პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინის შვილი ბადურაშვილი იქნება"
"ნინის შვილი ბადურაშვილი იქნება"

19 ივ­ლისს მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს ქა­ლიშ­ვი­ლი, ელე­ნე შე­ე­ძი­ნა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" იმე­და კა­ხი­ანს და­უ­კავ­შირ­და და შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა მი­უ­ლო­ცა.

- ბა­ტო­ნო იმე­და, გი­ლო­ცავთ ელე­ნეს შე­ძე­ნას.

- დიდი მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო, ღმერ­თმა გა­გა­ხა­როთ. და­ი­ბა­და პა­ტა­რა ელე­ნე, ღვთის წყა­ლო­ბით ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე.

- თუ გა­ი­ზი­ა­რა ეს სი­ხა­რუ­ლი ელე­ნეს მა­მის ოჯახ­მა?

- არა, არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

- არც თქვენს მე­გო­ბარ გივი ჩიქ­ვა­ნა­ი­ას და­უ­რე­კავს?

- არა, არ ჩა­ნან... ალ­ბათ, არ უნდა ამ კაცს (ირაკ­ლის ვგუ­ლის­ხმობ) მშვი­დო­ბა, აღი­ა­რე­ბა და რას ვი­ზამთ. ჩვენ დიდ პა­ტივს ვცემთ, ნამ­დვი­ლად კარ­გი გვა­რია - კუ­ტა­ლა­ძე, მაგ­რამ ბაგ­რა­ტი­ო­ნიც რომ იყოს, ვერ შე­ვეხ­ვე­წე­ბით თუ არ უნდა.

- ანუ ბავ­შვი შე­საძ­ლოა ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გვარ­ზე იყოს?

- ალ­ბათ, რად­გან მამა არა­ნა­ირ ინი­ცი­ა­ტი­ვას არ იჩენს, ბავ­შვი დე­დის გვარ­ზე იქ­ნე­ბა, აბა, რო­გორ?! მე არ ვიცი, რა საქ­მე­ე­ბით უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ამ დროს რომ არ გა­მოჩ­ნდეს. ლან­ძღვა-გი­ნე­ბას არ ვა­პი­რებ ირაკ­ლი­სას, ალ­ბათ, არ იყ­ვნენ ერ­თმა­ნე­თის ბედი და ვერ გა­უ­გეს ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ბავ­შვი გაჩ­ნდა, კაცო, და ამ დროს უყუ­რა­დღე­ბო­ბა გა­გო­ნი­ლა?!..

- თა­ვად ნინი რო­გორ გრძნობს თავს?

- ბედ­ნი­ე­რია, გვერ­დით ჰყავს ბავ­შვი, ძუ­ძუს აწო­ვებს და ამ­ბობს, ჯერ არ ვიცი ვინ არის, სა­ი­დან მო­ვი­დაო... მოკ­ლედ, ელე­ნემ ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვა­ვი­წყა. ამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი მოგ­ვივ­ლი­ნა ღმერ­თმა და სხვა­ზე რაზე უნდა იფიქ­რო ადა­მი­ან­მა?!

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ტუია
0

ძალიანაც კარგი, იყოს ბადურაშვილი და თანაც ნინოს ასული (როგორც თამარ მეფის შვილები იყვნენ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ნინის შვილი ბადურაშვილი იქნება"

"ნინის შვილი ბადურაშვილი იქნება"

19 ივლისს მომღერალ ნინი ბადურაშვილს ქალიშვილი, ელენე შეეძინა. "კვირის პალიტრა" იმედა კახიანს დაუკავშირდა და შვილიშვილის დაბადება მიულოცა.

- ბატონო იმედა, გილოცავთ ელენეს შეძენას.

- დიდი მადლობა ბატონო, ღმერთმა გაგახაროთ. დაიბადა პატარა ელენე, ღვთის წყალობით ყოველგვარი გართულების გარეშე.

- თუ გაიზიარა ეს სიხარული ელენეს მამის ოჯახმა?

- არა, არავინ გამოჩენილა.

- არც თქვენს მეგობარ გივი ჩიქვანაიას დაურეკავს?

- არა, არ ჩანან... ალბათ, არ უნდა ამ კაცს (ირაკლის ვგულისხმობ) მშვიდობა, აღიარება და რას ვიზამთ. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ნამდვილად კარგი გვარია - კუტალაძე, მაგრამ ბაგრატიონიც რომ იყოს, ვერ შევეხვეწებით თუ არ უნდა.

- ანუ ბავშვი შესაძლოა ბადურაშვილის გვარზე იყოს?

- ალბათ, რადგან მამა არანაირ ინიციატივას არ იჩენს, ბავშვი დედის გვარზე იქნება, აბა, როგორ?! მე არ ვიცი, რა საქმეებით უნდა იყოს დაკავებული ადამიანი, ამ დროს რომ არ გამოჩნდეს. ლანძღვა-გინებას არ ვაპირებ ირაკლისას, ალბათ, არ იყვნენ ერთმანეთის ბედი და ვერ გაუგეს ერთმანეთს, მაგრამ ბავშვი გაჩნდა, კაცო, და ამ დროს უყურადღებობა გაგონილა?!..

- თავად ნინი როგორ გრძნობს თავს?

- ბედნიერია, გვერდით ჰყავს ბავშვი, ძუძუს აწოვებს და ამბობს, ჯერ არ ვიცი ვინ არის, საიდან მოვიდაო... მოკლედ, ელენემ ყველაფერი დაგვავიწყა. ამხელა სიხარული მოგვივლინა ღმერთმა და სხვაზე რაზე უნდა იფიქრო ადამიანმა?!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია