სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გააბრაზა ჟანრი ლოლაშვილი
რამ გააბრაზა ჟანრი ლოლაშვილი

"თუ არ გა­ჩერ­დე­ბი­ან, ჩვენ მათ სას­ტიკ ომს გა­მო­ვუ­ცხა­დებთ..." - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლი. მისი აზ­რით, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის წინსვლას, დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლი­ან და ქარ­თველ ხალ­ხს საქ­ვეყ­ნოდ არ­ცხვე­ნენ. ვის ემუქ­რე­ბა ბა­ტო­ნი ჟან­რი და ვის მი­იჩ­ნევს ქვეყ­ნის მტრე­ბად, ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- ბა­ტო­ნო ჟან­რი, თქვე­ნი აზ­რით, ვინ ან რო­გორ უშ­ლის ხელს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას?

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და ის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს უჭე­რენ მხარს. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, მაგ­რამ ეს ინ­ტრი­გა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მა­ინც უკი­ჟი­ნე­ბენ, არა­ფერს აკე­თე­ბო. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თონ რა გა­ა­კე­თეს ხალ­ხის­თვის, ახლა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ სთხო­ვენ პა­სუხს?

- მა­ინც რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არ აფა­სე­ბენ?

- იმას, რომ და­ზღვე­ვა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. ადა­მი­ა­ნებს ოპე­რა­ცი­ე­ბის უფა­სოდ გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ წამ­ლე­ბის ყიდ­ვა დამ­ჭირ­და და ყვე­ლა­ფე­რი მე­სა­მედ ფა­სად შე­ვი­ძი­ნე. ივა­ნიშ­ვილს რას ერ­ჩით, ასე მცი­რე დრო­ში მეტი რა გა­ა­კე­თოს? აცა­ლეთ ადა­მი­ანს მუ­შა­ო­ბა. მე თუ მკი­თხავთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ერ­თოდ უნდა გაქ­რეს. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რე­ბულ­მა ხალ­ხმა ქვე­ყა­ნას თავ­ზე ლაფი და­ას­ხა, ქარ­თველ ხალ­ხს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­უ­ლა­ხა, ხე­ლოვ­ნე­ბა კი სა­ერ­თოდ და­ან­გრია.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ თე­ატ­რი­სა და კი­ნოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრეს, თა­ო­ბე­ბი და­ღუ­პეს...

- რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ "ცხე­ლი ძაღ­ლი" ეკ­რა­ნებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბით აიკ­რძა­ლა?

- სრუ­ლი სი­მარ­თლე გახ­ლავთ.

- შე­გიძ­ლი­ათ და­ა­დას­ტუ­როთ, რომ ფილმში მოყ­ვა­ნი­ლი ამ­ბა­ვი, პრე­მი­ე­რის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მარ­თლაც რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე იყო დაყ­რდნო­ბი­ლი?

- დიახ, ზუს­ტად ასე იყო. მხო­ლოდ პრე­მი­ე­რის მკვლე­ლო­ბა კი არა, მთე­ლი ფილ­მი რე­ა­ლურ ფაქ­ტებს ემ­ყა­რე­ბა. იმე­დია, ყვე­ლას მო­ე­თხო­ვე­ბა პა­სუ­ხი. მე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კო­ა­ბი­ტა­ცი­ის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რად­გან ამით სა­ში­ნე­ლი მონ­სტრე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. ნა­ხეთ, რა "ნაგ­ლე­ბი" და უტიფ­რე­ბი არი­ან? კა­რი­დან გავ­ყა­რეთ და ფან­ჯრე­ბი­დან ძვრე­ბი­ან, ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უნ­დათ დაბ­რუ­ნე­ბა. ყვე­ლა უნდა გა­სა­მარ­თლდეს, ვინც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­გრევ­და ქვე­ყა­ნას. არ ვიცი, აც­ნო­ბი­ე­რებთ თუ არა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სა­ში­შე­ბი არი­ან. მათ­თან ერ­თად იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც სა­ში­შე­ბად მეჩ­ვე­ნე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს უჭე­რენ მხარს. დღეს იმ მა­მა­ო­ე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უნდა გა­ი­მარ­თოს, რომ­ლებ­მაც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს აღ­ლუ­მის გა­მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. კი მაგ­რამ, რა­ტომ? რაც კა­ცობ­რი­ო­ბა არ­სე­ბობს, ჰო­მო­სექ­სუ­ლე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, ახლა მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემ თვალ­წინ უნდა გა­შა­ლონ ლო­გი­ნი და თა­ვი­ან­თი უზ­ნე­ო­ბის­თვის ტაში და­მაკ­ვრე­ვი­ნონ? არ მინ­და, ბა­ტო­ნო, მა­გა­თი ყუ­რე­ბა და არც პა­ტივს ვცემ, რა­ტომ მა­ი­ძუ­ლე­ბენ? ვინც ამ ტვინ­ნაღ­რძობ ხალ­ხს მხარს და­უ­ჭერს, ყვე­ლას სას­ტიკ ომს გა­მო­ვუ­ცხა­დებთ, მათ შო­რის, ამე­რი­კა­საც.

- ამე­რი­კას რას ერ­ჩით?

- რო­გორ თუ რას ვერ­ჩი. ეს ქვე­ყა­ნა ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, მაგ­რამ არა­ფერ­ში გვეხ­მა­რე­ბა, არც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით დაგ­ვიდ­გა გვერ­დით და არც რუ­სუ­ლი ბომ­ბე­ბის­გან დაგ­ვიც­ვა. ერ­თა­დერ­თი, რა­საც აკე­თებს, გვმო­ძღვრავს, ცის­ფე­რებს პა­ტი­ვი ეცით, ნუ ჩაგ­რავ­თო. თუ მა­გათ ასე ეს­მით სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა და მე­გობ­რო­ბა, მა­შინ არ მინ­და, სულ კარ­გად იყ­ვნენ...

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რამ გააბრაზა ჟანრი ლოლაშვილი

რამ გააბრაზა ჟანრი ლოლაშვილი

"თუ არ გაჩერდებიან, ჩვენ მათ სასტიკ ომს გამოვუცხადებთ..." - ამბობს ცნობილი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი. მისი აზრით, არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინსვლას, დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლიან და ქართველ ხალხს საქვეყნოდ არცხვენენ. ვის ემუქრება ბატონი ჟანრი და ვის მიიჩნევს ქვეყნის მტრებად, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბატონო ჟანრი, თქვენი აზრით, ვინ ან როგორ უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას?

- "ნაციონალები" და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჰომოსექსუალებს უჭერენ მხარს. "ქართულმა ოცნებამ" ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ეს ინტრიგანი "ნაციონალები" მაინც უკიჟინებენ, არაფერს აკეთებო. 9 წლის განმავლობაში თვითონ რა გააკეთეს ხალხისთვის, ახლა ახალ ხელისუფლებას რომ სთხოვენ პასუხს?

- მაინც რა ნაბიჯები გადადგა "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც "ნაციონალები" არ აფასებენ?

- იმას, რომ დაზღვევა გააუმჯობესა. ადამიანებს ოპერაციების უფასოდ გაკეთების საშუალება მიეცათ. რამდენიმე დღის წინ წამლების ყიდვა დამჭირდა და ყველაფერი მესამედ ფასად შევიძინე. ივანიშვილს რას ერჩით, ასე მცირე დროში მეტი რა გააკეთოს? აცალეთ ადამიანს მუშაობა. მე თუ მკითხავთ, "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ უნდა გაქრეს. ამ ორგანიზაციაში გაწევრებულმა ხალხმა ქვეყანას თავზე ლაფი დაასხა, ქართველ ხალხს თავმოყვარეობა შეულახა, ხელოვნება კი საერთოდ დაანგრია.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ თეატრისა და კინოს წინააღმდეგ გაილაშქრეს, თაობები დაღუპეს...

- რამდენად შეესაბამება რეალობას გავრცელებული მოსაზრება, რომ "ცხელი ძაღლი" ეკრანებზე ხელისუფლების ბრძანებით აიკრძალა?

- სრული სიმართლე გახლავთ.

- შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ფილმში მოყვანილი ამბავი, პრემიერის მკვლელობასთან დაკავშირებით, მართლაც რეალურ ფაქტებზე იყო დაყრდნობილი?

- დიახ, ზუსტად ასე იყო. მხოლოდ პრემიერის მკვლელობა კი არა, მთელი ფილმი რეალურ ფაქტებს ემყარება. იმედია, ყველას მოეთხოვება პასუხი. მე, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, კოაბიტაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან ამით საშინელი მონსტრები სარგებლობენ. ნახეთ, რა "ნაგლები" და უტიფრები არიან? კარიდან გავყარეთ და ფანჯრებიდან ძვრებიან, ისევ ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნება. ყველა უნდა გასამართლდეს, ვინც 9 წლის განმავლობაში ანგრევდა ქვეყანას. არ ვიცი, აცნობიერებთ თუ არა, რომ "ნაციონალები" საშიშები არიან. მათთან ერთად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც საშიშებად მეჩვენებიან, რომლებიც ჰომოსექსუალებს უჭერენ მხარს. დღეს იმ მამაოების სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომლებმაც ჰომოსექსუალებს აღლუმის გამართვის საშუალება არ მისცეს. კი მაგრამ, რატომ? რაც კაცობრიობა არსებობს, ჰომოსექსულებიც არსებობენ, ახლა მაინცდამაინც ჩემ თვალწინ უნდა გაშალონ ლოგინი და თავიანთი უზნეობისთვის ტაში დამაკვრევინონ? არ მინდა, ბატონო, მაგათი ყურება და არც პატივს ვცემ, რატომ მაიძულებენ? ვინც ამ ტვინნაღრძობ ხალხს მხარს დაუჭერს, ყველას სასტიკ ომს გამოვუცხადებთ, მათ შორის, ამერიკასაც.

- ამერიკას რას ერჩით?

- როგორ თუ რას ვერჩი. ეს ქვეყანა ამბობს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არაფერში გვეხმარება, არც ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით დაგვიდგა გვერდით და არც რუსული ბომბებისგან დაგვიცვა. ერთადერთი, რასაც აკეთებს, გვმოძღვრავს, ცისფერებს პატივი ეცით, ნუ ჩაგრავთო. თუ მაგათ ასე ესმით სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, მაშინ არ მინდა, სულ კარგად იყვნენ...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება