მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზემფირას კონცერტი შესაძლოა ჩაიშალოს?
ზემფირას კონცერტი შესაძლოა ჩაიშალოს?

რო­გორც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი იყო, ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლი - ზემ­ფი­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გას­ტრო­ლოდ აპი­რებ­და ჩა­მოს­ვლას, ეს იდეა ჯერ კი­დევ შარ­შან, აქ გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია "ლაივ კონ­ცერ­ტის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლატ­ვი­ელ­მა კი­რილ ხი­მი­ჩევ­სიმ გვი­თხრა, რო­დე­საც მი­სი­ვე ორ­გა­ნი­ზე­ბით მცხე­თა­ში ცოტა ხნის წინ ფეს­ტი­ვა­ლი "ოა­ზი­სი" ჩა­ტარ­და. შარ­შან კი­რი­ლი ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღერ­ლის ტურ-მე­ნე­ჯე­რი გახ­ლდათ და ზემ­ფი­რას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ასე რომ, რუსი ვარ­სკვლა­ვი 22 ივ­ლისს თბი­ლის­ში (მთაწ­მინ­დის პარ­კი), 24 ივ­ლისს კი ბა­თუმ­ში (პი­ა­ცა) აპი­რებ­და კონ­ცერტს.

მომ­ღე­რა­ლი ბენდთან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში 12-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო და ორ­სა­ა­თი­ა­ნი კონ­ცერ­ტი გა­ე­მარ­თა. ის თა­ვი­სი ახა­ლი ალ­ბო­მის Жить в твоей голове წარ­მოდ­გე­ნას აპი­რებ­და, რომ­ლი­თაც თე­ბერ­ვლი­დან ტურ­ნე და­ი­წყო და უკვე 23 ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა. ცნო­ბი­ლი იყო ისიც, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი კონ­ცერ­ტის­თვის ბი­ლე­თებს იძენ­და, მაგ­რამ რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­კუ­თარ­მა წყა­რომ აც­ნო­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცერ­ტი, შე­საძ­ლოა, ჩა­ი­შა­ლოს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რე­ბენ და ხვალ, 18 ივ­ლისს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას მარ­თა­ვენ.

ხმის რე­ჟი­სო­რი, გენა მა­მე­დო­ვი, ვის აპა­რა­ტუ­რა­საც ასე­თი დო­ნის კონ­ცერ­ტე­ბი­სას იყე­ნე­ბენ, ამ­ბობს, რომ ზემ­ფი­რას კონ­ცერ­ტის ხმის რე­ჟი­სო­რი არ იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­უ­ფორ­მე­ბია, თუმ­ცა მათ­თან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი ჰქონ­და.

გენა მა­მე­დო­ვი:

- მაგ კონ­ცერტს ტექ­ნი­კუ­რად ვერ გავ­მარ­თავ, რად­გან ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ გა­მი­ფორ­მე­ბია. თან, ესეც რომ არ იყოს, ცოტა ხნის წინ მცხე­თა­ში გა­მარ­თულ ფესტვალ­ზე, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, იმის ჰო­ნო­რა­რიც არ მი­მი­ღია და არა მარ­ტო მე.

- კრილ ხი­მი­ჩევსს, ვინც ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა "ოა­ზი­სის" ფეს­ტი­ვალს არ და­კავ­ში­რე­ბი­ხართ?

- ვუ­რე­კავ და ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს... თუმ­ცა თან­ხა ჩემ­თვის არა მას, არა­მედ ქარ­თულ მხა­რეს უნდა გა­და­ე­ხა­და.

- ზემ­ფი­რას კონ­ცერტს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა.

- რო­გორც ვიცი, სპონ­სო­რი არ ჰყავთ და არც ფული აქვთ... თუ რა­ი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზას გა­მო­ძებ­ნი­ან, არ ვიცი.

- ალ­ტერ­ნე­ტი­უ­ლი გზა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს?

- მა­გა­ლი­თად, ტექ­ნი­კურ ჯგუფს უკ­რა­ი­ნი­დან ან რუ­სე­თი­დან თუ ჩა­მო­იყ­ვა­ნენ...

ლალი ფა­ცია

ზემფირას კონცერტი შესაძლოა ჩაიშალოს?

ზემფირას კონცერტი შესაძლოა ჩაიშალოს?

როგორც დაანონსებული იყო, ცნობილი რუსი მომღერალი - ზემფირა საქართველოში საგასტროლოდ აპირებდა ჩამოსვლას, ეს იდეა ჯერ კიდევ შარშან, აქ გამართული კონცერტის შემდეგ გაუჩნდა. ამის შესახებ კომპანია "ლაივ კონცერტის" გენერალურმა დირექტორმა ლატვიელმა კირილ ხიმიჩევსიმ გვითხრა, როდესაც მისივე ორგანიზებით მცხეთაში ცოტა ხნის წინ ფესტივალი "ოაზისი" ჩატარდა. შარშან კირილი ცნობილი რუსი მომღერლის ტურ-მენეჯერი გახლდათ და ზემფირასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. ასე რომ, რუსი ვარსკვლავი 22 ივლისს თბილისში (მთაწმინდის პარკი), 24 ივლისს კი ბათუმში (პიაცა) აპირებდა კონცერტს.

მომღერალი ბენდთან ერთად, საქართველოში 12-კაციანი შემადგენლობით უნდა ჩამოსულიყო და ორსაათიანი კონცერტი გაემართა. ის თავისი ახალი ალბომის Жить в твоей голове წარმოდგენას აპირებდა, რომლითაც თებერვლიდან ტურნე დაიწყო და უკვე 23 ქვეყანა მოიარა. ცნობილი იყო ისიც, რომ მაყურებელი კონცერტისთვის ბილეთებს იძენდა, მაგრამ როგორც "ამბები.გე"-ს საკუთარმა წყარომ აცნობა, აღნიშნული კონცერტი, შესაძლოა, ჩაიშალოს. ორგანიზატორები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ხვალ, 18 ივლისს პრესკონფერენციას მართავენ.

ხმის რეჟისორი, გენა მამედოვი, ვის აპარატურასაც ასეთი დონის კონცერტებისას იყენებენ, ამბობს, რომ ზემფირას კონცერტის ხმის რეჟისორი არ იქნება, ვინაიდან ორგანიზატორებთან ხელშეკრულება ამ პროექტთან დაკავშირებით არ გაუფორმებია, თუმცა მათთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა.

გენა მამედოვი:

- მაგ კონცერტს ტექნიკურად ვერ გავმართავ, რადგან ორგანიზატორებთან ხელშეკრულება არ გამიფორმებია. თან, ესეც რომ არ იყოს, ცოტა ხნის წინ მცხეთაში გამართულ ფესტვალზე, რომელშიც ჩართული ვიყავი, იმის ჰონორარიც არ მიმიღია და არა მარტო მე.

- კრილ ხიმიჩევსს, ვინც ორგანიზება გაუკეთა "ოაზისის" ფესტივალს არ დაკავშირებიხართ?

- ვურეკავ და ტელეფონი გამორთული აქვს... თუმცა თანხა ჩემთვის არა მას, არამედ ქართულ მხარეს უნდა გადაეხადა.

- ზემფირას კონცერტს რომ დავუბრუნდეთ, ორგანიზატორები ამბობენ, რომ კონცერტი გაიმართება.

- როგორც ვიცი, სპონსორი არ ჰყავთ და არც ფული აქვთ... თუ რაიმე ალტერნატიულ გზას გამოძებნიან, არ ვიცი.

- ალტერნეტიული გზა რა შეიძლება იყოს?

- მაგალითად, ტექნიკურ ჯგუფს უკრაინიდან ან რუსეთიდან თუ ჩამოიყვანენ...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება