საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარშრუტკის" ”ნაგლი” მძღოლები და შარში გახვეული მგზავრები
"მარშრუტკის" ”ნაგლი” მძღოლები და შარში გახვეული მგზავრები

სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის თემა ჩვენს ქა­ლაქ­ში პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბა ხოლ­მე და ბოლო დროს ამ ტრან­სპორ­ტის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლა­ვაც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს: პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში "მარ­შრუტ­კის" მძღო­ლე­ბი მგზავ­რებს კონ­დი­ცი­ო­ნერს არ ურ­თა­ვენ. მი­ზე­ზად კი იმას ასა­ხე­ლე­ბენ, რომ კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვა ბევრ საწ­ვავს მო­ი­თხოვს, რაც მათ საკ­მა­ოდ აზა­რა­ლებს... და­ვინ­ტე­რეს­დით, რას ფიქ­რო­ბენ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ზო­გა­დად, მოს­წონთ თუ არა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა...

ნუცა ჯა­ნე­ლი­ძე, მუ­სი­კო­სი:

- და­ვი­წყებ იქი­დან, რომ სა­ოც­რად არ მომ­წონს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის ფასი. ძვი­რია! მერე ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ უნდა გას­ცეს ბრძა­ნე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩა­ირ­თოს?! იქ­ნებ რა­ღაც და­წეს­დეს, ან კა­ნო­ნი გა­მო­ი­ცეს, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა 32 გრა­დუსს მი­აღ­წევს, ან მძღო­ლე­ბი თა­ვი­სით მიხ­ვდნენ და სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, მი­თი­თე­ბის გა­რე­შე გა­ა­კე­თონ ეს. მგზავ­რო­ბი­სას ღიაა ფან­ჯრე­ბი და ამ პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში ცხე­ლი ჰა­ე­რით ივ­სე­ბა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი... მერე მან­ქა­ნა­ში 11 მგზავრზე მეტი არ უნდა იჯ­დეს, მაგ­რამ რამ­დენს სვა­მენ მძღო­ლე­ბი და რო­გორ ტე­ნი­ან მან­ქა­ნას, ეს კი­დევ ცალ­კე თე­მაა! რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, ბო­ლო­ში მდგომ მგზავრს ჩას­ვლა უნდა, უკა­ნას­კნელ ხმა­ზე უნდა და­უყ­ვი­როს მძღოლს, რომ გა­ი­გოს და მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­როს. ხში­რად არ ეს­მის, ან სპე­ცი­ა­ლუ­რად იყ­რუ­ებს, რა­ზეც მგზავ­რე­ბი ღე­ლა­ვენ, ზოგ მა­მა­კაცს ნერ­ვე­ბი არ ჰყოფ­ნის და იგი­ნე­ბა... თუმ­ცა ყვი­თელ "მარ­შრუტ­კებ­ში" და­დე­ბი­თი ის არის, რომ სი­სუფ­თა­ვეა, არის პა­ტა­რა ტე­ლე­ეკ­რა­ნი, რო­მელ­ზეც გა­დის რა­ღაც რეკ­ლა­მე­ბი...

ზურა ვა­და­ჭ­კო­რია, ილუ­ზი­ო­ნის­ტი:

- ამ ქა­ლაქ­ში ძი­რი­თა­დად ფე­ხით ვმოძ­რა­ობ, თუ სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს, ტაქ­სით გა­და­ა­ვა­ად­გილ­დე­ბი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვიცი, რა ხდე­ბა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში. ამის შე­სა­ხებ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის­გან, მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან, ასის­ტენ­ტე­ბის­გან მუდ­მი­ვად ვი­გებ. ისი­ნი წუ­ხან იმა­ზე, რომ მან­ქა­ნა­ში კონ­დი­ცი­ო­ნერს არ ურ­თა­ვენ და რომ მაგ­რად "ნაგ­ლო­ბენ შოფ­რე­ბი". მა­გა­ლი­თად, მგზავრს გა­ჩე­რე­ბა უნ­დათ, დრო­უ­ლად არ უჩე­რე­ბენ და ისეთ ად­გილ­ზე აჩე­რე­ბენ მან­ქა­ნას, სა­დავ უამ­რა­ვი ხალ­ხია შეჯ­გუ­ფე­ბუ­ლი, რომ იქი­დან კი­დევ ვი­ღაც აიყ­ვა­ნონ... მოკ­ლედ, მგზავ­რე­ბი მა­გარ შარ­ში არი­ან. ამი­ტო­მაც არის, რომ არც მეტ­რო­ში ჩავ­დი­ვარ, არც "მარ­შრუტ­კა­ში" ავ­დი­ვარ... მეტ­რო ისევ 5 თეთ­რი არ ღირს?

- მეტ­რო­ში მგზავ­რო­ბას 50 თეთ­რი უნდა.

- მოკ­ლედ, 5 თეთ­რი რომ ღირ­და, იმის მერე იქ არ ჩავ­სულ­ვარ...

ზაალ სუ­ლა­კა­უ­რი, კა­რი­კა­ტუ­რის­ტი:

- სა­მარ­შრუ­ტი ტაქ­სი? რას მე­უბ­ნე­ბი. ტრო­ლე­ი­ბუ­სი გახ­სოვს?

- რო­გორ არ მახ­სოვს.

- ჰოდა, იქ ჯდო­მა მერ­ჩივ­ნა, მაგ ყვი­თელ "მარ­შრუტ­კებ­ში" ჩაჯ­დო­მას. თუმ­ცა სი­სუფ­თა­ვის მხრივ კი ესე­ნი ჯო­ბია ტრო­ლე­ი­ბუს­საც და იმა­საც, ყი­თელ "მარ­შრუტ­კე­ბამ­დე" სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზებ­ზე სხვა­დას­ხვა მარ­კის მან­ქა­ნე­ბი, გა­ქო­ნი­ლი სა­ვარ­ძლე­ბით რომ და­დი­ოდ­ნენ...

მოკ­ლედ, ბოლო დროს მო­ტო­ციკ­ლი ვი­ყი­დე და ქალ­ქში ისე ვმოძ­რა­ობ და კი­დევ უკეთ და­ვი­ნა­ხე, თუ რა სა­შინ­ლად მოძ­რა­ო­ბენ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი, ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მე რო­გორც მო­ტო­ციკ­ლისტს სა­ა­ვა­რიო და სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ებს მიქ­მნი­ან... მა­წუ­ხებს ისიც, თუ რო­გორ სა­ში­ნელ "ტაშ­ფან­დუ­რულ" სიმ­ღე­რებს ას­მე­ნი­ნე­ბენ მგზავ­რებს... იქ­ნებ არ მსი­ა­მოვ­ნებს, ხომ უნდა მკი­თხონ? 

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"მარშრუტკის" ”ნაგლი” მძღოლები და შარში გახვეული მგზავრები

"მარშრუტკის" ”ნაგლი” მძღოლები და შარში გახვეული მგზავრები

სამარშრუტო ტაქსების თემა ჩვენს ქალაქში პერიოდულად აქტიურდება ხოლმე და ბოლო დროს ამ ტრანსპორტის მიმართ საზოგადოება კვლავაც უკმაყოფილებას გამოთქვამს: პაპანაქება სიცხეში "მარშრუტკის" მძღოლები მგზავრებს კონდიციონერს არ ურთავენ. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ კონდიციონერის ჩართვა ბევრ საწვავს მოითხოვს, რაც მათ საკმაოდ აზარალებს... დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი ადამიანები და ზოგადად, მოსწონთ თუ არა სამარშრუტო ტაქსების მომსახურება...

ნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი:

- დავიწყებ იქიდან, რომ საოცრად არ მომწონს სამარშრუტო ტაქსების ფასი. ძვირია! მერე ძალიან მაინტერესებს, ვინ უნდა გასცეს ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერი ჩაირთოს?! იქნებ რაღაც დაწესდეს, ან კანონი გამოიცეს, როდესაც ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს, ან მძღოლები თავისით მიხვდნენ და საკუთარი ინიციატივით, მითითების გარეშე გააკეთონ ეს. მგზავრობისას ღიაა ფანჯრები და ამ პაპანაქება სიცხეში ცხელი ჰაერით ივსება სამარშრუტო ტაქსი... მერე მანქანაში 11 მგზავრზე მეტი არ უნდა იჯდეს, მაგრამ რამდენს სვამენ მძღოლები და როგორ ტენიან მანქანას, ეს კიდევ ცალკე თემაა! როდესაც მაგალითად, ბოლოში მდგომ მგზავრს ჩასვლა უნდა, უკანასკნელ ხმაზე უნდა დაუყვიროს მძღოლს, რომ გაიგოს და მანქანა გაუჩეროს. ხშირად არ ესმის, ან სპეციალურად იყრუებს, რაზეც მგზავრები ღელავენ, ზოგ მამაკაცს ნერვები არ ჰყოფნის და იგინება... თუმცა ყვითელ "მარშრუტკებში" დადებითი ის არის, რომ სისუფთავეა, არის პატარა ტელეეკრანი, რომელზეც გადის რაღაც რეკლამები...

ზურა ვადაჭკორია, ილუზიონისტი:

- ამ ქალაქში ძირითადად ფეხით ვმოძრაობ, თუ საჭიროება მოითხოვს, ტაქსით გადაავაადგილდები, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესანიშნავად ვიცი, რა ხდება სამარშრუტო ტაქსებში. ამის შესახებ ჩემი ახლობლებისგან, მსახიობებისგან, ასისტენტებისგან მუდმივად ვიგებ. ისინი წუხან იმაზე, რომ მანქანაში კონდიციონერს არ ურთავენ და რომ მაგრად "ნაგლობენ შოფრები". მაგალითად, მგზავრს გაჩერება უნდათ, დროულად არ უჩერებენ და ისეთ ადგილზე აჩერებენ მანქანას, სადავ უამრავი ხალხია შეჯგუფებული, რომ იქიდან კიდევ ვიღაც აიყვანონ... მოკლედ, მგზავრები მაგარ შარში არიან. ამიტომაც არის, რომ არც მეტროში ჩავდივარ, არც "მარშრუტკაში" ავდივარ... მეტრო ისევ 5 თეთრი არ ღირს?

- მეტროში მგზავრობას 50 თეთრი უნდა.

- მოკლედ, 5 თეთრი რომ ღირდა, იმის მერე იქ არ ჩავსულვარ...

ზაალ სულაკაური, კარიკატურისტი:

- სამარშრუტი ტაქსი? რას მეუბნები. ტროლეიბუსი გახსოვს?

- როგორ არ მახსოვს.

- ჰოდა, იქ ჯდომა მერჩივნა, მაგ ყვითელ "მარშრუტკებში" ჩაჯდომას. თუმცა სისუფთავის მხრივ კი ესენი ჯობია ტროლეიბუსსაც და იმასაც, ყითელ "მარშრუტკებამდე" სამარშრუტო ხაზებზე სხვადასხვა მარკის მანქანები, გაქონილი სავარძლებით რომ დადიოდნენ...

მოკლედ, ბოლო დროს მოტოციკლი ვიყიდე და ქალქში ისე ვმოძრაობ და კიდევ უკეთ დავინახე, თუ რა საშინლად მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები და მე როგორც მოტოციკლისტს საავარიო და სახიფათო სიტუაციებს მიქმნიან... მაწუხებს ისიც, თუ როგორ საშინელ "ტაშფანდურულ" სიმღერებს ასმენინებენ მგზავრებს... იქნებ არ მსიამოვნებს, ხომ უნდა მკითხონ? 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია