სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითხოვს რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან
რას ითხოვს რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან

რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­სა­შუ­ქებ­ლად "სი­დას" (სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო) ორ­გა­ნი­ზე­ბით, 3-დღი­ა­ნი მე­დი­ა­ტუ­რი მო­ე­წყო. პირ­ვე­ლი რე­გი­ო­ნი, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვეს­ტუმ­რეთ, კა­ხე­თი იყო. გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში წელს ატ­მი­სა და ვაშ­ლა­ტა­მას დიდი მო­სა­ვა­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბას კი მისი რე­ა­ლი­ზე­ბა უჭირს. ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე მისი ფასი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად და­ბა­ლია. ბაზ­რო­ბა­ზე გა­მო­სუ­ლი გლე­ხე­ბი 20-22 კი­ლოგ­რა­მი ხი­ლით სავ­სე ყუ­თებს 3 ლა­რა­დაც ვერ ყი­დი­ან, როცა შარ­შან­დელ სე­ზონ­ზე 1 კი­ლოგ­რა­მი ატა­მის ფასი 40-დან 60 თეთ­რამ­დე მერ­ყე­ობ­და. ბა­ზარ­ში ფა­სის ვარ­დნის მი­ზე­ზად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ბა­ჟო პუნ­ქტზე გან­ბა­ჟე­ბის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდას ასა­ხე­ლე­ბენ.

ზუ­რაბ კენ­ჭა­ძე,სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის მკვიდ­რი:

- წელს ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. წინა წლებ­ში მო­სავ­ლის დიდი ნა­წი­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­ში გაჰ­ქონ­დათ. სა­ბა­ჟო­ზე 1 კი­ლოგ­რამ­ში 23 თეთ­რს იხ­დიდ­ნენ, წელს კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ გა­და­სა­ხა­დი 1.15 თეთ­რამ­დე გა­ზარ­და. შე­წამ­ვლის, მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის და ყვე­ლა სხვა ხარ­ჯის და­ან­გა­რი­შე­ბით, გლე­ხებს 1 კი­ლოგ­რა­მი ატა­მი 30 თეთ­რამ­დე გვიჯ­დე­ბა, მაგ­რამ ახლა ხილს 20 თეთ­რა­დაც ვე­ღარ ვყი­დით. ცოტა ხან­ში ხე­ებს გავ­კა­ფავ, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღარ არის.

- მო­სავ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში დახ­მა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ან თქვე­ნი დე­პუ­ტა­ტის­თვის არ გი­თხო­ვი­ათ?

ნი­კო­ლოზ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბა­ნის მკვიდ­რი:

- აბა, ვინ რას გაგ­ვი­კე­თებს? გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს აქამ­დე არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია და ახლა რას გა­ა­კე­თებს? 20 ტონა ატა­მი მილ­პე­ბა... ცოტა ხნის წინ გულ­ზე ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. ექიმ­მა 5 თავი წა­მა­ლი გა­მო­მი­წე­რა და ეს ატა­მი თუ ვერ გავ­ყი­დე, წა­მა­ლი რით ვი­ყი­დო? პენ­სია ან სხვა შე­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს. არ­ჩევ­ნე­ბი მო­ახ­ლოვ­დე­ბა თუ არა, ყო­ველ­დღე დარ­ბი­ან, - ხმა მოგ­ვე­ცი­თო და რას აღარ გვპირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ მერე იკარ­გე­ბი­ან. "ოც­ნე­ბის" ხალ­ხიც და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც" იტყუ­ე­ბი­ან, სი­მარ­თლე კი არა­ვის მოს­წონს. რაც აქ ხდე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რომ იცო­დეს, რა­ი­მეს იღო­ნებ­და...

- მსგავ­სი პრობ­ლე­მის­გან მო­მა­ვალ­ში მა­ინც რომ იყოთ და­ზღვე­უ­ლე­ბი, თქვე­ნი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა უნდა გა­ა­კე­თოს?

თამ­რი­კო გო­გიშ­ვი­ლი, სო­ფელ შა­ში­ა­ნის მკვიდ­რი:

- რა­ი­ონ­ში ხი­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა რომ გა­იხ­სნას, დიდი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით დამ­ზა­დე­ბულ ლი­მო­ნათს რა­ტომ უნდა სვამ­დნენ, როცა ბევ­რი ხილი გვაქვს: ქლი­ა­ვი, ატა­მი, მსხა­ლი, ვაშ­ლი...

იმ­რან მა­მე­დო­ვი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე:

- აქ გუ­ში­ნაც ვი­ყა­ვი: ვაშ­ლა­ტა­მა 20 თეთ­რად ვი­ყი­დე, სა­ბა­ჟო­ზე კი კი­ლოგ­რამ ხილ­ში 1 ლარი და 20 თეთ­რი გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. შარ­შან გან­ბა­ჟე­ბის ფასი 24 თეთ­რი იყო. კი­დევ ერთხელ ვცდი ბედს, მაგ­რამ მო­გე­ბა თუ ისევ არ დამ­რჩა, ცხა­დია, აღარ გად­მო­ვალ. წელს აქ სი­ა­რუ­ლი მარ­თლაც, ზა­რა­ლია.

ბაზ­რო­ბა­ზე იმ დღეს მარ­თლაც, გა­სა­ყი­დად ტო­ნო­ბით ხილი იყო გა­მო­ტა­ნი­ლი, მყიდ­ვე­ლი კი ნაკ­ლე­ბად ჩან­და. და­სა­ნა­ნია, გლე­ხის შრო­მა რომ არ ფას­დე­ბა; მა­შინ, როცა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნა იზ­რდე­ბა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს სიმ­დიდ­რე გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლია. ძა­ლი­ან ძნე­ლია და­ამ­შვი­დო გლე­ხი, რო­მელ­საც მთე­ლი წლის შრო­მა წყალ­ში ეყ­რე­ბა... ჩუმ­ლა­ყე­ლებს და­ვემ­შვი­დო­ბე, - ხე­ი­რი გე­ნა­ხოთ-მეთ­ქი. მან­ქა­ნას მიყრდნო­ბი­ლი 85 წლის, შრო­მის­გან წელ­ში მოხ­რი­ლი პაპა გა­მო­მეხ­მა­უ­რა:

- ხე­ი­რი? ეჰ, აბა, სად არის ხე­ი­რი? დავ­ბერ­დი კაცი და ასე­თი ამ­ბა­ვი არ მახ­სოვს. აქა­უ­რო­ბა გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლია.

ამა­ვე რა­ი­ო­ნის სო­ფელ კარ­და­ნახ­ში 100-მდე ოჯა­ხი და­მე­წყრილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობს.

და­ვით კო­რა­ხაშ­ვი­ლი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი:

- 3 წე­ლია, ავა­რი­ულ სახ­ლში ვცხოვ­რობ. აქა­უ­რო­ბა გე­ო­ლო­გებ­მა შე­ა­მოწ­მეს და და­ას­კვნეს, რომ სახ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გი­სია, შე­კე­თე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. გამ­გე­ო­ბა­ში ხუთ­ჯერ ვი­ყა­ვი და ეს დას­კვნა ვერ იპო­ვეს. მე­უბ­ნე­ბი­ან, - და­ი­კარ­გაო. პრე­ზი­დენტს წე­რი­ლი ორ­ჯერ გა­ვუგ­ზავ­ნე. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი და სახ­ლი რომ ნა­ხეს, გა­იკ­ვირ­ვეს: აქ ბავ­შვს რო­გორ აცხოვ­რებ­თო? წა­ვიდ­ნენ და გაქ­რნენ, მას შემ­დეგ აღა­რა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

რა­ი­ონ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელს, ჯონი ოსი­აშ­ვილს შევ­ხვდით და მას­თან სა­უ­ბა­რი ატ­მის მო­სავ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და­ვი­წყეთ.

ჯონი ოსი­აშ­ვი­ლი:

- ჩვენს რა­ი­ონ­ში ატ­მის გა­სა­ღე­ბის მთა­ვა­რი ბა­ზა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნია, მაგ­რამ სა­ზღვარ­ზე ფა­სის აწე­ვის გამო პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა. რა თქმა უნდა, ეს გლე­ხე­ბის სა­მარ­თლი­ან გუ­ლის­წყრო­მას იწ­ვევს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს, ფა­სის და­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბოლო 3 კვი­რის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ მივ­მარ­თეთ, მაგ­რამ შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. რუ­სე­თის ბაზ­რის გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში ეს პრობ­ლე­მა აღარ იქ­ნე­ბა.

- კარ­და­ნახ­ში, მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნა­ში მცხოვ­რებ ოჯა­ხებს რას უპი­რებთ?

- საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი ვარ. ეს პრობ­ლე­მა 2010 წლი­დან არ­სე­ბობს. ამ ზო­ნა­ში 90-მდე ოჯა­ხი ცხოვ­რობს, 15 მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა. გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა ვერც ამ ოჯა­ხებ­მა წარ­მო­მიდ­გი­ნეს და ვერც გამ­გე­ო­ბა­ში მო­ი­ძი­ეს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნისტრს წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე, ამ 15 ოჯა­ხის გა­სახ­ლე­ბა და მათი ბი­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რომ მოხ­დეს. ისი­ნი იმა­ვე ფარ­თობს ითხო­ვენ, რო­გორ­შიც ცხოვ­რო­ბენ; უმ­რავ­ლე­სო­ბას 2-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი და სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თი აქვს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ამ სა­კითხს სწავ­ლობს. გპირ­დე­ბით, მთავ­რო­ბა რე­ა­გი­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ახ­დენს.

გურ­ჯა­ა­ნი­დან ლა­გო­დეხ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. იქ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა წყლით მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხია. ამ დღეს, ლა­გო­დე­ხის ცენ­ტრში მო­სახ­ლე­ო­ბამ აქ­ცი­აც გა­მარ­თა.

გივი ლობ­ჟა­ნი­ძე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე:

- ამ პა­პა­ნა­ქე­ბა ზა­ფხულ­ში და­ა­წე­სეს გრა­ფი­კი და დი­ლით წყალს 1 სა­ა­თით გვაძ­ლე­ვენ. თან, ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ 50-60 წლის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მი­ლე­ბი­დან მოგ­ვე­წო­დე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი. ასე თუ გაგ­რძელ­და, ეს ძლივს გა­ქარ­თვე­ლე­ბუ­ლი მხა­რე და­იც­ლე­ბა.

გი­ორ­გი ბო­კე­რია: "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე:

- ჩემ­ზე რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იმ ჭა­ბურ­ღი­ლებს აღ­ვად­გენ­დი, რომ­ლი­თაც კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში ქა­ლა­ქი წყლით მა­რაგ­დე­ბო­და. ამ­ჟა­მად წყლის მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნია ხე­ვის გა­ფილტრუ­ლი წყლის მი­წო­დე­ბა­ზე გვე­ლა­პა­რა­კა. ტექ­ნი­კუ­რად ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ხში­რად არის ღვარ­ცო­ფი და ნა­გე­ბო­ბებს ან­გრევს. ბო­ლოს სინ­ჯი რომ აი­ღეს, თქვეს: ტექ­ნი­კუ­რი წყა­ლია და მისი გა­უ­ფილტრა­ვად მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბაო... სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბა­ზე დიდი თან­ხა და­ი­ხარ­ჯა, შე­დე­გად კი გა­და­კე­ტი­ლი წყა­ლი მი­ვი­ღეთ.

ვაჟა ტა­ლი­აშ­ვი­ლი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე:

- მე "ბა­სე­ი­ნის" ძირ­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ. ხე­ო­ბა­ში წყლის ადი­დე­ბა პრობ­ლე­მებს გვიქ­მნის - რამ­დე­ნი­მე ოჯახს წყლით წა­ლეკ­ვის საფრ­თხე გვე­მუქ­რე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბია მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და მგო­ნია, არა მხო­ლოდ ლა­გო­დეხ­ში, მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში, ბევ­რი პრობ­ლე­მა ხე­ლოვ­ნუ­რად იქ­მნე­ბა, რათა ივა­ნიშ­ვილს ფე­ხე­ბი "მოს­ტე­ხონ".

ვლა­დი­მერ ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი:

- ლა­გო­დე­ხი­დან წყლით სიღ­ნა­ღი და დე­დოფ­ლის­წყა­რო მა­რაგ­დე­ბო­და. როცა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აი­რია, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მთლი­ა­ნად გა­ი­ძარ­ცვა, ძვე­ლი ჭა­ბურ­ღი­ლე­ბი აღარ არ­სე­ბობს. რო­გორც მი­თხრეს, ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის 20 მი­ლი­ო­ნია სა­ჭი­რო. ეს თან­ხა რომც მო­ვი­ძი­ოთ, წყლის ქა­ლა­ქამ­დე ამო­ქაჩ­ვას 1500 კი­ლო­ვა­ტი სა­ა­თის ენერ­გია სჭირ­დე­ბა, რაც წყლის მოხ­მა­რე­ბას გა­აძ­ვი­რებს. ახლა სუ­ლა­დო­ბის მი­ხედ­ვით თვე­ში 30 თეთ­რს იხ­დი­ან.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან მი­ი­ღეს და­პი­რე­ბა, რომ 5 დღე­ში მო­სახ­ლე­ო­ბას გა­უ­ფილტრა­ვი წყლის მი­წო­დე­ბა აღუდ­გე­ბა.

ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბაც მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ. უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დაგ­ვხვდა: ნაკ­რძალ­ში შე­სუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ხე­ო­ბის წყალს არ უფრთხილ­დე­ბი­ან. ხეზე გაკ­რულ წარ­წე­რას, "ეს სას­მე­ლი წყა­ლია და ბა­ნა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა", ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს. უფრო მე­ტიც, მას­ში ნარ­ჩე­ნებს ყრი­ან, ბავ­შვე­ბი ბა­ნა­ო­ბენ და რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად შო­კის მომ­გვრე­ლია - გამ­წმენ­დი ფილტრის მა­გივ­რო­ბას რამ­დე­ნი­მე და­ჟან­გუ­ლი "სეტ­კა" ას­რუ­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ "ფილტრში" ხში­რად ბა­ყა­ყიც გა­დის და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მათი გახ­რწნი­ლი ნა­წი­ლე­ბი ონ­კა­ნებ­ში იჭე­დე­ბა.

ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძა­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის­კენ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. ლა­გო­დე­ხი-ბე­ლა­ქა­ნის გამ­შვებ პუნ­ქტთან ტაქ­სის მძღო­ლე­ბი დაგ­ვხვდნენ. მათი თქმით, სა­ზღვარ­ზე სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ბენ­ზი­ნის უკა­ნო­ნოდ გად­მო­ტა­ნა ხდე­ბა. რეს­პონ­დენ­ტმა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა:

- ჩვენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში გვი­წევს გა­დას­ვლა, მაგ­რამ იქი­დან ბენ­ზი­ნის გად­მო­ტა­ნა აგ­ვიკ­რძა­ლეს. ავ­ზში 10 ლიტრზე მეტი რომ გვქონ­დეს, 1.000 ლა­რით დაგ­ვა­ჯა­რი­მე­ბენ.

- სა­ზღვარ­ზე ბენ­ზი­ნის უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა არც უნდა ხდე­ბო­დეს. არ მე­თან­ხმე­ბით?

- არ უნდა ხდე­ბო­დეს, მაგ­რამ აკ­რძალ­ვა ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად უნდა გავ­რცელ­დეს. სა­ზღვარს დღე­ში იმ­დე­ნი ავ­ტო­ბუ­სი კვეთს, ვერ დათ­ვლით. არ გე­გო­ნოთ, მგზავ­რე­ბი დაჰ­ყავთ. ჰოდა, სა­ინ­ტე­რე­სოა, მათ­ზე აკ­რძალ­ვა რა­ტომ არ ვრცელ­დე­ბა? გვიჩ­ნდე­ბა ეჭვი, რომ მთავ­რო­ბა­ში მფარ­ვე­ლი ჰყავთ. ამით ქარ­თვე­ლებ­ზე მე­ტად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. იქ საწ­ვავს 90 თეთ­რად ყი­დუ­ლო­ბენ, აქ კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბენ­ზი­ნი ძვი­რი ღირს. ერთ გად­მო­ტა­ნა­ზე, ნა­ხე­ვარ ტო­ნა­ზე მეტი გად­მო­აქვთ. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით სა­ზღვა­რი თვე­ში სამ­ჯერ რომ გა­დაკ­ვე­თო, მე­ო­თხე გად­მოს­ვლა­ზე ავზს შე­გიმოწ­მე­ბენ. აი, აქ "და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი" ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი დგას, ისი­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ეკუთ­ვნით.

მე­დი­ა­ტუ­რის მე­ო­რე დღეს ყაზ­ბეგ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. შე­უძ­ლე­ბე­ლია, კობი-გუ­და­უ­რის გზა­ზე და­ზი­ა­ნე­ბულ ტრა­ვერ­ტი­ნებს გულ­გრი­ლად ჩა­უ­ა­რო. იქ გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ტრა­ვერ­ტი­ნებ­ზე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ბუ­ნე­ბის სას­წა­უ­ლია და მისი და­ზი­ა­ნე­ბა სა­ცო­და­ო­ბაა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კი გზის გაყ­ვა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.

გი­ორ­გი ბე­ლი­ბაშ­ვი­ლი, სა­მუ­შა­ო­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი:

- რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც აქ მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. ტრა­ვერ­ტი­ნის ჩა­მოჭ­რის გა­რე­შე, გვი­რა­ბის გა­ნახ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მერ­წმუ­ნეთ, ეს ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გზაა.

- სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლის აღ­დგე­ნას ათე­უ­ლო­ბით წელი დას­ჭირ­დე­ბა...

- 15-20 წლის წინ ჩა­დე­ბულ მილ­ზე 30-40-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი სა­ფა­რი გა­კეთ­და. რა ვქნათ, გზის გა­და­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ნუგ­ზარ ფი­ცხე­ლა­უ­რი, ყაზ­ბე­გის მკვიდ­რი:

- მეს­მის, რომ ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიმ­დიდ­რეა, მაგ­რამ გზა თუ არ იქ­ნე­ბა, აქამ­დე ვე­რა­ვინ მოვა. მსმე­ნია, რომ აქა­ურ წყალს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს, რად­გა­ნაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რკი­ნას და მი­ნე­რალს შე­ი­ცავს.

რო­გორც ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე გივი ქი­რი­კაშ­ვილ­მა გვი­თხრა, ახლო მო­მა­ვალ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი გა­მო­ა­ცხა­დებს კონ­კურსს - რო­გორ მო­ე­წყოს ტრა­ვერ­ტი­ნე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, ტუ­რის­ტე­ბის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი, ჯე­ბი­რე­ბი, რათა შემ­დგომ­ში ეს ძეგლი და­ზი­ა­ნე­ბის­გან და­ვიც­ვათ.

ყაზ­ბეგ­ში ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლე შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მხო­ლოდ და­ბის ცენ­ტრშია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, სოფ­ლებ­ში კი ტუ­რის­ტე­ბის მი­სა­ზი­დად არა­ფე­რია გა­კე­თე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი თავს მე­სა­ქონ­ლე­ო­ბით ირ­ჩენს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბაა და­წყე­ბუ­ლი, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ნაზი ჩო­ფი­კაშ­ვი­ლი, პე­და­გო­გი:

- ხალ­ხი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - და­გა­საქ­მებ­თო. ჰე­სებ­ზე მხო­ლოდ 60 მო­ხე­ვე მუ­შა­ობს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ჩა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან. მერე ამ­ბობ­დნენ: ელექტრო­ე­ნერ­გი­ას შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში მო­გაწ­ვდი­თო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­ხე­ვე­ებს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ეკო­სის­ტე­მა და მილ­ში მოქ­ცე­უ­ლი თერ­გი შეგ­ვრჩე­ბა. დიდი ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით. ვი­ცით, რომ და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა ვე­ღარ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში იმ ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეც და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, რო­მე­ლიც წინა მთავ­რო­ბას ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი: ეს არის ბრო­ლის­წყლის ჰესი და ჯუთა ჰესი. თერგს აქვს შე­ნა­კა­დე­ბი, მათ კი მდი­ნა­რე­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქვე­ბი ჩა­აქვთ. მდი­ნა­რის 90% მი­ლებ­ში რომ მო­ექ­ცე­ვა, დარ­ჩე­ნი­ლი 10%-ით ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლის გა­ტა­ნა ვერ მოხ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, ტექ­ნი­კით გა­ვი­ტან­თო, რაც აბ­სურ­დია. ხომ ხე­დავთ, რო­გო­რი ვიწ­რო ხე­ო­ბაა?! ჰოდა, აქ ეკო­სის­ტე­მა მთლი­ა­ნად მო­იშ­ლე­ბა, ბა­ლა­ხი გახ­მე­ბა; მშრა­ლი ნი­ა­და­გია და სა­ძოვ­რე­ბიც გა­ნად­გურ­დე­ბა. და­მე­თან­ხმე­ბით, როცა ტე­რი­ტო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დაც­ლა იწყე­ბა, მერე ის ტე­რი­ტო­რი­აც იკარ­გე­ბა. გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­კე­თა დას­კვნა, რომ ბრო­ლის­წყლის ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და: ჩვენ მა­ინც ავა­შე­ნებ­თო. რას ჰქვია, "მა­ინც ავა­შე­ნებთ"?

- მი­ნის­ტრი მდგო­მა­რე­ო­ბას ად­გილ­ზე არ გას­ცნო­ბია?

- არა, აქ არ მი­ნა­ხავს. ის ჩვენ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მო­ად­გი­ლეს - ილია ელოშ­ვილს გზავ­ნის, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით მო­ხე­ვეა და ეტყო­ბა ფიქ­რობს, რომ ის ად­ვი­ლად "შეგ­ვა­ბამს". არა­და, ეს პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია და დათ­მო­ბა­ზე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ წა­ვალთ. ბოლო 20 წე­ლია, რე­გი­ო­ნი­დან მა­სობ­რი­ვი მიგ­რა­ცია ხდე­ბა. ამ კუ­თხის დაც­ლა ქვეყ­ნის­თვის დიდი ტრა­გე­დია იქ­ნე­ბა.

გივი ქი­რი­კაშ­ვი­ლი, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე:

- ამ­ჟა­მად ხე­ო­ბა­ში და­რი­ა­ლი ჰე­სის და ლარ­სი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლა­პა­რა­კი იყო ბრო­ლის­წყლის ჰეს­ზეც, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა 1 თვეა, შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

- რა­ტომ?

- გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და ჩვენ დავბლო­კეთ. ამ­ჟა­მად გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის დო­კუ­მენტზე ვმუ­შა­ობთ, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს ხში­რად ვა­წყობთ. ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას მომ­ხრეც ბევ­რი ჰყავს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გეც. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი იმი­ტომ არი­ან, რომ და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა იერ­სა­ხეს და­კარ­გავს, თერ­გი მი­ლებ­ში გა­და­ვა და აქა­უ­რო­ბა ხე­ო­ბა კი არა, რკი­ნი­სა და ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცია იქ­ნე­ბა. ხალ­ხის გუ­ლის­წყრო­მა სა­მარ­თლი­ა­ნია!

მე­დი­ა­ტუ­რის მე­სა­მე დღეს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის­კენ გა­ვემ­გზავ­რეთ. ბორ­ჯომ­ში "სა­ნა­ტო­რი­უ­მი ლი­კა­ნის" კორ­პუს­ში დევ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

ნო­დარ ქარ­და­ვა:

- ჩვენ აფხა­ზე­თი­დან ვართ. ამ კორ­პუს­ში 124 ოჯა­ხი ვცხოვ­რობთ, მე­ო­რე კორ­პუს­ში კი 80 ოჯა­ხია შე­სახ­ლე­ბუ­ლი. აქ 20 წლის წინ მოგ­ვიყ­ვა­ნეს და დაგვტო­ვეს, ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ გვაქ­ცევს. შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია. თითო ოჯა­ხი 12 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თო­ბის ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ, არა­და, ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხი 8-სუ­ლი­ა­ნია. ეს ფარ­თო­ბი არც ერთ ჩვენ­გან­ზე არ არის და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი. ისიც კი ვერ გა­ვარ­კვი­ეთ, მფლო­ბე­ლი ვინ არის. ამ­ბო­ბენ, - კო­დუ­ე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა­აო. წყალს დი­ლით მხო­ლოდ 1 სა­ა­თით გვაძ­ლე­ვენ. 1 კვი­რის წინ სა­მი­ნის­ტრო­ში წე­რი­ლი გავ­გზავ­ნეთ და ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბეთ. პა­სუ­ხი ჯერ არ მიგ­ვი­ღია.

ლე­ი­ლა ლა­ბარ­ტყა­ვა:

- აქე­დან სად­მე წაგ­ვიყ­ვა­ნონ ან ფარ­თო­ბე­ბი მა­ინც დაგ­ვი­კა­ნო­ნონ. ჩვე­ნი პატ­რო­ნი არა­ვინ არის. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს რომ გა­უ­ორ­მა­გეს დახ­მა­რე­ბა, ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ?..

- ამ შე­ნო­ბის მფლო­ბე­ლი ვინ არის?

ვახ­ტანგ ონი­კა­ძე, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სა­ნა­ტო­რი­უმ ლი­კა­ნის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:

- შპს "რა­ი­მონდს" ეკუთ­ვნის.

- ხელ­ფასს ვინ გიხ­დით?

- სა­ნა­ტო­რი­უ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცია. ლტოლ­ვილ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სა­ნა­ტო­რი­უმ ლი­კა­ნის" ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბა, სა­ი­და­ნაც ხელ­ფა­სე­ბი ჩვენც გვი­რიგ­დე­ბა.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ეს შე­ნო­ბა "რა­ი­მონ­დის" სა­კუთ­რე­ბა­შია?

- თუ არ ვცდე­ბი, სა­კუთ­რე­ბის მოწ­მო­ბა წლის და­სა­წყის­ში გა­და­ე­ცა, მა­ნამ­დე სა­ხელ­მწი­ფოს ბა­ლანსზე იყო.

- მფლო­ბე­ლი რას აპი­რებს?

- ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხალ­ხს ფარ­თით ან კომ­პენ­სა­ცი­ით და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს წლის ბო­ლოს უნდა მოხ­დეს.

- დევ­ნი­ლებ­მა გვი­თხრეს, აქა­უ­რო­ბა კო­დუ­ე­ბის ოჯახს ეკუთ­ვნი­სო.

- ეს ტყუ­ი­ლია.

ორი­ვე კორ­პუს­ში სა­ცხოვ­რებ­ლად აუ­ტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბია. სა­ნა­ტო­რი­უ­მის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 34 ჰექ­ტა­რი გახ­ლავთ. სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი 7-სარ­თუ­ლი­ა­ნია, ბოლო 2 სარ­თუ­ლი კი და­კე­ტი­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ამ ორ სარ­თულს ად­მი­ნის­ტრა­ცია აქი­რა­ვებ­და. გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით, რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს, თითო ოთა­ხი და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ის ძა­ლით გა­მო­იყ­ვა­ნეს. ლტოლ­ვი­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თან ბორ­ჯო­მის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვი­და და მან მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე წე­რი­ლიც გაგ­ზავ­ნა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა მო­ი­თხო­ვა.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, ბორ­ჯო­მის მა­ჟო­რი­ტა­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი:

- სა­ნა­ტო­რი­უმ­ში შე­სახ­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბის პრობ­ლე­მას კარ­გად ვიც­ნობ. ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წე­რი­ლიც გა­ვუგ­ზავ­ნე და პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი. ეს საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე ავიყ­ვა­ნე. თუ დამ­ჭირ­დე­ბა, სა­მი­ნის­ტრო­შიც მი­ვალ. შე­ნო­ბე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მის სა­კი­თხიც ბუნ­დო­ვა­ნია და ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობს. იმე­დია, მალე ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა.

და­ბო­ლოს, ქა­ლაქ ახალ­ცი­ხეს ვეს­ტუმ­რეთ. ამ ქა­ლაქს აღმშე­ნებ­ლო­ბა მარ­თლაც ეტყო­ბა. სას­ტუმ­რო­ე­ბი, მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სკვე­რე­ბი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რა­ბა­თის ციხე სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვია. გვი­თხრეს, - ქა­ლაქ­ში წყლის პრობ­ლე­მა არი­სო... გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­მე­ნი­თა და მათი პრობ­ლე­მე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლებ­მა ივა­ნე ახალ­ცი­ხე­ლის ქუ­ჩის­კენ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. იმ ქუ­ჩა­ზე გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ არ მომ­ხდა­რა, არც კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მაა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, არ აქვთ გა­ნა­თე­ბა, მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი გზა... პრობ­ლე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ ერთ-ერთ ოჯახს მი­ვა­დე­ქით და ამ 3 დღის მან­ძილ­ზე გა­ღი­მე­ბუ­ლი რეს­პონ­დენ­ტი პირ­ვე­ლად და­ვი­ნა­ხეთ. მას­პინ­ძელ­მა გვი­თხრა: წყლის პრობ­ლე­მა კი გვქონ­და, მაგ­რამ სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს და ვე­ლო­დე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა. იმე­დი გვაქვს, სხვა პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრა­ზეც იზ­რუ­ნე­ბე­ნო, მერე კი შინ შეგ­ვი­პა­ტი­ჟა. მად­ლო­ბა ინა­სა­რი­ძე­ე­ბის ოჯახს გულ­თბი­ლი მას­პინ­ძლო­ბის­თვის. აი, ასე­თი იმე­დი­ა­ნი იყო პრობ­ლე­მე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ტუ­რის და­სას­რუ­ლი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რას ითხოვს რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან

რას ითხოვს რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან

რეგიონებში არსებული პრობლემების გასაშუქებლად "სიდას" (სამოქალაქო განვითარების სააგენტო) ორგანიზებით, 3-დღიანი მედიატური მოეწყო. პირველი რეგიონი, რომელსაც ჟურნალისტები ვესტუმრეთ, კახეთი იყო. გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში წელს ატმისა და ვაშლატამას დიდი მოსავალია, მოსახლეობას კი მისი რეალიზება უჭირს. ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასი კატასტროფულად დაბალია. ბაზრობაზე გამოსული გლეხები 20-22 კილოგრამი ხილით სავსე ყუთებს 3 ლარადაც ვერ ყიდიან, როცა შარშანდელ სეზონზე 1 კილოგრამი ატამის ფასი 40-დან 60 თეთრამდე მერყეობდა. ბაზარში ფასის ვარდნის მიზეზად აზერბაიჯანის საბაჟო პუნქტზე განბაჟების საფასურის გაზრდას ასახელებენ.

ზურაბ კენჭაძე, სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი:

- წელს ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. წინა წლებში მოსავლის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში გაჰქონდათ. საბაჟოზე 1 კილოგრამში 23 თეთრს იხდიდნენ, წელს კი აზერბაიჯანულმა მხარემ გადასახადი 1.15 თეთრამდე გაზარდა. შეწამვლის, მიწის დამუშავების და ყველა სხვა ხარჯის დაანგარიშებით, გლეხებს 1 კილოგრამი ატამი 30 თეთრამდე გვიჯდება, მაგრამ ახლა ხილს 20 თეთრადაც ვეღარ ვყიდით. ცოტა ხანში ხეებს გავკაფავ, სხვა გამოსავალი აღარ არის.

- მოსავლის რეალიზაციაში დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ან თქვენი დეპუტატისთვის არ გითხოვიათ?

ნიკოლოზ ღარიბაშვილი, სოფელ ვაზისუბანის მკვიდრი:

- აბა, ვინ რას გაგვიკეთებს? გიორგი ღვინიაშვილს აქამდე არაფერი გაუკეთებია და ახლა რას გააკეთებს? 20 ტონა ატამი მილპება... ცოტა ხნის წინ გულზე ოპერაცია გავიკეთე. ექიმმა 5 თავი წამალი გამომიწერა და ეს ატამი თუ ვერ გავყიდე, წამალი რით ვიყიდო? პენსია ან სხვა შემოსავალი არ მაქვს. არჩევნები მოახლოვდება თუ არა, ყოველდღე დარბიან, - ხმა მოგვეცითო და რას აღარ გვპირდებიან, მაგრამ მერე იკარგებიან. "ოცნების" ხალხიც და "ნაციონალებიც" იტყუებიან, სიმართლე კი არავის მოსწონს. რაც აქ ხდება, ბიძინა ივანიშვილმა რომ იცოდეს, რაიმეს იღონებდა...

- მსგავსი პრობლემისგან მომავალში მაინც რომ იყოთ დაზღვეულები, თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?

თამრიკო გოგიშვილი, სოფელ შაშიანის მკვიდრი:

- რაიონში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა რომ გაიხსნას, დიდი შეღავათი იქნება. ჩვენი შვილები ქიმიური ნივთიერებებით დამზადებულ ლიმონათს რატომ უნდა სვამდნენ, როცა ბევრი ხილი გვაქვს: ქლიავი, ატამი, მსხალი, ვაშლი...

იმრან მამედოვი, აზერბაიჯანის მოქალაქე:

- აქ გუშინაც ვიყავი: ვაშლატამა 20 თეთრად ვიყიდე, საბაჟოზე კი კილოგრამ ხილში 1 ლარი და 20 თეთრი გადამახდევინეს. შარშან განბაჟების ფასი 24 თეთრი იყო. კიდევ ერთხელ ვცდი ბედს, მაგრამ მოგება თუ ისევ არ დამრჩა, ცხადია, აღარ გადმოვალ. წელს აქ სიარული მართლაც, ზარალია.

ბაზრობაზე იმ დღეს მართლაც, გასაყიდად ტონობით ხილი იყო გამოტანილი, მყიდველი კი ნაკლებად ჩანდა. დასანანია, გლეხის შრომა რომ არ ფასდება; მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ნატურალურ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენს ქვეყანაში ეს სიმდიდრე გამოუყენებელია. ძალიან ძნელია დაამშვიდო გლეხი, რომელსაც მთელი წლის შრომა წყალში ეყრება... ჩუმლაყელებს დავემშვიდობე, - ხეირი გენახოთ-მეთქი. მანქანას მიყრდნობილი 85 წლის, შრომისგან წელში მოხრილი პაპა გამომეხმაურა:

- ხეირი? ეჰ, აბა, სად არის ხეირი? დავბერდი კაცი და ასეთი ამბავი არ მახსოვს. აქაურობა გაუბედურებულია.

ამავე რაიონის სოფელ კარდანახში 100-მდე ოჯახი დამეწყრილ ტერიტორიაზე ცხოვრობს.

დავით კორახაშვილი, დაზარალებული:

- 3 წელია, ავარიულ სახლში ვცხოვრობ. აქაურობა გეოლოგებმა შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ სახლი საცხოვრებლად უვარგისია, შეკეთებას არ ექვემდებარება. გამგეობაში ხუთჯერ ვიყავი და ეს დასკვნა ვერ იპოვეს. მეუბნებიან, - დაიკარგაო. პრეზიდენტს წერილი ორჯერ გავუგზავნე. არჩევნებამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და სახლი რომ ნახეს, გაიკვირვეს: აქ ბავშვს როგორ აცხოვრებთო? წავიდნენ და გაქრნენ, მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა.

რაიონში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ჯონი ოსიაშვილს შევხვდით და მასთან საუბარი ატმის მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დავიწყეთ.

ჯონი ოსიაშვილი:

- ჩვენს რაიონში ატმის გასაღების მთავარი ბაზარი აზერბაიჯანია, მაგრამ საზღვარზე ფასის აწევის გამო პრობლემა შეიქმნა. რა თქმა უნდა, ეს გლეხების სამართლიან გულისწყრომას იწვევს. აზერბაიჯანულ მხარეს, ფასის დაწევასთან დაკავშირებით, ბოლო 3 კვირის მანძილზე ორჯერ მივმართეთ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაში ეს პრობლემა აღარ იქნება.

- კარდანახში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს რას უპირებთ?

- საქმეში ჩახედული ვარ. ეს პრობლემა 2010 წლიდან არსებობს. ამ ზონაში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს, 15 მათგანის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა. გეოლოგიური დასკვნა ვერც ამ ოჯახებმა წარმომიდგინეს და ვერც გამგეობაში მოიძიეს. ინფრასტრუქტურის მინისტრს წერილობით მივმართე, ამ 15 ოჯახის გასახლება და მათი ბინებით დაკმაყოფილება რომ მოხდეს. ისინი იმავე ფართობს ითხოვენ, როგორშიც ცხოვრობენ; უმრავლესობას 2-სართულიანი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი აქვს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ საკითხს სწავლობს. გპირდებით, მთავრობა რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.

გურჯაანიდან ლაგოდეხში გადავინაცვლეთ. იქ მთავარი პრობლემა წყლით მომარაგების საკითხია. ამ დღეს, ლაგოდეხის ცენტრში მოსახლეობამ აქციაც გამართა.

გივი ლობჟანიძე, აქციის მონაწილე:

- ამ პაპანაქება ზაფხულში დააწესეს გრაფიკი და დილით წყალს 1 საათით გვაძლევენ. თან, ყველაზე ცუდი ის არის, რომ 50-60 წლის წინ დამონტაჟებული მილებიდან მოგვეწოდება დაბინძურებული წყალი. ასე თუ გაგრძელდა, ეს ძლივს გაქართველებული მხარე დაიცლება.

გიორგი ბოკერია: "სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" თავმჯდომარე:

- ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, იმ ჭაბურღილებს აღვადგენდი, რომლითაც კომუნისტების პერიოდში ქალაქი წყლით მარაგდებოდა. ამჟამად წყლის მომარაგების კომპანია ხევის გაფილტრული წყლის მიწოდებაზე გველაპარაკა. ტექნიკურად ეს ძალიან რთულია, რადგან ხშირად არის ღვარცოფი და ნაგებობებს ანგრევს. ბოლოს სინჯი რომ აიღეს, თქვეს: ტექნიკური წყალია და მისი გაუფილტრავად მიღება არ შეიძლებაო... სათავე ნაგებობაზე დიდი თანხა დაიხარჯა, შედეგად კი გადაკეტილი წყალი მივიღეთ.

ვაჟა ტალიაშვილი, აქციის მონაწილე:

- მე "ბასეინის" ძირში, გურამიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ. ხეობაში წყლის ადიდება პრობლემებს გვიქმნის - რამდენიმე ოჯახს წყლით წალეკვის საფრთხე გვემუქრება. არჩევნებია მოახლოებული და მგონია, არა მხოლოდ ლაგოდეხში, მთლიანად ქვეყანაში, ბევრი პრობლემა ხელოვნურად იქმნება, რათა ივანიშვილს ფეხები "მოსტეხონ".

ვლადიმერ ალიბეგაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

- ლაგოდეხიდან წყლით სიღნაღი და დედოფლისწყარო მარაგდებოდა. როცა ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა აირია, ინფრასტრუქტურა მთლიანად გაიძარცვა, ძველი ჭაბურღილები აღარ არსებობს. როგორც მითხრეს, ჭაბურღილების აღდგენისთვის 20 მილიონია საჭირო. ეს თანხა რომც მოვიძიოთ, წყლის ქალაქამდე ამოქაჩვას 1500 კილოვატი საათის ენერგია სჭირდება, რაც წყლის მოხმარებას გააძვირებს. ახლა სულადობის მიხედვით თვეში 30 თეთრს იხდიან.

აქციის მონაწილეებმა წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ 5 დღეში მოსახლეობას გაუფილტრავი წყლის მიწოდება აღუდგება.

ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე სათავე ნაგებობაც მოვინახულეთ. უმძიმესი მდგომარეობა დაგვხვდა: ნაკრძალში შესული დამსვენებლები ხეობის წყალს არ უფრთხილდებიან. ხეზე გაკრულ წარწერას, "ეს სასმელი წყალია და ბანაობა არ შეიძლება", ყურადღებას არავინ აქცევს. უფრო მეტიც, მასში ნარჩენებს ყრიან, ბავშვები ბანაობენ და რაც ყველაზე მეტად შოკის მომგვრელია - გამწმენდი ფილტრის მაგივრობას რამდენიმე დაჟანგული "სეტკა" ასრულებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ "ფილტრში" ხშირად ბაყაყიც გადის და დროთა განმავლობაში, მათი გახრწნილი ნაწილები ონკანებში იჭედება.

ლაგოდეხის ნაკრძალის დატოვების შემდეგ, აზერბაიჯანის საზღვრისკენ გადავინაცვლეთ. ლაგოდეხი-ბელაქანის გამშვებ პუნქტთან ტაქსის მძღოლები დაგვხვდნენ. მათი თქმით, საზღვარზე სამგზავრო ავტობუსებით აზერბაიჯანიდან ბენზინის უკანონოდ გადმოტანა ხდება. რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- ჩვენ აზერბაიჯანში გვიწევს გადასვლა, მაგრამ იქიდან ბენზინის გადმოტანა აგვიკრძალეს. ავზში 10 ლიტრზე მეტი რომ გვქონდეს, 1.000 ლარით დაგვაჯარიმებენ.

- საზღვარზე ბენზინის უკანონოდ შემოტანა არც უნდა ხდებოდეს. არ მეთანხმებით?

- არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ აკრძალვა ყველაზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს. საზღვარს დღეში იმდენი ავტობუსი კვეთს, ვერ დათვლით. არ გეგონოთ, მგზავრები დაჰყავთ. ჰოდა, საინტერესოა, მათზე აკრძალვა რატომ არ ვრცელდება? გვიჩნდება ეჭვი, რომ მთავრობაში მფარველი ჰყავთ. ამით ქართველებზე მეტად, აზერბაიჯანელები სარგებლობენ. იქ საწვავს 90 თეთრად ყიდულობენ, აქ კი მოგეხსენებათ, ბენზინი ძვირი ღირს. ერთ გადმოტანაზე, ნახევარ ტონაზე მეტი გადმოაქვთ. მსუბუქი ავტომობილით საზღვარი თვეში სამჯერ რომ გადაკვეთო, მეოთხე გადმოსვლაზე ავზს შეგიმოწმებენ. აი, აქ "დაპატიმრებული" ავტომობილები დგას, ისინი აზერბაიჯანელებს ეკუთვნით.

მედიატურის მეორე დღეს ყაზბეგში გავემგზავრეთ. შეუძლებელია, კობი-გუდაურის გზაზე დაზიანებულ ტრავერტინებს გულგრილად ჩაუარო. იქ გვირაბის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს. ტრავერტინებზე უცხოელი ტურისტები ამბობენ, რომ ეს ბუნების სასწაულია და მისი დაზიანება საცოდაობაა, ადგილობრივები კი გზის გაყვანის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.

გიორგი ბელიბაშვილი, სამუშაოების ზედამხედველი:

- რამდენიმე დღეა, რაც აქ მიმდინარე სამუშაოებს ვხელმძღვანელობ. ტრავერტინის ჩამოჭრის გარეშე, გვირაბის განახლება შეუძლებელი იყო. მერწმუნეთ, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გზაა.

- სპეციალისტები ამბობენ, რომ დაზიანებული ნაწილის აღდგენას ათეულობით წელი დასჭირდება...

- 15-20 წლის წინ ჩადებულ მილზე 30-40-სანტიმეტრიანი საფარი გაკეთდა. რა ვქნათ, გზის გადაწევა შეუძლებელია.

ნუგზარ ფიცხელაური, ყაზბეგის მკვიდრი:

- მესმის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მაგრამ გზა თუ არ იქნება, აქამდე ვერავინ მოვა. მსმენია, რომ აქაურ წყალს სამკურნალო თვისებები აქვს, რადგანაც დიდი რაოდენობით რკინას და მინერალს შეიცავს.

როგორც ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გივი ქირიკაშვილმა გვითხრა, ახლო მომავალში მუნიციპალიტეტი გამოაცხადებს კონკურსს - როგორ მოეწყოს ტრავერტინების მიმდებარე ტერიტორია, ტურისტების მოსასვენებელი ადგილი, ჯებირები, რათა შემდგომში ეს ძეგლი დაზიანებისგან დავიცვათ.

ყაზბეგში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. ადგილობრივების თქმით, ინფრასტრუქტურა მხოლოდ დაბის ცენტრშია განვითარებული, სოფლებში კი ტურისტების მისაზიდად არაფერია გაკეთებული. ამიტომაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს მესაქონლეობით ირჩენს. მოგეხსენებათ, დარიალის ხეობაში ჰესების მშენებლობაა დაწყებული, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

ნაზი ჩოფიკაშვილი, პედაგოგი:

- ხალხი შეცდომაში შეიყვანეს. ეუბნებოდნენ, - დაგასაქმებთო. ჰესებზე მხოლოდ 60 მოხევე მუშაობს, დანარჩენები ჩამოსულები არიან. მერე ამბობდნენ: ელექტროენერგიას შეღავათიან ფასში მოგაწვდითო. საბოლოო ჯამში, მოხევეებს განადგურებული ეკოსისტემა და მილში მოქცეული თერგი შეგვრჩება. დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდგებით. ვიცით, რომ დაწყებული მშენებლობების შეჩერება ვეღარ მოხდება, მაგრამ ბოლო პერიოდში იმ ჰესების მშენებლობაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომელიც წინა მთავრობას ჰქონდა დაგეგმილი: ეს არის ბროლისწყლის ჰესი და ჯუთა ჰესი. თერგს აქვს შენაკადები, მათ კი მდინარეში დიდი რაოდენობით ქვები ჩააქვთ. მდინარის 90% მილებში რომ მოექცევა, დარჩენილი 10%-ით ინერტული მასალის გატანა ვერ მოხდება. ამბობენ, ტექნიკით გავიტანთო, რაც აბსურდია. ხომ ხედავთ, როგორი ვიწრო ხეობაა?! ჰოდა, აქ ეკოსისტემა მთლიანად მოიშლება, ბალახი გახმება; მშრალი ნიადაგია და საძოვრებიც განადგურდება. დამეთანხმებით, როცა ტერიტორიის მოსახლეობისგან დაცლა იწყება, მერე ის ტერიტორიაც იკარგება. გარემოს დაცვის სამინისტრომ გააკეთა დასკვნა, რომ ბროლისწყლის ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა: ჩვენ მაინც ავაშენებთო. რას ჰქვია, "მაინც ავაშენებთ"?

- მინისტრი მდგომარეობას ადგილზე არ გასცნობია?

- არა, აქ არ მინახავს. ის ჩვენთან მოლაპარაკებაზე მოადგილეს - ილია ელოშვილს გზავნის, რომელიც წარმოშობით მოხევეა და ეტყობა ფიქრობს, რომ ის ადვილად "შეგვაბამს". არადა, ეს პრინციპული საკითხია და დათმობაზე ვერანაირად ვერ წავალთ. ბოლო 20 წელია, რეგიონიდან მასობრივი მიგრაცია ხდება. ამ კუთხის დაცლა ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია იქნება.

გივი ქირიკაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

- ამჟამად ხეობაში დარიალი ჰესის და ლარსი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. ლაპარაკი იყო ბროლისწყლის ჰესზეც, რომლის მშენებლობა 1 თვეა, შეჩერებულია.

- რატომ?

- გარემოს დაცვის სამინისტრომ და ჩვენ დავბლოკეთ. ამჟამად გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე ვმუშაობთ, მოსახლეობასთან შეხვედრებს ხშირად ვაწყობთ. ჰესების მშენებლობას მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც. მოწინააღმდეგეები იმიტომ არიან, რომ დარიალის ხეობა იერსახეს დაკარგავს, თერგი მილებში გადავა და აქაურობა ხეობა კი არა, რკინისა და ბეტონის კონსტრუქცია იქნება. ხალხის გულისწყრომა სამართლიანია!

მედიატურის მესამე დღეს სამცხე-ჯავახეთისკენ გავემგზავრეთ. ბორჯომში "სანატორიუმი ლიკანის" კორპუსში დევნილები ცხოვრობენ.

ნოდარ ქარდავა:

- ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. ამ კორპუსში 124 ოჯახი ვცხოვრობთ, მეორე კორპუსში კი 80 ოჯახია შესახლებული. აქ 20 წლის წინ მოგვიყვანეს და დაგვტოვეს, ყურადღებას არავინ გვაქცევს. შენობა ავარიულია. თითო ოჯახი 12 კვადრატულ მეტრ ფართობის ბინაში ვცხოვრობთ, არადა, ზოგიერთი ოჯახი 8-სულიანია. ეს ფართობი არც ერთ ჩვენგანზე არ არის დაკანონებული. ისიც კი ვერ გავარკვიეთ, მფლობელი ვინ არის. ამბობენ, - კოდუების კუთვნილებააო. წყალს დილით მხოლოდ 1 საათით გვაძლევენ. 1 კვირის წინ სამინისტროში წერილი გავგზავნეთ და ჩვენი მდგომარეობის შესახებ ვაცნობეთ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ლეილა ლაბარტყავა:

- აქედან სადმე წაგვიყვანონ ან ფართობები მაინც დაგვიკანონონ. ჩვენი პატრონი არავინ არის. სოციალურად დაუცველებს რომ გაუორმაგეს დახმარება, ჩვენ რა დავაშავეთ?..

- ამ შენობის მფლობელი ვინ არის?

ვახტანგ ონიკაძე, სააქციო საზოგადოება "სანატორიუმ ლიკანის" დირექტორის მოადგილე:

- შპს "რაიმონდს" ეკუთვნის.

- ხელფასს ვინ გიხდით?

- სანატორიუმის ადმინისტრაცია. ლტოლვილთა მომსახურების ხარჯები სააქციო საზოგადოება "სანატორიუმ ლიკანის" ანგარიშზე ირიცხება, საიდანაც ხელფასები ჩვენც გვირიგდება.

- რამდენი ხანია, რაც ეს შენობა "რაიმონდის" საკუთრებაშია?

- თუ არ ვცდები, საკუთრების მოწმობა წლის დასაწყისში გადაეცა, მანამდე სახელმწიფოს ბალანსზე იყო.

- მფლობელი რას აპირებს?

- ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ხალხს ფართით ან კომპენსაციით დააკმაყოფილებენ. ჩემი ინფორმაციით, ეს წლის ბოლოს უნდა მოხდეს.

- დევნილებმა გვითხრეს, აქაურობა კოდუების ოჯახს ეკუთვნისო.

- ეს ტყუილია.

ორივე კორპუსში საცხოვრებლად აუტანელი პირობებია. სანატორიუმის საერთო ფართობი 34 ჰექტარი გახლავთ. საერთო საცხოვრებელი 7-სართულიანია, ბოლო 2 სართული კი დაკეტილია. ადგილობრივების თქმით, ამ ორ სართულს ადმინისტრაცია აქირავებდა. გაფართოების მიზნით, რამდენჯერმე სცადეს, თითო ოთახი დაეკავებინათ, მაგრამ პოლიციის ძალით გამოიყვანეს. ლტოლვილები ამბობენ, რომ მათთან ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი რამდენჯერმე მივიდა და მან მინისტრის სახელზე წერილიც გაგზავნა, ამ ადამიანების მდგომარეობის შესწავლა მოითხოვა.

გედევან ფოფხაძე, ბორჯომის მაჟორიტარი პარლამენტარი:

- სანატორიუმში შესახლებული დევნილების პრობლემას კარგად ვიცნობ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილიც გავუგზავნე და პასუხს ველოდები. ეს საქმე პირად კონტროლზე ავიყვანე. თუ დამჭირდება, სამინისტროშიც მივალ. შენობების საკუთრებაში გადაცემის საკითხიც ბუნდოვანია და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. იმედია, მალე ყველაფერი გაირკვევა.

დაბოლოს, ქალაქ ახალციხეს ვესტუმრეთ. ამ ქალაქს აღმშენებლობა მართლაც ეტყობა. სასტუმროები, მოპირკეთებული ქუჩები, მოსასვენებელი სკვერები და განახლებული რაბათის ციხე სასიამოვნო სანახავია. გვითხრეს, - ქალაქში წყლის პრობლემა არისო... გაჭირვებული ადამიანების მოსმენითა და მათი პრობლემებით დამძიმებულებმა ივანე ახალციხელის ქუჩისკენ გადავინაცვლეთ. იმ ქუჩაზე გაზიფიცირება ჯერ არ მომხდარა, არც კანალიზაციის სისტემაა მოწესრიგებული, არ აქვთ განათება, მოასფალტებული გზა... პრობლემებზე სასაუბროდ ერთ-ერთ ოჯახს მივადექით და ამ 3 დღის მანძილზე გაღიმებული რესპონდენტი პირველად დავინახეთ. მასპინძელმა გვითხრა: წყლის პრობლემა კი გვქონდა, მაგრამ სამუშაოები ჩაატარეს და ველოდებით, რომ ყველაფერი მოგვარდება. იმედი გვაქვს, სხვა პრობლემების აღმოფხვრაზეც იზრუნებენო, მერე კი შინ შეგვიპატიჟა. მადლობა ინასარიძეების ოჯახს გულთბილი მასპინძლობისთვის. აი, ასეთი იმედიანი იყო პრობლემებით დამძიმებული ტურის დასასრული.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია