Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩამოდის "ბათუმობაზე" აბაშიძის ვაჟი
რატომ ჩამოდის "ბათუმობაზე" აბაშიძის ვაჟი

ბრუნ­დე­ბა თუ არა ას­ლან აბა­ში­ძე აჭა­რა­ში? - ეს კი­თხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი მას შემ­დეგ გახ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ ბა­თუ­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მოწ­ვე­ულ პერ­სო­ნა­თა შო­რის აჭა­რის ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლის ვაჟი, გი­ორ­გი აბა­ში­ძეც ფი­გუ­რი­რებ­და. ამ თე­მა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" აჭა­რე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის­თვის" თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ ამ სა­კი­თხზე, არა­მედ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზეც სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

- აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ტრა­დი­ცი­უ­ლად ბა­თუ­მო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­საწ­ვევ პერ­სო­ნა­თა სია წი­ნას­წარ დგე­ბა და მას სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე კენ­ჭს უყ­რი­ან. წელს მო­საწ­ვევ­თა შო­რის ას­ლან აბა­ში­ძის ვაჟი, გი­ორ­გი აბა­ში­ძეც მო­ი­აზ­რეს. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი ალე­კო ჩხარ­ტიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც არ­ცთუ დიდი ხნის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­ტო­ვა ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში. მისი მტკი­ცე­ბით, მო­საწ­ვევ პერ­სო­ნა­თა შო­რის გი­ორ­გი აბა­ში­ძე, რო­გორც ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი მერი, ისე შე­იყ­ვა­ნეს. მარ­თა­ლია, ამ სი­ის­თვის ჯერ კენ­ჭი არ უყ­რი­ათ, მაგ­რამ უკვე და­ირ­ხა ხმა, რომ ბა­თუმ­ში ას­ლან აბა­ში­ძე ბრუნ­დე­ბა.

- მაგ­რამ აბა­ში­ძე ხომ ძებ­ნი­ლია?

- დიახ, თა­ვის დრო­ზე, მის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მით­ვი­სე­ბის (თუ ზუს­ტად მახ­სოვს, 80 მი­ლი­ო­ნი ლა­რის მით­ვი­სე­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი) ბრალ­დე­ბე­ბით აღიძ­რა საქ­მე. მას 20 წელი მი­უ­სა­ჯეს და ძებ­ნი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნილ აბა­ში­ძეს ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ არ მი­უ­მარ­თავს თხოვ­ნით ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ღო. თუმ­ცა ვიცი, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მისი საქ­მე წარ­მო­ე­ბა­ში მი­ი­ღო. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი იყოს ამ საქ­მე­შიც და მისი გა­და­ხედ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გაჩ­ნდეს. თუმ­ცა ეს მო­მავ­ლის საქ­მეა. ამ­ჟა­მად კი აბა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­დეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მისი და­კა­ვე­ბის გარ­და სხვა გზა არ რჩე­ბათ. ამ­გვა­რად აბა­ში­ძე ავ­ჭა­ლის კო­ლო­ნი­ა­ში (დიდი ალ­ბა­თო­ბით) მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ახა­ლა­ი­ას და სხვა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გვერ­დით აღ­მოჩ­ნდე­ბა. იმა­ვეს ვერ ვი­ტყვი გი­ორ­გი აბა­ში­ძე­ზე, რად­გან მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღ­ძრუ­ლი არ არის და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია ბა­თუმ­ში ჩა­მოს­ვლა.

- იქ­ნებ გი­ორ­გი აბა­ში­ძე იმი­ტომ ჩა­მო­დის, რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა აწარ­მო­ოს, და­აბ­რუ­ნონ აჭა­რა­ში აბა­ში­ძე.

- არ ვიცი, რამ­დე­ნად აქვს ამის­თვის სა­ჭი­რო რე­სურ­სი გი­ორ­გის, რა პო­ლი­ტი­კუ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა აქვს ამ­ჟა­მად. თა­ვის დრო­ზე, ის ძა­ლით შე­ათ­რი­ეს პო­ლი­ტი­კა­ში. მახ­სოვს, როცა გი­ორ­გი ბა­თუ­მის მერი იყო (მე მა­შინ ას­ლა­ნის პრესმდი­ვა­ნი და აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი) აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა მთხო­ვა, გი­ორ­გის­თან მე­მე­გობ­რა, მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა მი­მექ­ცია. მა­შინ გი­ორ­გის გარ­თო­ბა და წა­მა­ლი უფრო აინ­ტე­რე­სებ­და, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რატომ ჩამოდის "ბათუმობაზე" აბაშიძის ვაჟი

რატომ ჩამოდის "ბათუმობაზე" აბაშიძის ვაჟი

ბრუნდება თუ არა ასლან აბაშიძე აჭარაში? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ბათუმობის დღესასწაულზე მოწვეულ პერსონათა შორის აჭარის ყოფილი მმართველის ვაჟი, გიორგი აბაშიძეც ფიგურირებდა. ამ თემაზე "კვირის პალიტრას" აჭარელი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ესაუბრა, რომელმაც არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ ზურაბ ჟვანიას მკვლელის ვინაობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზეც სკანდალური განცხადებები გააკეთა.

- აგვისტოს ბოლოს ტრადიციულად ბათუმობა აღინიშნება. ამ საზეიმო ღონისძიებაზე მოსაწვევ პერსონათა სია წინასწარ დგება და მას სპეციალური კომისიის სხდომაზე კენჭს უყრიან. წელს მოსაწვევთა შორის ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძეც მოიაზრეს. ამ ინიციატივის ავტორი ალეკო ჩხარტიშვილია, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა ბათუმის საკრებულოში. მისი მტკიცებით, მოსაწვევ პერსონათა შორის გიორგი აბაშიძე, როგორც ბათუმის ყოფილი მერი, ისე შეიყვანეს. მართალია, ამ სიისთვის ჯერ კენჭი არ უყრიათ, მაგრამ უკვე დაირხა ხმა, რომ ბათუმში ასლან აბაშიძე ბრუნდება.

- მაგრამ აბაშიძე ხომ ძებნილია?

- დიახ, თავის დროზე, მის წინააღმდეგ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების (თუ ზუსტად მახსოვს, 80 მილიონი ლარის მითვისებაზე იყო ლაპარაკი) ბრალდებებით აღიძრა საქმე. მას 20 წელი მიუსაჯეს და ძებნილად გამოაცხადეს. ინტერპოლით ძებნილ აბაშიძეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ მიუმართავს თხოვნით ახალი ხელისუფლებისთვის, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიეღო. თუმცა ვიცი, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში მიიღო. არ გამიკვირდება, რომ პროცესუალური დარღვევები იყოს ამ საქმეშიც და მისი გადახედვის შესაძლებლობაც გაჩნდეს. თუმცა ეს მომავლის საქმეა. ამჟამად კი აბაშიძე საქართველოში რომ ჩამოვიდეს, სამართალდამცველებს მისი დაკავების გარდა სხვა გზა არ რჩებათ. ამგვარად აბაშიძე ავჭალის კოლონიაში (დიდი ალბათობით) მერაბიშვილის, ახალაიას და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების გვერდით აღმოჩნდება. იმავეს ვერ ვიტყვი გიორგი აბაშიძეზე, რადგან მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის და ნებისმიერ დროს შეუძლია ბათუმში ჩამოსვლა.

- იქნებ გიორგი აბაშიძე იმიტომ ჩამოდის, რომ ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აწარმოოს, დააბრუნონ აჭარაში აბაშიძე.

- არ ვიცი, რამდენად აქვს ამისთვის საჭირო რესურსი გიორგის, რა პოლიტიკური მსოფლმხედველობა აქვს ამჟამად. თავის დროზე, ის ძალით შეათრიეს პოლიტიკაში. მახსოვს, როცა გიორგი ბათუმის მერი იყო (მე მაშინ ასლანის პრესმდივანი და აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი ვიყავი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა მეთაურმა მთხოვა, გიორგისთან მემეგობრა, მისთვის ყურადღება მიმექცია. მაშინ გიორგის გართობა და წამალი უფრო აინტერესებდა, ვიდრე პოლიტიკა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა