სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის იკლავდა თავს სააკაშვილი?!
როდის იკლავდა თავს სააკაშვილი?!

2006 წელს პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში გავ­რცელ­და და შემ­დეგ პრე­სა­შიც და­ი­ბეჭ­და ევ­რო­პის შვი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის დას­კვნა სა­ა­კაშ­ვი­ლის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ბევ­რგან და­ი­წე­რა, რომ ფსი­ქი­ატ­რებს ამ კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­უ­ხა­დეს, თუმ­ცა უც­ნო­ბია, ვინ იყო დამ­კვე­თი. დას­კვნა, რომ­ლის შემ­დგენ­ლე­ბა­დაც და­სა­ხელ­დნენ ტონსბერ­გის (ნორ­ვე­გია) ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ცენ­ტრი, ოს­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, ფი­ნე­თის ფსი­ქი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, კი­ოლ­ნის ნერ­ვუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ცენ­ტრი, ჟე­ნე­ვის ფსი­ქი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ვე­ნის ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზი­სა და ფსი­ქო­თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი და ამ­სტერ­და­მის კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, სკან­და­ლუ­რია და მას და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას მა­ტებს აგ­ვის­ტოს ომამ­დე ორი წლით ადრე გა­კე­თე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც გა­მარ­თლდა: "ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა­კენ ლტოლ­ვამ სა­ა­კაშ­ვილს შე­იძ­ლე­ბა და­უ­კარ­გოს სიფრ­თხი­ლე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ხი­ფა­თო აღ­მოჩ­ნდეს. მის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრობ­ლე­მე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა. მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ო­მა­რი კონ­ფლიქ­ტიც".

ევ­რო­პე­ლი ფსი­ქი­ატ­რე­ბის დას­კვნა­ში არის დი­აგ­ნო­ზი: "ძლი­ე­რი პა­რა­ნო­ი­დუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ის­ტე­რი­უ­ლო­ბა და ნარ­ცი­სიზ­მის კომ­პლექ­სი".

ევ­რო­პელ­მა ფსი­ქი­ატ­რებ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა მისი ბავ­შვო­ბით და­ი­წყეს და სწო­რედ იქ იპო­ვეს იმ გა­დახ­რე­ბის მი­ზე­ზი, რაც დი­აგ­ნოზ­ში აი­სა­ხა. "რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი ერ­თად არ ცხოვ­რობ­დნენ, ბავ­შვი დე­დას მი­ე­ჯაჭ­ვა და პა­ტა­რა­ო­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ტრავ­მის გამო, რო­მე­ლიც მა­მას უკავ­შირ­დე­ბო­და, აგ­რე­სი­ულ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მას და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­მი­ნაც­ვალ­თან, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გა­ნაც გა­რი­ყუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩა­კე­ტი­ლი ბიჭი იყო და უჭირ­და კლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. თუმ­ცა მა­ღალ კლა­სებ­ში ის სკო­ლის თე­ატ­რა­ლურ წრე­შიც იყო და წარ­მოდ­გე­ნებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თე­ატ­რით გა­ტა­ცე­ბულ­მა მო­ზარ­დებ­მა სა­მოყ­ვა­რუ­ლო ფილ­მე­ბის (მათ შო­რის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის) გა­და­ღე­ბა და­ი­წყეს, რა­საც სკან­და­ლი მოჰ­ყვა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს თბი­ლი­სის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და. ის კი­ევ­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, მაგ­რამ მო­რი­გი სკან­და­ლის (ინ­ტი­მუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი მის ბი­ნა­ში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ) შემ­დეგ კომ­კავ­ში­რი­დან გა­რი­ცხეს და ხმა­უ­რი რომ ჩამ­ცხრა­ლი­ყო, ჯარ­ში წა­ვი­და...

...სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ში­ნა­გა­ნად და­ძა­ბუ­ლი, ნევ­რო­ზუ­ლი, ეჭ­ვი­ა­ნი და ემო­ცი­უ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი. მისი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია, სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა და აღ­ნა­გო­ბა ნორ­მე­ბი­დან ამო­ვარ­დნი­ლია. უჭირს მო­ბი­ლი­ზე­ბა, თა­ვი­სი გა­მოს­ვლე­ბის სწო­რად ორ­გა­ნი­ზე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც არა­სა­სურ­ველ კი­თხვებს უს­ვა­მენ. ამ დროს იბ­ნე­ვა, ვრცელ, არაფ­რისმთქმელ ფრა­ზებს იშ­ვე­ლი­ებს, რომ­ლე­ბიც შორს არის პა­სუ­ხის­გან. ერთი თე­მი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­დის. ამით ცდი­ლობს ოპო­ნენ­ტის მო­გე­რი­ე­ბას და დაბ­ნე­ვას. რო­გორც ის­ტე­რი­ულ ტიპს, ახა­სი­ა­თებს სპონ­ტა­ნუ­რო­ბა და აქვს შო­უ­მე­ნის ნიჭი.

სა­ა­კაშ­ვი­ლი იღებს მხო­ლოდ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რისი გა­გო­ნე­ბაც სურს. ამან კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გან­დი­დე­ბის მა­ნია, მა­ნი­ა­კა­ლუ­რი სინ­დრო­მი და გან­ცდა, რომ ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია.

რად­გან ბავ­შვო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ზრდას­რულ ასაკ­ში ცდი­ლობ­და, ამან გა­მო­იწ­ვია ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა­კენ ლტოლ­ვა. იმ­დე­ნად არის შე­პყრო­ბი­ლი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლით, თავი და­იმ­კვიდ­როს, რომ ან­გა­რიშს არ უწევს იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, რო­მელ­მაც ის ერთხელ უკვე არ მი­ი­ღო და გა­რი­ყა. რო­დე­საც ხე­დავს, რომ სა­თა­ნა­დოდ არ აფა­სე­ბენ, აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა. ვვა­რა­უ­დობთ, რომ მო­მა­ვალ­ში ეს გა­მო­იწ­ვევს კონ­ფლიქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან".

პეტ­რე მამ­რა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი: - სა­ა­კაშ­ვი­ლი 1992 წლის ზა­ფხულ­ში გა­ვი­ცა­ნი. კი­ე­ვი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვიცე-პრე­მი­ერ სან­დრო კავ­სა­ძის აპა­რატ­ში მო­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, რომ­ლის თა­ნა­შემ­წეც მე გახ­ლდით. მის­გან პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გარ­და, არა­ფე­რი მიგ­რძნია. მე­ტიც, 2008 წლის მა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის ნე­ბით გავ­ხდი.

2006 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­სავ­ლეთ ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის ელჩმა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მკი­თხა სა­ა­კაშ­ვი­ლის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. მაჩ­ვე­ნებ­დნენ რუ­სუ­ლად ამო­ბეჭ­დილ ტექსტს, რო­მე­ლიც იწყე­ბო­და იმით, რომ წამ­ყვან­მა შვიდ­მა ფსი­ქი­ატ­რი­ულ­მა კლი­ნი­კამ ევ­რო­პა­ში ვი­ღა­ცის დაკ­ვე­თით იმუ­შა­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პორ­ტრეტ­ზე. ზო­გა­დად, რო­დე­საც ახა­ლი ლი­დე­რი მო­დის ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ ამ ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო-ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ პორ­ტრეტ­ზე, რაც, რა თქმა უნდა, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. ცნო­ბი­ლი შემ­თხვე­ვაა, რომ ერ­თმა გა­მო­ჩე­ნილ­მა ფსი­ქი­ატრმა 40-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში შე­ად­გი­ნა ჰიტ­ლე­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტი და ყვე­ლა­ფე­რი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა მისი ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბის ჩათ­ვლით. ეს კვლე­ვა მა­შინ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტის სა­ხით და­ი­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბის მა­გი­და­ზე, მაგ­რამ დღეს ის სა­ი­დუმ­ლოს აღარ წარ­მო­ად­გენს.

2008 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი იყო ცნო­ბი­ლი დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და კარ­გად იც­ნობს ჩვენს ქვე­ყა­ნას. მან მი­თხრა, რო­გორც გამ­სა­ხურ­დი­ამ მი­იმ­წყვდია თავი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი და პის­ტო­ლე­ტი ერ­თმა­ნე­თის შე­სახ­ვედ­რად ამოძ­რავ­დნენ და ბო­ლოს შეხ­ვდნენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც ამა­ვეს ვხე­დავ. ეს მოძ­რა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია. ვერ გე­ტყვით, რა დრო გავა, ვიდ­რე ეს მოხ­დე­ბა, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით თქვე­ნი უბე­დუ­რი პრე­ზი­დენ­ტი და პის­ტო­ლე­ტი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდე­ბი­ა­ნო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

როდის იკლავდა თავს სააკაშვილი?!

როდის იკლავდა თავს სააკაშვილი?!

2006 წელს პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა და შემდეგ პრესაშიც დაიბეჭდა ევროპის შვიდი ავტორიტეტული ფსიქიატრიული კლინიკის დასკვნა სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ბევრგან დაიწერა, რომ ფსიქიატრებს ამ კვლევის ჩასატარებლად სოლიდური თანხა გადაუხადეს, თუმცა უცნობია, ვინ იყო დამკვეთი. დასკვნა, რომლის შემდგენლებადაც დასახელდნენ ტონსბერგის (ნორვეგია) ფსიქიატრიული ცენტრი, ოსლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ფინეთის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, კიოლნის ნერვული დაავადებების ცენტრი, ჟენევის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ვენის ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტი და ამსტერდამის კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, სკანდალურია და მას დამაჯერებლობას მატებს აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე გაკეთებული პროგნოზი, რომელიც გამართლდა: "ძალაუფლებისაკენ ლტოლვამ სააკაშვილს შეიძლება დაუკარგოს სიფრთხილე და გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს. მისგან მოსალოდნელია პრობლემების პროვოცირება. მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც".

ევროპელი ფსიქიატრების დასკვნაში არის დიაგნოზი: "ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი".

ევროპელმა ფსიქიატრებმა სააკაშვილის პიროვნების ფსიქოლოგიური კვლევა მისი ბავშვობით დაიწყეს და სწორედ იქ იპოვეს იმ გადახრების მიზეზი, რაც დიაგნოზში აისახა. "რადგან სააკაშვილის მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვი დედას მიეჯაჭვა და პატარაობისას მიღებული ემოციური ტრავმის გამო, რომელიც მამას უკავშირდებოდა, აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან, თანატოლებისგანაც გარიყული აღმოჩნდა. ჩაკეტილი ბიჭი იყო და უჭირდა კლასელებთან ურთიერთობა. თუმცა მაღალ კლასებში ის სკოლის თეატრალურ წრეშიც იყო და წარმოდგენებშიც მონაწილეობდა. თეატრით გატაცებულმა მოზარდებმა სამოყვარულო ფილმების (მათ შორის პორნოგრაფიული შინაარსის) გადაღება დაიწყეს, რასაც სკანდალი მოჰყვა და მიხეილ სააკაშვილს თბილისის დატოვება მოუხდა. ის კიევში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ მორიგი სკანდალის (ინტიმური შეხვედრებისთვის თანაკურსელები მის ბინაში იკრიბებოდნენ) შემდეგ კომკავშირიდან გარიცხეს და ხმაური რომ ჩამცხრალიყო, ჯარში წავიდა...

...სააკაშვილი არის შინაგანად დაძაბული, ნევროზული, ეჭვიანი და ემოციურად გაუწონასწორებელი. მისი ჟესტიკულაცია, სიარულის მანერა და აღნაგობა ნორმებიდან ამოვარდნილია. უჭირს მობილიზება, თავისი გამოსვლების სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასასურველ კითხვებს უსვამენ. ამ დროს იბნევა, ვრცელ, არაფრისმთქმელ ფრაზებს იშველიებს, რომლებიც შორს არის პასუხისგან. ერთი თემიდან მეორეზე გადადის. ამით ცდილობს ოპონენტის მოგერიებას და დაბნევას. როგორც ისტერიულ ტიპს, ახასიათებს სპონტანურობა და აქვს შოუმენის ნიჭი.

სააკაშვილი იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რისი გაგონებაც სურს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს განდიდების მანია, მანიაკალური სინდრომი და განცდა, რომ ერთადერთი და განუმეორებელია.

რადგან ბავშვობაში ჩამოყალიბებული არასრულფასოვნების კომპლექსისგან გათავისუფლებას ზრდასრულ ასაკში ცდილობდა, ამან გამოიწვია ძალაუფლებისაკენ ლტოლვა. იმდენად არის შეპყრობილი ერთადერთი სურვილით, თავი დაიმკვიდროს, რომ ანგარიშს არ უწევს იმ საზოგადოების შეხედულებებს, რომელმაც ის ერთხელ უკვე არ მიიღო და გარიყა. როდესაც ხედავს, რომ სათანადოდ არ აფასებენ, აგრესიული ხდება. ვვარაუდობთ, რომ მომავალში ეს გამოიწვევს კონფლიქტს საზოგადოებასთან".

პეტრე მამრაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი: - სააკაშვილი 1992 წლის ზაფხულში გავიცანი. კიევიდან ახალი ჩამოსული ვიცე-პრემიერ სანდრო კავსაძის აპარატში მოვიდა სამუშაოდ, რომლის თანაშემწეც მე გახლდით. მისგან პატივისცემისა და მეგობრული დამოკიდებულების გარდა, არაფერი მიგრძნია. მეტიც, 2008 წლის მაისში პარლამენტის წევრი სააკაშვილის ნებით გავხდი.

2006 წლის გაზაფხულზე დასავლეთ ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყნის ელჩმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მკითხა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. მაჩვენებდნენ რუსულად ამობეჭდილ ტექსტს, რომელიც იწყებოდა იმით, რომ წამყვანმა შვიდმა ფსიქიატრიულმა კლინიკამ ევროპაში ვიღაცის დაკვეთით იმუშავა სააკაშვილის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე. ზოგადად, როდესაც ახალი ლიდერი მოდის ქვეყნის სათავეში, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიურ პორტრეტზე, რაც, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია. ცნობილი შემთხვევაა, რომ ერთმა გამოჩენილმა ფსიქიატრმა 40-იანი წლების დასაწყისში შეადგინა ჰიტლერის ფსიქოლოგიური პორტრეტი და ყველაფერი იწინასწარმეტყველა მისი ავანტიურისტული ქმედებებისა და თვითმკვლელობის ჩათვლით. ეს კვლევა მაშინ საიდუმლო დოკუმენტის სახით დაიდო მოკავშირეების მაგიდაზე, მაგრამ დღეს ის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.

2008 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსული იყო ცნობილი დიპლომატი, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში იყო საქართველოში და კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. მან მითხრა, როგორც გამსახურდიამ მიიმწყვდია თავი იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი და პისტოლეტი ერთმანეთის შესახვედრად ამოძრავდნენ და ბოლოს შეხვდნენ, სააკაშვილის შემთხვევაშიც ამავეს ვხედავ. ეს მოძრაობა დაწყებულია. ვერ გეტყვით, რა დრო გავა, ვიდრე ეს მოხდება, მაგრამ დიდი ალბათობით თქვენი უბედური პრეზიდენტი და პისტოლეტი ერთმანეთს შეხვდებიანო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა