მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ცნობილი ოროსნები
ყველაზე ცნობილი ოროსნები

სკო­ლა­ში ხუ­თებ­ზე სწავ­ლას გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, რაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტია უნდა იყოს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს აზრი რა­ღაც შემ­თხვე­ვა­ში ან­ტი­პე­და­გო­გი­უ­რია, ოროს­ნო­ბა სა­ერ­თოდ არ არის სირ­ცხვი­ლი. ხან­და­ხან ეს შე­იძ­ლე­ბა დი­დე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მთა­ვა­რი სა­ფე­ხუ­რი გახ­დეს. ის­ტო­რი­ის­თვის ცნო­ბი­ლია ხუ­თოს­ნე­ბი­სა და ვუნ­დერ­კინ­დე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლებ­მაც ბავ­შვო­ბა­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­ზარ­დო­ბა­ში ვერ გა­ნავ­რცეს.

უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი. ცუ­დად სწავ­ლის ეს შემ­თხვე­ვა უფრო კლა­სი­კუ­რად და ყვე­ლა­ზე ფეს­ვგად­გმუ­ლად გვევ­ლი­ნე­ბა. არის­ტოკ­რა­ტი მშობ­ლე­ბის უფ­რო­სი შვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან ყალ­თა­ბან­დი იყო, სწავ­ლის პრო­ცე­სი თა­ვი­დან­ვე ეზი­ზღე­ბო­და. ჩერ­ჩი­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ გა­ნათ­ლე­ბა მის წი­ნა­შე ბრა­ზი­ა­ნი გუ­ვერ­ნან­ტის სა­ხით წარ­დგა, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნაც წი­ნას­წარ აუ­წყეს. იმ დღის­თვის ბი­ჭუ­ნა აი­ძუ­ლეს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე კი­თხვის­თვის, ყო­ველ­დღე გამ­ზრდელ­თან ერ­თად გა­ჭირ­ვე­ბით კი­თხუ­ლობ­და და სწო­რედ იმ დროს მიხ­ვდა რომ ეს პრო­ცე­სი არა მარ­ტო დამ­ღლე­ლი, არა­მედ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უშე­დე­გო იყო. რო­დე­საც მათ სახ­ლში გუ­ვერ­ნან­ტი მი­ვი­და, ჩერ­ჩილს წიგ­ნი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჯერ კი­დევ არ ჰქონ­და.

ჩერ­ჩი­ლი მო­იქ­ცა ისე, რო­გორც ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სხვა ოროს­ნე­ბი მო­იქ­ცე­ოდ­ნენ - გა­იქ­ცა! ცხრა წლის ასაკ­ში მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბა მტკი­ცედ დამ­კვიდ­რდა - იგი ას­კო­ტის წმინ­და გი­ორ­გის სკო­ლა­ში მი­ა­ბა­რეს. სწო­რედ იქ გა­ნი­ცა­და რე­ა­ლუ­რად ჩერ­ჩილ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე ინ­გლი­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის "სი­ა­მე­ნი". ამ სკო­ლა­ში ოროს­ნებს რე­გუ­ლა­რუ­ლად სცემ­დნენ, უინ­სტო­ნი კი ყვე­ლა­ზე ჩა­მორ­ჩე­ნილ მო­წა­ფე იყო. ამას­თან, სუ­ლე­ლი ბიჭი ნამ­დვი­ლად არ იყო - ხან­და­ხან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მე­ლი­ღაც მო­ფა­რე­ბულ ად­გი­ლას გან­მარ­ტო­ე­ბულს წიგ­ნის კი­თხვის დროს გა­და­ა­წყდე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლას და გა­ნათ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას არის­ტოკ­რა­ტი მოს­წავ­ლე სა­ერ­თოდ არ აპი­რებ­და. სწავ­ლის და­წყე­ბი­დან ორი წელი გა­ვი­და, ახალ­გაზ­რდა ლორდმა გა­მოც­დებ­ზე ვე­რა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა, ამი­ტომ მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ შვი­ლი სახ­ლში წა­ეყ­ვა­ნათ.

ცა­მე­ტი წლის ჩერ­ჩი­ლი ჰე­რო­უს კერ­ძო სკო­ლა­ში მი­ა­ბა­რეს. ამ ასა­კის­თვის ბი­ჭუ­ნა უფრო გა­მო­ყო­ჩაღ­და, გა­მოც­დებ­ზე ორი­ა­ნე­ბი სა­მი­ა­ნებ­მა შეც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ახალ სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე მა­ინც უინ­სტო­ნი იყო. სხვა კლა­სელ ყალ­თა­ბან­დებ­თან ერ­თად ლა­თი­ნუ­რი­სა და ძველ­ბერ­ძნუ­ლის შეს­წავ­ლის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ ენე­ბის მა­გივ­რად და­მა­ტე­ბით ინ­გლი­სურ ენას ეუფ­ლე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში სწო­რედ ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი წა­ად­გა დიდ პო­ლი­ტი­კოსს, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ნო­ბე­ლის პრე­მია მო­ე­პო­ვე­ბი­ნა.

ან­დრეი ტარ­კოვ­სკი. ახლა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ ან­დრე­ის სკო­ლის წლებ­ში არ გა­უ­მარ­თლა. პირ­ველ კლას­ში 1939 წელს მოს­კო­ვის #554-ე სკო­ლა­ში შე­ვი­და. ბი­ჭუ­ნამ სწავ­ლის პრო­ცეს­ში ჩარ­თვაც ვერ მო­ას­წრო, რომ ომი და­ი­წყო. ან­დრეი დე­დას­თან ერ­თად ნა­თე­სა­ვებ­თან იუ­რი­ვეც­ში იქნა ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი. მის­მა ბავ­შვო­ბამ შიშ­სა და შიმ­შილ­ში გან­ვლო. და­წყე­ბით კლა­სებ­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაც ვერ მი­ი­ღო. ამის გამო გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ან­დრე­ის პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა, უფრო სწო­რად დე­და­მისს, რო­მე­ლიც ოჯა­ხი­დან ქმრის წას­ვლის შემ­დეგ ვაჟს მარ­ტო ზრდი­და.

უფ­როს კლა­სებ­ში ტარ­კოვ­სკი სხვა ელი­ტურ ოროს­ნებ­თან ერ­თად მო­დას იყო აყო­ლი­ლი. მო­ზარდს სწავ­ლა ფე­ხებ­ზე ეკი­და, ომის შემ­დგომ მოს­კოვ­ში მო­დურ­მა ტან­საც­მელ­მა და ამე­რი­კულ­მა მუ­სი­კამ გა­ი­ტა­ცა. სკო­ლა, თა­ვი­სი წე­სე­ბი­თა და დოგმე­ბით ან­დრე­ის დრო­ე­ბი­თი გა­ურ­კვევ­ლო­ბა ეგო­ნა. მის­თვის ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიღ­მა დუღ­და. ტარ­კოვ­სკი იხ­სე­ნებ­და, მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და რა უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ზო­გა­დად ქუ­ჩუ­რი ცხოვ­რე­ბა, ქუჩა მა­ინც ენატ­რე­ბო­და. ატეს­ტატ­ში მხო­ლოდ ერთი ოთხი­ა­ნი გა­მოჰ­ყვა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

1951 წელს მო­მა­ვალ­მა რე­ჟი­სორ­მა და­ბა­ლი კონ­კურ­სის გამო მოს­კო­ვის აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ ერთი წლის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ იქ სწავ­ლა დრო­ის ტყუ­ი­ლად და­კარ­გვა იყო.

ტარ­კოვ­სკიმ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შევ­სე­ბა და­ი­წყო, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის თა­ვის ძი­რი­თად უნი­ვერ­სი­ტე­ტად მი­იჩ­ნევ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ყველაზე ცნობილი ოროსნები

ყველაზე ცნობილი ოროსნები

სკოლაში ხუთებზე სწავლას გვაიძულებენ, რაც წარმატებული ცხოვრების გარანტია უნდა იყოს. სინამდვილეში, ეს აზრი რაღაც შემთხვევაში ანტიპედაგოგიურია, ოროსნობა საერთოდ არ არის სირცხვილი. ხანდახან ეს შეიძლება დიდებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი საფეხური გახდეს. ისტორიისთვის ცნობილია ხუთოსნებისა და ვუნდერკინდების მაგალითები, რომლებმაც ბავშვობაში მიღწეული წარმატებები მოზარდობაში ვერ განავრცეს.

უინსტონ ჩერჩილი. ცუდად სწავლის ეს შემთხვევა უფრო კლასიკურად და ყველაზე ფესვგადგმულად გვევლინება. არისტოკრატი მშობლების უფროსი შვილი ბავშვობიდან ყალთაბანდი იყო, სწავლის პროცესი თავიდანვე ეზიზღებოდა. ჩერჩილი იხსენებდა, რომ განათლება მის წინაშე ბრაზიანი გუვერნანტის სახით წარდგა, რომლის გამოჩენაც წინასწარ აუწყეს. იმ დღისთვის ბიჭუნა აიძულეს მომზადებული ცრემლების გარეშე კითხვისთვის, ყოველდღე გამზრდელთან ერთად გაჭირვებით კითხულობდა და სწორედ იმ დროს მიხვდა რომ ეს პროცესი არა მარტო დამღლელი, არამედ აბსოლუტურად უშედეგო იყო. როდესაც მათ სახლში გუვერნანტი მივიდა, ჩერჩილს წიგნი დამთავრებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.

ჩერჩილი მოიქცა ისე, როგორც ასეთ შემთხვევაში სხვა ოროსნები მოიქცეოდნენ - გაიქცა! ცხრა წლის ასაკში მომავალი პოლიტიკოსის ცხოვრებაში განათლება მტკიცედ დამკვიდრდა - იგი ასკოტის წმინდა გიორგის სკოლაში მიაბარეს. სწორედ იქ განიცადა რეალურად ჩერჩილმა საკუთარ თავზე ინგლისური განათლების "სიამენი". ამ სკოლაში ოროსნებს რეგულარულად სცემდნენ, უინსტონი კი ყველაზე ჩამორჩენილ მოწაფე იყო. ამასთან, სულელი ბიჭი ნამდვილად არ იყო - ხანდახან მასწავლებლები, რომელიღაც მოფარებულ ადგილას განმარტოებულს წიგნის კითხვის დროს გადააწყდებოდნენ. მაგრამ გაკვეთილების სწავლას და განათლებით დაინტერესებას არისტოკრატი მოსწავლე საერთოდ არ აპირებდა. სწავლის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, ახალგაზრდა ლორდმა გამოცდებზე ვერანაირი პროგრესი ვერ გამოავლინა, ამიტომ მშობლები იძულებული გახდნენ შვილი სახლში წაეყვანათ.

ცამეტი წლის ჩერჩილი ჰეროუს კერძო სკოლაში მიაბარეს. ამ ასაკისთვის ბიჭუნა უფრო გამოყოჩაღდა, გამოცდებზე ორიანები სამიანებმა შეცვალა. მიუხედავად ამისა, ახალ სკოლაში ყველაზე ჩამორჩენილი მოსწავლე მაინც უინსტონი იყო. სხვა კლასელ ყალთაბანდებთან ერთად ლათინურისა და ძველბერძნულის შესწავლისგან გაათავისუფლეს. ამ ენების მაგივრად დამატებით ინგლისურ ენას ეუფლებოდა. შეიძლება მომავალში სწორედ ეს გაკვეთილები წაადგა დიდ პოლიტიკოსს, ლიტერატურაში ნობელის პრემია მოეპოვებინა.

ანდრეი ტარკოვსკი. ახლა თა­ვისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ანდრეის სკოლის წლებში არ გაუმართლა. პირველ კლასში 1939 წელს მოსკოვის #554-ე სკოლაში შევიდა. ბიჭუნამ სწავლის პროცესში ჩართვაც ვერ მოასწრო, რომ ომი დაიწყო. ანდრეი დედასთან ერთად ნათესავებთან იურივეცში იქნა ევაკუირებული. მისმა ბავშვობამ შიშსა და შიმშილში განვლო. დაწყებით კლასებში ელემენტარული განათლებაც ვერ მიიღო. ამის გამო გარდატეხის ასაკში ანდრეის პრობლემები გაუჩნდა, უფრო სწორად დედამისს, რომელიც ოჯახიდან ქმრის წასვლის შემდეგ ვაჟს მარტო ზრდიდა.

უფროს კლასებში ტარკოვსკი სხვა ელიტურ ოროსნებთან ერთად მოდას იყო აყოლილი. მოზარდს სწავლა ფეხებზე ეკიდა, ომის შემდგომ მოსკოვში მოდურმა ტანსაცმელმა და ამერიკულმა მუსიკამ გაიტაცა. სკოლა, თავისი წესებითა და დოგმებით ანდრეის დროებითი გაურკვევლობა ეგონა. მისთვის ნამდვილი ცხოვრება სასწავლო დაწესებულების მიღმა დუღდა. ტარკოვსკი იხსენებდა, მი­უხედავად იმისა, რომ იცოდა რა უარყოფით გავლენას ახდენდა ზოგადად ქუჩური ცხოვრება, ქუჩა მაინც ენატრებოდა. ატესტატში მხოლოდ ერთი ოთხიანი გამოჰყვა ლიტერატურაში.

1951 წელს მომავალმა რეჟისორმა დაბალი კონკურსის გამო მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ იქ სწავლა დროის ტყუილად დაკარგვა იყო.

ტარკოვსკიმ ცხოვრებისეული გამოცდილების საკუთარი ძალებით შევსება დაიწყო, რომელსაც ყოველთვის თავის ძირითად უნივერსიტეტად მიიჩნევდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს