პოლიტიკა
კონფლიქტები

7

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:37-ზე, მთვარე ვერძშია რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის წაართვა კახიანების ოჯახმა ბინა?
ვის წაართვა კახიანების ოჯახმა ბინა?

მსა­ხი­ობ იმე­და კა­ხი­ა­ნის ოჯახ­სა და მო­ქა­ლა­ქე ნა­ტა­ლი ჭე­იშ­ვილს შო­რის სა­კუთ­რე­ბა­ზე დავა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო. კა­ხი­ა­ნე­ბი 2004 წლი­დან, ექ­ვსი თვით, ჭე­იშ­ვი­ლის ბი­ნა­ში კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლის თხოვ­ნით შე­სახ­ლდნენ. რო­გორც ბი­ნის მე­სა­კუთ­რე, ნა­ტა­ლი ჭე­იშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, 2004 წელს, ახალ აშე­ნე­ბულ კორ­პუს­ში, ამ­ხა­ნა­გო­ბის თხოვ­ნით, ბინა კა­ხი­ა­ნებს და­უთ­მო. სა­ნაც­ვლოდ კი მშე­ნე­ბელ­მა მას ბინა გა­უ­რე­მონ­ტა. ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ კი, კა­ხი­ა­ნებ­მა ბინა არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რის შემ­დე­გაც ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და კა­ნო­ნი­ე­რი გზით სცა­და სა­კუ­თა­რე­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვა. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ, 2013 წლის 12 აპ­რილს, ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კა­ხი­ა­ნებს ბი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ე­ვა­ლათ. მაგ­რამ მსა­ხი­ობ­მა იმე­და კა­ხი­ან­მა აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს წარ­მო­მად­გე­ნელს და სახ­ლის მე­პატ­რო­ნის ნა­ტა­ლი ჭე­იშ­ვი­ლის ად­ვო­კატს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მას შემ­დეგ მი­ა­ყე­ნა, რაც 15 ივ­ლისს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კა­ხი­ა­ნებს სახ­ლის დაც­ლა მო­უ­წო­დეს. რო­გორც მე­სა­კუთ­რე ამ­ბობს, აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რო, უკვე 30 ივ­ლისს იმე­და კა­ხი­ა­ნის ოჯახს იძუ­ლე­ბით გა­მო­ა­სახ­ლებს. "ამ­ბე­ბი.გე" ნა­ტა­ლი ჭე­იშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და და კო­მენ­ტა­რი სთხო­ვა:

- კა­ხი­ა­ნებ­თან არა­ერ­თი მო­ლა­პარ­კე­ბა გვქონ­და, რომ ჩემი ბინა და­ე­ცა­ლათ, მაგ­რამ ისი­ნი იქ კვლავ რჩე­ბი­ან. მათ ამ ბი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ გა­აჩ­ნი­ათ, არც ფული აქვთ მას­ში გა­დახ­დი­ლი. თვით­ნე­ბუ­რად და­ი­სა­კუთ­რეს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ, მის ჩემ­თვის წარ­თმე­ვას.

- რო­გორ აღ­მოჩ­დნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თქვენს კუთ­ვნილ ბი­ნა­ში?

- რო­დე­საც მშე­ნე­ბელ­მა და­მინ­გრია ბინა, სა­ნაც­ვლოდ, ახალ აშე­ნე­ბულ კორ­პუს­ში ერთ სარ­თულ­ზე უნდა მო­ე­ცა ორი, რად­გა­ნაც მყავს ორი ვაჟი. მომ­ცეს კი­დეც. ერ­თში (130 კვად­რა­ტი) რომ და­ვამ­თავ­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მე­ო­რე იყო 160 კვად­რა­ტი, არა­და, 150 კვად­რა­ტი მე­კუთ­ვნო­და. ამი­ტომ მშე­ნე­ბელ­მა მი­თხრა, - და­მი­მა­ტე 7.000 დო­ლა­რი და ამ 160 კვად­რატს მოგ­ცე­მო. ის თან­ხა გა­და­ვი­ხა­დე, რად­გა­ნაც მინ­დო­და, ორი­ვე ბინა ერთ სარ­თულ­ზე გვქო­ნო­და და და­ვი­წყე იმ 160 კვად­რა­ტის გა­რე­მონ­ტე­ბა. იმ დროს და­მი­კავ­შირ­და ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­ჯდო­მა­რე და მთხო­ვა, იქ­ნებ ამ ბი­ნა­ში 6-7 თვით კა­ხი­ა­ნე­ბი შე­უშ­ვა და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს მე და­გიმ­თავ­რე­ბო. გა­მი­ხარ­და, რად­გა­ნაც მა­ტე­რი­ა­ლურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ მა­ი­ძუ­ლა ამ წი­ნა­და­დე­ბას დავ­თან­ხმე­ბო­დი; თან, ამის­კენ იმა­ნაც მი­ბიძ­გა, რომ ჩვენ და კა­ხი­ა­ნებს ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი და სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბი გვყავ­და. ერ­თმა­ნეთ­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ვინ იფიქ­რებ­და იმას, რაც მერე მოხ­და. მშე­ნე­ბელ­მა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მარ­თლაც და­ამ­თავ­რა ჩვენს ბი­ნა­ში, გა­ვი­და 6-7 თვე და ისი­ნი იქი­დან არ გა­მო­სუ­ლან. არ ვიცი, რა ბინ­ძუ­რი გა­რი­გე­ბე­ბი მი­დი­ო­და მშე­ნე­ბელ­სა და კა­ხი­ა­ნებს შო­რის... მერე ჩემ­მა შვილ­მა ცოლი მო­იყ­ვა­ნა და მათ ბი­ნის დაც­ლა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოვ­თხო­ვე. ფე­ხებ­ში ჩა­მი­ვარ­დნენ, - ცოტა ხან­ში მთავ­რდე­ბა ჩვე­ნი პრობ­ლე­მა და აქე­დან გა­დავ­დი­ვარ­თო. ეს კორ­პუ­სი სა­ჯა­რო რე­ესტრში არ იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც მი­წათ­მფლო­ბე­ლი ვარ და ამ­ხა­ნა­გო­ბის­თვის ბინა არ გა­და­მი­ცია. მერე თე­ლა­სი რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა შე­მო­ვი­და და ყვე­ლა მისი აბო­ნენ­ტი გახ­და. იმ პე­რი­ოდ­ში შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ კა­ხი­ა­ნებ­მა თურ­მე იკად­რეს და ჩემი გვა­რის ნაც­ვლად, თა­ვი­ან­თი ჩა­ა­წე­რი­ნეს. ამ ფაქ­ტზე მა­შინ­ვე გა­კეთ­და რე­ა­გი­რე­ბა და ჩემი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, აბო­ნენ­ტად მე გა­მა­ფორ­მეს. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ აღ­შფო­თე­ბულ­მა რომ ვი­კი­თხე, - თუ რა­ტომ მოხ­და ეს? და­მე­მუქრნენ და ბო­ლოს მი­თხრეს, რომ ბი­ნას აგა­ხევ­თო. შო­კი­რე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, აღარ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში მივ­ხვდი, რომ კა­ნო­ნი­ე­რი გზის­თვის უნდა მი­მე­მარ­თა და ად­ვო­კა­ტე­ბი ავიყ­ვა­ნე, სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნე. სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ამ ჩემი სარ­ჩე­ლი მათ გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. კა­ხი­ა­ნებ­მა ყვე­ლა პრო­ცე­სი რომ წა­ა­გეს, რა შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ლან­ძღვა-გი­ნე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი ამი­ტე­ხეს, ამას ვერ გად­მოგ­ცემთ.

- სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ არის საქ­მე?

- ბო­ლოს იმე­და კა­ხი­ან­მა ხელ­წე­რი­ლი და­წე­რა, რომ 15 ივ­ლისს ჩა­ლა­გე­ბა თა­ვის ნივ­თებს და სა­კუ­თა­რი ნე­ბით დაც­ლი­და ბი­ნას, მაგ­რამ რო­დე­საც მას­თან მი­ვი­და სა­აღ­სრუ­ლე­ბო სამ­სა­ხუ­რი, ჩემი ად­ვო­კა­ტი, კა­ხი­ან­მა ამ უკა­ნას­კნელს აგი­ნა და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით გა­ლან­ძღა, შე­უ­რა­ცხო­ფა მოგ­ვა­ყე­ნა ჩვენც. თუ ქვე­ყა­ნა­ში არის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი, რომ კა­ნონს უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, ვინ არის კა­ხი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი, კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხი არ აგოს?! ჩემი და ჩემი ოჯა­ხის ხელ­ყო­ფას არა­ვის ვა­პა­ტი­ებ.

- კა­ხი­ა­ნე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბის ბოლო ვა­დად 30 ივ­ლი­სი და­სა­ხელ­და?

- ეს ვადა სა­აღ­სრუ­ლე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ და­სა­ხელ­და, მე ერთი დღე­საც არ ვაძ­ლევ მათ და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ვი­თხოვ, - ჩა­მა­ბა­რონ გა­სა­ღე­ბი! უბ­რა­ლოდ სა­თა­რი­გო ვა­და­ში სა­აღ­სრუ­ლე­ბო სამ­სა­ხურ­მა 30 ივ­ლი­სი ჩა­წე­რა. ახლა ვამ­ზა­დებ სარ­ჩელს, იმე­და კა­ხი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, მან პა­სუ­ხი უნდა აგოს იმ მო­რა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ ზი­ან­ზე, რაც მოგ­ვა­ყე­ნა.

კა­ხი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

ლიზა კვა­ჭა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამოიყენებს თუ არა აშშ-ი საქართვოს ხელისუფლების მისამართით დამატებით შემზღუდავ მექანიზმებს

ვის წაართვა კახიანების ოჯახმა ბინა?

ვის წაართვა კახიანების ოჯახმა ბინა?

მსახიობ იმედა კახიანის ოჯახსა და მოქალაქე ნატალი ჭეიშვილს შორის საკუთრებაზე დავა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კახიანები 2004 წლიდან, ექვსი თვით, ჭეიშვილის ბინაში კორპუსის მშენებლის თხოვნით შესახლდნენ. როგორც ბინის მესაკუთრე, ნატალი ჭეიშვილი ჰყვება, 2004 წელს, ახალ აშენებულ კორპუსში, ამხანაგობის თხოვნით, ბინა კახიანებს დაუთმო. სანაცვლოდ კი მშენებელმა მას ბინა გაურემონტა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, კახიანებმა ბინა არ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ბინის მეპატრონემ სასამართლოს მიმართა და კანონიერი გზით სცადა საკუთარების უფლების დაცვა. უზენაესმა სასამართლომ, 2013 წლის 12 აპრილს, ძალაში დატოვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც კახიანებს ბინის გათავისუფლება დაევალათ. მაგრამ მსახიობმა იმედა კახიანმა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელს და სახლის მეპატრონის ნატალი ჭეიშვილის ადვოკატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც 15 ივლისს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების სამსახურის წარმომადგენლებმა კახიანებს სახლის დაცლა მოუწოდეს. როგორც მესაკუთრე ამბობს, აღსრულების ბიურო, უკვე 30 ივლისს იმედა კახიანის ოჯახს იძულებით გამოასახლებს. "ამბები.გე" ნატალი ჭეიშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

- კახიანებთან არაერთი მოლაპარკება გვქონდა, რომ ჩემი ბინა დაეცალათ, მაგრამ ისინი იქ კვლავ რჩებიან. მათ ამ ბინასთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ, არც ფული აქვთ მასში გადახდილი. თვითნებურად დაისაკუთრეს და წლების განმავლობაში ცდილობდნენ, მის ჩემთვის წართმევას.

- როგორ აღმოჩდნენ ეს ადამიანები თქვენს კუთვნილ ბინაში?

- როდესაც მშენებელმა დამინგრია ბინა, სანაცვლოდ, ახალ აშენებულ კორპუსში ერთ სართულზე უნდა მოეცა ორი, რადგანაც მყავს ორი ვაჟი. მომცეს კიდეც. ერთში (130 კვადრატი) რომ დავამთავრე სარემონტო სამუშაოები, მეორე იყო 160 კვადრატი, არადა, 150 კვადრატი მეკუთვნოდა. ამიტომ მშენებელმა მითხრა, - დამიმატე 7.000 დოლარი და ამ 160 კვადრატს მოგცემო. ის თანხა გადავიხადე, რადგანაც მინდოდა, ორივე ბინა ერთ სართულზე გვქონოდა და დავიწყე იმ 160 კვადრატის გარემონტება. იმ დროს დამიკავშირდა ამხანაგობის თავჯდომარე და მთხოვა, იქნებ ამ ბინაში 6-7 თვით კახიანები შეუშვა და სარემონტო სამუშაოებს მე დაგიმთავრებო. გამიხარდა, რადგანაც მატერიალურმა მდგომარეობამ მაიძულა ამ წინადადებას დავთანხმებოდი; თან, ამისკენ იმანაც მიბიძგა, რომ ჩვენ და კახიანებს ბევრი ახლობელი და საერთო ნაცნობები გვყავდა. ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ვინ იფიქრებდა იმას, რაც მერე მოხდა. მშენებელმა სარემონტო სამუშაოები მართლაც დაამთავრა ჩვენს ბინაში, გავიდა 6-7 თვე და ისინი იქიდან არ გამოსულან. არ ვიცი, რა ბინძური გარიგებები მიდიოდა მშენებელსა და კახიანებს შორის... მერე ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა და მათ ბინის დაცლა კატეგორიულად მოვთხოვე. ფეხებში ჩამივარდნენ, - ცოტა ხანში მთავრდება ჩვენი პრობლემა და აქედან გადავდივართო. ეს კორპუსი საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, რადგანაც მიწათმფლობელი ვარ და ამხანაგობისთვის ბინა არ გადამიცია. მერე თელასი როგორც ოფიციალური სტრუქტურა შემოვიდა და ყველა მისი აბონენტი გახდა. იმ პერიოდში შემატყობინეს, რომ კახიანებმა თურმე იკადრეს და ჩემი გვარის ნაცვლად, თავიანთი ჩააწერინეს. ამ ფაქტზე მაშინვე გაკეთდა რეაგირება და ჩემი ყველა დოკუმენტის თანახმად, აბონენტად მე გამაფორმეს. ამ ყველაფრის შემდეგ აღშფოთებულმა რომ ვიკითხე, - თუ რატომ მოხდა ეს? დამემუქრნენ და ბოლოს მითხრეს, რომ ბინას აგახევთო. შოკირებული და შეურაცხყოფილი ვიყავი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. იმ პერიოდში მივხვდი, რომ კანონიერი გზისთვის უნდა მიმემართა და ადვოკატები ავიყვანე, სასამართლოში სარჩელი შევიტანე. სამივე ინსტანციამ ჩემი სარჩელი მათ გამოსახლებაზე დააკმაყოფილა. კახიანებმა ყველა პროცესი რომ წააგეს, რა შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინების კორიანტელი ამიტეხეს, ამას ვერ გადმოგცემთ.

- საბოლოოდ როგორ არის საქმე?

- ბოლოს იმედა კახიანმა ხელწერილი დაწერა, რომ 15 ივლისს ჩალაგება თავის ნივთებს და საკუთარი ნებით დაცლიდა ბინას, მაგრამ როდესაც მასთან მივიდა სააღსრულებო სამსახური, ჩემი ადვოკატი, კახიანმა ამ უკანასკნელს აგინა და უშვერი სიტყვებით გალანძღა, შეურაცხოფა მოგვაყენა ჩვენც. თუ ქვეყანაში არის მთავარი მესიჯი, რომ კანონს უნდა დაექვემდებაროს ყველა მოქალაქე, ვინ არის კახიანების ოჯახი, კანონის წინაშე პასუხი არ აგოს?! ჩემი და ჩემი ოჯახის ხელყოფას არავის ვაპატიებ.

- კახიანების გამოსახლების ბოლო ვადად 30 ივლისი დასახელდა?

- ეს ვადა სააღსრულებო სამსახურის მიერ დასახელდა, მე ერთი დღესაც არ ვაძლევ მათ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, - ჩამაბარონ გასაღები! უბრალოდ სათარიგო ვადაში სააღსრულებო სამსახურმა 30 ივლისი ჩაწერა. ახლა ვამზადებ სარჩელს, იმედა კახიანის წინააღმდეგ, მან პასუხი უნდა აგოს იმ მორალურ და მატერიალურ ზიანზე, რაც მოგვაყენა.

კახიანების ოჯახი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ლიზა კვაჭაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია