მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავური "უიქენდი" ქართულად
ვარსკვლავური "უიქენდი" ქართულად

სა­ნამ აგ­ვის­ტო, შვე­ბუ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი და­გე­ბა, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს, ე.წ. "უი­ქენ­დებს" ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ატა­რებს. ზოგი ორი დღით სა­კუ­თარ აგა­რაკს მი­ა­შუ­რებს, ზოგი უბ­რა­ლოდ სახ­ლში ჯდო­მას ამ­ჯო­ბი­ნებს, ზოგი სა­ღა­მო­ო­ბით ბა­რებ­სა და კლუ­ბებ­ში ერ­თო­ბა. ზო­გი­ერ­თიც ზღვის­პი­რეთს აკი­თხავს...

ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ატა­რე­ბენ კვი­რის ბო­ლოს ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი. "ამ­ბე­ბი.გე" რამ­დე­ნი­მე მათ­განს - ქრის­ტი­ნე იმე­და­ძეს, თიკა ფა­ცა­ცი­ა­სა და ანრი ჯო­ხა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ქრის­ტი­ნე, თბი­ლის­ში ხარ?

- კი, ახლა ქუ­ჩა­ში ვარ, გარ­გა­რი ვი­ყი­დე და სახ­ლში მივ­დი­ვარ.

- შა­ბათ-კვი­რის გა­ტა­რე­ბას კლუბ­ში ხომ არ აპი­რებ?

- არა, რას ამ­ბობ. დი­დად არ მიყ­ვარს ეგ ამ­ბა­ვი, მგო­ნი, დავ­ბერ­დი. ისე, ბავ­შვო­ბი­დან არ მყვა­რე­ბია კლუბ­ში გარ­თო­ბა, თუ წახ­ვალ, ან ზედ გა­და­გივ­ლი­ან, ან სას­მელს მო­გა­წუ­წა­ვენ, ან ერთი კარ­გი ჩხუ­ბის მომსწრე გახ­დე­ბი... სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, ვინ­მეს აგა­რაკ­ზე, ან ვინ­მეს თუნ­დაც აი­ვან­ზე, სად­მე ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს, ეს სა­ოც­რად მამ­შვი­დებს, ვიდ­რე ხმა­უ­რი­ა­ნი თავ­შეყ­რა სად­მე თბი­ლი­სურ კლუბ­ში.

- ისე, რო­გორც ვიცი, თბი­ლის­ში არ იყა­ვი და ახლა ჩა­მოხ­ვე­დი...

- ჰო, ბე­ბია გარ­და­მეც­ვა­ლა და ამის­თვის ჩა­მო­ვე­დი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი, იქ რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი იგეგ­მე­ბა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი ვარ და ამის შე­სა­ხებ ცოტა ხან­ში გა­გან­დობთ. ახლა მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ საქ­მე სიმ­ღე­რას ეხე­ბა...

- ანრი, მო­გე­სალ­მე­ბი. დღეს შა­ბა­თია, რო­გორ აპი­რებ "უი­ქენ­დის" გა­ტა­რე­ბას?

- სახ­ლში ვარ, არა­ფერ­საც არ ვა­კე­თებ და ოჯა­ხურ ატ­მოს­ფე­რო­ში ვის­ვე­ნებ. არც სა­ღა­მოს ვა­პი­რებ სახ­ლი­დან გას­ვლას... ცოტა ხან­ში "იურ­მა­ლის" კონ­კურ­სზე ვა­პი­რებ გამ­გზავ­რე­ბას, მიწ­ვე­უ­ლი ვარ, სა­დაც ქარ­თველ გა­მომ­სვლელს, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს უნდა ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რო. იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, და­სას­ვე­ნებ­ლად ბულ­გა­რეთ­ში უნდა გა­ვემ­გზავ­რო. შემ­დეგ კი ბა­თუმს ვეწ­ვე­ვი, სა­დაც ბა­თუ­მის ოპე­რის თე­ატ­რში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას ვა­პი­რებ...

- ისე, კი გა­მიკ­ვირ­და, სა­ღა­მოს კლუბ­ში წას­ვა­ლას და გარ­თო­ბას რომ არ აპი­რებ...

- არა, რა კლუ­ბი, მგო­ნი, დავ­ბერ­დი...

- რა დროს სი­ბე­რეა?!

- ისე, მარ­თა­ლია, სი­ბე­რე არა­ფერ შუ­ა­შია, ად­რეც ასე იყო, კლუბ­ში ვერ ვერ­თო­ბი, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­თო­ბა არ იცი­ან. კლუ­ბებ­ში გუ­ლი­სამ­რე­ვი სი­ტუ­ა­ცია "იჩი­თე­ბა" ხოლ­მე. თან, ხალ­ხმრავ­ლო­ბა არას­დროს მომ­წონ­და... თუმ­ცა მე­გობ­რე­ბის წრე­ში, ვის­თა­ნაც მსი­ა­მოვ­ნებს ყოფ­ნა და ვინც მი­მიწ­ვევს, ყო­ველ­თვის მივ­დი­ვარ და ვერ­თო­ბი...

- ისე, ბოლო დროს კლიმ­პე­ი­კე­რის ამ­პლუ­აც მო­ირ­გე... მოს­წონთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, არა­ვის­თან მივ­სულ­ვარ და არ მით­ქვამს, აბა, ბა­ტო­ნო ჩემი ვი­დე­ორ­გო­ლი თუ მო­გე­წო­ნათ-მეთ­ქი? თუმ­ცა ჩემს კლი­პებ­ში ისე­თი რან­გის მსა­ხი­ო­ბებს ვა­თა­მა­შებ, რომ მათი თან­ხმო­ბა და შე­ფა­სე­ბა ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს... გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი რომ გე­ტყვის, - შენ რომ არა, ამის შან­სი არც მო­მე­ცე­მო­დაო... სხვა მა­ღა­ლი რან­გის მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ გა­მოთ­ქმულ კომ­პლი­მენ­ტებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა. ისე, კლი­პინ­დუსტრია სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ და­ბალ დო­ნე­ზეა, ფაქ­ტობ­რი­ვად, კონ­კუ­რენ­ტი არც მყავს. თან, ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რებს ცოტა იდე­ის დე­ფი­ცი­ტიც აქვთ...

- თიკა, ახლა სად ხარ?

- ჩემს აგა­რაკ­ზე. არაგ­ვის ხე­ო­ბა­ში. ოჯა­ხით ჩა­მო­ვე­დით, ცოტა ხნის წინ მე და ბავ­შვე­ბი სოფ­ლის ბაზ­რი­დან დავ­ბრუნ­დით, სა­დაც პრო­დუქ­ტი შე­ვი­ძი­ნეთ. ჩემს უფ­როს ბიჭს უკვე ვას­წავ­ლი, რო­გორ უნდა შე­არ­ჩი­ოს ხილი თუ ბოსტნე­უ­ლი... ახლა ვა­პი­რებთ, რომ გავგრილ­დეთ და ჩვენს აუზ­შიც ჩავ­ხტე­ბით, მა­ნამ­დე კი ყვე­ლამ ერ­თად გავ­წმინ­დეთ. მერე მზეს მი­ვე­ფი­ცხე­ბით.

- ვე­ლო­სი­პე­დით არ სე­ირ­ნობთ?

- ვე­ლო­სი­პე­დი მე არ მაქვს, სა­მა­გი­ე­როდ ჩემს შვი­ლებს აქვთ და მათ­თვის ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­სარ­თო­ბია.

- რო­გორც გა­ტყობ, აგა­რაკ­ზე დას­ვე­ნე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ბუ­ნე­ბა და ჩემი აგა­რა­კი. სი­მარ­თლე გი­თხრა, აქ ყვე­ლა­ზე კარ­გად ვის­ვე­ნებ და ვერ­თო­ბი. თან, ჩემს ოჯახ­თან ერ­თად ვარ... რო­გორც ჩანს ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია და ამი­ტო­მაც არის, რომ აგა­რაკ­ზე სუ­ლი­ე­რად ვის­ვე­ნებ...

- წიგ­ნის კი­თხვა თუ გიყ­ვარს?

- კი, ცოტა ხან­ში ჰა­მაკ­ში ჩავ­ჯდე­ბი და რა­ღა­ცას წა­ვი­კი­თხავ. სა­ღა­მოს მე­გობ­რებს ვე­ლო­დე­ბი... ისე აქ სა­მე­ზობ­ლო­საც ვსტუმ­რობთ, მახ­ლობ­ლად ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი ცხოვ­რობს. ზღვა­ზე წას­ვლას სამი წე­ლია ვგეგ­მავ და ჯერ არ გა­მო­მი­ვი­და ეგ საქ­მე... წელს ვნა­ხოთ, აგ­ვის­ტო­ში იქ­ნებ ბა­თუმ­საც ვეწ­ვიო.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ვარსკვლავური "უიქენდი" ქართულად

ვარსკვლავური "უიქენდი" ქართულად

სანამ აგვისტო, შვებულების აქტიური პერიოდი დაგება, დასვენების დღეებს, ე.წ. "უიქენდებს" ყველა თავისებურად ატარებს. ზოგი ორი დღით საკუთარ აგარაკს მიაშურებს, ზოგი უბრალოდ სახლში ჯდომას ამჯობინებს, ზოგი საღამოობით ბარებსა და კლუბებში ერთობა. ზოგიერთიც ზღვისპირეთს აკითხავს...

ალბათ საინტერესოა, როგორ ატარებენ კვირის ბოლოს ქართველი ვარსკვლავები. "ამბები.გე" რამდენიმე მათგანს - ქრისტინე იმედაძეს, თიკა ფაცაციასა და ანრი ჯოხაძეს დაუკავშირდა.

- ქრისტინე, თბილისში ხარ?

- კი, ახლა ქუჩაში ვარ, გარგარი ვიყიდე და სახლში მივდივარ.

- შაბათ-კვირის გატარებას კლუბში ხომ არ აპირებ?

- არა, რას ამბობ. დიდად არ მიყვარს ეგ ამბავი, მგონი, დავბერდი. ისე, ბავშვობიდან არ მყვარებია კლუბში გართობა, თუ წახვალ, ან ზედ გადაგივლიან, ან სასმელს მოგაწუწავენ, ან ერთი კარგი ჩხუბის მომსწრე გახდები... სიამოვნებას მანიჭებს მეგობრებთან ერთად ყოფნა, ვინმეს აგარაკზე, ან ვინმეს თუნდაც აივანზე, სადმე ბუნებასთან ახლოს, ეს საოცრად მამშვიდებს, ვიდრე ხმაურიანი თავშეყრა სადმე თბილისურ კლუბში.

- ისე, როგორც ვიცი, თბილისში არ იყავი და ახლა ჩამოხვედი...

- ჰო, ბებია გარდამეცვალა და ამისთვის ჩამოვედი. რამდენიმე თვის წინ უკრაინაში წავედი, იქ რაღაც პროექტები იგეგმება, რომელშიც ჩართული ვარ და ამის შესახებ ცოტა ხანში გაგანდობთ. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქმე სიმღერას ეხება...

- ანრი, მოგესალმები. დღეს შაბათია, როგორ აპირებ "უიქენდის" გატარებას?

- სახლში ვარ, არაფერსაც არ ვაკეთებ და ოჯახურ ატმოსფეროში ვისვენებ. არც საღამოს ვაპირებ სახლიდან გასვლას... ცოტა ხანში "იურმალის" კონკურსზე ვაპირებ გამგზავრებას, მიწვეული ვარ, სადაც ქართველ გამომსვლელს, სალომე ქათამაძეს უნდა ვუგულშემატკივრო. იქიდან რომ დავბრუნდები, დასასვენებლად ბულგარეთში უნდა გავემგზავრო. შემდეგ კი ბათუმს ვეწვევი, სადაც ბათუმის ოპერის თეატრში კონცერტის გამართვას ვაპირებ...

- ისე, კი გამიკვირდა, საღამოს კლუბში წასვალას და გართობას რომ არ აპირებ...

- არა, რა კლუბი, მგონი, დავბერდი...

- რა დროს სიბერეა?!

- ისე, მართალია, სიბერე არაფერ შუაშია, ადრეც ასე იყო, კლუბში ვერ ვერთობი, ვინაიდან საქართველოში გართობა არ იციან. კლუბებში გულისამრევი სიტუაცია "იჩითება" ხოლმე. თან, ხალხმრავლობა არასდროს მომწონდა... თუმცა მეგობრების წრეში, ვისთანაც მსიამოვნებს ყოფნა და ვინც მიმიწვევს, ყოველთვის მივდივარ და ვერთობი...

- ისე, ბოლო დროს კლიმპეიკერის ამპლუაც მოირგე... მოსწონთ პროფესიონალებს შენი ნამუშევრები?

- სიმართლე გითხრა, არავისთან მივსულვარ და არ მითქვამს, აბა, ბატონო ჩემი ვიდეორგოლი თუ მოგეწონათ-მეთქი? თუმცა ჩემს კლიპებში ისეთი რანგის მსახიობებს ვათამაშებ, რომ მათი თანხმობა და შეფასება ჩემთვის ბევრს ნიშნავს... გივი ბერიკაშვილი რომ გეტყვის, - შენ რომ არა, ამის შანსი არც მომეცემოდაო... სხვა მაღალი რანგის მსახიობების მიერ გამოთქმულ კომპლიმენტებზე რომ არაფერი ვთქვა. ისე, კლიპინდუსტრია საქართველოში საკმაოდ დაბალ დონეზეა, ფაქტობრივად, კონკურენტი არც მყავს. თან, ახალგაზრდა რეჟისორებს ცოტა იდეის დეფიციტიც აქვთ...

- თიკა, ახლა სად ხარ?

- ჩემს აგარაკზე. არაგვის ხეობაში. ოჯახით ჩამოვედით, ცოტა ხნის წინ მე და ბავშვები სოფლის ბაზრიდან დავბრუნდით, სადაც პროდუქტი შევიძინეთ. ჩემს უფროს ბიჭს უკვე ვასწავლი, როგორ უნდა შეარჩიოს ხილი თუ ბოსტნეული... ახლა ვაპირებთ, რომ გავგრილდეთ და ჩვენს აუზშიც ჩავხტებით, მანამდე კი ყველამ ერთად გავწმინდეთ. მერე მზეს მივეფიცხებით.

- ველოსიპედით არ სეირნობთ?

- ველოსიპედი მე არ მაქვს, სამაგიეროდ ჩემს შვილებს აქვთ და მათთვის ეს სერიოზული გასართობია.

- როგორც გატყობ, აგარაკზე დასვენება სიამოვნებას განიჭებს.

- ძალიან მიყვარს ეს ბუნება და ჩემი აგარაკი. სიმართლე გითხრა, აქ ყველაზე კარგად ვისვენებ და ვერთობი. თან, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ... როგორც ჩანს ქალაქური ცხოვრება ძალიან დამღლელია და ამიტომაც არის, რომ აგარაკზე სულიერად ვისვენებ...

- წიგნის კითხვა თუ გიყვარს?

- კი, ცოტა ხანში ჰამაკში ჩავჯდები და რაღაცას წავიკითხავ. საღამოს მეგობრებს ველოდები... ისე აქ სამეზობლოსაც ვსტუმრობთ, მახლობლად ბევრი ახლობელი ცხოვრობს. ზღვაზე წასვლას სამი წელია ვგეგმავ და ჯერ არ გამომივიდა ეგ საქმე... წელს ვნახოთ, აგვისტოში იქნებ ბათუმსაც ვეწვიო.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება