მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს

ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ვერ­დიქ­ტით, მე­ზობ­ლის მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი, 49 წლის ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა­ში გა­მარ­თლდა.

ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღეს მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძემ გა­მო­ა­ცხა­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით იყო ბრალ­დე­ბუ­ლი. ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ვერ­დიქ­ტით, მას ბრალ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მუხ­ლში მო­ეხ­სნა და ბრა­ლი და­ე­დო ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში, ვერ­დიქ­ტის მი­ხედ­ვით, იგი მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის დროს ძლი­ე­რი სუ­ლი­ე­რი აღელ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქნა ცნო­ბი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 234-ე მუხ­ლში, 108-ე მუხ­ლში, ასე­ვე 19-109-უ მუხ­ლში, ხოლო დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის პირ­ველ ნა­წილ­ში, ასე­ვე 111-ე მუხ­ლის პირ­ველ ნა­წილ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვილს სას­ჯე­ლის შთან­თქმის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ე­ფარ­და ორი წლი­თა და ექ­ვსი თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. სას­ჯე­ლის ათ­ვლა და­ი­წყო მისი ბრა­ლის წარ­დგი­ნე­ბის თა­რი­ღი­დან – 2012 წლის 25 დე­კემ­ბრი­დან.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი ონი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, იგი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლია.

ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში კა­ნო­ნი­ე­რე­ბა დამ­კვიდ­რდე­ბა და დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლის ის­ტო­რი­ა­ში შევა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის ეპი­ზოდს, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე ეხე­ბა 2005 წელს ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლის მხრი­დან ბი­ნის შე­ძე­ნის ფაქტს, რომ­ლის სა­ნაც­ვლოდ მან 11 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და მე­ზობ­ლებს, და-ძმა ცი­ა­ლა და ელ­გუ­ჯა ნი­კო­ლი­ძე­ებს.

"მე­ზობ­ლებ­მა მას უთხრეს, რომ ბი­ნის გა­ფორ­მე­ბის სა­კი­თხებ­ში პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობ­და, რად­გან ბინა მემ­კვიდ­რე­ო­ბით უნდა გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნათ, რის შემ­დე­გაც ისი­ნი მყიდ­ველ­ზე გა­და­ა­ფორ­მებ­დნენ, თუმ­ცა ამით დრო გა­წე­ლეს, რის შემ­დე­გაც ბი­ნე­ბი გაძ­ვირ­და და მე­ზობ­ლებ­მა მო­ინ­დო­მეს, აღარ მი­ე­ცათ ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლის­თვის ფარ­თი. მას სთა­ვა­ზობ­დნენ ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას, რა­ზეც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი იყო უარ­ზე და ითხოვ­და ფართს. შემ­დეგ მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი ელ­გუ­ჯა ნი­კო­ლი­ძე და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ელ­გუ­ჯა ნი­კო­ლი­ძეს­თან მი­ვი­და ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი და სცა­და შე­ე­ში­ნე­ბი­ნა, ამ დროს გა­მოჩ­ნდა ელ­გუ­ჯა ნი­კო­ლი­ძის და ცი­ა­ლა ნი­კო­ლი­ძე, მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა და ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვილ­მა ვე­ღარ მო­ით­მი­ნა აღელ­ვე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი გახ­სნა და-ძმის მი­მარ­თუ­ლე­ბით. და გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ძმა და­იჭ­რა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ა­კა­ვეს მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი რამ­დე­ნი­მე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და მისი ერთ-ერთი ბრალ­დე­ბა იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ასე­ვე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში.

"სწო­რედ ამ ნა­წილ­ში ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს", - გა­ნა­ცხა­და ონი­ან­მა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 49 წლის ვაჟა ახალ­კა­ციშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფია და შე­საძ­ლოა, ამ მო­ტი­ვით მან სას­ჯე­ლის სრუ­ლი ვადა არც მო­ი­ხა­დოს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ დღეს პირ­ვე­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ვერ­დიქ­ტი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, თუმ­ცა რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა კი­დევ რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, მეზობლის მკვლელობისა და დაჭრისთვის ბრალდებული, 49 წლის ვაჟა ახალკაციშვილი მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა.

ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ეკა არეშიძემ გამოაცხადა.

ბრალდებული ვაჟა ახალკაციშვილი რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, მას ბრალდება რამდენიმე მუხლში მოეხსნა და ბრალი დაედო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, ვერდიქტის მიხედვით, იგი მკვლელობის ჩადენის დროს ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა ახალკაციშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში, 108-ე მუხლში, ასევე 19-109-უ მუხლში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ ნაწილში, ასევე 111-ე მუხლის პირველ ნაწილში.

აღნიშნული მუხლების მიხედვით, ვაჟა ახალკაციშვილს სასჯელის შთანთქმის საფუძველზე შეეფარდა ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ათვლა დაიწყო მისი ბრალის წარდგინების თარიღიდან – 2012 წლის 25 დეკემბრიდან.

როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ ვაჟა ახალკაციშვილის ადვოკატმა, გიორგი ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

ადვოკატის შეფასებით, ნაფიცი მსაჯულების პირობებში მართლმსაჯულებაში კანონიერება დამკვიდრდება და დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლის ისტორიაში შევა.

რაც შეეხება ბრალდების ეპიზოდს, ადვოკატის განმარტებით, საქმე ეხება 2005 წელს ვაჟა ახალკაციშვილის მხრიდან ბინის შეძენის ფაქტს, რომლის სანაცვლოდ მან 11 ათასი დოლარი გადაუხადა მეზობლებს, და-ძმა ციალა და ელგუჯა ნიკოლიძეებს.

"მეზობლებმა მას უთხრეს, რომ ბინის გაფორმების საკითხებში პრობლემები არსებობდა, რადგან ბინა მემკვიდრეობით უნდა გადაეფორმებინათ, რის შემდეგაც ისინი მყიდველზე გადააფორმებდნენ, თუმცა ამით დრო გაწელეს, რის შემდეგაც ბინები გაძვირდა და მეზობლებმა მოინდომეს, აღარ მიეცათ ვაჟა ახალკაციშვილისთვის ფართი. მას სთავაზობდნენ ფულის დაბრუნებას, რაზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო უარზე და ითხოვდა ფართს. შემდეგ მიმართა პროკურატურას, რის საფუძველზეც ერთ-ერთი მეზობელი ელგუჯა ნიკოლიძე დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ელგუჯა ნიკოლიძესთან მივიდა ვაჟა ახალკაციშვილი და სცადა შეეშინებინა, ამ დროს გამოჩნდა ელგუჯა ნიკოლიძის და ციალა ნიკოლიძე, მოხდა შელაპარაკება და ვაჟა ახალკაციშვილმა ვეღარ მოითმინა აღელვების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღი გახსნა და-ძმის მიმართულებით. და გარდაიცვალა, ხოლო ძმა დაიჭრა", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი ინფორმაციით, სწორედ აქედან გამომდინარე დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე მუხლის საფუძველზე და მისი ერთ-ერთი ბრალდება იყო განზრახ მკვლელობა, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

"სწორედ ამ ნაწილში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს", - განაცხადა ონიანმა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, 49 წლის ვაჟა ახალკაციშვილი მძიმე ავადმყოფია და შესაძლოა, ამ მოტივით მან სასჯელის სრული ვადა არც მოიხადოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ დღეს პირველად გამოაცხადეს ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა როგორც ცნობილია, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა კიდევ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ