მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკო გომელაურის 43-ე დაბადების დღე
ნიკო გომელაურის 43-ე დაბადების დღე

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობ­სა და პო­ეტს ნიკო გო­მე­ლა­ურს დღეს, 12 ივ­ლისს 43 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. უკვე სამი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც აღარ არის... ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მისი პო­ე­ზი­ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა და ფა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც არც ისე ცო­ტა­ნი არი­ან, დი­ლი­დან­ვე დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში და­ი­წყეს შეკ­რე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, პან­თე­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და...

ნინა ჩოდ­რიშ­ვი­ლი, ნი­კოს მე­უღ­ლე:

- ნი­კოს საფ­ლავ­ზე 5 სა­ა­თის­თვის მო­ვე­დი და უამ­რა­ვი ხალ­ხი დამ­ხვდა. არა­და, "ფე­ის­ბუქ­ზე" მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რომ 5 სა­ა­თის­თვის უნდა შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ აქ ადა­მი­ა­ნე­ბის, ახალ­გაზ­რდე­ბის მსვლე­ლო­ბა, რო­გორც დამ­ლა­გე­ბელ­მა მი­თხრა, თურ­მე დი­ლი­დან და­წყე­ბუ­ლა. მო­დი­ოდ­ნენ, მოჰ­ქონ­დათ ყვა­ვი­ლე­ბი, სვამ­დნენ შე­სან­დო­ბარს, კი­თხუ­ლობ­დნენ ლექ­სებს... მოკ­ლედ, დი­ლი­დან სა­პა­ნაშ­ვი­დო სი­ტუ­ა­ცია ყო­ფი­ლა. კი­ე­ვი­დან ჩა­მო­ვი­და უცხო სტუ­მა­რი, რო­მელ­მაც ნი­კოს ხსოვ­ნას ლექ­სი მი­უ­ძღვნა და სახ­სოვ­რად გად­მოგ­ვცა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინა, პი­რა­დად თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს ეს დღე?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვარ მხი­ა­რუ­ლი, გა­ხა­რე­ბუ­ლი, კარგ გუ­ნე­ბა­ზე. ამ დღეს არა­ნა­ი­რი სევ­და არ ახ­ლავს. სხვა­თა შო­რის, დი­ლი­დან ასე­თი გან­წყო­ბი­ლე­ბით გა­ვიღ­ვი­ძე... დღეს ათენ­ში ასე­ვე ტარ­დე­ბა ნი­კოს სა­ღა­მო, რო­მე­ლიც სა­ლო­ნიკ­შიც უნდა გა­ი­მარ­თოს, სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ქარ­თულ­მა დი­ას­პო­რამ გერ­მა­ნი­ა­შიც და­პა­ტი­ჟა... ნი­კოს გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ასე­თი რე­ზო­ნან­სი მე მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბედ­ნი­ერს მხდის, მამ­ხნე­ვებს და სა­ო­ცარ ძა­ლას მმა­ტებს. ნი­კოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წინა წლებ­ში ძი­რი­თა­დად ნი­კოს ლექ­სებს კი­თხუ­ლობ­დნენ. გუ­შინ კი მათ, ვინც აქ მოს­ვლას აპი­რებ­და, "ფე­ის­ბუ­კის" სა­შუ­ა­ლე­ბით მივ­მარ­თე და ვთხო­ვე, რომ წელს ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბი წა­ე­კი­თხათ. ჰოდა, ახლა სწო­რედ ისეთ დროს და­მი­რე­კეთ, რომ აქ ჭეშ­მა­რი­ტი პო­ე­ზი­ის ზე­ი­მია!

- დღე­ვან­დე­ლი დღე ასე დამ­თავ­რდე­ბა თუ კი­დევ ექ­ნე­ბა რა­ი­მე გაგ­რძე­ლე­ბა?

- ნი­კოს ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლად იკ­რი­ბე­ბი­ან ხოლ­მე და იქ ალ­ბათ, მეც მი­ვალ...

- რო­გორც მახ­სოვს, ნი­კოს აუ­დი­ო­დის­კზე მუ­შა­ობ­დით. უკვე დას­რულ­და?

- ნი­კოს აუ­დი­ო­დის­კი ცოტა ხან­ში დას­რულ­დე­ბა, რო­მელ­შიც შე­დის ნი­კოს მიერ წა­კი­თხუ­ლი სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბი, ასე­ვე მისი სა­უბ­რე­ბი ამა თუ იმ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა. მოკ­ლედ, ამ ჩა­ნა­წერს მი­ვა­გე­ნი და მო­მინ­და, მის­თვის ასე­თი ფორ­მა მი­მე­ცა. სექ­ტემ­ბერ­ში ალ­ბათ ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას გავ­მარ­თავ. ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ დისკს კი­დევ ერთი დის­კი და­ერ­თვე­ბა, რო­მელ­შიც ნი­კოს მიერ წა­კი­თხუ­ლი (სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რის) 126 ლექ­სი შევა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ნიკო გომელაურის 43-ე დაბადების დღე

ნიკო გომელაურის 43-ე დაბადების დღე

ყველასთვის საყვარელ მსახიობსა და პოეტს ნიკო გომელაურს დღეს, 12 ივლისს 43 წელი შეუსრულდებოდა. უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ არის... ამ დღის აღსანიშნავად, მისი პოეზიის თაყვანისმცემლებმა და ფანებმა, რომლებიც არც ისე ცოტანი არიან, დილიდანვე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიწყეს შეკრება. როგორც ამბობენ, პანთეონის ტერიტორიაზე ნაკადი არ წყდებოდა...

ნინა ჩოდრიშვილი, ნიკოს მეუღლე:

- ნიკოს საფლავზე 5 საათისთვის მოვედი და უამრავი ხალხი დამხვდა. არადა, "ფეისბუქზე" მის თაყვანისმცემლებს გამოცხადებული ჰქონდათ, რომ 5 საათისთვის უნდა შეკრებილიყვნენ, მაგრამ აქ ადამიანების, ახალგაზრდების მსვლელობა, როგორც დამლაგებელმა მითხრა, თურმე დილიდან დაწყებულა. მოდიოდნენ, მოჰქონდათ ყვავილები, სვამდნენ შესანდობარს, კითხულობდნენ ლექსებს... მოკლედ, დილიდან საპანაშვიდო სიტუაცია ყოფილა. კიევიდან ჩამოვიდა უცხო სტუმარი, რომელმაც ნიკოს ხსოვნას ლექსი მიუძღვნა და სახსოვრად გადმოგვცა...

- ქალბატონო ნინა, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დღე?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ვარ მხიარული, გახარებული, კარგ გუნებაზე. ამ დღეს არანაირი სევდა არ ახლავს. სხვათა შორის, დილიდან ასეთი განწყობილებით გავიღვიძე... დღეს ათენში ასევე ტარდება ნიკოს საღამო, რომელიც სალონიკშიც უნდა გაიმართოს, საღამოს ორგანიზატორები ქართულმა დიასპორამ გერმანიაშიც დაპატიჟა... ნიკოს გარშემო შექმნილი ასეთი რეზონანსი მე მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერს მხდის, მამხნევებს და საოცარ ძალას მმატებს. ნიკოს დაბადების დღეზე მოსული ადამიანები წინა წლებში ძირითადად ნიკოს ლექსებს კითხულობდნენ. გუშინ კი მათ, ვინც აქ მოსვლას აპირებდა, "ფეისბუკის" საშუალებით მივმართე და ვთხოვე, რომ წელს ცოტა განსხვავებული ყოფილიყო და საკუთარი ლექსები წაეკითხათ. ჰოდა, ახლა სწორედ ისეთ დროს დამირეკეთ, რომ აქ ჭეშმარიტი პოეზიის ზეიმია!

- დღევანდელი დღე ასე დამთავრდება თუ კიდევ ექნება რაიმე გაგრძელება?

- ნიკოს ბავშვობის მეგობრები მის დაბადების დღეზე ტრადიციულად იკრიბებიან ხოლმე და იქ ალბათ, მეც მივალ...

- როგორც მახსოვს, ნიკოს აუდიოდისკზე მუშაობდით. უკვე დასრულდა?

- ნიკოს აუდიოდისკი ცოტა ხანში დასრულდება, რომელშიც შედის ნიკოს მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები, ასევე მისი საუბრები ამა თუ იმ თემაზე მსჯელობა. მოკლედ, ამ ჩანაწერს მივაგენი და მომინდა, მისთვის ასეთი ფორმა მიმეცა. სექტემბერში ალბათ ალბომის პრეზენტაციას გავმართავ. ამასთან, აღნიშნულ დისკს კიდევ ერთი დისკი დაერთვება, რომელშიც ნიკოს მიერ წაკითხული (სხვადასხვა ავტორის) 126 ლექსი შევა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია