პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას მგრძნობელობა უბრუნდება
კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას მგრძნობელობა უბრუნდება

5 წელი გა­ვი­და მას მერე, რაც მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ბოჯ­გუა კო­მა­ში მყო­ფი შინ სა­წოლ­მი­ჯაჭ­ვუ­ლი წევს. მას თა­ვის ტვი­ნის ჰი­პოქ­სი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს. პა­ცი­ენ­ტი ზონ­დი­რე­ბულ კვე­ბა­ზე ჰყავთ. ექი­მე­ბის პროგ­ნო­ზით, მას აქამ­დე არ უნდა ეცო­ცხლა. ჯა­ბას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია ამ­ბობს, რომ მის შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა არა თუ გა­უ­ა­რეს­და, ბოლო პე­რი­ო­დია, ავად­მყოფ­მა მეტი სა­სი­ცო­ცხლო ნი­შა­ნი შე­ი­ძი­ნა.

მა­ნა­ნა გვა­სა­ლია:

- ბოლო ერთი კვი­რაა, ჯა­ბას მგრძნო­ბე­ლო­ბა 100%-ით მო­ე­მა­ტა. რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ამ­ბებს ვუყ­ვე­ბი, მის­მენს, თვალს მი­ჩე­რებს. თით­ქოს რა­ღა­ცის თქმაც უნდა, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებს. ბე­ბია საკ­ვებს რომ აძ­ლევს, პირს უცებ უღებს, რაც ადრე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ადრე ნემ­სის გა­კე­თე­ბი­სას 3 კაცი თუ ძლივს ვა­კა­ვებ­დით, ახლა ეს აღარ გვჭირ­დე­ბა. მის სიმ­ღე­რას ვურ­თავ ხოლ­მე და რომ ის­მენს, ფერი ეც­ვლე­ბა.

5 წე­ლია წევს და მას ნა­წო­ლე­ბი არ გას­ჩე­ნია, რად­გა­ნაც ყო­ველ 2 სა­ათ­ში ერთხელ, სა­წოლ­ში ვაბ­რუ­ნებთ, მაგ­რამ თუ 2 სა­ათს ოდ­ნავ გა­და­ვა­ცი­ლე, ბრა­ზობს, რა­საც პი­რის მოძ­რა­ო­ბით გა­მო­ხა­ტავს. რაკი ამ­დე­ნი ხა­ნია, ამ ურ­თუ­ლეს ყო­ფა­სა და მდგო­მა­რე­ო­ბას გა­უძ­ლო, ექი­მის რჩე­ვით, ხან­და­ხან წა­მო­ვა­ჯენ ხოლ­მე, ეს მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამის­თვის კი სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­თო­პე­დი­უ­ლი სა­წო­ლი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს, რომ­ლის შე­ძე­ნა ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია. ახლა მინ­და, ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს, ან რო­მე­ლი­მე სა­და­ზღვე­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თხოვ­ნით მივ­მარ­თო, იქ­ნებ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­წო­ლი შეგ­ვი­ძი­ნონ. არა­და, სა­წო­ლი მარ­თლაც სჭირ­დე­ბა, რომ რა­ღაც პა­ტა­რა შე­ღა­ვა­თი იგ­რძნოს. ან იქ­ნებ ვინ­მე გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს და დაგ­ვეხ­მა­როს. მოკ­ლედ, ჩემი შვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავად­მყო­ფია...

- ჯაბა ინ­ვა­ლი­დო­ბის ჯგუ­ფი ხომ აქვს?

- კი, I ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია.

- მი­თხა­რით, რომ ზონ­დი­რე­ბულ კვე­ბა­ზე გყავთ. ძი­რი­თა­დად რა საკ­ვებს აძ­ლევთ?

- საკ­ვე­ბი­დან ყვე­ლა­ფერს ვაძ­ლევ, რაც სა­ერ­თოდ უყ­ვარ­და და რისი დაბ­ლენ­დერე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. საკ­ვებს 4 სა­ათ­ში ერთხელ ვაწ­ვდით, ხან მე და ხან - ბე­ბია.

- რო­გორც ვიცი, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობთ.

- კი, ნა­ქი­რა­ვებ­ში ვართ. თუკი რამ გაგ­ვაჩ­ნდა, ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დეთ და ამით მო­ვიყ­ვა­ნეთ ჯაბა აქამ­დე, ანუ ყვე­ლა­ფე­რი მას მო­ვახ­მა­რეთ. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვა­ცო­ცხლოთ და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელი შე­ვუ­წყოთ. ამის­თვის მე და ბე­ბი­ა­მი­სი ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. მად­ლო­ბა კე­თილ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ხან­და­ხან გვეხ­მა­რე­ბა.

- თუკი ოჯახ­ში ვერც თქვენ და ვერც ბე­ბია (პენ­სი­ო­ნე­რია) ვერ მუ­შა­ობთ, ბი­ნის ქი­რას რო­გორ იხ­დით?

- ქი­რის ნა­წილს მე­რია გვიხ­დის, თან­ხის ნა­წილს კი ბე­ბი­ის პენ­სი­ით ვფა­რავთ. მე ვი­მუ­შა­ვებ­დი, მაგ­რამ ისე­თი პა­ცი­ენ­ტია, მისი მი­ტო­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მუდ­მივ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს... ხან­და­ხან ბებო გა­რეთ რომ გა­დის, ეცო­დე­ბათ და რო­გორც გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს და რო­გორც ჯა­ბას ბე­ბი­ას, ფულს ჩუქ­ნი­ან, ხან ეკ­ლე­სი­ის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით ვარ­სე­ბობთ. ხომ გე­უბ­ნე­ბით, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ვა­ცო­ცხლოთ, რად­გა­ნაც ექი­მის თქმით, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მან "გა­მო­იღ­ვი­ძოს".

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ანუ ყვე­ლა­ფე­რი მო­მენ­ტა­ლუ­რად აღ­დგეს, კო­მი­დან გა­მო­ვი­დეს.

- ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- რაკი აქამ­დე მო­ვი­და და რა­ღაც სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნე­ბიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ის კო­მი­დან გა­მო­ვა. თან, იმ სიზ­მრის იმე­დი მაქვს, რო­მე­ლიც 5 წლის წინ მის­მა მე­გო­ბარ­მა ნახა.

- იქ­ნებ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად მი­თხრათ, რას გუ­ლის­ხმობთ?

- რო­დე­საც ჯაბა თა­ვი­დან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­ვდა, მის­მა მე­გო­ბარ­მა მამა სოგ­რა­ტი მო­უყ­ვა­ნა. მა­მაო 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მას­თან იყო, რომ გა­მო­ვი­და, გვი­თხრა: ჯაბა ჩვენ­სკენ არი­სო. იმ სა­ღა­მოს­ვე იმ მე­გო­ბარს, რო­მელ­მაც მამა სოგ­რა­ტი მო­უყ­ვა­ნა, და­ე­სიზ­მრა: სახ­ლში ვი­ყა­ვი, ჯაბა სა­წოლ­ზე იწვა, მე მის ფე­ხებ­თან მი­ჯე­ქი და ჯა­ბამ უცებ რი­ცხვი 7 წა­მო­ი­ძა­ხაო. რაკი იმის მერე ყვე­ლა­ფე­რი ისე წა­ვი­და, რომ ის ცო­ცხა­ლია, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ 7 წლის თავ­ზე, ის კო­მი­დან უნდა გა­მო­ვი­დეს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას მგრძნობელობა უბრუნდება

კომაში მყოფ ჯაბა ბოჯგუას მგრძნობელობა უბრუნდება

5 წელი გავიდა მას მერე, რაც მომღერალი ჯაბა ბოჯგუა კომაში მყოფი შინ საწოლმიჯაჭვული წევს. მას თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს. პაციენტი ზონდირებულ კვებაზე ჰყავთ. ექიმების პროგნოზით, მას აქამდე არ უნდა ეცოცხლა. ჯაბას დედა, მანანა გვასალია ამბობს, რომ მის შვილის მდგომარეობა არა თუ გაუარესდა, ბოლო პერიოდია, ავადმყოფმა მეტი სასიცოცხლო ნიშანი შეიძინა.

მანანა გვასალია:

- ბოლო ერთი კვირაა, ჯაბას მგრძნობელობა 100%-ით მოემატა. რომ ველაპარაკები, ამბებს ვუყვები, მისმენს, თვალს მიჩერებს. თითქოს რაღაცის თქმაც უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. ბებია საკვებს რომ აძლევს, პირს უცებ უღებს, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ადრე ნემსის გაკეთებისას 3 კაცი თუ ძლივს ვაკავებდით, ახლა ეს აღარ გვჭირდება. მის სიმღერას ვურთავ ხოლმე და რომ ისმენს, ფერი ეცვლება.

5 წელია წევს და მას ნაწოლები არ გასჩენია, რადგანაც ყოველ 2 საათში ერთხელ, საწოლში ვაბრუნებთ, მაგრამ თუ 2 საათს ოდნავ გადავაცილე, ბრაზობს, რასაც პირის მოძრაობით გამოხატავს. რაკი ამდენი ხანია, ამ ურთულეს ყოფასა და მდგომარეობას გაუძლო, ექიმის რჩევით, ხანდახან წამოვაჯენ ხოლმე, ეს მისთვის აუცილებელია. ამისთვის კი საჭიროა სპეციალური ორთოპედიული საწოლი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, რომლის შეძენა ჩვენ არ შეგვიძლია. ახლა მინდა, ჯანმრთელობის სამინისტროს, ან რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაციას თხოვნით მივმართო, იქნებ აღნიშნული საწოლი შეგვიძინონ. არადა, საწოლი მართლაც სჭირდება, რომ რაღაც პატარა შეღავათი იგრძნოს. ან იქნებ ვინმე გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდეს და დაგვეხმაროს. მოკლედ, ჩემი შვილი შეიძლება ითქვას, რომ ძვირად ღირებული ავადმყოფია...

- ჯაბა ინვალიდობის ჯგუფი ხომ აქვს?

- კი, I ჯგუფის ინვალიდია.

- მითხარით, რომ ზონდირებულ კვებაზე გყავთ. ძირითადად რა საკვებს აძლევთ?

- საკვებიდან ყველაფერს ვაძლევ, რაც საერთოდ უყვარდა და რისი დაბლენდერებაც შესაძლებელია. საკვებს 4 საათში ერთხელ ვაწვდით, ხან მე და ხან - ბებია.

- როგორც ვიცი, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ.

- კი, ნაქირავებში ვართ. თუკი რამ გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ და ამით მოვიყვანეთ ჯაბა აქამდე, ანუ ყველაფერი მას მოვახმარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაცოცხლოთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ. ამისთვის მე და ბებიამისი ყველაფერს ვაკეთებთ. მადლობა კეთილ ადამიანებს, ვინც ხანდახან გვეხმარება.

- თუკი ოჯახში ვერც თქვენ და ვერც ბებია (პენსიონერია) ვერ მუშაობთ, ბინის ქირას როგორ იხდით?

- ქირის ნაწილს მერია გვიხდის, თანხის ნაწილს კი ბებიის პენსიით ვფარავთ. მე ვიმუშავებდი, მაგრამ ისეთი პაციენტია, მისი მიტოვება შეუძლებელია, მუდმივ ყურადღებას საჭიროებს... ხანდახან ბებო გარეთ რომ გადის, ეცოდებათ და როგორც გაჭირვებულ ადამიანს და როგორც ჯაბას ბებიას, ფულს ჩუქნიან, ხან ეკლესიის შემოწირულობებით ვარსებობთ. ხომ გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაცოცხლოთ, რადგანაც ექიმის თქმით, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლებელია მან "გამოიღვიძოს".

- რას გულისხმობთ?

- ანუ ყველაფერი მომენტალურად აღდგეს, კომიდან გამოვიდეს.

- ეს შესაძლებელია?

- რაკი აქამდე მოვიდა და რაღაც სასიცოცხლო ნიშნებიც შეინიშნება, რატომღაც მგონია, რომ ის კომიდან გამოვა. თან, იმ სიზმრის იმედი მაქვს, რომელიც 5 წლის წინ მისმა მეგობარმა ნახა.

- იქნებ უფრო კონკრეტულად მითხრათ, რას გულისხმობთ?

- როდესაც ჯაბა თავიდან რეანიმაციაში მოხვდა, მისმა მეგობარმა მამა სოგრატი მოუყვანა. მამაო 40 წუთის განმავლობაში რეანიმაციაში მასთან იყო, რომ გამოვიდა, გვითხრა: ჯაბა ჩვენსკენ არისო. იმ საღამოსვე იმ მეგობარს, რომელმაც მამა სოგრატი მოუყვანა, დაესიზმრა: სახლში ვიყავი, ჯაბა საწოლზე იწვა, მე მის ფეხებთან მიჯექი და ჯაბამ უცებ რიცხვი 7 წამოიძახაო. რაკი იმის მერე ყველაფერი ისე წავიდა, რომ ის ცოცხალია, რატომღაც მგონია, რომ 7 წლის თავზე, ის კომიდან უნდა გამოვიდეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) უხელმძღვანელებს

წონის მატება, ქცევის დარღვევა, ძილის პრობლემები - ენდოკრინოლოგი განმარტავს, რა ცვლილებები ვლინდება ბავშვებში პანდემიის შემდეგ

კორონავირუსი დაუდასტურდა თსუ-ს სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს