Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაშორდნენ ბუტა რობაქიძის მშობლები
რატომ დაშორდნენ ბუტა რობაქიძის მშობლები

ცხრა წელი გა­ვი­და ბუტა რო­ბა­ქი­ძის სიკ­ვდი­ლი­დან. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი დღემ­დე ცდი­ლო­ბენ სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას. ბუ­ტას დედა ია მეტ­რე­ველს სჯე­რო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის მერე მა­ლე­ვე შე­იც­ვლე­ბო­და. მარ­თა­ლია, ასე არ მოხ­და, მაგ­რამ იმედს არ კარ­გავს და ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა.

რო­გორ შე­ერ­ქვა ამი­რან რო­ბა­ქი­ძეს ბუტა

- სამი და თბი­ლი­სურ, კარგ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დეთ. ძა­ლი­ან კარ­გი მამა გვყავ­და, გარი მეტ­რე­ვე­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლდათ. "ნი­ან­გის" რე­დაქ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. მამა, ნო­დარ დუმ­ბა­ძე, კა­რი­კა­ტუ­რის­ტი გიგ­ლა ფირ­ცხა­ლა­ვა, მხატ­ვა­რი მა­ლა­ზო­ნია და ზაურ ბოლ­ქვა­ძე გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მათი შექ­მნი­ლი იყო ჟურ­ნა­ლი "ნი­ან­გი", რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ფო­ტო­ზე მამა "ნი­ან­გე­ლებ­თან" ერ­თა­დაა.

ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბავ­შვო­ბა გვქონ­და. ჩვე­ნი ოჯა­ხი სა­ლო­ნი­ვით იყო, სა­დაც იმ­დრო­ინ­დე­ლი ყვე­ლას­თვის სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. მწერ­ლე­ბი, პო­ე­ტე­ბი, მხატ­ვრ­ები, მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე, გი­ორ­გი და­ნე­ლია. მათი სა­უბ­რის მოს­მე­ნას არა­ფე­რი სჯობ­და. რაც მთა­ვა­რია, ისეთ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, სა­დაც სი­კე­თეს გვას­წავ­ლიდ­ნენ. დედა, მერი ქავ­თა­რა­ძე, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახ­ლაც ცო­ცხა­ლი გვყავს. დედა თბი­ლის­ში სი­ლა­მა­ზით ცნო­ბი­ლი ქალი იყო, ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი. რამ­დე­ნი­მე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი. ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ გა­და­ი­ღო ფილმში "თბი­ლი­სი 1500 წლი­საა", მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფილმში "გზაჯ­ვა­რე­დი­ნი". ოჯა­ხის პრინ­ცი­პი იყო, მხო­ლოდ ჩვე­ნი ოჯა­ხით არ გვე­ცხოვ­რა. ჩვენ გარ­შე­მო თუ ვინ­მეს რამე სჭირ­დე­ბო­და, მათ გვერ­დით ვი­დე­ქით. დღე­საც ასე ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას. ასე ვზრდი­დით ბუ­ტა­საც.

ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მე­თო­დცენ­ტში ვმუ­შა­ობ­დი. ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვთა სო­ფელ­ში ვმუ­შა­ობ­დი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია დღე­საც არ­სე­ბობს. დიდი ბავ­შვთა სახ­ლე­ბი და­ი­კე­ტა და მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლე­ბი აშენ­და. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრინ­ცი­პი ისაა, რომ ბავ­შვი ოჯახ­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს. თორ­მე­ტი ოჯა­ხი გვქონ­და, სა­დაც მი­უ­სა­ფა­რი, უდედ­მა­მო ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბოდ­ნენ. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ ვმუ­შა­ობ­დი. წელს გა­და­ვე­დი სხვა სამ­სა­ხურ­ში. ახ­ლაც ბავ­შვებ­ზე ვზრუ­ნავ. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წყა­ლო­ბით ვარ ცო­ცხა­ლი. დი­რექ­ტორ­მა არ მომ­ცა უფ­ლე­ბა, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­წყობ­და ხელს. ძა­ლი­ან თბილ გა­რე­მო­ში ვი­ყა­ვი. ბავ­შვე­ბის­გან დიდ სით­ბოს ვგრძნობ­დი.

- სუ­რა­თი, რო­გორც ვხვდე­ბი, ბავ­შვთა სო­ფელ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ფოტო იმ დღე­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც ბა­ვშვე­ბი ახალ­გაზ­რდულ სახ­ლში გა­და­დი­ოდ­ნენ. 15 წლი­დან ისი­ნი ახალ­გაზ­რდულ სახ­ლში გა­დაგ­ვყავ­და. გვერ­დით მიდ­გას გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ჩემი ნათ­ლუ­ლია. ის გო­გო­ნა მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ფაქ­ტობ­რი­ვად, იღუ­პე­ბო­და. დედა ლოთი ჰყავ­და და გარ­და­ეც­ვა­ლა. გო­გო­ნა ბავ­შვთა სო­ფელ­ში მო­ვა­თავ­სეთ და გა­დარ­ჩა. შემ­დეგ მოღ­ვა­წე­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე "ქო­მაგ­ში". მძი­მე პე­რი­ოდ­ში მო­ვა­ხერ­ხეთ და რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კუ­რად რე­­პრე­სი­რე­ბულ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რეთ.

- მე­უღ­ლე რო­დის გა­ი­ცა­ნით?

- 20 წლის გავ­თხოვ­დი. ეს ქო­რწი­ნე­ბა ჩვენ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. ბუტა 2 წლის იყო, რო­დე­საც სოსო რო­ბა­ქი­ძეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­ცილ­დი. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე ბუტა 2 წლი­საა. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ისევ შევ­რიგ­დით, მაგ­რამ სა­ბო­ლოდ მა­ინც დავ­შორ­დით. თხუთ­მე­ტი წე­ლია, გა­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ.

- რო­დე­საც ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლი ჩნდე­ბა და ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა აშუ­ქებს, არ იგ­რძნო­ბა, რომ ცოლ-ქმა­რი არ ხართ.

- ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ცალ-ცალ­კე ჩაგ­ვწე­რენ ხოლ­მე და ეთერ­ში სი­უ­ჟე­ტი რომ გა­დის, ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბა, რომ და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. თუმ­ცა ნამ­დვი­ლად არ ვართ ერ­თად.

- თით­ქოს ამ ტრა­გე­დი­ამ გა­გა­ერ­თი­ა­ნათ.

- მთა­ვა­რი მა­კავ­ში­რე­ბე­ლი აღარ გვყავ­და. ბუ­ტას შემ­დეგ ჩვენ შო­რის არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი აღა­რაა.

- მას აქვს მე­ო­რე ოჯ­ახი?

- არა. ბუტა მის­თვი­საც ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. ჩვენ ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და აღარ გვაქვს სა­ერ­თო. ახლა მით უფრო არა­ფე­რი სა­ერ­თო არ გვა­კავ­ში­რებს სა­საფ­ლა­ოს მეტი. არ გვქონ­და გა­მარ­თლე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა. ბუტა ჩემ­თან და დე­და­ჩემ­თან იზ­რდე­ბო­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რატომ დაშორდნენ ბუტა რობაქიძის მშობლები

რატომ დაშორდნენ ბუტა რობაქიძის მშობლები

ცხრა წელი გავიდა ბუტა რობაქიძის სიკვდილიდან. ოჯახის წევრები და მეგობრები დღემდე ცდილობენ სიმართლის დამტკიცებას. ბუტას დედა ია მეტრეველს სჯეროდა, რომ ყველაფერი ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე მალევე შეიცვლებოდა. მართალია, ასე არ მოხდა, მაგრამ იმედს არ კარგავს და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს მოუთმენლად ელოდება.

როგორ შეერქვა ამირან რობაქიძეს ბუტა

- სამი და თბილისურ, კარგ ოჯახში გავიზარდეთ. ძალიან კარგი მამა გვყავდა, გარი მეტრეველი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება იყო. მწერალი და ჟურნალისტი გახლდათ. "ნიანგის" რედაქციაში მუშაობდა. მამა, ნოდარ დუმბაძე, კარიკატურისტი გიგლა ფირცხალავა, მხატვარი მალაზონია და ზაურ ბოლქვაძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათი შექმნილი იყო ჟურნალი "ნიანგი", რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. ფოტოზე მამა "ნიანგელებთან" ერთადაა.

ძალიან ლამაზი ბავშვობა გვქონდა. ჩვენი ოჯახი სალონივით იყო, სადაც იმდროინდელი ყველასთვის სამაგალითო ადამიანები იკრიბებოდნენ. მწერლები, პოეტები, მხატვრ­ები, მურმან ლებანიძე, გიორგი დანელია. მათი საუბრის მოსმენას არაფერი სჯობდა. რაც მთავარია, ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც სიკეთეს გვასწავლიდნენ. დედა, მერი ქავთარაძე, საბედნიეროდ, ახლაც ცოცხალი გვყავს. დედა თბილისში სილამაზით ცნობილი ქალი იყო, ლამაზი და ჭკვიანი. რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. ლანა ღოღობერიძემ გადაიღო ფილმში "თბილისი 1500 წლისაა", მონაწილეობდა ფილმში "გზაჯვარედინი". ოჯახის პრინციპი იყო, მხოლოდ ჩვენი ოჯახით არ გვეცხოვრა. ჩვენ გარშემო თუ ვინმეს რამე სჭირდებოდა, მათ გვერდით ვიდექით. დღესაც ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას. ასე ვზრდიდით ბუტასაც.

ინგლისური ენის სპეციალის­ტი ვარ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვმუშაობდი. პატარა რომ ვიყავი, მეთოდცენტში ვმუშაობდი. ბოლო 12 წლის განმავლობაში ბავშვთა სოფელში ვმუშაობდი. ეს ორგანიზაცია დღესაც არსებობს. დიდი ბავშვთა სახლები დაიკეტა და მცირე საოჯახო ტიპის სახლები აშენდა. ამ ორგანიზაციის პრინციპი ისაა, რომ ბავშვი ოჯახში უნდა გაიზარდოს. თორმეტი ოჯახი გვქონდა, სადაც მიუსაფარი, უდედმამო ან გაჭირვებული ბავშვები იზრდებოდნენ. ამ ორგანიზაციაში წლების განმავლობაში დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი. წელს გადავედი სხვა სამსახურში. ახლაც ბავშვებზე ვზრუნავ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორგანიზაციის წყალობით ვარ ცოცხალი. დირექტორმა არ მომცა უფლება, სამსახურიდან წამოვსულიყავი. ყველანაირად მიწყობდა ხელს. ძალიან თბილ გარემოში ვიყავი. ბავშვებისგან დიდ სითბოს ვგრძნობდი.

- სურათი, როგორც ვხვდები, ბავშვთა სოფელშია გადაღებული.

- ფოტო იმ დღესაა გადაღებული, როდესაც ბა­ვშვები ახალგაზრდულ სახლში გადადიოდნენ. 15 წლიდან ისინი ახალგაზრდულ სახლში გადაგვყავდა. გვერდით მიდგას გოგონა, რომელიც ჩემი ნათლულია. ის გოგონა მე აღმოვაჩინე. ფაქტობრივად, იღუპებოდა. დედა ლოთი ჰყავდა და გარდაეცვალა. გოგონა ბავშვთა სოფელში მოვათავსეთ და გადარჩა. შემდეგ მოღვაწეობა გავაგრძელე "ქომაგში". მძიმე პერიოდში მოვახერხეთ და რამდენიმე პოლიტიკურად რე­­პრესირებულ ადამიანს დავეხმარეთ.

- მეუღლე როდის გაიცანით?

- 20 წლის გავთხოვდი. ეს ქო­რწინება ჩვენთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. ბუტა 2 წლის იყო, როდესაც სოსო რობაქიძეს ოფიციალურად გავცილდი. მომდევნო ფოტოზე ბუტა 2 წლისაა. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ შევრიგდით, მაგრამ საბოლოდ მაინც დავშორდით. თხუთმეტი წელია, გაცილებულები ვართ.

- როდესაც ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალი ჩნდება და ყველა საინფორმაციო საშუალება აშუქებს, არ იგრძნობა, რომ ცოლ-ქმარი არ ხართ.

- ეს ჟურნალისტების დამსახურებაა. ცალ-ცალკე ჩაგ­ვწერენ ხოლმე და ეთერში სიუჟეტი რომ გადის, ვერავინ მიხვდება, რომ დაშორებულები ვართ. თუმცა ნამდვილად არ ვართ ერთად.

- თითქოს ამ ტრაგედიამ გაგაერთიანათ.

- მთავარი მაკავშირებელი აღარ გვყავდა. ბუტას შემდეგ ჩვენ შორის არანაირი კავშირი აღარაა.

- მას აქვს მეორე ოჯ­ახი?

- არა. ბუტა მისთვისაც ერთადერთი შვილი იყო. ჩვენ ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ და აღარ გვაქვს საერთო. ახლა მით უფრო არაფერი საერთო არ გვაკავშირებს სასაფლაოს მეტი. არ გვქონდა გამართლებული და წარმატებული ქორწინება. ბუტა ჩემთან და დედაჩემთან იზრდებოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია