მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გორ და­ა­კა­ვა პატ­რულ­მა ქალ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში ქურ­დე­ბი
რო­გორ და­ა­კა­ვა პატ­რულ­მა ქალ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში ქურ­დე­ბი

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლია პარ­კა­უ­ლი­ა.

- პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ. 23 წე­ლი­ა, ამ სის­ტე­მა­ში ვმუ­შა­ობ, სხვა­დას­ხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მათ შო­რის სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­რო­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პო­ლი­ცი­ა­ში, ვმუ­შა­ობ­დი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მომ­კვლე­ვად. შემ­დეგ გა­და­ვე­დი პრე­ზი­დენ­ტის ე­სკორ­ტში, სა­დაც ოც­მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი. მა­ლე­ვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აქ ვმუ­შა­ობ. ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სი­ა­ა, რად­გან შე­ნი სი­ცოცხ­ლე საფ­რთხე­შია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ცი­ვი გო­ნე­ბით ვმუ­შა­ობ.

- ბევ­რი მძღო­ლის­გან მსმე­ნი­ა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი ხართ...

- ყვე­ლას ასე ჰგო­ნი­ა, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, მაგ­რამ რო­ცა უშუ­ა­ლოდ გა­მიც­ნო­ბენ, რწმუნ­დე­ბი­ან, რომ ასე არ არის. სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა ცრემ­ლე­ბი წა­მომ­სვლი­ა, ადა­მი­ა­ნი ვარ და მეც მაქვს ემო­ცი­ა, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მეც რომ ვი­ტი­რო და ვი­კივ­ლო არ შე­იძ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ვა­კე­ში ბავ­შვი რომ გად­მო­ვარ­და ფან­ჯრი­დან, ჩე­მი ეკი­პა­ჟი გა­მო­ი­ძა­ხეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. რო­ცა და­ვი­ნა­ხე ატი­რე­ბუ­ლი დე­და და ბე­ბი­ა, ეს პა­ტა­რა ბავ­შვი, თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე და ტი­რი­ლი და­ვიწყ­ე, რამ­დენ­ჯე­რაც ცრემ­ლი მო­მად­გე­ბო­და, მზის სათ­ვა­ლეს ვი­კე­თებ­დი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მე და ჩე­მი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ათს ვერ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. სა­ღა­მოს გად­მოს­ცეს, რომ ბავ­შვს სჭირ­დე­ბო­და მე­ო­რე ჯგუ­ფის რე­ზუს უარ­ყო­ფი­თი სის­ხლი, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თი ჯგუ­ფი­ა, წა­ვე­დი, 400 გრა­მი სის­ხლი ჩა­ვა­ბა­რე და მი­სი სი­ცოცხ­ლე გა­და­ვარ­ჩი­ნე... რო­ცა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ბევ­რჯერ მი­ნა­ხავს, ადა­მი­ა­ნი ნა­წი­ლე­ბად ყო­ფი­ლა დაშ­ლი­ლი, ამ ყვე­ლა­ფერს სპე­ცი­ა­ლურ პარ­კებ­ში ვა­თავ­სებ­დით. იმ დროს ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ვიწყ­ებ ფიქ­რს ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე. ალ­ბათ, რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე აი­სა­ხე­ბა.

- რო­გორც ვი­ცი, სა­კუ­თარ სახ­ლშიც არა­ერ­თხელ და­გი­ჭე­რი­ათ ქურ­დე­ბი...

- ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ზაფ­ხუ­ლი იყო, სი­ნათ­ლე ჩამ­ქრა­ლი მქონ­და და ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი. უცებ ფან­ჯრი­დან ქურ­დი გად­მოძ­ვრა, ტან­საც­მელ­ზე ვწვდი, მაგ­რამ გა­დახ­ტა. ჩა­მერ­თო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბი და ვკი­თხე, ვის ეძებ­თ-მეთ­ქი. ისიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. რა­ღაც გვარ­-სა­ხე­ლი მო­ი­გო­ნა, რამ­დე­ნი­მე წუ­თი ვი­სა­უბ­რეთ და ვუთხ­ა­რი, სახ­ლში შე­მო­დი-­მეთ­ქი. დამ­თან­ხმდა, სა­ნამ ის შე­მო­ვი­დო­და, პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კე და ეკი­პა­ჟი გა­მო­ვი­ძა­ხე. შე­მო­ვი­და თუ არა, ვუბ­რძა­ნე, ია­ტაკ­ზე დამ­ჯდა­რი­ყო და ამ დროს მო­ვიდ­ნენ კი­დეც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი... ერ­თხე­ლაც, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ზაფ­ხუ­ლო ტან­საც­მე­ლი გა­ვი­ტა­ნე მზე­ზე და მომ­პა­რეს. ვი­ცი, რომ ქურ­დე­ბი ძი­რი­თა­დად ღა­მის 3 სა­ა­თის შემ­დეგ გა­მო­დი­ან, და­ვას­ვე­ლე ტან­საც­მე­ლი და გავ­ფი­ნე. ­ოთხ­ის 15 წუთ­ზე ეზო­ში შე­მო­ვი­და ცოლ­-ქმა­რი, თით­ქოს ბოთ­ლებს აგ­რო­ვებ­დნენ. ჩემს აი­ვან­ზე ამოძ­ვრნენ. დავ­რე­კე პატ­რულ­ში და და­ვა­კა­ვეთ. მა­მა­კა­ცი 8-ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი, ცო­ლი კი 6 თვის ორ­სუ­ლი გახ­ლდათ... სა­ნამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და, ღა­მით უც­ნა­ურ­მა ჩურ­ჩულ­მა გა­მაღ­ვი­ძა, ავ­დე­ქი, ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა მე­ზობ­ლის სარ­დაფ­ში რო­გორ ჩა­ი­ტა­ნა ჩან­თე­ბი და სადღ­აც გა­ვიდ­ნენ. ავი­ღე ფა­რანი, ჩა­ვე­დი სარ­დაფ­ში და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­მო­ვი­ძა­ხე. ქურ­დე­ბი მა­ლე დაბ­რუნ­დნენ და ტაქ­სი მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლი­თაც უნ­და წა­ე­ღოთ მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი, მაგ­რამ ჩვენ და­ვა­კა­ვეთ. გა­და­ვიყ­ვა­ნეთ გა­გა­რი­ნის მო­ე­დან­ზე, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც დი­დი ჩოჩ­ქო­ლი იყო, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ნივ­თე­ბი გერ­მა­ნე­ლი ატა­შეს­თვის მო­ე­პა­რათ. რო­ცა უცხ­ო­ელ­მა ნა­ხა, რომ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ქურ­დე­ბით და მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბით დავ­ბრუნ­დით პო­ლი­ცი­ა­ში - გა­გიჟ­და, შემ­დეგ და­წე­რა კი­დეც გერ­მა­ნულ პრე­სა­ში, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობ­სო. მოწ­ვე­ვაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მაგ­რამ ვერ წა­ვე­დი... ზამ­თარ­ში ღა­მით გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე, გა­მო­ვე­დი ქუ­ჩა­ში და ვი­საც ვკითხ­ე, ყვე­ლა ამ­ბობ­და, არა­ფე­რი გაგ­ვი­გო­ნი­ა­ო. გა­რა­ჟებს შო­რის დაჭ­რი­ლი ბი­ჭი ვი­პო­ვე.­ გა­მო­ვი­ძა­ხე ეკი­პა­ჟი, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და ეს ბი­ჭი სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ხალ­ხი ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის დროს თავს არი­დებს 112-ზე და­რეკ­ვას, მინ­და ყვე­ლას ვუთხ­რა, რომ თუ რა­მე სა­ეჭ­ვოს შე­ამ­ჩნე­ვენ, აუ­ცი­ლებ­ლად და­რე­კონ პატ­რულ­ში. შორ­ტე­ბი გაც­ვია თუ ფორ­მა - ყო­ველ­თვის უნ­და გახ­სოვ­დეს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი ხარ და მუდ­მი­ვად უნ­და იდ­გე ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში. ბი­ჭე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ლი­ა, და­ი­ძი­ნე და ჩვენც დაგ­ვა­ძი­ნე­ო. 

- თა­ვად კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ხართ?

- ბუ­ნებ­რი­ვი­ა, პირ­ველ რიგ­ში თა­ვად უნ­და და­ვიც­ვა კა­ნო­ნი. რო­ცა სა­ჭეს­თან ვზი­ვარ, საგ­ზაო წე­სებს ვე­მორ­ჩი­ლე­ბი. ჩვენ უნ­და მივ­ცეთ სხვას მა­გა­ლი­თი. 

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი?

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გვაქვს, დი­ლის 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე ვიღ­ვი­ძებ, თავს ვი­წეს­რი­გებ, ჩემს ძაღლს ვა­სე­ირ­ნებ და 7 სა­ათ­ზე სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ. ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბაც მი­წევს, მაგ­რამ არა­სო­დეს მა­ვიწყ­დე­ბა, რომ ქა­ლი ვარ და მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში უნ­და ვი­ყო.

- ახა­ლი ფორ­მა მოგ­წონთ?

- ძა­ლი­ან მომ­წონს. ჩვენ­თან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, გა­ი­ზარ­და ხელ­ფა­სე­ბი, შეგ­ვიც­ვა­ლეს ფორ­მა, გვყავს ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ დო­ნე­ზეა აღ­ჭურ­ვი­ლი. მომ­წონს, ჩვენც რომ დაგ­ვი­ყე­ნეს კა­მე­რე­ბი, ზო­გი­ერ­თი უკა­ნო­ნოდ და­ჯა­რი­მე­ბას გვე­და­ვე­ბა, თუ ვინ­მე გა­ა­სა­ჩივ­რებს, რომ თით­ქოს უკა­ნო­ნოდ მო­ვე­ქე­ცით, არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რე­ბი და ამით გა­დაწყ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მო­ქა­ლა­ქეს წი­ნას­წარ ვაფ­რთხი­ლებთ, რომ ჩა­წე­რა მი­დის. მი­ნის­ტრი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ჩვენ­ზე რომ ზრუ­ნავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამის შე­დე­გია.

- ხალ­ხს მარ­თლა გეგ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად აჯა­რი­მებთ?

- რა სი­სუ­ლე­ლე­ა? ა­რა­ნა­ი­რი გეგ­მა არ არ­სე­ბობს. რო­ცა 2 კვი­რა და­დი­ხარ ქა­ლაქ­ში და ერ­თი ჯა­რი­მის ოქ­მიც არ შე­გაქვს, ე.ი. არ მუ­შა­ობ, არ გა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა ქუ­ჩა­ში.

- გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ხომ არ გაზ­რდის საგ­ზაო წე­სე­ბის დამ­რღვევ­თა რა­ო­დე­ნო­ბას?

- ვი­საც დარ­ღვე­ვა უნ­და, მა­ინც არ­ღვევს მოძ­რა­ო­ბის წე­სებს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ჯა­რი­მა 5 ლა­რია თუ 50...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რო­გორ და­ა­კა­ვა პატ­რულ­მა ქალ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში ქურ­დე­ბი

რო­გორ და­ა­კა­ვა პატ­რულ­მა ქალ­მა სა­კუ­თარ სახ­ლში ქურ­დე­ბი

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლია პარ­კა­უ­ლი­ა.

- პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ. 23 წე­ლი­ა, ამ სის­ტე­მა­ში ვმუ­შა­ობ, სხვა­დას­ხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მათ შო­რის სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­რო­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პო­ლი­ცი­ა­ში, ვმუ­შა­ობ­დი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მომ­კვლე­ვად. შემ­დეგ გა­და­ვე­დი პრე­ზი­დენ­ტის ე­სკორ­ტში, სა­დაც ოც­მე­თა­უ­რი ვი­ყა­ვი. მა­ლე­ვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აქ ვმუ­შა­ობ. ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სი­ა­ა, რად­გან შე­ნი სი­ცოცხ­ლე საფ­რთხეშია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ცი­ვი გო­ნე­ბით ვმუ­შა­ობ.

- ბევ­რი მძღო­ლის­გან მსმე­ნი­ა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი ხართ...

- ყვე­ლას ასე ჰგო­ნი­ა, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, მაგ­რამ რო­ცა უშუ­ა­ლოდ გა­მიც­ნო­ბენ, რწმუნ­დე­ბი­ან, რომ ასე არ არის. სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა ცრემ­ლე­ბი წა­მომ­სვლი­ა, ადა­მი­ა­ნი ვარ და მეც მაქვს ემო­ცი­ა, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მეც რომ ვი­ტი­რო და ვი­კივ­ლო არ შე­იძ­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ვა­კე­ში ბავ­შვი რომ გად­მო­ვარ­და ფან­ჯრი­დან, ჩე­მი ეკი­პა­ჟი გა­მო­ი­ძა­ხეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. რო­ცა და­ვი­ნა­ხე ატი­რე­ბუ­ლი დე­და და ბე­ბი­ა, ეს პა­ტა­რა ბავ­შვი, თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე და ტი­რი­ლი და­ვიწყ­ე, რამდენ­ჯე­რაც ცრემ­ლი მო­მად­გე­ბო­და, მზის სათ­ვა­ლეს ვი­კე­თებ­დი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მე და ჩე­მი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ათს ვერ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. სა­ღა­მოს გად­მოს­ცეს, რომ ბავშვს სჭირ­დე­ბო­და მე­ო­რე ჯგუ­ფის რე­ზუს უარ­ყო­ფი­თი სის­ხლი, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თი ჯგუ­ფი­ა, წა­ვე­დი, 400 გრა­მი სის­ხლი ჩა­ვა­ბა­რე და მი­სი სი­ცოცხ­ლე გა­და­ვარ­ჩი­ნე... რო­ცა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ბევ­რჯერ მინახავს, ადა­მი­ა­ნი ნა­წი­ლე­ბად ყო­ფი­ლა დაშ­ლი­ლი, ამ ყვე­ლა­ფერს სპე­ცი­ა­ლურ პარ­კებ­ში ვა­თავ­სებ­დით. იმ დროს ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ვიწყ­ებ ფიქრს ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე. ალ­ბათ, რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე აი­სა­ხე­ბა.

- რო­გორც ვი­ცი, სა­კუ­თარ სახ­ლშიც არა­ერ­თხელ და­გი­ჭე­რი­ათ ქურ­დე­ბი...

- ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ზაფ­ხუ­ლი იყო, სი­ნათ­ლე ჩამ­ქრა­ლი მქონ­და და ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი. უცებ ფან­ჯრი­დან ქურ­დი გად­მოძ­ვრა, ტან­საც­მელ­ზე ვწვდი, მაგ­რამ გა­დახ­ტა. ჩა­მერ­თო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბი და ვკითხე, ვის ეძებ­თ-მეთ­ქი. ისიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. რა­ღაც გვარ­-სა­ხე­ლი მო­ი­გო­ნა, რამ­დე­ნი­მე წუ­თი ვი­სა­უბ­რეთ და ვუთხ­ა­რი, სახ­ლში შე­მო­დი-­მეთ­ქი. დამ­თან­ხმდა, სა­ნამ ის შე­მო­ვი­დო­და, პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კე და ეკი­პა­ჟი გა­მო­ვი­ძა­ხე. შე­მო­ვი­და თუ არა, ვუბ­რძა­ნე, ია­ტაკ­ზე დამ­ჯდა­რი­ყო და ამ დროს მო­ვიდ­ნენ კი­დეც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი... ერ­თხე­ლაც, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ზაფ­ხუ­ლო ტან­საც­მე­ლი გა­ვი­ტა­ნე მზე­ზე და მომ­პა­რეს. ვი­ცი, რომ ქურ­დე­ბი ძი­რი­თა­დად ღა­მის 3 სა­ა­თის შემ­დეგ გა­მო­დი­ან, და­ვას­ვე­ლე ტან­საც­მე­ლი და გავ­ფი­ნე. ­ოთხ­ის 15 წუთ­ზე ეზო­ში შე­მო­ვი­და ცოლ­-ქმა­რი, თით­ქოს ბოთ­ლებს აგ­რო­ვებ­დნენ. ჩემს აი­ვან­ზე ამოძ­ვრნენ. დავ­რე­კე პატ­რულ­ში და და­ვა­კა­ვეთ. მა­მა­კა­ცი 8-ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი, ცო­ლი კი 6 თვის ორ­სუ­ლი გახ­ლდათ... სა­ნამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და, ღა­მით უც­ნა­ურ­მა ჩურ­ჩულ­მა გა­მაღ­ვი­ძა, ავ­დე­ქი, ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა მე­ზობ­ლის სარ­დაფ­ში რო­გორ ჩა­ი­ტა­ნა ჩან­თე­ბი და სადღ­აც გა­ვიდ­ნენ. ავი­ღე ფა­რანი, ჩა­ვე­დი სარ­დაფ­ში და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­მო­ვი­ძა­ხე. ქურ­დე­ბი მა­ლე დაბ­რუნ­დნენ და ტაქ­სი მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლი­თაც უნ­და წა­ე­ღოთ მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი, მაგ­რამ ჩვენ და­ვა­კა­ვეთ. გა­და­ვიყ­ვა­ნეთ გა­გა­რი­ნის მო­ე­დან­ზე, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც დი­დი ჩოჩ­ქო­ლი იყო, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ნივ­თე­ბი გერ­მა­ნე­ლი ატა­შეს­თვის მო­ე­პა­რათ. რო­ცა უცხ­ო­ელ­მა ნა­ხა, რომ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ქურ­დე­ბით და მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბით დავ­ბრუნ­დით პო­ლი­ცი­ა­ში - გა­გიჟ­და, შემ­დეგ და­წე­რა კი­დეც გერ­მა­ნულ პრე­სა­ში, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ობ­სო. მოწ­ვე­ვაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მაგ­რამ ვერ წა­ვე­დი... ზამ­თარ­ში ღა­მით გას­რო­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე, გა­მო­ვე­დი ქუ­ჩა­ში და ვი­საც ვკითხ­ე, ყვე­ლა ამ­ბობ­და, არა­ფე­რი გაგ­ვი­გო­ნი­ა­ო. გა­რა­ჟებს შო­რის დაჭ­რი­ლი ბი­ჭი ვი­პო­ვე.­ გა­მო­ვი­ძა­ხე ეკი­პა­ჟი, სას­წრა­ფო დახმარება და ეს ბი­ჭი სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ხალ­ხი ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის დროს თავს არი­დებს 112-ზე და­რეკ­ვას, მინ­და ყვე­ლას ვუთხ­რა, რომ თუ რა­მე სა­ეჭ­ვოს შე­ამ­ჩნე­ვენ, აუ­ცი­ლებ­ლად და­რე­კონ პატ­რულ­ში. შორ­ტე­ბი გაც­ვია თუ ფორ­მა - ყო­ველ­თვის უნ­და გახ­სოვ­დეს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი ხარ და მუდ­მი­ვად უნ­და იდ­გე ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში. ბი­ჭე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ლი­ა, და­ი­ძი­ნე და ჩვენც დაგ­ვა­ძი­ნე­ო. 

- თა­ვად კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ხართ?

- ბუ­ნებ­რი­ვი­ა, პირ­ველ რიგ­ში თა­ვად უნ­და და­ვიც­ვა კა­ნო­ნი. რო­ცა სა­ჭეს­თან ვზი­ვარ, საგ­ზაო წე­სებს ვე­მორ­ჩი­ლე­ბი. ჩვენ უნ­და მივ­ცეთ სხვას მა­გა­ლი­თი. 

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი?

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გვაქვს, დი­ლის 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე ვიღ­ვი­ძებ, თავს ვი­წეს­რი­გებ, ჩემს ძაღლს ვა­სე­ირ­ნებ და 7 სა­ათ­ზე სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ. ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბაც მი­წევს, მაგ­რამ არა­სო­დეს მა­ვიწყ­დე­ბა, რომ ქა­ლი ვარ და მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში უნ­და ვი­ყო.

- ახა­ლი ფორ­მა მოგ­წონთ?

- ძა­ლი­ან მომ­წონს. ჩვენ­თან ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, გა­ი­ზარ­და ხელ­ფა­სე­ბი, შეგ­ვიც­ვა­ლეს ფორ­მა, გვყავს ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ დო­ნე­ზეა აღ­ჭურ­ვი­ლი. მომ­წონს, ჩვენც რომ დაგ­ვი­ყე­ნეს კა­მე­რე­ბი, ზო­გი­ერ­თი უკა­ნო­ნოდ და­ჯა­რი­მე­ბას გვე­და­ვე­ბა, თუ ვინ­მე გა­ა­სა­ჩივ­რებს, რომ თით­ქოს უკა­ნო­ნოდ მო­ვე­ქე­ცით, არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რე­ბი და ამით გა­დაწყ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მო­ქა­ლა­ქეს წი­ნას­წარ ვაფ­რთხი­ლებთ, რომ ჩა­წე­რა მი­დის. მი­ნის­ტრი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ჩვენ­ზე რომ ზრუ­ნავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამის შე­დე­გია.

- ხალხს მარ­თლა გეგ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად აჯა­რი­მებთ?

- რა სი­სუ­ლე­ლე­ა? ა­რა­ნა­ი­რი გეგ­მა არ არ­სე­ბობს. რო­ცა 2 კვი­რა და­დი­ხარ ქა­ლაქ­ში და ერ­თი ჯა­რი­მის ოქ­მიც არ შე­გაქვს, ე.ი. არ მუ­შა­ობ, არ გა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა ქუ­ჩა­ში.

- გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ხომ არ გაზ­რდის საგ­ზაო წე­სე­ბის დამ­რღვევ­თა რა­ო­დე­ნო­ბას?

- ვი­საც დარ­ღვე­ვა უნ­და, მა­ინც არ­ღვევს მოძ­რა­ო­ბის წე­სებს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ჯა­რი­მა 5 ლა­რია თუ 50...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ