა­ნიზ­მში. ხე­ლის ერ­თი მოძ­რა­ო­ბა და, სა­კე­ტი ირა­ზე­ბა ან იღე­ბა! სა­ი­დუმ­ლო ლი­თო­ნის ღე­როს­გან დამ­ზა­დე­ბულ გა­სა­ღებ­ში­ა. მას­ზე მაგ­რდე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან მკაც­რად გან­საზღ­ვრუ­ლი მან­ძი­ლით (რაც კო­დი­რე­ბის ერ­თ-ერ­თი ელე­მენ­ტი­ა) და­შო­რე­ბუ­ლი რგო­ლე­ბი, რო­მელ­თა დი­ა­მეტ­რიც ასე­ვე კო­დი­რე­ბუ­ლი­ა. სა­კე­ტის მე­ქა­ნიზ­მში რგო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფირ­ფი­ტე­ბი სწო­რედ გა­სა­ღე­ბის კო­დის შე­სა­ბა­მი­სად მონ­ტაჟ­დე­ბა; სხვა­დას­ხვა დი­ა­მეტ­რის რამ­დე­ნი­მე რგო­ლის ერ­თმა­ნე­თი­სა­გან 0,1 მმ სი­ზუს­ტით და­ყე­ნე­ბა კი ურ­თუ­ლე­სი­ა, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამა­შია სა­კე­ტის სა­ი­დუმ­ლო.

- რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს თქვენს გა­მო­გო­ნე­ბას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- სა­კე­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სახ­ლის, ავ­ტო­ფა­რე­ხის კა­რის, სე­ი­ფის და­სა­კე­ტად. მას რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი, შე­საძ­ლო­ა, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი სა­ი­დუმ­ლო კო­დი აქვს, რომ­ლის ამოც­ნო­ბა სა­კე­ტის არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი გამ­ღე­ბის­თვის ანუ ქურ­დის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. გარ­და ამი­სა, სა­კეტს აქვს სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­ტეხ­ის მცდე­ლო­ბის­თა­ნა­ვე ირ­თვე­ბა, კერ­ძოდ, ჩა­ირ­თვე­ბა სი­რე­ნა და ავ­ტო­დამ­რე­კი სა­კე­ტის მფლო­ბელს მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მი­სი კა­რი იღე­ბა, მის მო­ბი­ლურ­ზე და­ი­რე­კე­ბა ნომ­რი­დან, თუნ­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტე­ლე­ფო­ნი­დან, რო­მე­ლიც მას წი­ნას­წარ აქვს ჩა­ნიშ­ნუ­ლი და მიხ­ვდე­ბა, რომ მი­სი სახ­ლის კა­რი საფ­რთხე­ში­ა, შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, გე­მის სი­რე­ნის ან მო­ციმ­ცი­მე შუ­ქის ჩარ­თვაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ცხა­დი­ა, სახ­ლის კა­რის გა­ღე­ბამ­დე ხდე­ბა. შე­საძ­ლო­ა, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ქურ­დმა კა­რი ვერც კი გა­ა­ღოს, პატ­რონს კი სიგ­ნა­ლი მი­ე­წო­დე­ბა. და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რის მი­ერ კა­რის ხელ­ყო­ფის­თა­ნა­ვე, მის გა­ღე­ბამ­დე ბერ­კე­ტი ჩარ­თავს გა­დამ­რთველს, რაც თა­ვის მხრივ, აა­მოქ­მე­დებს სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მას; ხმო­ვა­ნი სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მის ჩარ­თვი­სას მძარ­ცვე­ლი დაფ­რთხე­ბა, პატ­რონს კი დრო ექ­ნე­ბა ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად. ამ სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მის უპი­რა­ტე­სო­ბაა ისი­ც, რომ სხვა სის­ტე­მე­ბი მხო­ლოდ კა­რის გა­ღე­ბის შემ­დეგ რე­ა­გი­რებს, ან ვიბ­რა­ცი­ა­ზე, რაც ხში­რად ცრუ გან­გა­შის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ჩე­მი გა­მო­გო­ნე­ბა და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პა­ტენ­ტო უწყ­ე­ბა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში.

- რამ­დე­ნი ასე­თი სა­კე­ტი გაქვთ და­ყე­ნე­ბუ­ლი?

- რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­კე­ტი მაქვს დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ჩე­მი სახ­ლის, აგა­რა­კის, ასე­ვე ჩე­მი ახ­ლო­ბელ­-მე­გობ­რე­ბის სახ­ლის კარ­ზე და­ვა­ყე­ნე. თი­თო­ე­ულს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფუნ­ქცია აქვს და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა, გა­უ­ღე­ბე­ლი სა­კე­ტი ეწო­დოს.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ მის გა­ტე­ხას ვე­რა­ვინ შეძ­ლებს?

- რაც ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ და ხელ­მა შექ­მნა, სა­პირ­წო­ნე ყო­ველ­თვის მო­ე­ძებ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ სა­კე­ტის გახ­სნა და­უ­ზი­ა­ნებ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ვინ შეძ­ლო! ამი­სათ­ვის სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ჯილ­დოც კი და­ვა­წე­სე, მაგ­რამ თან­ხა დღემ­დე ჩემ­თა­ნა­ა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ხათუნა
0

გამარჯობათ. და სად შეიძლება ამ საკეტის შეძენვა ? ასევე ფასი მაინტერესებს?

სა­ი­დუმ­ლო სა­კე­ტი, რომ­ლის გა­ტეხა შე­უძ­ლე­ბე­ლია

სა­ი­დუმ­ლო სა­კე­ტი, რომ­ლის გა­ტეხა შე­უძ­ლე­ბე­ლია

პირ­ვე­ლი სა­კე­ტი ჩვენს წელ­თაღ­რიცხ­ვამ­დე 550 წელს და­ამ­ზა­დეს, იე­რუ­სა­ლი­მის ძვე­ლი ჭიშ­კრის სა­კე­ტი ხის იყო, დი­დი და მარ­ტი­ვი კონ­სტრუქ­ცი­ის. მას შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, კა­რი ისე და­კე­ტოს, ქურ­დმა ვერ გა­ა­ღოს. ახ­ლა­ხან ქარ­თველ­მა მძარ­ცვე­ლებ­მა მრავ­ლის­მნახ­ვე­ლი იტა­ლი­ე­ლი კა­რა­ბი­ნე­რე­ბიც კი გა­აკ­ვირ­ვეს: კარს ისე­თი ხელ­საწყ­ო­თი აღებ­დნენ, რო­მე­ლიც სა­კეტს არც კი აზი­ა­ნებ­და. ტექ­ნი­კურ მეც­ნიე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის, გა­მომ­გო­ნე­ბელ თა­მაზ მუშ­კუ­დი­ა­ნის მი­ერ შექ­მნი­ლი სა­ი­დუმ­ლო სა­კე­ტი მრა­ვალ­მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო­ა... მი­სი შექ­მნის ის­ტო­რი­ა­სა და პრაქ­ტი­კულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე თვი­თონ ავ­ტო­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ეს სა­კე­ტი სხვა ჩამ­კე­ტი სის­ტე­მე­ბი­სა­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ საკ­ლი­ტულ­ში გა­სა­ღე­ბი თავ­სდე­ბა პერ­პენ­დი­კუ­ლა­რუ­ლად და არა ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად, რო­გორც ტრა­დი­ცი­ულ სა­კე­ტებ­ში­ა. გა­სა­ღე­ბი საკ­ლი­ტუ­ლის ხვრე­ლი­დან გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის მოქ­ნი­ლი ბა­გი­რით, მიმ­მარ­თვე­ლის გავ­ლით, ეშ­ვე­ბა მე­ქა­ნიზ­მში. ხე­ლის ერ­თი მოძ­რა­ო­ბა და, სა­კე­ტი ირა­ზე­ბა ან იღე­ბა! სა­ი­დუმ­ლო ლი­თო­ნის ღე­როს­გან დამ­ზა­დე­ბულ გა­სა­ღებ­ში­ა. მას­ზე მაგ­რდე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან მკაც­რად გან­საზღ­ვრუ­ლი მან­ძი­ლით (რაც კო­დი­რე­ბის ერ­თ-ერ­თი ელე­მენ­ტი­ა) და­შო­რე­ბუ­ლი რგო­ლე­ბი, რო­მელ­თა დი­ა­მეტ­რიც ასე­ვე კო­დი­რე­ბუ­ლი­ა. სა­კე­ტის მე­ქა­ნიზ­მში რგო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფირ­ფი­ტე­ბი სწო­რედ გა­სა­ღე­ბის კო­დის შე­სა­ბა­მი­სად მონ­ტაჟ­დე­ბა; სხვა­დას­ხვა დი­ა­მეტ­რის რამ­დე­ნი­მე რგო­ლის ერ­თმა­ნე­თი­სა­გან 0,1 მმ სი­ზუს­ტით და­ყე­ნე­ბა კი ურ­თუ­ლე­სი­ა, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამა­შია სა­კე­ტის სა­ი­დუმ­ლო.

- რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს თქვენს გა­მო­გო­ნე­ბას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- სა­კე­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სახ­ლის, ავ­ტო­ფა­რე­ხის კა­რის, სე­ი­ფის და­სა­კე­ტად. მას რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი, შე­საძ­ლო­ა, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი სა­ი­დუმ­ლო კო­დი აქვს, რომ­ლის ამოც­ნო­ბა სა­კე­ტის არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი გამ­ღე­ბის­თვის ანუ ქურ­დის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. გარ­და ამი­სა, სა­კეტს აქვს სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­ტეხ­ის მცდე­ლო­ბის­თა­ნა­ვე ირ­თვე­ბა, კერ­ძოდ, ჩა­ირ­თვე­ბა სი­რე­ნა და ავ­ტო­დამ­რე­კი სა­კე­ტის მფლო­ბელს მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მი­სი კა­რი იღე­ბა, მის მო­ბი­ლურ­ზე და­ი­რე­კე­ბა ნომ­რი­დან, თუნ­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტე­ლე­ფო­ნი­დან, რო­მე­ლიც მას წი­ნას­წარ აქვს ჩა­ნიშ­ნუ­ლი და მიხ­ვდე­ბა, რომ მი­სი სახ­ლის კა­რი საფ­რთხე­ში­ა, შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, გე­მის სი­რე­ნის ან მო­ციმ­ცი­მე შუ­ქის ჩარ­თვაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ცხა­დი­ა, სახ­ლის კა­რის გა­ღე­ბამ­დე ხდე­ბა. შე­საძ­ლო­ა, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ქურ­დმა კა­რი ვერც კი გა­ა­ღოს, პატ­რონს კი სიგ­ნა­ლი მი­ე­წო­დე­ბა. და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რის მი­ერ კა­რის ხელ­ყო­ფის­თა­ნა­ვე, მის გა­ღე­ბამ­დე ბერ­კე­ტი ჩარ­თავს გა­დამ­რთველს, რაც თა­ვის მხრივ, აა­მოქ­მე­დებს სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მას; ხმო­ვა­ნი სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მის ჩარ­თვი­სას მძარ­ცვე­ლი დაფ­რთხე­ბა, პატ­რონს კი დრო ექ­ნე­ბა ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად. ამ სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მის უპი­რა­ტე­სო­ბაა ისი­ც, რომ სხვა სის­ტე­მე­ბი მხო­ლოდ კა­რის გა­ღე­ბის შემ­დეგ რე­ა­გი­რებს, ან ვიბ­რა­ცი­ა­ზე, რაც ხში­რად ცრუ გან­გა­შის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ჩე­მი გა­მო­გო­ნე­ბა და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პა­ტენ­ტო უწყ­ე­ბა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში.

- რამ­დე­ნი ასე­თი სა­კე­ტი გაქვთ და­ყე­ნე­ბუ­ლი?

- რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­კე­ტი მაქვს დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ჩე­მი სახ­ლის, აგა­რა­კის, ასე­ვე ჩე­მი ახ­ლო­ბელ­-მე­გობ­რე­ბის სახ­ლის კარ­ზე და­ვა­ყე­ნე. თი­თო­ე­ულს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფუნ­ქცია აქვს და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა, გა­უ­ღე­ბე­ლი სა­კე­ტი ეწო­დოს.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ მის გა­ტეხას ვე­რა­ვინ შეძ­ლებს?

- რაც ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ და ხელ­მა შექ­მნა, სა­პირ­წო­ნე ყო­ველ­თვის მო­ე­ძებ­ნე­ბა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ სა­კე­ტის გახ­სნა და­უ­ზი­ა­ნებ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ვინ შეძ­ლო! ამი­სათ­ვის სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ჯილდოც კი და­ვა­წე­სე, მაგ­რამ თან­ხა დღემ­დე ჩემ­თა­ნა­ა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა დაისვენოთ, არც შაბათ-კვირას - ბილ გეითსის რჩევა ახალგაზრდებს

ქეით მიდლტონი დედამთილის გვირგვინით - სენტიმენტალური სტილი, რომელმაც ყველას  დაიანა გაახსენა

რა პრეპარატმა დააყენა უსიამოვნო სუნი პარლამენტში - აქტივისტები "საპროტესტო ხსნარის" ფოტოს ავრცელებენ