ელტონ ჯონი ოპერაციის დროს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, - ამის შესახებ მომღერალი The Sun-ს ესაუბრა.
ვარსკვლავს ბრმა ნაწლავი გაუსკდა და ტკივილისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. მისი თქმით, რომ არა ქირურგების სწრაფი რეაგირება, ორგანიზმს ჩირქი მოწამლავდა. 66 წლის მომღერალმა დაუგეგმავი ოპერაციის გამო ევროპული ტური შეწყვიტა.
"ძალიან იღბლიანი ვარ, რომ გადავრჩი. მუცელში მოქმედი ბომბი მქონდა. კონცერტისთვის ვემზადებოდი, როდესაც მუცლის საშინელი ტკივილი დამეწყო. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ საჭმელმა მომწამლა, მაგრამ ეს აპენდიციტის ბრალი ყოფილა", - განაცხადა მომღერალმა.
კონცერტის ორგანიზატორების თქმით, უკვე 40 000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.