პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს გარუჯვა ბათუმში
რა ღირს გარუჯვა ბათუმში

ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი ზღვას­თან, დას­ვე­ნე­ბას­თან და გარ­თო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც თან­და­თან მა­ტუ­ლობს. "ამ­ბე­ბი.გე" და­ინ­ტე­რეს­და, რა ცვლი­ლე­ბე­ბი ელის ბა­თუმ­ში ჩა­სულ დამ­სვე­ნე­ბელს წინა წელ­თან შე­და­რე­ბით. ამ­ჯე­რად, პლა­ჟის ატ­რი­ბუ­ტი­კის ფა­სებ­სა და სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ფა­სე­ბი წინა სე­ზონ­თან შე­და­რე­ბით საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლა. მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს შეზ­ლონ­გის ერთი დღით და­ქი­რა­ვე­ბა თუ 1 ლარი ღირ­და, წელს იგი­ვე შეზ­ლონ­გი 3 ლარი ღირს. "გა­სულ წელს 1 ლარი ღირ­და, მაგ­რამ წელს აუქ­ცი­ო­ნის ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და და ჩვენც გა­ვაძ­ვი­რეთ", - გან­მი­მარ­ტა გამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა.

უფრო ია­ფად, 1.5 ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი, ია­სამ­ნის­ფე­რი შეზ­ლონ­გე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა. გა­სულ წელს ისიც 1 ლარი ღირ­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ფა­სებს ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია არე­გუ­ლი­რებს: "გა­დავ­წყვი­ტეთ, თითო ბოთ­ლი წყა­ლი მიგ­ვე­ბა შეზ­ლონგსა და ქოლ­გა­ზე. რამ­დენ წყალ­საც და­ა­რი­გებ­დნენ, იმის მი­ხედ­ვით, ად­ვი­ლად დავ­თვლით, რამ­დე­ნი შეზ­ლონ­გი გა­ქი­რავ­და. ფა­სის მა­ტე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად წყლის და­მა­ტე­ბამ გა­მო­იწ­ვია", - გან­მარ­ტა ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მარ­კე­ტინ­გი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა და­ვით გამ­რე­კე­ლიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ბულ­ვა­რის ტე­რი­ოტ­რი­ა­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წა­მო­წყე­ბის­თვის აუქ­ცი­ო­ნე­ბი მა­ი­სის თვი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს: "ამ ეტაპ­ზე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია შეზ­ლონ­გე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის სა­კი­თხი, თუმ­ცა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის, სი­მინ­დის და გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის ჩა­მო­ტა­რე­ბის სა­კი­თხზე ვმუ­შა­ობთ", - აღ­ნიშ­ნა და­ვით გამ­რე­კე­ლიშ­ვილ­მა.

აუქ­ცი­ო­ნის მი­ხედ­ვით, ბულ­ვა­რის პლი­აჟ­ზე შეზ­ლონ­გე­ბის გან­თავ­სე­ბა 400 კვად­რა­ტულ მეტრზე სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში 2800 ლარი ღირს. აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ მე­წარ­მეს თა­ვად შე­უძ­ლია გან­სა­ზღვროს, რა ფას­ში გა­ა­ქი­რა­ვებს შეზ­ლონგს.

გა­სულ წელს სა­ნა­პი­რო­ზე სი­მინ­დის, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის და საკ­ვე­ბის ჩა­მო­ტა­რე­ბა აუქ­ცი­ონ­ზე გა­მარ­ჯვე­ბულ მხო­ლოდ ერთ კომ­პა­ნი­ას შე­ეძ­ლო. აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა მე­წარ­მემ სტუ­დენ­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბით და სა­ლა­რო აპა­რა­ტე­ბით აღ­ჭურ­ვა და ბულ­ვა­რის პე­რი­მეტ­რი აით­ვი­სა. კონ­კუ­რენ­ცი­ის არ არ­სე­ბო­ბის გამო, მა­გა­ლი­თად ცხე­ლი სი­მინ­დის ფასი 2 ლარი იყო.

წელს სი­მინ­დის და გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის ჩა­მო­ტა­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. ცხე­ლი სი­მინ­დი 1 ლარი, ხოლო ცივი ყავა 2 ლარი ღირს. ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ სა­კი­თხის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე მუ­შა­ობს. თუმ­ცა რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, გა­სულ წელს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­სა და პლაჟ­ზე ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვას საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. წელს ცდი­ლო­ბენ ისე­თი რე­გუ­ლა­ცია და­ა­წე­სონ, რაც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა რო­გორც მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, ისე მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

ბა­თუმ­ში მყო­ფი ტუ­რის­ტე­ბის­თვის პრო­დუქ­ტებ­სა და სერ­ვი­სებ­ზე ფა­სე­ბის ზრდას­თან ერ­თად, უმ­თავ­რე­სი სა­დარ­დე­ლი ამინ­დია. ბა­თუმ­ში ამინ­დის შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ბმულ­ზე: www.dari.ge

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

რა ღირს გარუჯვა ბათუმში

რა ღირს გარუჯვა ბათუმში

ზაფხულის სეზონი ზღვასთან, დასვენებასთან და გართობასთან ასოცირდება. ბათუმში დასვენების მსურველთა რაოდენობაც თანდათან მატულობს. "ამბები.გე" დაინტერესდა, რა ცვლილებები ელის ბათუმში ჩასულ დამსვენებელს წინა წელთან შედარებით. ამჯერად, პლაჟის ატრიბუტიკის ფასებსა და სანაპიროზე არსებული სიტუაციის შესახებ მოგიყვებით.

როგორც აღმოჩნდა, ფასები წინა სეზონთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილა. მაგალითად, გასულ წელს შეზლონგის ერთი დღით დაქირავება თუ 1 ლარი ღირდა, წელს იგივე შეზლონგი 3 ლარი ღირს. "გასულ წელს 1 ლარი ღირდა, მაგრამ წელს აუქციონის ფასები გაიზარდა და ჩვენც გავაძვირეთ", - განმიმარტა გამქირავებელმა.

უფრო იაფად, 1.5 ლარად შეგიძლიათ ბრენდირებული, იასამნისფერი შეზლონგების დაქირავება. გასულ წელს ისიც 1 ლარი ღირდა. ამ შემთხვევაში, ფასებს ბულვარის ადმინისტრაცია არეგულირებს: ”გადავწყვიტეთ, თითო ბოთლი წყალი მიგვება შეზლონგსა და ქოლგაზე. რამდენ წყალსაც დაარიგებდნენ, იმის მიხედვით, ადვილად დავთვლით, რამდენი შეზლონგი გაქირავდა. ფასის მატება გარკვეულწილად წყლის დამატებამ გამოიწვია", - განმარტა ბულვარის ადმინისტრაციის მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა დავით გამრეკელიშვილმა.

მისი თქმით, ბულვარის ტერიოტრიაზე კომერციული საქმიანობის წამოწყებისთვის აუქციონები მაისის თვიდან მიმდინარეობს: "ამ ეტაპზე მოწესრიგებულია შეზლონგების გაქირავების საკითხი, თუმცა საკვები პროდუქტების, სიმინდის და გამაგრილებელი სასმელების ჩამოტარების საკითხზე ვმუშაობთ", - აღნიშნა დავით გამრეკელიშვილმა.

აუქციონის მიხედვით, ბულვარის პლიაჟზე შეზლონგების განთავსება 400 კვადრატულ მეტრზე სეზონის განმავლობაში 2800 ლარი ღირს. აუქციონში გამარჯვებულ მეწარმეს თავად შეუძლია განსაზღვროს, რა ფასში გააქირავებს შეზლონგს.

გასულ წელს სანაპიროზე სიმინდის, გამაგრილებელი სასმელების და საკვების ჩამოტარება აუქციონზე გამარჯვებულ მხოლოდ ერთ კომპანიას შეეძლო. აუქციონში გამარჯვებულმა მეწარმემ სტუდენტები სპეციალური ფორმებით და სალარო აპარატებით აღჭურვა და ბულვარის პერიმეტრი აითვისა. კონკურენციის არ არსებობის გამო, მაგალითად ცხელი სიმინდის ფასი 2 ლარი იყო.

წელს სიმინდის და გამაგრილებელი სასმელების ჩამოტარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ცხელი სიმინდი 1 ლარი, ხოლო ცივი ყავა 2 ლარი ღირს. ბულვარის ადმინისტრაცია ამ საკითხის მოწესრიგებაზე მუშაობს. თუმცა როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, გასულ წელს რეგულაციების დაწესებასა და პლაჟზე ვაჭრობის აკრძალვას საპროტესტო აქციები და მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. წელს ცდილობენ ისეთი რეგულაცია დააწესონ, რაც მისაღები იქნება როგორც მეწარმეებისთვის, ისე მოსახლეობისთვის.

ბათუმში მყოფი ტურისტებისთვის პროდუქტებსა და სერვისებზე ფასების ზრდასთან ერთად, უმთავრესი სადარდელი ამინდია. ბათუმში ამინდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ბმულზე: www.dari.ge

ნინო ხოზრევანიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია