მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიწყ­ებთ პე­დო­ფი­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბას"
"ვიწყ­ებთ პე­დო­ფი­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბას"

თქვე­ნი მო­ნა-­მორ­ჩი­ლი ამას წი­ნათ ერ­თ-ერთ სუფ­რა­ზე მოხ­ვდა, რომ­ლის რამ­დე­ნი­მე წევ­რთან შო­რე­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და. ამ ამ­ბავ­ში უჩ­ვე­უ­ლო ის არის, რომ სუფ­რის რამ­დე­ნი­მე წევ­რი იმა­ზე მსჯე­ლობ­და, რო­გორ ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნათ უბა­ნი. ისი­ნი რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და, რას­თან გვქონ­და საქ­მე, მაგ­რამ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხი­ა, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნია, ერ­თ-ერ­თი კი სა­ხელ­მწი­ფო უწყ­ე­ბა­ში მუ­შა­ობს. მა­ლე ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა - აღ­მოჩ­ნდა, რომ ლა­პა­რა­კი იყო ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბულ პე­დო­ფი­ლი­ის ფაქ­ტებ­ზე. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხი ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად მსჯე­ლობ­და იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ ესა თუ ის უბა­ნი, რა­თა ბავ­შვე­ბი "ა­ვად­მყო­ფე­ბის­გან" და­ეც­ვათ. სა­კითხ­მა, რა თქმა უნ­და, და­მა­ინ­ტე­რე­სა, მაგ­რამ სუფ­რის წევ­რებ­მა ამ თე­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­არი კა­ტე­გო­რი­უ­ლად იუ­ა­რეს. თუმ­ცა გაჭ­რა არ­გუ­მენ­ტმა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლას შე­საძ­ლოა ერ­თგვა­რი პრე­ვენ­ცი­ის რო­ლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უფ­რო მე­ტად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ ასე­თი სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტე­ბის აღ­მო­საფ­ხვრე­ლად. ჩვენს რეს­პონ­დენტს იმის პი­რო­ბაც მი­ვე­ცით, რომ მის გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ­დით.

თა­მაზ გ.: "დი­დი საძ­მა­კა­ცო ვართ. თბი­ლი­სის და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუთხ­ე-­კუნ­ჭულ­ში გვყავს ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი. ხომ ხე­დავთ, რა სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში? დღე ისე არ გა­ვა, სად­მე რო­მე­ლი­მე პე­დო­ფი­ლი არ და­ა­კა­ვონ. გა­სა­გე­ბი­ა, რომ ასე­თი ამ­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა რე­გი­ო­ნებ­ში ხდე­ბა, მაგ­რამ რა გა­რან­ტია გვაქვს, რომ იგი­ვე თბი­ლის­ში არ მოხ­დე­ბა? ან რა, რე­გი­ო­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­წი­ლი არ არის? რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩე­მი მე­გობ­რის შვი­ლი პე­დო­ფილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა (ეს ამ­ბა­ვი რე­გი­ონ­ში მოხ­და). მე ხომ ვი­ცი, რა ტრი­ა­ლებს ბავ­შვის მშობ­ლე­ბის გუ­ლ­ში? ისი­ნი ამ ტრავ­მას ხომ ვერ მო­ი­შუ­შე­ბენ ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე? მა­მა­მისს ლა­მის ფსი­ქი­კა შე­ერ­ყა... პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ და 1990-ი­ან წლებ­ში ოპერ­მუ­შა­კა­დაც მი­მუ­შა­ვი­ა. ასე რომ, კარ­გად ვი­ცი, მთა­ვა­რი ის კი არ არის, დამ­ნა­შა­ვე და­ი­ჭი­რო, არა­მედ ის, რომ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია მო­ახ­დი­ნო. ვინ­მე ახერ­ხებს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ას? და­სავ­ლე­თის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ლა­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, ჩვენ კი ჯერ კი­დევ ქვის ხა­ნა­ში ვართ. აი, ამა­ზე დავ­ფიქ­რდი და ასე­თი იდეა მო­მი­ვი­და- თუ სა­ხელ­მწი­ფო ვერ არ­თმევს თავს ამ საქ­მეს, მი­სი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჩვენ უნ­და გა­ვა­კე­თოთ". ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, მას ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რეც გა­მო­უჩ­ნდა. "ჯერ ჩემს ძმა­კა­ცებს გა­ვუ­ზი­ა­რე იდე­ა, იმათ თა­ვი­ანთ ძმა­კა­ცებს. იცით, რამ­დე­ნი ვართ? სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე მე­ტი თა­ნა­მო­აზ­რე სწო­რედ რე­გი­ო­ნებ­ში გვყავს. თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან და გარ­წმუ­ნებთ, მა­ლე მოქ­მე­დე­ბა­საც და­ვიწყ­ებთ".

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ აპი­რე­ბენ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმის გა­კე­თე­ბას, "რა­საც სა­ხელ­მწი­ფო ვერ აკე­თებს": "ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებთ. თბი­ლის­შიც და რე­გი­ო­ნებ­შიც კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი კონ­კრე­ტულ უბანს მი­აქ­ცე­ვენ ყუ­რადღ­ე­ბას - სკო­ლებს, ბავ­შვთა სახ­ლებს, პარ­კებს და ასე შემ­დეგ. იქ­ნე­ბა ე.წ. მო­რი­გე­ო­ბის პრინ­ცი­პი. ამ საქ­მის­თვის ერ­თი დღე კვი­რა­ში ყვე­ლამ უნ­და გა­მო­ნა­ხოს, თუ არა­და, ბო­ლოს და ბო­ლოს სა­კუ­თარ ფულს დავ­ხარ­ჯავთ და ხალ­ხს და­ვი­ქი­რა­ვებთ, არც ეს არის პრობ­ლე­მა. შე­გიძ­ლი­ათ პირ­და­პირ და­წე­როთ - ვიწყ­ებთ პე­დო­ფი­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბას. იმე­დი­ა, ვინ­მე ხელთ არ ჩაგ­ვი­ვარ­დე­ბა, თო­რემ ვერ გა­დაგ­ვირ­ჩე­ბა, სულ არ და­ვე­ძებ, წა­ვალ თუ არა ცი­ხე­ში. ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ანს არ უნ­და მოს­დი­ო­დეს იდე­ა, თა­ვად გა­ა­კე­თოს პო­ლი­ცი­ის გა­სა­კე­თე­ბე­ლი".

კითხ­ვა­ზე, ხომ არ გა­და­იქ­ცე­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი "კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბად" და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბიც ხომ არ გახ­დე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერპ­ლნი, თა­მაზ გ-მ გა­ნაცხ­ა­და, რომ ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ: "ასე­თი რამ მარ­თლაც მოხ­და - ერ­თ-ერთ სკო­ლას­თან (ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში) ახალ­გაზ­რდა ბი­ჭი ყო­ველ­დღე ვარ­ჯი­შობ­და. პა­ტა­რე­ბის მშობ­ლებს ეს რა­ტომ­ღაც სა­ეჭ­ვოდ მო­ეჩ­ვე­ნათ, ერ­თხე­ლაც და­უ­და­რაჯ­დნენ და მან­ქა­ნა­ში ტე­ნიდ­ნენ. ამ ბი­ჭის მე­ზო­ბელს რომ არ ეც­ნო მსხვერ­პლი და არ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა მათ­თვის, რომ სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლურ ახალ­გაზ­რდას­თან ჰქონ­დათ საქ­მე, ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბო­და. ასე­თი შეც­დო­მა ჩვენ ნამ­დვი­ლად არ მოგ­ვი­ვა".

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" შსს-ს და­უ­კავ­შირ­და. და­ვინ­ტე­რეს­დით, პე­დო­ფი­ლი­ის გახ­ში­რე­ბულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხომ არ აპი­რებს ეს უწყ­ე­ბა რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას.

ნი­ნო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

- ჩვე­ნი უწყ­ე­ბა მოქ­მე­დებს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

- რო­გორც ვი­ცი, არა­ერ­თი ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მოქ­მე­დებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ამ­გვა­რი და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ა­სა და აღ­მოფ­ხვრა­ზე მუ­შა­ობს, ჩვენ­თა­ნაც ხომ არ შე­იქ­მნე­ბა მსგავ­სი რამ?

- არა, ჩვენ­თან ამ­გვა­რი სამ­სა­ხუ­რი არ არის და რო­გორ ვი­ცი, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­შიც მსგავ­სი არა­ფე­რია და­გეგ­მი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის

- პო­ლო­ნე­თი ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც პე­დო­ფი­ლებს იძუ­ლე­ბით კას­ტრა­ცი­ას უკე­თე­ბენ. ასეთ მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ საფ­რან­გეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, და­ნი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­შიც.

- აშ­შ-ში, საფ­რან­გეთ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პე­დო­ფი­ლებს, რომ­ლე­ბიც სას­ჯელს მო­იხ­დი­ან, ნა­ვი­გა­ცი­ურ ბრას­ლე­ტებს უკე­თე­ბენ, რა­თა ყო­ველ­თვის იცოდ­ნენ მა­თი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი.

- ინ­გლის­ში პე­დო­ფი­ლებს ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე ამოწ­მე­ბენ.

- კა­ნა­და­ში პე­დო­ფი­ლებს 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რძა­ლა­ვენ პარ­კებ­ში, სა­ბავ­შვო მო­ედ­ნებ­სა და ყვე­ლა იმ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნას, სა­დაც ბავ­შვე­ბი არი­ან.

- აშ­შ-ში მა­ნი­ა­კე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი­ა. სპე­ცი­ა­ლურ სა­ი­ტებ­ზე ქვეყ­ნდე­ბა მა­ნი­ა­კე­ბის ვი­ნა­ო­ბა, ფო­ტო­ე­ბი და მი­სა­მარ­თე­ბი.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"ვიწყ­ებთ პე­დო­ფი­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბას"

"ვიწყ­ებთ პე­დო­ფი­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბას"

თქვე­ნი მო­ნა-­მორ­ჩი­ლი ამას წი­ნათ ერ­თ-ერთ სუფ­რა­ზე მოხ­ვდა, რომ­ლის რამ­დე­ნი­მე წევ­რთან შო­რე­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და. ამ ამ­ბავ­ში უჩ­ვე­უ­ლო ის არის, რომ სუფ­რის რამ­დე­ნი­მე წევ­რი იმა­ზე მსჯე­ლობ­და, რო­გორ ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნათ უბა­ნი. ისი­ნი რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და, რას­თან გვქონ­და საქ­მე, მაგ­რამ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხი­ა, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნია, ერ­თ-ერ­თი კი სა­ხელ­მწი­ფო უწყ­ე­ბა­ში მუ­შა­ობს. მა­ლე ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა - აღ­მოჩ­ნდა, რომ ლა­პა­რა­კი იყო ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბულ პე­დო­ფი­ლი­ის ფაქ­ტებ­ზე. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხი ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად მსჯე­ლობ­და იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ ესა თუ ის უბა­ნი, რა­თა ბავ­შვე­ბი "ა­ვად­მყო­ფე­ბის­გან" და­ეც­ვათ. სა­კითხ­მა, რა თქმა უნ­და, და­მა­ინ­ტე­რე­სა, მაგ­რამ სუფ­რის წევ­რებ­მა ამ თე­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­არი კა­ტე­გო­რი­უ­ლად იუ­ა­რეს. თუმ­ცა გაჭ­რა არ­გუ­მენ­ტმა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გაზეთში გამოქვეყნებულ მა­სა­ლას შე­საძ­ლოა ერ­თგვა­რი პრე­ვენ­ცი­ის რო­ლი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უფ­რო მე­ტად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ ასე­თი სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტე­ბის აღ­მო­საფ­ხვრე­ლად. ჩვენს რეს­პონ­დენტს იმის პი­რო­ბაც მი­ვე­ცით, რომ მის გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ­დით.

თა­მაზ გ.: "დი­დი საძ­მა­კა­ცო ვართ. თბი­ლი­სის და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუთხ­ე-­კუნ­ჭულ­ში გვყავს ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი. ხომ ხე­დავთ, რა სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში? დღე ისე არ გა­ვა, სად­მე რო­მე­ლი­მე პე­დო­ფი­ლი არ და­ა­კა­ვონ. გა­სა­გე­ბი­ა, რომ ასე­თი ამ­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა რე­გი­ო­ნებ­ში ხდე­ბა, მაგ­რამ რა გა­რან­ტია გვაქვს, რომ იგი­ვე თბი­ლის­ში არ მოხ­დე­ბა? ან რა, რე­გი­ო­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­წი­ლი არ არის? რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩე­მი მე­გობ­რის შვი­ლი პე­დო­ფილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა (ეს ამ­ბა­ვი რე­გი­ონ­ში მოხ­და). მე ხომ ვი­ცი, რა ტრი­ა­ლებს ბავ­შვის მშობ­ლე­ბის გუ­ლ­ში? ისი­ნი ამ ტრავ­მას ხომ ვერ მო­ი­შუ­შე­ბენ ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე? მა­მა­მისს ლა­მის ფსი­ქი­კა შე­ერ­ყა... პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ და 1990-ი­ან წლებ­ში ოპერ­მუ­შა­კა­დაც მი­მუ­შა­ვი­ა. ასე რომ, კარ­გად ვი­ცი, მთა­ვა­რი ის კი არ არის, დამ­ნა­შა­ვე და­ი­ჭი­რო, არა­მედ ის, რომ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია მო­ახ­დი­ნო. ვინ­მე ახერ­ხებს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ას? და­სავ­ლე­თის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ლა­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, ჩვენ კი ჯერ კიდევ ქვის ხა­ნა­ში ვართ. აი, ამა­ზე დავ­ფიქ­რდი და ასეთი იდეა მო­მი­ვი­და- თუ სა­ხელ­მწი­ფო ვერ არ­თმევს თავს ამ საქ­მეს, მი­სი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ჩვენ უნ­და გა­ვა­კე­თოთ". ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, მას ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რეც გა­მო­უჩ­ნდა. "ჯერ ჩემს ძმა­კა­ცებს გა­ვუ­ზი­ა­რე იდე­ა, იმათ თა­ვი­ანთ ძმა­კა­ცებს. იცით, რამ­დე­ნი ვართ? სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე მე­ტი თა­ნა­მო­აზ­რე სწო­რედ რე­გი­ო­ნებ­ში გვყავს. თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან და გარ­წმუ­ნებთ, მა­ლე მოქ­მე­დე­ბა­საც და­ვიწყ­ებთ".

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ აპი­რე­ბენ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმის გა­კე­თე­ბას, "რა­საც სა­ხელ­მწი­ფო ვერ აკე­თებს": "ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებთ. თბი­ლის­შიც და რე­გი­ო­ნებ­შიც კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი კონ­კრე­ტულ უბანს მი­აქ­ცე­ვენ ყუ­რადღ­ე­ბას - სკო­ლებს, ბავ­შვთა სახ­ლებს, პარ­კებს და ასე შემ­დეგ. იქ­ნე­ბა ე.წ. მო­რი­გე­ო­ბის პრინ­ცი­პი. ამ საქ­მის­თვის ერ­თი დღე კვი­რა­ში ყვე­ლამ უნ­და გა­მო­ნა­ხოს, თუ არა­და, ბო­ლოს და ბო­ლოს სა­კუ­თარ ფულს დავ­ხარ­ჯავთ და ხალხს და­ვი­ქი­რა­ვებთ, არც ეს არის პრობ­ლე­მა. შე­გიძ­ლი­ათ პირ­და­პირ და­წე­როთ - ვიწყ­ებთ პე­დო­ფი­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბას. იმე­დი­ა, ვინ­მე ხელთ არ ჩაგ­ვი­ვარ­დე­ბა, თო­რემ ვერ გა­დაგ­ვირ­ჩე­ბა, სულ არ და­ვე­ძებ, წა­ვალ თუ არა ცი­ხე­ში. ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ანს არ უნ­და მოს­დი­ო­დეს იდე­ა, თა­ვად გა­ა­კე­თოს პო­ლი­ცი­ის გა­სა­კე­თე­ბე­ლი".

კითხ­ვა­ზე, ხომ არ გა­და­იქ­ცე­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი "კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბად" და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბიც ხომ არ გახ­დე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერპ­ლნი, თა­მაზ გ-მ გა­ნაცხ­ა­და, რომ ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ: "ასე­თი რამ მარ­თლაც მოხ­და - ერ­თ-ერთ სკო­ლას­თან (ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში) ახალ­გაზ­რდა ბი­ჭი ყო­ველ­დღე ვარ­ჯი­შობ­და. პა­ტა­რე­ბის მშობ­ლებს ეს რა­ტომ­ღაც სა­ეჭ­ვოდ მო­ეჩ­ვე­ნათ, ერ­თხე­ლაც და­უ­და­რაჯ­დნენ და მან­ქა­ნა­ში ტე­ნიდ­ნენ. ამ ბი­ჭის მე­ზო­ბელს რომ არ ეც­ნო მსხვერ­პლი და არ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა მათ­თვის, რომ სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლურ ახალ­გაზ­რდას­თან ჰქონ­დათ საქ­მე, ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბო­და. ასე­თი შეც­დო­მა ჩვენ ნამ­დვი­ლად არ მოგ­ვი­ვა".

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" შსს-ს და­უ­კავ­შირ­და. და­ვინ­ტე­რეს­დით, პე­დო­ფი­ლი­ის გახ­ში­რე­ბულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხომ არ აპი­რებს ეს უწყ­ე­ბა რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას.

ნი­ნო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

- ჩვე­ნი უწყ­ე­ბა მოქ­მე­დებს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

- რო­გორც ვი­ცი, არა­ერ­თი ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მოქ­მე­დებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ამ­გვა­რი და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ა­სა და აღ­მოფ­ხვრა­ზე მუ­შა­ობს, ჩვენ­თა­ნაც ხომ არ შე­იქ­მნე­ბა მსგავ­სი რამ?

- არა, ჩვენ­თან ამ­გვა­რი სამ­სა­ხუ­რი არ არის და რო­გორ ვი­ცი, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­შიც მსგავ­სი არა­ფე­რია და­გეგ­მი­ლი.

ცნობისათვის

- პო­ლო­ნე­თი ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც პე­დო­ფი­ლებს იძუ­ლე­ბით კას­ტრა­ცი­ას უკე­თე­ბენ. ასეთ მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ საფ­რან­გეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, და­ნი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­შიც.

- აშ­შ-ში, საფ­რან­გეთ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პე­დო­ფი­ლებს, რომ­ლე­ბიც სას­ჯელს მო­იხ­დი­ან, ნა­ვი­გა­ცი­ურ ბრას­ლე­ტებს უკე­თე­ბენ, რა­თა ყო­ველ­თვის იცოდ­ნენ მა­თი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი.

- ინ­გლის­ში პე­დო­ფი­ლებს ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ზე ამოწ­მე­ბენ.

- კა­ნა­და­ში პე­დო­ფი­ლებს 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რძა­ლა­ვენ პარ­კებ­ში, სა­ბავ­შვო მო­ედ­ნებ­სა და ყვე­ლა იმ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნას, სა­დაც ბავ­შვე­ბი არი­ან.

- აშ­შ-ში მა­ნი­ა­კე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი­ა. სპე­ცი­ა­ლურ სა­ი­ტებ­ზე ქვეყ­ნდე­ბა მა­ნი­ა­კე­ბის ვი­ნა­ო­ბა, ფო­ტო­ე­ბი და მი­სა­მარ­თე­ბი.

ანა გიორგაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია