პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რა თვისებები უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს
რა თვისებები უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს

ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა თვი­სე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მო­სახ­ლე­ო­ბის რის­ხვა რომ არ და­იმ­სა­ხუ­როს; საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ამ­ბე­ბი.გე" ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ქარ­თველს და­უ­კავ­შირ­და.

ზურა მან­ჯა­ვი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- მე ასე გი­პა­სუ­ხებთ, - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას არ უნდა ეზი­ზღე­ბო­დეს; ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს არ უნდა უშ­ლი­დეს. სა­ბო­ტაჟს ხელს არ უნდა უწყობ­დეს და მიშა არ უნდა ერ­ქვას, და­ნარ­ჩე­ნი შე­იძ­ლე­ბა.

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- რთუ­ლი კი­თხვაა და მი­ჭირს ლო­გი­კუ­რი პა­სუ­ხი, მაგ­რამ ვეც­დე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ გი­პა­სუ­ხოთ: სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ალ­ბათ, უნდა შეძ­ლოს, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­ნა­ვი­თა­როს; იმ­ხე­ლა კულ­ტუ­რუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს, რომ ამ კუ­თხით ალ­ბათ ნაკ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა მის­თვის მთა­ვა­რი უნდა იყოს, რომ არ­სე­ბუ­ლი არ და­აკ­ნი­ნოს და გა­ნა­ვი­თა­როს. უნდა მი­ხე­დოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მას. ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ნია და­უ­საქ­მე­ბე­ლი და არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, ალ­ბათ, თითო ასე­თი თუ მეტი არა, სა­ნაც­ნო­ბო­ში ყვე­ლას გვყავს. ბედ­ნი­ე­რე­ბი მა­შინ ვიქ­ნე­ბით, თუ გვერ­დით გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან. პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე ნამ­დვი­ლად არ მაქვს პრე­ტენ­ზია და არც იმა­ზე, რომ ყოვ­ლის­მცოდ­ნე ვარ და ვი­ღა­ცას ჭკუ­ას ვას­წავ­ლი, მაგ­რამ რიგ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის ხედ­ვაც უნდა შე­იც­ვა­ლოს. ისე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა რაც არ უნდა ქნას, ყვე­ლას მო­სა­წო­ნი მა­ინც ვერ იქ­ნე­ბა. იმე­დი უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტი შე­ირ­ჩე­ვა.

მა­მუ­ლი­ჩა, პრო­დი­უ­სე­რი:

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს უპირ­ვე­ლე­სად თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა უნდა უყ­ვარ­დეს. ამას­თან, მა­ტე­რი­ა­ლურს მის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ უნდა ჰქონ­დეს. ქა­რიზ­მაც სჭირ­დე­ბა, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია. უნდა ჰყავ­დეს ჭეშ­მა­რი­ტად ერ­თგუ­ლი გუნ­დი, ცხოვ­რე­ბა­შიც ხომ ასეა, თუ კარ­გი სა­მე­გობ­რო გყავს, ძლი­ე­რი ხარ. პრე­ზი­დენ­ტის გუნდში არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ხელს გა­უ­ტეხს. თუ ეს ყვე­ლა თვი­სე­ბა რე­ა­ლუ­რად ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მა­შინ ვე­რა­ფე­რი მო­ე­რე­ვა. სა­ერ­თოდ, პრე­ზი­დენ­ტო­ბა ურ­თუ­ლე­სი რამ არის, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს, რა­საც ნე­ბის­მი­ერ­მა, ვინც პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. რაც მთა­ვა­რია, არ უნდა და­ი­ვი­წყოს უბ­რა­ლო და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათი პრობ­ლე­მე­ბი. ისე, თუ ექ­სპრე­ზი­დენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა­საც გა­და­ხე­დავს, ეს მხო­ლოდ წა­ად­გე­ბა...

დათო გო­გიშ­ვი­ლი, იუ­მო­რის­ტი:

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას უნდა გა­მო­დი­ო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან და არა რო­მე­ლი­მე სუ­პერ სა­ხელ­მწი­ფო­სა თუ რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი, ან სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან. აუ­ცი­ლებ­ლად შემ­წყნა­რე­ბე­ლიც უნდა იყოს და ოპო­ნენ­ტში მტერს არ უნდა ხე­დავ­დეს. რად­გა­ნაც ამ თვი­სე­ბას ტო­ტა­ლი­ტა­რულ მმარ­თვე­ლო­ბამ­დე მივ­ყა­ვართ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რა თვისებები უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს

რა თვისებები უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს

ალბათ საინტერესოა, რა თვისებები უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს, მოსახლეობის რისხვა რომ არ დაიმსახუროს; საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, "ამბები.გე" ამ თემაზე რამდენიმე ცნობილ ქართველს დაუკავშირდა.

ზურა მანჯავიძე, მომღერალი:

- მე ასე გიპასუხებთ, - საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ეზიზღებოდეს; ქვეყნის განვითარებას ხელს არ უნდა უშლიდეს. საბოტაჟს ხელს არ უნდა უწყობდეს და მიშა არ უნდა ერქვას, დანარჩენი შეიძლება.

ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი:

- რთული კითხვაა და მიჭირს ლოგიკური პასუხი, მაგრამ ვეცდები, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ გიპასუხოთ: საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა, ალბათ, უნდა შეძლოს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განავითაროს; იმხელა კულტურურული ტრადიციები აქვს საქართველოს, რომ ამ კუთხით ალბათ ნაკლები მუშაობა დასჭირდება, თუმცა მისთვის მთავარი უნდა იყოს, რომ არსებული არ დააკნინოს და განავითაროს. უნდა მიხედოს განათლების სისტემას და დასაქმების პრობლემას. ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ადამინია დაუსაქმებელი და არარეალიზებული, ალბათ, თითო ასეთი თუ მეტი არა, სანაცნობოში ყველას გვყავს. ბედნიერები მაშინ ვიქნებით, თუ გვერდით გაჭირვებული ადამიანები არ იქნებიან. პრეზიდენტობაზე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია და არც იმაზე, რომ ყოვლისმცოდნე ვარ და ვიღაცას ჭკუას ვასწავლი, მაგრამ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ადამიანების ხედვაც უნდა შეიცვალოს. ისე, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა რაც არ უნდა ქნას, ყველას მოსაწონი მაინც ვერ იქნება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ღირსეული კანდიდატი შეირჩევა.

მამულიჩა, პროდიუსერი:

- საქართველოს პრეზიდენტს უპირველესად თავისი ქვეყანა უნდა უყვარდეს. ამასთან, მატერიალურს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ქარიზმაც სჭირდება, ეს აუცილებელი ატრიბუტია. უნდა ჰყავდეს ჭეშმარიტად ერთგული გუნდი, ცხოვრებაშიც ხომ ასეა, თუ კარგი სამეგობრო გყავს, ძლიერი ხარ. პრეზიდენტის გუნდში არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც სახელს გაუტეხს. თუ ეს ყველა თვისება რეალურად ექნება საქართველოს პრეზიდენტს, მაშინ ვერაფერი მოერევა. საერთოდ, პრეზიდენტობა ურთულესი რამ არის, უდიდესი პასუხისმგებლობას მოითხოვს, რასაც ნებისმიერმა, ვინც პრეზიდენტი გახდება, უნდა გაითვალისწინოს. რაც მთავარია, არ უნდა დაივიწყოს უბრალო და გაჭირვებული ადამიანები, მათი პრობლემები. ისე, თუ ექსპრეზიდენტების ცხოვრებასაც გადახედავს, ეს მხოლოდ წაადგება...

დათო გოგიშვილი, იუმორისტი:

- საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გამოდიოდეს საქართველოს მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან და არა რომელიმე სუპერ სახელმწიფოსა თუ რომელიმე საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური, ან სხვა ორგანიზაციის ინტერესებიდან. აუცილებლად შემწყნარებელიც უნდა იყოს და ოპონენტში მტერს არ უნდა ხედავდეს. რადგანაც ამ თვისებას ტოტალიტარულ მმართველობამდე მივყავართ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია