პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ ”გაამწარა” ტოტო კუტუნიო?
რამ ”გაამწარა” ტოტო კუტუნიო?

"ახა­ლი ტალ­ღის" მე­ო­რე ტურ­ში ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტის, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძი­სა და დუეტ "ჯორ­ჯი­ას" გა­მოს­ვლა ჟი­უ­რიმ არა­ერ­თგავ­როვ­ნად შე­ა­ფა­სა. კერ­ძოდ კი, იტა­ლი­ელ­მა მომ­ღე­რალ­მა და კომ­პო­ზი­ტორ­მა, "იურ­მა­ლა­ზე" სპე­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვით მყოფ­მა ჟი­უ­რის წევ­რმა, ტოტო კუ­ტუ­ნი­ომ სა­ლო­მეს და­ბა­ლი ქულა და­უ­წე­რა, რი­თაც ქა­თა­მა­ძის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­იწ­ვია. "ამ­ბე­ბი.გე" კო­მენ­ტა­რის­თვის მუ­სი­კოს ნუცა ჯა­ნე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- გუ­შინ ჩვე­ნე­ბი (სა­ლო­მე და დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია") გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ და არა იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, მათ ეს შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს! მერე, სა­მი­ვეს (სა­ლო­მე, რატი, მაკა) არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმა აქვს, რაც გუ­შინ კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცეს. მათი ნამ­ღე­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ის­მო­და. ამას­თან, არც ერთს არ და­უ­კარ­გავს ის, რაც კონ­კურ­სის­თვის ის­წავ­ლეს და მო­ამ­ზა­დეს. სა­დაც პი­ა­ნო იყო სა­ჭი­რო, იყო პი­ა­ნო, სა­დაც ხმა იყო სა­ჭი­რო, იყო ხმა... რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლეს, ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი თე­მაა, ამას­თან, იყო პო­პუ­რი და ერთი ხა­სი­ა­თი­დან მე­ო­რე­ზე უხ­დე­ბო­დათ გა­დას­ვლა, რაც ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვად შეძ­ლეს. შრო­მა რე­ჟი­სორ­მაც არ და­უ­კარ­გა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე და­ვი­ნა­ხე.

ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა, რომ სა­ლო­მე სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რას კი არ ას­რუ­ლებ­და, არა­მედ რო­გორც კონ­კურ­სის სტუ­მა­რი, ისე იყო კონ­ცერ­ტზე მიწ­ვე­უ­ლი, რად­გან ძალ­ზე ლაღი იყო. სა­ერ­თოდ, ძლი­ე­რი გო­გო­ნაა.

- ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბა­ზე რას იტყვი?

- ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვი­გე, რა მოხ­და. ფა­დე­ევ­მა, რო­მელ­მაც წინა დღეს, 10 ქულა და­უ­წე­რა სა­ლო­მეს, გუ­შინ 11 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა, ხოლო ტოტო კუ­ტუ­ნი­ომ, რო­მე­ლიც გუ­შინ­წინ ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა ჩვენს კონ­კურ­სანტს და 11 ქულა მის­ცა, გუ­შინ 8 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა. მოკ­ლედ, ვე­რაფ­რით ავ­ხსე­ნი მისი ასე­თი "ჩა­მოხ­ტო­მა" რას ნიშ­ნავ­და?! ან მა­შინ არ იყო მარ­თა­ლი, როცა ფეხ­ზე წა­მოდ­გა, ან გუ­შინ, როცა 8 ქულა და­წე­რა. სა­ერ­თოდ, ჟი­უ­რის წევ­რს ეკ­რძა­ლე­ბა ზედ­მე­ტი ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა, მით უფრო, ფეხ­ზე წა­მოხ­ტო­მა და გა­და­რე­ვა. ჰოდა, თუ გუ­შინ­წინ გა­და­ი­რია, გუ­შინ რამ გა­ამ­წა­რა?! რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ე­შა­ლა. არა­და, უმ­კაც­რეს­მა ადა­მი­ან­მა, თვით იგორ კრუ­ტო­იმ 11 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა ქარ­თვე­ლე­ბის გა­მოს­ვლა.

- მარ­თა­ლია სა­ლო­მეს ახლა სხვა ვო­კა­ლის პე­და­გო­გე­ბი ჰყავს, მაგ­რამ რო­გორც მახ­სოვს, ის თა­ვი­დან თქვე­ნი მოს­წავ­ლე იყო...

- კი, სა­ლო­მე, ალ­ბათ, 13-14 წლის იქ­ნე­ბო­და, რომ მისი ბე­ბია, ქალ­ბა­ტო­ნი ნატო და­მი­კავ­შირ­და და მთხო­ვა, მისი შვი­ლიშ­ვი­ლის­თვის მო­მეს­მი­ნა. მა­შინ სა­ლო­მე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში პრო­ფე­სორ გუ­ლი­კო კა­რი­ა­ულ­თან და­დი­ო­და და კლა­სი­კუ­რი სიმ­ღე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზულ მო­ნა­ცე­მებს ავ­ლენ­და და პე­და­გო­გი მას­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და, მაგ­რამ სა­ლო­მეს რა­ტომ­ღაც მო­უნ­და, ჯერ ესტრა­და­ში მოვ­სინ­ჯავ ძა­ლებ­სო და ჩემ­თან მო­ვი­და. რომ მო­ვუს­მი­ნე, მო­მე­წო­ნა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და­ვი­წყეთ. იმ პე­რი­ოდ­ში რა­ღაც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე უნდა წა­სუ­ლი­ყო და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა სჭირ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის ელე­მენ­ტებ­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო აგე­ბუ­ლი. მი­ვიყ­ვა­ნე ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­თან. ნი­კამ უძ­ლი­ე­რე­სი სიმ­ღე­რა და­უ­წე­რა (ტექ­სტი ირი­ნა სა­ნი­კი­ძემ შექ­მნა), მაგ­რამ იმ კონ­კურ­სზე მერე ვე­ღარ წა­ვი­და, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში მას­თან ერ­თად სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­მუ­შა­ვე.

2007 წელს "I არხზე" გა­და­ცე­მა-კონ­კურ­სი - "წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა" მქონ­და, რო­მელ­შიც სა­ლო­მემ რო­გორც კონ­კურ­სან­ტმა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ჟი­უ­რი აღაფრ­თო­ვა­ნა. იმ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც აღ­მოჩ­ნდა.

- "იურ­მა­ლას" რომ და­ვუბ­რუნ­დეთ. რო­გორ ფიქ­რობ, რა შან­სე­ბი აქვს სა­ლო­მეს?

- შან­სი აქვს, რო­გორ არა. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა ცუდი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა იმ კუ­ბელს, კარ­გი მომ­ღე­რა­ლია, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ამ საქ­მე­ში მთლად ახალ­ბე­და არ უნდა იყოს... რა­ღაც მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ამის გამო ასეთ კონ­კურ­სზე არ უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ლო­მეს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ასე­ვე იხი­ლეთ:

სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე და დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია" - "ახა­ლი ტალ­ღის" მე­ო­რე სა­კონ­კურ­სო დღე

"კუ­ტუ­ნი­ოს ალ­ბათ ეძი­ნა და არ მო­ე­წო­ნა, რომ გა­აღ­ვი­ძეს" - ვა­ლე­რი მე­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რამ ”გაამწარა” ტოტო კუტუნიო?

რამ ”გაამწარა” ტოტო კუტუნიო?

"ახალი ტალღის" მეორე ტურში ქართველი კონკურსანტის, სალომე ქათამაძისა და დუეტ "ჯორჯიას" გამოსვლა ჟიურიმ არაერთგავროვნად შეაფასა. კერძოდ კი, იტალიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, "იურმალაზე" სპეციალური მიწვევით მყოფმა ჟიურის წევრმა, ტოტო კუტუნიომ სალომეს დაბალი ქულა დაუწერა, რითაც ქათამაძის გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. "ამბები.გე" კომენტარისთვის მუსიკოს ნუცა ჯანელიძეს დაუკავშირდა.

- გუშინ ჩვენები (სალომე და დუეტი "ჯორჯია") გამორჩეულები იყვნენ და არა იმიტომ, რომ ქართველები არიან, მათ ეს შეფასება დაიმსახურეს! მერე, სამივეს (სალომე, რატი, მაკა) არაჩვეულებრივი ხმა აქვს, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. მათი ნამღერი შესანიშნავად ისმოდა. ამასთან, არც ერთს არ დაუკარგავს ის, რაც კონკურსისთვის ისწავლეს და მოამზადეს. სადაც პიანო იყო საჭირო, იყო პიანო, სადაც ხმა იყო საჭირო, იყო ხმა... რაც შეეხება კომპოზიციას, რომელიც შეასრულეს, ცნობილი ქართული თემაა, ამასთან, იყო პოპური და ერთი ხასიათიდან მეორეზე უხდებოდათ გადასვლა, რაც ასევე შესანიშნავად შეძლეს. შრომა რეჟისორმაც არ დაუკარგა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სალომე საკონკურსო სიმღერას კი არ ასრულებდა, არამედ როგორც კონკურსის სტუმარი, ისე იყო კონცერტზე მიწვეული, რადგან ძალზე ლაღი იყო. საერთოდ, ძლიერი გოგონაა.

- ჟიურის შეფასებაზე რას იტყვი?

- ნამდვილად ვერ გავიგე, რა მოხდა. ფადეევმა, რომელმაც წინა დღეს, 10 ქულა დაუწერა სალომეს, გუშინ 11 ქულით შეაფასა, ხოლო ტოტო კუტუნიომ, რომელიც გუშინწინ ფეხზე წამოუდგა ჩვენს კონკურსანტს და 11 ქულა მისცა, გუშინ 8 ქულით შეაფასა. მოკლედ, ვერაფრით ავხსენი მისი ასეთი "ჩამოხტომა" რას ნიშნავდა?! ან მაშინ არ იყო მართალი, როცა ფეხზე წამოდგა, ან გუშინ, როცა 8 ქულა დაწერა. საერთოდ, ჟიურის წევრს ეკრძალება ზედმეტი ემოციის გამოხატვა, მით უფრო, ფეხზე წამოხტომა და გადარევა. ჰოდა, თუ გუშინწინ გადაირია, გუშინ რამ გაამწარა?! რაღაც სერიოზულად შეეშალა. არადა, უმკაცრესმა ადამიანმა, თვით იგორ კრუტოიმ 11 ქულით შეაფასა ქართველების გამოსვლა.

- მართალია სალომეს ახლა სხვა ვოკალის პედაგოგები ჰყავს, მაგრამ როგორც მახსოვს, ის თავიდან თქვენი მოსწავლე იყო...

- კი, სალომე, ალბათ, 13-14 წლის იქნებოდა, რომ მისი ბებია, ქალბატონი ნატო დამიკავშირდა და მთხოვა, მისი შვილიშვილისთვის მომესმინა. მაშინ სალომე კონსერვატორიაში პროფესორ გულიკო კარიაულთან დადიოდა და კლასიკური სიმღერის მიმართულებით სერიოზულ მონაცემებს ავლენდა და პედაგოგი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ სალომეს რატომღაც მოუნდა, ჯერ ესტრადაში მოვსინჯავ ძალებსო და ჩემთან მოვიდა. რომ მოვუსმინე, მომეწონა და მეცადინეობა დავიწყეთ. იმ პერიოდში რაღაც საერთაშორისო კონკურსზე უნდა წასულიყო და ქართული სიმღერა სჭირდებოდა, რომელიც ქართული ფოლკლორის ელემენტებზე უნდა ყოფილიყო აგებული. მივიყვანე ნიკა მემანიშვილთან. ნიკამ უძლიერესი სიმღერა დაუწერა (ტექსტი ირინა სანიკიძემ შექმნა), მაგრამ იმ კონკურსზე მერე ვეღარ წავიდა, თუმცა იმ პერიოდში მასთან ერთად სერიოზულად ვიმუშავე.

2007 წელს "I არხზე" გადაცემა-კონკურსი - "წარმატების ფორმულა" მქონდა, რომელშიც სალომემ როგორც კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა და ჟიური აღაფრთოვანა. იმ პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულიც აღმოჩნდა.

- "იურმალას" რომ დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვს სალომეს?

- შანსი აქვს, როგორ არა. ამ ყველაფრის ფონზე ჯერჯერობით მეორე ადგილზე გასვლა ცუდი არ არის. რაც შეეხება იმ კუბელს, კარგი მომღერალია, მაგრამ მგონია, რომ ამ საქმეში მთლად ახალბედა არ უნდა იყოს... რაღაც მეტი გამოცდილება აქვს. ამის გამო ასეთ კონკურსზე არ უნდა მიეღო მონაწილეობა. სალომეს წარმატებას ვუსურვებ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ:

სალომე ქათამაძე და დუეტი "ჯორჯია" - "ახალი ტალღის" მეორე საკონკურსო დღე

"კუტუნიოს ალბათ ეძინა და არ მოეწონა, რომ გააღვიძეს" - ვალერი მელაძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება