საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Femen-ის ლიდერი საფრანგეთის მთავარ მარკაზე გამოსახეს
Femen-ის ლიდერი საფრანგეთის მთავარ მარკაზე გამოსახეს

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სა­ფოს­ტო მარ­კა წა­რუდ­გი­ნა, რო­მელ­ზეც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის სიმ­ბო­ლოა გა­მო­სა­ხუ­ლი. ეს არის ქალი, სა­ხე­ლად მა­რი­ა­ნა, რომ­ლის ერთ-ერთი პრო­ტო­ტი­პი მოძ­რა­ო­ბა Femen-ის ლი­დე­რი ინა შევ­ჩენ­კოა. ამ დღე­ებ­ში ინამ საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­პო­ვა.

მა­რი­ა­ნას ახა­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მარ­კა ორმა ახალ­გაზ­რდა ილუსტრა­ტორ­მა და ფო­ტოგ­რაფ­მა - 33 წლის ოლი­ვიე სი­ა­პამ და 30 წლის დე­ვიდ ჯა­ვე­ნამ შექ­მნეს. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი 15 ვერ­სი­ი­დან აირ­ჩია. "ახალ­გაზ­რდო­ბა - ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია და ეს მარ­კა ამას ადას­ტუ­რებს",-გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა.

"გვინ­დო­და, რომ იმი­ჯი სა­ერ­თა­შო­რი­სო და მუდ­მი­ვი გა­მო­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ (მა­რი­ა­ნას) ხე­ლე­ბი რე­ნე­სან­სის ეპო­ქის სუ­ლის­კვე­თე­ბი­თაა გა­მო­სა­ხუ­ლი, თვა­ლე­ბი კი თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გუ­ლი კო­მიქ­სე­ბის რე­ა­ლიზ­მით, 1980-იანი წლე­ბის აზი­უ­რი "მან­გა­თი" და 1950 წლე­ბის ამე­რი­კუ­ლი ანი­მა­ცი­ი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი",-გან­მარ­ტეს ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რებ­მა.

"მათ­თვის, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს ვინ გახ­და მა­რი­ა­ნას მო­დე­ლი: ეს სხვა­დას­ხვა ქა­ლის იმი­ჯის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი Femen-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ ინა შავ­ჩენ­კო­სი",-და­წე­რა სი­ა­პამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ მიკ­რობ­ლოგ Twitter-ში. სი­ა­პა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის. ივ­ნის­ში მისი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა ორ­ჯერ და­არ­ბი­ეს.

მა­რი­ა­ნა - ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა, რო­მელ­საც ჩაჩი ახუ­რავს. იგი საფ­რან­გე­თის სიმ­ბო­ლო 1972 წელს გახ­და. იგი გა­მო­ხა­ტავს ფრან­გულ ეროვ­ნულ დე­ვიზს "თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა, ძმო­ბა". მა­რი­ა­ნა გა­მო­სა­ხუ­ლია საფ­რან­გე­თის თით­ქმის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს შე­ნო­ბა­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Femen-ის ლიდერი საფრანგეთის მთავარ მარკაზე გამოსახეს

Femen-ის ლიდერი საფრანგეთის მთავარ მარკაზე გამოსახეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საზოგადოებას ქვეყნის მთავარი საფოსტო მარკა წარუდგინა, რომელზეც განახლებული საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლოა გამოსახული. ეს არის ქალი, სახელად მარიანა, რომლის ერთ-ერთი პროტოტიპი მოძრაობა Femen-ის ლიდერი ინა შევჩენკოა. ამ დღეებში ინამ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვა.

მარიანას ახალი გამოსახულებიანი მარკა ორმა ახალგაზრდა ილუსტრატორმა და ფოტოგრაფმა - 33 წლის ოლივიე სიაპამ და 30 წლის დევიდ ჯავენამ შექმნეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა გამარჯვებული წინასწარ შერჩეული 15 ვერსიიდან აირჩია. "ახალგაზრდობა - ჩემი პრეზიდენტობის პრიორიტეტია და ეს მარკა ამას ადასტურებს",-განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

"გვინდოდა, რომ იმიჯი საერთაშორისო და მუდმივი გამოსულიყო, ამიტომ (მარიანას) ხელები რენესანსის ეპოქის სულისკვეთებითაა გამოსახული, თვალები კი თანამედროვე ფრანგული კომიქსების რეალიზმით, 1980-იანი წლების აზიური "მანგათი" და 1950 წლების ამერიკული ანიმაციითაა შთაგონებული",-განმარტეს ნამუშევრის ავტორებმა.

"მათთვის, ვისაც აინტერესებს ვინ გახდა მარიანას მოდელი: ეს სხვადასხვა ქალის იმიჯის ერთობლიობაა, განსაკუთრებით კი Femen-ის დამფუძნებელ ინა შავჩენკოსი",-დაწერა სიაპამ ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მიკრობლოგ Twitter-ში. სიაპა ჰომოსექსუალების უფლებებისთვის აქტიურად იბრძვის. ივნისში მისი ფოტოგამოფენა ორჯერ დაარბიეს.  

მარიანა - ახალგაზრდა ქალის გამოსახულებაა, რომელსაც ჩაჩი ახურავს. იგი საფრანგეთის სიმბოლო 1972 წელს გახდა. იგი გამოხატავს ფრანგულ ეროვნულ დევიზს "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა". მარიანა გამოსახულია საფრანგეთის თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოს შენობაზე.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა